გადასახადის გადამხდელთა ეკონომიკური საქმიანობის ადგილის დათვალიერების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 16.04.2009
ძალის დაკარგვა 01.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №242
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.013.005
გამოქვეყნების წყარო სსმ, 48, 21/04/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
გადასახადის გადამხდელთა ეკონომიკური საქმიანობის ადგილის დათვალიერების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.CharChar {mso-style-name:" Char Char"; font-family:AcadNusx;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 49.5pt 58.5pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.013.005
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №242
2009 წლის 16 აპრილი
ქ. თბილისი
„გადასახადის გადამხდელთა ეკონომიკური საქმიანობის ადგილის დათვალიერების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის მე-6 ნაწილის და 109-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს „გადასახადის გადამხდელთა ეკონომიკური საქმიანობის ადგილის დათვალიერების შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.
მუხლი 2🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
ინსტრუქცია გადასახადის გადამხდელთა ეკონომიკური საქმიანობის ადგილის დათვალიერების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. მოცემული ინსტრუქცია განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოების მიერ გადასახადის გადამხდელთა ეკონომიკური საქმიანობის ადგილის დათვალიერების (შემდგომში – დათვალიერება) ჩატარების ზოგად წესს.
2. დათვალიერება ტარდება მოსამართლის ბრძანების გარეშე საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის მოტივირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
3. ფიზიკური პირის საცხოვრებელი ბინის დათვალიერება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.
4. დათვალიერების პროცედურა არ მოიცავს სეიფის, კარადის, უჯრისა და სხვა მსგავსი სათავსის შიგთავსის ვიზუალურ დათვალიერებასა და შემოწმებას. ამასთან, აღნიშნული პროცედურის ჩატარებისას აკრძალულია გადასახადის გადამხდელის დოკუმენტაციისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შემოწმება, ასევე მისგან სიტყვიერი და წერილობითი ახსნა-განმარტებების მოთხოვნა.
5. დათვალიერება უნდა ჩატარდეს გადასახადის გადამხდელის წინასწარ შეტყობინების გარეშე, გადასახადის გადამხდელის სამუშაო საათებში ან/და ფაქტობრივი მუშაობის დროს.
6. დათვალიერებას უნდა ესწრებოდეს გადასახადის გადამხდელი ან მისი წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში – მოწვეული სპეციალისტი.
7. დათვალიერების პროცედურების განხორციელების დროს, სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს ოქმს შესაბამისი სამართალდარღვევის შესახებ.
8. გადასახადის გადამხდელს, დათვალიერების ჩატარებისას, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ეკისრება პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9. საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად, დათვალიერების განხორციელების დროს, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირთა უსაფრთხოებასა და მოპოვებული მტკიცებულებების დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმი.
მუხლი 2🔗. დათვალიერების ჩატარების მიზანი
1. დათვალიერება წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურას, დათვალიერების მიზანია გადასახადის გადამხდელის ტერიტორიებისა და შენობა-ნაგებობების შიდა და გარე სივრცის ვიზუალური დათვალიერება.
2. დათვალიერება შეიძლება ჩატარდეს გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილ ნებისმიერ ობიექტზე.
3. დათვალიერების ჩატარება შესაძლებელია, როგორც გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობაზე დაკვირვების დამოუკიდებელი პროცედურა, ან გასვლითი საგადასახადო შემოწმების შემადგენელი ნაწილი.
4. დათვალიერების ჩატარების პროცედურამ არ უნდა დაარღვიოს გონივრულ ფარგლებში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ გააჩეროს მისი საქმიანობა.
მუხლი 3🔗. საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დათვალიერების განხორციელების თაობაზე
1. დათვალიერება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის მოტივირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. დათვალიერების განხორციელების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს:
ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახე;
ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი საგადასახადო ორგანო;
გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;
დ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თარიღი და ადგილი;
ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური;
ვ) ის ნორმატიული აქტი, რის საფუძველზეც მოხდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
ზ) დათვალიერების პროცედურის განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირთა ვინაობა;
თ) გადასახადის გადამხდელის (გადამხდელების) სრული სახელწოდება/სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი;
ი) დათვალიერების პროცედურის ჩატარების ადგილი (ობიექტის (ობიექტების) დასახელება, ფაქტობრივი მისამართი);
კ) დათვალიერების პროცედურის ჩატარების პერიოდი (მისი დაწყებისა და დასრულების ვადები);
ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა რეკვიზიტები.
3. საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დასაშვებია გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებულ ერთი ან რამდენიმე ობიექტის დათვალიერების განხორციელების თაობაზე.
4. საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს უნდა დაერთოს დათვალიერების ჩატარების პროგრამა და გადასახადის გადამხდელის უფლებების განმარტებითი ბარათი.
5. დათვალიერების ჩატარების პროგრამა უნდა შეიცავდეს:
ა) გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურის (დათვალიერების ჩატარება) დასახელებას;
ბ) დათვალიერების განხორციელების წესს, მეთოდს, სამუშაოს აღწერილობას და ა.შ;
გ) დათვალიერების პროცედურის ჩატარებისას გამოსაყენებელ ტექნიკურ საშუალებებს (ასეთის აუცილებლობისას);
დ) დათვალიერების პროცედურის ჩატარების პერიოდს.
6. გადასახადის გადამხდელის უფლებების განმარტებით ბარათში უნდა აისახოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული გადასახადის გადამხდელის უფლებები.
მუხლი 4🔗. დათვალიერების განხორციელებისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები
1. დათვალიერების პროცესი მოიცავს სამ ეტაპს:
ა) დათვალიერების მომზადება;
ბ) ვიზუალური დათვალიერება;
გ) დათვალიერების შედეგების დაფიქსირება.
2. დათვალიერების მომზადება გულისხმობს დასათვალიერებელი ობიექტის შესახებ სათანადო მონაცემების შეგროვებას, მათ წინასწარ გაცნობას, კერძოდ, კეთდება ობიექტის შესახებ არსებული ინფორმაციის ანალიზი.
3. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია დათვალიერების პროცედურის განხორციელებამდე გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი (საგადასახადო ორგანოს თანამდებობის პირის) მოწმობა და საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დათვალიერების პროცედურის თაობაზე, დათვალიერების ჩატარების პროგრამა და გადასახადის გადამხდელის უფლებების განმარტებითი ბარათი.
4. დათვალიერება წარმოებს სამუშაო საათებში ან/და ფაქტობრივი მუშაობის დროს გადასახადის გადამხდელის ტერიტორიის ან/და შენობა-ნაგებობის გარე და შიდა სივრცის ვიზუალური დათვალიერების გზით.
5. დათვალიერების პროცედურის შედეგებზე „გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე ჩატარებული დათვალიერების შედეგების შესახებ“ ოქმს (შემდგომში – ოქმი) (დანართი №1) ადგენს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი.
მუხლი 5🔗. დათვალიერების პროცედურის შედეგების გაფორმება
1. ოქმში აღინიშნება:
ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) საგადასახადო ორგანოს დასახელება;
გ) დათვალიერების პროცედურის ჩატარების საფუძველი – საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ გამოცემული ინიდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თარიღი და ნომერი;
დ) საგადასახადო ორგანოს იმ უფლებამოსილი პირის (პირების) თანამდებობა, სახელი, გვარი, ვინც დათვალიერება განახორციელა;
ე) გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი, გვარი, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი;
ვ) დათვალიერების პროცედურის ჩატარების ადგილი (ობიექტის (ობიექტების) დასახელება, ფაქტობრივი მისამართი);
ზ) დათვალიერების პროცედურის ჩატარების თარიღი/პერიოდი (მისი დაწყებისა და დამთავრების დრო);
თ) დათვალიერების პროცედურაში მონაწილე გადასახადის გადამხდელის ან/და მისი წარმომადგენლის სახელი და გვარი;
ი) განხორციელებული დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურის დასახელება (გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დათვალიერების ჩატარება);
კ) ჩატარებული დათვალიერების პროცედურის შედეგები;
ლ) დათვალიერების პროცედურის განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის (პირთა) (ოქმის შემდგენის) სახელი, გვარი და ხელმოწერა;
მ) გადასახადის გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის სახელი, გვარი და ხელმოწერა;
ნ) მოწვეული სპეციალისტის სახელი, გვარი და ხელმოწერა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ო) დამატებით, შენიშვნების სახით ოქმში შეიძლება აღინიშნოს დათვალიერების ჩატარებისას გამოვლენილი ფაქტები და გარემოებები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს საქმესთან დაკავშირებით, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის ან/და მისი წარმომადგენლის ან/და საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ჩანაწერები.
2. ოქმში ასახულ უნდა იქნეს ვიზუალური დათვალიერების ნებისმიერი შედეგი.
3. ოქმი დგება ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი წარედგინება გადასახადის გადამხდელს (მის წარმომადგენელს), ხოლო მეორე – რჩება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს.
4. ოქმი გასაცნობად და ხელმოსაწერად წარედგინება დათვალიერების პროცედურის განხორციელებაში მონაწილე ყველა პირს, რომლებსაც უფლება აქვთ ოქმში წერილობით დააფიქსიროს შენიშვნები.
5. გადასახადის გადამხდელის (მისი წარმომადგენლის) მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ოქმის შენიშვნის გრაფაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
მუხლი 6🔗. დათვალიერების პროცედურის შედეგების შეჯამება
1. დათვალიერების პროცედურის შედეგებზე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ოქმი დათვალიერების პროცედურის დასრულებიდან (ოქმის შედგენიდან) არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა წარედგინება საგადასახადო ორგანოს შესაბამის უფლებამოსილ პირს.
2. საგადასახადო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ დათვალიერების პროცედურის შესახებ დაფიქსირებული ინფორმაცია ინახება რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში)/საგადასახადო ინსპექციაში.
3. ჩატარებული დათვალიერების პროცედურის შედეგების შესახებ დაფიქსირებული ინფორმაცია შეიტანება დათვალიერების პროცედურების კომპიუტერულ ბაზაში.
დანართი №1
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
–––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––
(შედგენის თარიღი) (შედგენის ადგილი)
ოქმი №
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე ჩატარებული დათვალიერების შედეგების შესახებ
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– – ის
(საგადასახადო ორგანოს დასახელება)
20–– წლის “–––––” “––––––––––––––––” № ––––––––– ბრძანების საფუძველზე
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მიერ
(საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის (პირების) თანამდებობა, სახელი და გვარი)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––
(გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი, გვარი, იურიდიული მისამართი) (გადასახადის გადამხდელის ს/ნ)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დათვალიერების პროცედურის ჩატარების ადგილი (ობიექტის (ობიექტების) დასახელება, ფაქტობრივი მისამართი)
20–– წლის “ ––––” “ ––––––––––––––” –დან 20–– წლის “ –––––––––” “ ––––––––––––” –მდე
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– -ის მონაწილეობით
(დათვალიერების პროცედურის განხორციელებაში მონაწილე გადასახადის გადამხდელის ან/და მისი
წარმომადგენლის სახელი და გვარი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(განხორციელებული პროცედურის დასახელება)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ჩატარებული დათვალიერების პროცედურის შედეგები)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
პროცედურის განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი
თანამდებობის პირები (ოქმის შემდგენი):
–––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
–––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
გადასახადის გადამხდელი
ან/და მისი წარმომადგენელი: ––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
მოწვეული სპეციალისტი: –––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
შენიშვნა: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––