,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 21.04.2009
ძალის დაკარგვა 31.05.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №80
სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.027.013.012
გამოქვეყნების წყარო სსმ, 49, 22/04/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| № | მატერიალური ფასეულობის დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"\# Grigolia Mta";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"# Grigolia Mta","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"# Grigolia Mta","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"# Grigolia Mta","sans-serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:LitNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.tarigi, li.tarigi, div.tarigi {mso-style-name:tarigi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 60.0pt 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.027.013.012
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №80
2009 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე და 73-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 23 მაისის №151 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შინაგანაწესი (შემდგომში – შინაგანაწესი) შემუშავებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური აპარატის მოსამსახურეებზე (შემდგომში – მოსამსახურე).
2. შინაგანაწესის მიზნებია:
ა) სამინისტროსათვის დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;
ბ) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
გ) მოსამსახურეთა შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება;
დ) სამუშაო დროის რაციონალური გამოყენება;
ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ეფექტიანობის ზრდა;
ვ) მოსამსახურეთა კვალიფიკაციის დონისა და პროფესიული ჩვევების გამოვლენის ხელშეწყობა.
3. შინაგანაწესით განისაზღვრება:
ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;
ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო;
გ) დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;
დ) სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი;
ე) ხელფასის და სამივლინებო თანხების გაცემის დრო და ადგილი;
ვ) მოსამსახურის მიერ კუთვნილი შვებულების გამოყენების პირობები და წესი;
ზ) მოსამსახურის მივლინების წესი;
თ) სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი;
ი) მოსამსახურის მოვალეობანი;
კ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქალაქეთა მიღების წესი;
ლ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;
მ) მოსამსახურის მატერიალური პასუხისმგებლობა;
ნ) გათავისუფლებული მოსამსახურის ვალდებულებანი;
ო) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი.
მუხლი 2🔗. სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული. შესვენების დრო
1. სამინისტროში მოსამსახურის სამუშაო დრო განისაზღვრება 5-დღიანი სამუშაო კვირით.
2. სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 10.00 სთ-დან 19.00 სთ-მდე.
3. დღის განმავლობაში მოსამსახურისათვის განსაზღვრულია შესვენების დრო 13.00 სთ-დან 14.00 სთ-მდე.
4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის უწყვეტი რეჟიმის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, ცალკეულ მოსამსახურეთათვის შესვენების დრო განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მიერ.
5. მოსამსახურის სამსახურში გამოცხადება და სამუშაო ადგილის დატოვება ფიქსირდება სპეციალური ტექნიკური საშუალების მეშვეობით, სამსახურებრივი დანიშნულების მოწმობის გამოყენებით.
მუხლი 3🔗. დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი
1. მოსამსახურისათვის დაწესებულებაში ყოფნა დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, შესვენების დროს ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ, ნებაყოფლობითია.
2. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადება ხდება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან შეთანხმებით.
3. გადაწყვეტილებას მოსამსახურის დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ მუშაობის ანაზღაურების თაობაზე იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 4🔗. სამსახურებრივ საკითხებზე ბრძანებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი
1. სამინისტროში მოსამსახურე მიიღება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მინისტრი უფლებამოსილია სამინისტროს დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების, აგრეთვე სამინისტროს მოსამსახურეთა მივლინებასა და შვებულებაში გაშვების უფლე-ბამოსილების დელეგირება მოახდინოს მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეზე.
2. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება შეიძლება იყოს ნორმატიული და ინდივიდუალური.
3. ნორმატიული ხასიათის ბრძანებას გამოსცემს იუსტიციის მინისტრი. ბრძანება გამოიცემა წერილობითი ფორმით და ექვემდებარება იუსტიციის სამინისტროში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრას.
4. ინდივიდუალურ ბრძანებას გამოსცემს იუსტიციის მინისტრი და მინისტრის მოადგილე. ინდივიდუალური ბრძანება გამოიცემა უშუალოდ ერთ მოსამსახურეზე ან მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფზე. ინდივიდუალური ბრძანება გამოიცემა წერილობითი ფორმით. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ბრძანება გაეგზავნება ან გადაეცემა მოსამსახურეს (მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფს), რაც დასტურდება ხელმოწერით.
5. ამ მუხლის შესაბამისად გამოცემული ბრძანებების შესრულება სავალდებულოა ყველა მოსამსახურისათვის.
მუხლი 5🔗. ხელფასისა და სამივლინებო თანხების გაცემის დრო და ადგილი
1. მოსამსახურეებზე თანამდებობრივი სარგო გაიცემა თვეში ერთხელ, საბანკო დაწესებულებათა მეშვეობით.
2. მოსამსახურის სამივლინებო თანხების გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 6🔗. შვებულების გამოყენების წესი
1. მოსამსახურე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ხანგრძლივობით.
2. განცხადება შვებულების მოთხოვნის შესახებ იუსტიციის მინისტრს ან იუსტიციის მინისტრის მოადგილეს უნდა წარედგინოს საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე 5 დღით ადრე მაინც.
3. შვებულების მოთხოვნის შესახებ განცხადება უნდა შეთანხმდეს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი უფლებამოსილია უარი თქვას თანხმობის გაცემაზე, თუ მოცემულ პერიოდში, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის მოსამსახურის მიერ შვებულებით სარგებლობა.
4. მოსამსახურე უფლებამოსილია, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის თანხმობით, ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს კუთვნილი შვებულება.
5. იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურე ვერ ისარგებლებს კუთვნილი შვებულებით, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს შვებულების მომდევნო სამუშაო წელს გადატანა.
6. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია მოსამსახურის შვებულებიდან გამოძახება მისივე თანხმობით, შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 7🔗. მოსამსახურის მივლინების წესი
1. მოსამსახურის მივლინებაში გაშვება ფორმდება ბრძანებით.
2. ქვეყნის ფარგლებში მივლინების შესახებ ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი (შემდგომში – საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი) მოსამსახურეს უფორმებს სამივლინებო ფურცელს (დანართი №1).
მუხლი 8🔗. სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი
1. წინასწარ ცნობილი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში (არა უმეტეს ორი დღის ხანგრძლივობით), მოსამსახურე ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს და წარადგინოს მოხსენებითი ბარათი (საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილის სახელზე) საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტში, სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდისა და სათანადო მიზეზის მითითებით.
2. წინასწარ ცნობილი მიზეზის გარეშე სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მოსამსახურე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს და საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტს გამოუცხადებლობის სავარაუდო პერიოდი, სათანადო მიზეზის მითითებით. სამსახურში გამოცხადების შემდეგ, მოსამსახურემ სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს და საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტს უნდა წარუდგინოს მოხსენებითი ბარათი სამსახურში გამოუცხადებლობის თაობაზე.
3. წინასწარ ცნობილი მიზეზით ან/და მიზეზის გარეშე სამსახურში დაგვიანების შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს და საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტს.
მუხლი 9🔗. მოსამსახურის მოვალეობანი
1. მოსამსახურე ვალდებულია:
ა) პირნათლად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი;
ბ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება;
გ) შეასრულოს ხელმძღვანელის ბრძანება, განკარგულება და მითითება, რომლებიც გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში;
დ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს სამინისტროს მუშაობას და ლახავს საჯარო სამსახურის ავტორიტეტს;
ე) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები;
ვ) დაიცვას საჯარო მოსამსახურეთა ქცევის წესები და სამინისტროს შინაგანაწესი;
ზ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივი დანიშნულების მოწმობას და გამოიყენოს იგი დანიშნულებისამებრ. მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს და საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტში მოხსენებით ბარათთან ერთად წარმოადგინოს ცნობა მოწმობის დაკარგვის შესახებ;
თ) წესრიგში ჰქონდეს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე სამინისტროს შენობაში და მის ტერიტორიაზე.
2. დაუშვებელია მოსამსახურის მიერ სამსახურში კომპიუტერული თამაშებით სარგებლობა და ინტერნეტის რესურსების არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენება.
3. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში მყოფი მოსამსახურეები ვალდებულნი არიან ატარონ სამსახურებრივი დანიშნულების მოწმობა.
მუხლი 9🔗. სამინისტროში მოქალაქეთა მიღების წესი
1. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, მოქალაქეთა მიღება ხორციელდება წინასწარ შეთანხმებით, საშვის (დანართი №2) დაშვების შემდეგ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს მოქალაქის შენობაში შემოსვლისა და შენობიდან გასვლის დრო.
2. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში საშვის დაშვების უფლების მქონე პირთა წრე, აგრეთვე საშვის გარეშე შესვლის უფლების მქონე პირთა ნუსხა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 10🔗. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქცია
მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას შრომისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 11🔗. მოსამსახურის მატერიალური პასუხისმგებლობა
1. იუსტიციის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი (შემდგომში – ეკონომიკური დეპარტამენტი).
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) განახორციელოს კონტროლი იმ ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე, რომელიც გადაცემული აქვს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ბ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსს მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა თუ დაკარგვის თაობაზე;
გ) ქონების დაზიანების შემთხვევაში, ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსს წარუდგინოს ახსნა-განმარტებითი ბარათი.
3. მოსამსახურე პასუხისმგებელია მისთვის გადაცემული ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე. იგი ვალდებულია:
ა) ქონება გამოიყენოს მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის;
ბ) ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა თუ დაკარგვის შესახებ აცნობოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს;
გ) არ გადასცეს თავის მფლობელობაში არსებული ქონება სხვა მოსამსახურეს, ეკონომიკური დეპარტამენტის და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე.
4. სამინისტროს ადმინისტრაციული შენობიდან სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა გატანა, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, დასაშვებია ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანხმობით, რომლის თაობაზე დგება წერილობითი აქტი (დანართი №4).
მუხლი 12🔗. გათავისუფლებული მოსამსახურის ვალდებულებანი
მოსამსახურე ვალდებულია სამსახურიდან გათავისუფლებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დანართ №3-ში მითითებულ სტრუქტურულ დანაყოფებში წარადგინოს დოკუმენტი – შემოვლის ფურცელი (დანართი №3) სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა ჩაბარების თაობაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერით. აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემდეგ მოსამსახურესთან უნდა მოხდეს საბოლოო ანგარიშსწორება.
მუხლი 13🔗. წახალისებისა და პასუხიმგებლობის სახე და გამოყენების წესი
1. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალიწინებული წახალისების ფორმა.
2. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს ეკისრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
3. შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის ერთი თვის განმავლობაში სამჯერ შეუსრულებლობის შემთხვევაში, საჯარო მოსამსახურეს დაეკისრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წინათ გამოყენებულზე უფრო მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. აღნიშნულ პროცესზე კონტროლს ახორციელებს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი.
მუხლი 14🔗. დასკვნითი დებულებანი
1. წინამდებარე შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად ყველა მოსამსახურისათვის.
2. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობით.
3. საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი ვალდებულია გააცნოს მოსამსახურეს წინამდებარე შინაგანაწესი, რაც დასტურდება მოსამსახურის ხელმოწერით.
4. ხელწერილი შინაგანაწესის გაცნობის თაობაზე ინახება მოსამსახურის პირად საქმეში.
5. საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი ვალდებულია უზრუნველყოს ნებისმიერ დროს შინაგანაწესის გაცნობის შესაძლებლობა.
დანართი №1
გვერდი 1
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურის
მივლინების ფურცელი
№-------
-------------------------------------------------------------------------------------------------------
(გვარი, სახელი)
-------------------------------------------------------------------------------------------------------
(თანამდებობა)
მივლინებულ იქნეს-------------------------------------------------------------------------------
(მივლინების ადგილი და მიზანი)
-------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------
დღეთა რაოდენობა--------------------------------------------------------------------------------
ხელმძღვანელი ------------------------------------
(ხელმოწერა)
ბ. ა. “-------“----------------------------------------20-----წ.
გვერდი 2
აღნიშვნები დანიშნულების პუნქტებში გასვლისა და დაბრუნების შესახებ
წასვლა----------------------------------- ჩამოსვლა----------------------------------------
„----- “------------------20-----წ. „----- “----------------------20-----წ.
ხელმოწერა ხელმოწერა
ბ.ა. ბ.ა.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
წასვლა----------------------------------- ჩამოსვლა----------------------------------------
„----- “------------------20-----წ. „----- “---------------------20-----წ.
ხელმოწერა ხელმოწერა
ბ.ა. ბ.ა.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
წასვლა----------------------------------- ჩამოსვლა----------------------------------------
“----- “------------------20-----წ. “----- “----------------------20-----წ.
ხელმოწერა ხელმოწერა
ბ.ა. ბ.ა.
დანართი №2
გვერდი 1
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
-------------
თარიღი
საშვი №
მიეცა მოქალაქე ------------------------------------------------------------------------------------------------
ვისთან ----------------------------------------------------------------------------------------------------------
რომელ დეპარტამენტში --------------------------------------------------------------------------------------
ბ-ნ ---------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქ-ნ ---------------------------------------------------------------------------------------------------------------
სართული ---------------- ოთახი № ------------
ვინ დაუშვა საშვი: ---------------------------------------------------------------------------------------------
საშვის გამცემი:
გვერდი 2
შემოვიდა „----” საათი „----” წუთი
გავიდა „----” საათი „––” წუთი
გაატარეთ ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარმოუდგენლად საშვს ძალა არა აქვს.
გასვლისას საშვი სათანადო აღნიშვნით უნდა ჩაბარდეს საშვების გაცემის განყოფილებას. საშვის სხვაზე გადაცემა არ შეიძლება.
დანართი №3
შემოვლის ფურცელი
-------------------------------------------------------------------------------------------------------
(მოსამსახურის გვარი, სახელი)
საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი:
--------------------------------------------------------------------------------------
(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)
ეკონომიკური დეპარტამენტი:
ა) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)
ბ) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)
ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი:
ა) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)
ბ) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)
ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) კანცელარია (სამმართველო):
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)
მოსამსახურის ხელმოწერა -------------------------------------
თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დანართი №4
მატერიალური ფასეულობის ადმინისტრაციული შენობიდან გატანის
აქტი №
ქ. თბილისი „---“ ----------------------“ 20— წ.
სტრუქტურული ერთეულის დასახელება -------------------------------------------------
გადაადგილების საფუძველი ----------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------
№
მატერიალური ფასეულობის დასახელება
საინვენტარო ნომერი
გატანილ მატერიალურ ფასეულობაზე პასუხისმგებელი პირი
მატერიალური ფასეულობის დაბრუნების სავარაუდო თარიღი
გატანა დადასტურებულია:
ფასეულობის გამტანი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ------------------
გატანაზე პასუხისმგებელი პირი (პირები) -----------------------------------
-----------------------------------
-----------------------------------
ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი -----------------------------------