,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№284
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.22.026.013.008
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.013.008

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №284

2009 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური  დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ.1467) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,91. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც გადიან საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრული სპეციალური მომზადების პროგრამით გათვალისწინებულ საწყის საბრძოლო მომზადების კურსს, ამ კურსის დამთავრებამდე და კურსზე ფაქტობრივად ყოფნის პერიოდში, მიეცემათ მხოლოდ:

ა) 150 ლარი კურსის პირველი ეტაპის წარმატებით გავლისა და კურსის მეორე ეტაპზე გადაყვანის შემთხვევაში;

ბ) კურსის მეორე ეტაპზე მყოფ სამხედრო მოსამსახურეს:

ბ.ა.) ყოველთვიური ფულადი სარგო 150 ლარის ოდენობით;

ბ.ბ.) იმ სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც სპეციალური მომზადების პროგრამის დასრულებისთანავე, გაუგრძელდა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის ვადა – ყოველთვიური ფულადი სარგო 250 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2. ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც 2009 წლის 20 აპრილამდე დაიწყეს და აგრძელებენ საწყისი კურსის გავლას, უთანაბრდებიან ამ ბრძანების 91 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნტში განსაზღვრულ სამხედრო მოსამსახურეებს, ხოლო ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც 2009 წლის 20 აპრილამდე დაიწყეს და აგრძელებენ სპეციალიზაციის კურსის გავლას, უთანაბრდებიან ამ ბრძანების 91 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნტში განსაზღვრულ სამხედრო მოსამსახურეებს.“.

მუხლი 3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები.

მუხლი 4. ბრძანება ძალაშია 2009 წლის 20 აპრილიდან.

ვ. სიხარულიძე