„მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №241 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№81
სარეგისტრაციო კოდი
230.020.040.10.003.000.722
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 56, 23/04/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №81

2007 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

„მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №241 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №241 დადგენილებით (სსმ III, 2006 წ., №172, მუხ. 2318) დამტკიცებულ „მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. ინსტრუქციის მიზნებისათვის საქართველოში მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის კატეგორიას, რომლის მიმართ გამოყენებულია იმპორტის საბაჟო გადასახდელებზე საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეღავათები, მიეკუთვნება:

ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „ე“, „ზ“, „ი“, „შ“ და „ჯ“ ქვეპუნქტებში, 233-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებში, 265-ე მუხლის „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებსა და 2705 მუხლის „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ნ“, „ო“ და „პ“ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი;

ბ) „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი.“.

2. მე-3 მუხლის მე-3 – მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“, „შ“, 265-ე მუხლის „ვ“ და 2705 მუხლის „თ“ და „ო“ ქვეპუნქტებსა და „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული საქონლის (უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მასთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ქონების, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნავთობისა და გაზის ოპერაციებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად ნავთობპროდუქტების მიზნობრივი გამოყენების კონტროლს ქვეყნის სივრცეში ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საქართველოს საგადასახადო კოდექსის XV და XVI თავების შესაბამისად.

4. საქონლის მიზნობრივად გამოყენების დადასტურების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე საბაჟო ორგანოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წერილობითი შეტყობინებების მიღების დღიდან მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი ითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან გასულად.

5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „ე“ და „ჯ“ ქვეპუნქტებში, 233-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებში, 265-ე მუხლის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში, 2705 მუხლის „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტებში მითითებული საქონლის (საერთაშორისო საავიაციო ან/და საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების; საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროს; განძეულობის, ჩამორთმეული ან/და უპატრონო საქონლის; ელექტროენერგიის წარმოებისათვის ბუნებრივი აირის; მისართების, გამხსნელების, ანტიდეტონატორების) მიზნობრივი გამოყენების კონტროლს ახორციელებენ და ამ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების საკითხს წყვეტენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული საბაჟო ორგანოები მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.“.

3. მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. მიზნობრივი დანიშნულების სტატუსის გაუქმება

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქონლისათვის მიზნობრივი სტატუსის (ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი, გრანტის სტატუსი) გაუქმებას წერილობით აცნობებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.

2. თუ არ შესრულდება და შეიცვლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“, „შ“, 265-ე მუხლის „ვ“ და 2705 მუხლის „თ“ და „ო“ ქვეპუნქტებსა და „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული საბაჟო-საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საქონლის მიზნობრივი გამოყენების პირობები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი წერილობით შეტყობინებას უგზავნის შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი საქონლის მიზნობრივად გამოყენების პირობების შეუსრულებლობის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის წერილობითი შეტყობინებების საფუძველზე იღებს საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების შესაბამისი ოპერაციის განხორციელების ზომებს.

    მუხლი 5. საქონლისათვის მიზნობრივი სტატუსის მოხსნის შემდეგ მისაღები ზომები

1. საქონლისათვის მიზნობრივი გამოყენების სტატუსის მოხსნის შემდეგ, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულისა:

ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დატოვების შემთხვევაში იგი უნდა მოექცეს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტი) საბაჟო რეჟიმში, რის შედეგადაც მიენიჭება საქართველოს საქონლის სტატუსი, დაიბეგრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან გასულად;

ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ბ.ა) თუ საქონელს მიზნობრივი სტატუსი მოეხსნა საქონლის მფლობელის მიერ შესაბამისი პირობების დარღვევის შედეგად, საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დღიდან, ამასთან, გადასახდელ საბაჟო გადასახდელებს უნდა გამოაკლდეს საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დროს გადახდილი გადასახდელების ოდენობა;

ბ.ბ) თუ საქონელს მიზნობრივი სტატუსი (კერძოდ, გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი) მოეხსნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, საქონლის მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, საბაჟო ვალდებულებები წარმოიშობა საქონლისათვის აღნიშნული სტატუსის მოხსნის დღიდან და იმპორტის დროს გადასახდელ საბაჟო გადასახდელებს უნდა გამოაკლდეს საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დროს გადახდილი გადასახდელების ოდენობა.

2. ექსპორტის შემთხვევაში საქონელი მოექცევა ექსპორტის საბაჟო რეჟიმში და ჩაითვალება საბაჟო ზედამხედველობიდან გასულად.

3. თუ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით მიღებულ იქნა საქონლის განადგურების გადაწყვეტილება, იგი უნდა განხორციელდეს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლით დადგენილი დებულებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

4. „საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრო-ბათაშორისო ხელშეკრულებით და „საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ“ 2001 წლის 12 ოქტომბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის მიწოდების (გარდა მითითებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში მიწოდებისა) შემთხვევაში მოიხსნება საქონლისათვის მიზნობრივი სტატუსი. ამასთან, არ დაირიცხება და გადაიხდება საბაჟო გადასახდელები და მყიდველის მიერ გადახდილი ან გადასახდელი დღგ, მაგრამ არანაკლებ დადგენილი განაკვეთისა, რომელიც დარიცხულია კომპენსაციის ფაქტობრივ თანხაზე, გადაიხდება გამყიდველის მიერ ამ საქონლის მიწოდების სანაცვლოდ მიღებული კომპენსაციიდან და გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ლარობით 15 დღის განმავლობაში, იმ თვის დამთავრებიდან, როდესაც მოხდა საქონლის მიწოდება ან განაღდება, იმის გათვალისწინებით, რომელი უფრო ადრე მოხდა. თუ იმპორტირებული საქონელი, რომელიც დაიბეგრებოდა დღგ-ით ამ პუნქტის შესაბამისად, გასხვისებულია ნულოვანი ღირებულებით სახელმწიფო ორგანოებზე, დღგ არ გადაიხდება.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი