გადასახადის გადამხდელთა ეკონომიკურ საქმიანობაზე ქრონომეტრაჟის ჩატარების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 16.04.2009
ძალის დაკარგვა 01.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №243
სარეგისტრაციო კოდი 200.090.000.22.033.013.014
გამოქვეყნების წყარო სსმ, 49, 22/04/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,773 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.04.2009 მიღება
01.01.2011 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გადასახადის გადამხდელთა ეკონომიკურ საქმიანობაზე ქრონომეტრაჟის ჩატარების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.tarigi, li.tarigi, div.tarigi {mso-style-name:tarigi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:.2in; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.5pt 40.5pt 27.0pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.090.000.22.033.013.014 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №243 2009 წლის 16 აპრილი ქ. თბილისი „გადასახადის გადამხდელთა ეკონომიკურ საქმიანობაზე ქრონომეტრაჟის ჩატარების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის მე-6 ნაწილის და 107-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს „გადასახადის გადამხდელთა ეკონომიკურ საქმიანობაზე ქრონომეტრაჟის ჩატარების შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია. მუხლი 2🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კ. ბაინდურაშვილი ინსტრუქცია გადასახადის გადამხდელთა ეკონომიკურ საქმიანობაზე ქრონომეტრაჟის ჩატარების შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოების მიერ გადასახადის გადამხდელთა ეკონომიკურ საქმიანობაზე ქრონომეტრაჟის (შემდგომში – ქრონომეტრაჟი) ჩატარების ზოგად წესს. 2. ქრონომეტრაჟი ტარდება მოსამართლის ბრძანების გარეშე საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის მოტივირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 3. ქრონომეტრაჟი ტარდება საგადასახადო ორგანოს არანაკლებ ორი უფლებამოსილი პირის მიერ. 4. ქრონომეტრაჟი უნდა ჩატარდეს გადასახადის გადამხდელის წინასწარ შეტყობინების გარეშე, გადასახადის გადამხდელის სამუშაო საათებში ან/და ფაქტობრივი მუშაობის დროს. 5. ქრონომეტრაჟი, როგორც წესი, ტარდება კალენდარული თვის მანძილზე არანაკლებ 7 დღის განმავლობაში. ამასთან, საგადასახადო ორგანომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ქრონომეტრაჟის მომდევნო თვეში გაგრძელებისა და გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ობიექტზე დაკვირვების მიზნით საგადასახადო საგუშაგოს შემოღების თაობაზე. 6. საგადასახადო საგუშაგოს შემოღება ხდება შესაბამისი საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით. 7. ქრონომეტრაჟის ჩატარებისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს გადასახადის გადამხდელისგან ცნობის სახით მიიღოს ინფორმაცია ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ადგილების მდებარეობის, ფართის მფლობელის, აგრეთვე საკონტროლო-სალარო აპარატების, მრიცხველების ან სხვა ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილების შესახებ, ასევე სხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ქრონომეტრაჟის პროცედურის განხორციელებისათვის, გარდა სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და დაბეგვრასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციისა. 8. ქრონომეტრაჟის პროცედურებს უნდა ესწრებოდეს გადასახადის გადამხდელი ან მისი წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში – მოწვეული სპეციალისტი. 9. ქრონომეტრაჟის პროცედურების განხორციელების დროს, სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს ოქმს შესაბამისი სამართალდარღვევის შესახებ. 10. გადასახადის გადამხდელს, ქრონომეტრაჟის პროცედურების ჩატარებისას, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ეკისრება პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 11. საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად, ქრონომეტრაჟის პროცედურების განხორციელების დროს, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირთა უსაფრთხოებასა და მოპოვებული მტკიცებულებების დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმი.     მუხლი 2🔗. ქრონომეტრაჟის ჩატარების მიზანი 1. ქრონომეტრაჟი წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურას, რომლის მიზანია დროის გარკვეულ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული ან/და მისაღები შემოსავლების, საქონლის/მომსახურების მიწოდების მოცულობისა და დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის დადგენა-გამოკვლევა. 2. ქრონომეტრაჟი შეიძლება ჩატარდეს გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ნებისმიერ სახეობაზე/ობიექტზე. 3. ქრონომეტრაჟი შესაძლებელია ჩატარდეს როგორც გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობაზე დაკვირვების დამოუკიდებელი პროცედურა, ან გასვლითი საგადასახადო შემოწმების შემადგენელი ნაწილი. 4. ქრონომეტრაჟის ჩატარების პროცედურამ არ უნდა დაარღვიოს გონივრულ ფარგლებში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ გააჩეროს მისი საქმიანობა.     მუხლი 3🔗. საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქრონომეტრაჟის განხორციელების თაობაზე 1. ქრონომეტრაჟი ტარდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის მოტივირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 2. ქრონომეტრაჟის განხორციელების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს: ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის სახე; ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი საგადასახადო ორგანო; გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი; დ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თარიღი და ადგილი; ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური; ვ) ის ნორმატიული აქტი, რის საფუძველზეც მოხდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ზ) ქრონომეტრაჟის პროცედურების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირთა ვინაობა; თ) გადასახადის გადამხდელის (გადამხდელების) სრული სახელწოდება/სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი; ი) ქრონომეტრაჟის პროცედურის ჩატარების ადგილი (ობიექტის (ობიექტების) დასახელება, ფაქტობრივი მისამართი); კ) ქრონომეტრაჟის პროცედურის ჩატარების პერიოდი (მისი დაწყებისა და დასრულების ვადები); ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა რეკვიზიტები. 3. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დასაშვებია გადასახადის გადამხდელის კუთვნილ ერთ ან რამდენიმე ობიექტში ქრონომეტრაჟის განხორციელების თაობაზე. 4. საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს უნდა დაერთოს ქრონომეტრაჟის პროცედურების ჩატარების პროგრამა და გადასახადის გადამხდელის უფლებების განმარტებითი ბარათი. 5. ქრონომეტრაჟის პროცედურების ჩატარების პროგრამა უნდა შეიცავდეს: ა) საგადასახადო კონტროლის პროცედურის (გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობაზე ქრონომეტრაჟის ჩატარება) დასახელებას; ბ) ქრონომეტრაჟის განხორციელების წესს, მეთოდს, სამუშაოს აღწერილობას და ა.შ; გ) ქრონომეტრაჟის პროცედურის ჩატარებისას გამოსაყენებელ ტექნიკურ საშუალებებს (ასეთის აუცილებლობისას); დ) ქრონომეტრაჟის პროცედურის ჩატარების სიხშირეს, პერიოდს. 6. გადასახადის გადამხდელის უფლებების განმარტებით ბარათში უნდა აისახოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადის გადამხდელის უფლებები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად.     მუხლი 4🔗. ქრონომეტრაჟის დროს განსახორციელებელი ღონისძიებები 1. ცალკეული ობიექტის (ობიექტთა ჯგუფის) სპეციფიკის გათვალისწინებით, ამ ინსტრუქციის პრინციპებიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს მიერ შეიძლება შემუშავდეს ქრონომეტრაჟის ჩატარების მეთოდები. 2. ქრონომეტრაჟის ჩატარება მოიცავს სამ ეტაპს: ა) ქრონომეტრაჟის მომზადება; ბ) ქრონომეტრაჟის ჩატარება; გ) ქრონომეტრაჟის შედეგების დაფიქსირება. 3. ქრონომეტრაჟის მომზადება მოიცავს ობიექტის შესახებ სათანადო მონაცემების შეგროვებას, მათ წინასწარ გაცნობას, კერძოდ, კეთდება შესასწავლი ობიექტის გასული პერიოდის საშუალო დღიური ბრუნვების წინასწარი ანალიზი, ასევე ფიქსირდება ის სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებები (მასალებით და ენერგორესურსებით არარიტმული უზრუნველყოფა; გასაღების ბაზრის სეზონური ხასიათი; სამუშაო რეჟიმის შეცვლა; საქონლის/მომსახურების ფასების ცვლილება; ეკონომიკური საქმიანობის პროფილის შეცვლა; გასულ პერიოდებში დაფიქსირებული თანამშრომელთა რაოდენობა; საგადასახადო ორგანოს მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევები ან/და სხვა სათანადო ინფორმაცია და ა.შ.), რამაც შეიძლება განაპირობოს არსებითი სხვაობა ქრონომეტრაჟსა და გასულ პერიოდში არსებულ მონაცემთა შორის. 4. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია: ა) ქრონომეტრაჟის პროცედურის განხორციელებამდე გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი (საგადასახადო ორგანოს თანამდებობის პირის) მოწმობა და საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქრონომეტრაჟის პროცედურის ჩატარების თაობაზე, ქრონომეტრაჟის პროცედურების ჩატარების პროგრამა და გადასახადის გადამხდელის უფლებების განმარტებითი ბარათი; ბ) დაკვირვება აწარმოოს გადასახადის გადამხდელის სამუშაო დღის ან/და ფაქტობრივად მუშაობის დროის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული საქონლის/მომსახურების ან/და საქონლის/მომსახურების მიწოდების მოცულობების უწყვეტი ჩანაწერების წარმოებით, აგრეთვე, დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირთა აღრიცხვით. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, საჭიროების შემთხვევაში, ახდენს მრიცხველებისა და სხვა საზომი ხელსაწყოების დაყენებას ან გადასახადის გადამხდელის მიერ გამოყენებული მექანიზმების მაჩვენებლების დაფიქსირებას ქრონომეტრაჟის ჩატარების ყოველი დღის ბოლოს; გ) საჭიროების შემთხვევაში, ქრონომეტრაჟის მიმდინარეობის პერიოდში, ობიექტის სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, ობიექტის არასამუშაო დროს საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს დალუქოს ქრონომეტრაჟის ჩატარების ობიექტი ან/და ობიექტზე არსებული სათავსები ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით. 5. ქრონომეტრაჟის ჩასატარებლად დადგენილი პერიოდის დამთავრების შემდეგ გამოიანგარიშება საშუალო დღიური ბრუნვების მაჩვენებლები, ყოველდღიურად შედგენილი ოქმებით მიღებული შედეგების დაჯამებით და დაკვირვების დღეთა რაოდენობაზე გაყოფის გზით. 6. გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობაზე ქრონომეტრაჟის პროცედურის შედეგებზე „გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე ჩატარებული ქრონომეტრაჟის შედეგების შესახებ“ ყოველდღიურ ან/და შემაჯამებელ ოქმს (შემდგომში ოქმი) (დანართი №1) ადგენს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი.     მუხლი 5🔗. ქრონომეტრაჟის პროცედურის შედეგების გაფორმება 1. ოქმში აღინიშნება: ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) საგადასახადო ორგანოს დასახელება; გ) ქრონომეტრაჟის პროცედურის ჩატარების საფუძველი – საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თარიღი და ნომერი; დ) საგადასახადო ორგანოს იმ უფლებამოსილი პირის (პირების) თანამდებობა, სახელი, გვარი, ვინც ქრონომეტრაჟი განახორციელა; ე) გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი, გვარი, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი; ვ) ქრონომეტრაჟის პროცედურის ჩატარების ადგილი (ობიექტის (ობიექტების) დასახელება, ფაქტობრივი მისამართი); ზ) ქრონომეტრაჟის პროცედურის ჩატარების თარიღი/პერიოდი (მისი დაწყებისა და დამთავრების დრო); თ) განხორციელებული პროცედურის დასახელება (გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობაზე ქრონომეტრაჟის ჩატარება); ი) ქრონომეტრაჟის პროცედურის განხორციელებაში მონაწილე გადასახადის გადამხდელის ან/და მისი წარმომადგენლის სახელი და გვარი; კ) ჩატარებული ქრონომეტრაჟის პროცედურის შედეგები; ლ) ქრონომეტრაჟის პროცედურის განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის (პირთა) (ოქმის შემდგენის) სახელი, გვარი და ხელმოწერა; მ) გადასახადის გადამხდელის ან/და მისი წარმომადგენლის სახელი, გვარი და ხელმოწერა; ნ) მოწვეული სპეციალისტის სახელი, გვარი და ხელმოწერა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ო) შენიშვნაში დამატებით აღინიშნება ქრონომეტრაჟის ჩატარებისას გამოვლენილი ფაქტები და გარემოებები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს საქმესთან დაკავშირებით, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის ან/და მისი წარმომადგენლის ან/და საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ჩანაწერები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. ოქმი გასაცნობად და ხელმოსაწერად წარედგინება ქრონომეტრაჟის პროცედურის განხორციელებაში მონაწილე ყველა პირს, რომლებსაც უფლება აქვთ ოქმში წერილობით დააფიქსირონ შენიშვნები. 3. გადასახადის გადამხდელის (მისი წარმომადგენლის) მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ოქმის შენიშვნის გრაფაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 4. ოქმი დგება ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი წარედგინება გადასახადის გადამხდელს (მის წარმომადგენელს), ხოლო მეორე – რჩება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს.     მუხლი 6🔗. ქრონომეტრაჟის პროცედურის შედეგების შეჯამება 1. ქრონომეტრაჟის პროცედურის შედეგებზე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმი, ქრონომეტრაჟის პროცედურის დასრულებიდან არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, წარედგინება საგადასახადო ორგანოს შესაბამის უფლებამოსილ პირს. 2. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს მტკიცებულებები, ხოლო საგადასახადო ორგანოს საკმარისი საფუძვლის არსებობისას უფლება აქვს გაითვალისწინოს წარმოდგენილი მტკიცებულებები. 3. ქრონომეტრაჟის შედეგებში გაითვალისწინება მხოლოდ სრული სამუშაო დღის მიხედვით დაფიქსირებული მონაცემები. 4. საგადასახადო ორგანოს შესაბამისი ქრონომეტრაჟის პროცედურის შედეგების გათვალისწინებით დაფიქსირებული ინფორმაცია ინახება რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში)/საგადასახადო ინსპექციაში. 5. ჩატარებული ქრონომეტრაჟის პროცედურის შედეგების გათვალისწინებით დაფიქსირებული ინფორმაცია შესაბამისი ოქმის შედგენის შემდეგ შეიტანება დაკვირვების პროცედურების კომპიუტერულ ბაზაში. დანართი №1 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                                             ––––––––––––––––  (შედგენის თარიღი)                                                                        (შედგენის ადგილი) ოქმი № გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე ჩატარებული ქრონომეტრაჟის შედეგების შესახებ ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– -ის (საგადასახადო ორგანოს დასახელება) 20-- წლის “–––––“ “––––––––––“ № ––––––– ბრძანების საფუძველზე –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მიერ (საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირების თანამდებობა, სახელი და გვარი) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                                    ––––––––––––––––––– (გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი, გვარი,                                                          (გადასახადის იურიდიული მისამართი)                                                                                  გადამხდელის ს/ნ)  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ქრონომეტრაჟის პროცედურის ჩატარების ადგილი (ობიექტის (ობიექტების) დასახელება, ფაქტობრივი მისამართი) 20– – წლის “–––––“ “–––––––––––“-დან        20– – წლის “––––“ “––––––––––––––“-მდე ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (განხორციელებული პროცედურის დასახელება) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––ის მონაწილეობით (ქრონომეტრაჟის პროცედურის განხორციელებაში მონაწილე გადასახადის გადამხდელის ან/და მისი წარმომადგენლის სახელი და გვარი) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ქრონომეტრაჟის ჩატარების შედეგი პერიოდის მიხედვით, ყოველდღიური ან შემაჯამებელი) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ქრონომეტრაჟის პროცედურის განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირები (ოქმის შემდგენი):  –––––––––––––––––––––––                              –––––––––––––––––––––  (სახელი, გვარი)                                                       (ხელმოწერა)  –––––––––––––––––––––––                         –––––––––––––––––––––  (სახელი, გვარი)                                                            (ხელმოწერა) გადასახადის გადამხდელი ან/და მისი წარმომადგენელი: –––––––––––––––––                            –––––––––––––––––––––        (სახელი, გვარი)                                                           (ხელმოწერა) მოწვეული სპეციალისტი:––––––––––––––––––––––                           ––––––––––––––––––––––   (სახელი, გვარი)                                                        (ხელმოწერა) შენიშვნა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––