„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო-საბუღალტრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 14.04.2009
ძალის დაკარგვა 30.03.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-92
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.032.013.026
გამოქვეყნების წყარო სსმ, 50, 27/04/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 27.03.2012
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო-საბუღალტრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:SPDumbadze;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.032.013.026
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-92
2009 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო-საბუღალტრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის, “საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო-საბუღალტრო სამსახურის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო-საბუღალტრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №2-83 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. კვეზერელი
საფინანსო-საბუღალტრო სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საფინანსო-საბუღალტრო სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფს.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და მინისტრის მოადგილეების წინაშე.
მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები, ამოცანები და უფლება-მოვალეობანი
1. სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობების წარმართვა;
ბ) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შედგენა და ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;
გ) წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ხარჯების ყოველკვარტალური განწერის შედგენა და ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;
დ) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა დამტკიცებულ გეგმებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადება და ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;
ე) “საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;
ვ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტში სამინისტროს პრიორიტეტების ასახვის მიზნით, სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან და სხვა უწყებებთან ერთად, სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და დადგენილ ვადებში ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;
ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ანგარიშების მიღება და ნაერთი ბალანსის მომზადება;
თ) სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოების ერთიანი მეთოდოლოგიური საფუძვლებით უზრუნველყოფა;
ი) საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობისა და მათი შრომის ანაზღაურების შესახებ კვარტალური და წლიური პერიოდულობის მონაცემების მომზადება და მათი დანიშნულებისამებრ წარდგენა;
კ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების და სამივლინებო თანხების დარიცხვა და გაცემა;
ლ) ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული აღრიცხვა;
მ) ძირითადი აქტივებისა, მატერიალური მარაგების, დებიტორებთან და კრედიტორებთან ანგარიშსწორების აღრიცხვა და ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობა;
ნ) უფლებამოსილების ფარგლებში პროგრამების, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების თაობაზე დასკვნების მომზადება და წარდგენა;
ო) სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სხვა წყაროებიდან გამოყოფილი თანხების მიზნობრივი ათვისების მდგომარეობის ანალიზი ფიზიკური ინდიკატორების ჩვენებით;
პ) სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე შესაბამისი ვალდებულების დოკუმენტის სახაზინო სამსახურში წარდგენა.
2. სამსახურის უფლება-მოვალეობანია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს სამინისტროს სისტემის დაწესებულებებისგან დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისათვის ინფორმაციები და სხვა საჭირო მასალები;
ბ) დადგენილ ვადებში და დამტკიცებული ფორმით მოითხოვოს და დაამუშაოს სამინისტროს სისტემის წლიური და კვარტალური ანგარიშები;
გ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში აწარმოოს ყველა სახის საკასო ოპერაციები;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაოს და სამინისტროს ხელმძღვანელობას განსახილველად წარუდგინოს წინადადებები სხვადასხვა საკითხებზე კომისიების შექმნის შესახებ;
ე) დროულად განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები და მოამზადოს შესაბამისი პასუხები;
ვ) პერიოდულად მოახსენოს სამინისტროს ხელმძღვანელობას სამსახურისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა და ვალდებულებათა განხორციელების შესახებ;
ზ) დადგენილ ვადებში და დადგენილი ფორმით წარადგინოს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის პროექტი, საშუალოვადიანი ხარჯების გეგმა, წლიური და კვარტალური ნაერთი ანგარიშები;
თ) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობის შესრულება.
მუხლი 3🔗. სამსახურის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს და მის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) კოორდინაციას უწევს სამსახურის მუშაობას;
ბ) სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურისათვის განსაზღვრული ვალდებულებებისა და ამოცანების დადგენილ ვადებში შესრულებაზე;
გ) ეცნობა და ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ მასალებს და ზედამხედველობს სამსახურის საქმისწარმოებას. კოორდინაციას უწევს მიმდინარე დავალებების, მათ შორის, მინისტრის ზეპირი განკარგულებებისა და მითითებების შესრულებას და კომპეტენციის ფარგლებში ანაწილებს ამ დავალებებსა და მითითებებს;
დ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამსახურის საქმიანობის, სამსახურის მოხელეებისათვის წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, აგრეთვე წარადგენს წინადადებებს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ე) პერიოდულად ისმენს მოხელეთა ანგარიშს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.
3. სამსახურის უფროსის მოადგილე:
ა) ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე და წარუდგენს წინადადებებს საქმიანობის წარმართვის თაობაზე;
ბ) ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობებს მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში.
4. სამსახურს ჰყავს მთავარი ბუღალტერი, რომელიც:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს ცენტრალური აპარატის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების მოძრაობას, ძირითადი საშუალებების და მატერიალური მარაგების აღრიცხვის წარმოებას;
ბ) უზრუნველყოფს საბუღალტრო საბუთების გაფორმებას არსებული წესის შესაბამისად, მათ შენახვას და დადგენილი წესით არქივში გადაცემას.