,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.013.032
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №548
2009 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანებით (სსმ III, 28.12.2007წ., №186, მუხ.2090) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დანართს დაემატოს პლანშეტი 16, 17, 18“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
პლანშეტი 16
1. საზაფხულო და ზამთრის ყოველდღიური საავიაციო უშიშროების ფორმა მოსამსახურე კაცებისათვის – შავი ფერის ქურთუკი, შავი ფერის კლასიკური შარვალი, ლურჯი ფერის ნაქსოვი პულოვერი, ნაცრისფერი გრძელსახელოებიანი და მოკლესახელოებიანი პერანგი, ლურჯი ფერის ჟილეტი, გაწყობილი ამრეკლი ზოლებით, სასიგნალო ჟილეტი, საწვიმარი ლაბადა, აგურისფერი ჰალსტუხი.
2. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი 17
1. საზაფხულო და ზამთრის ყოველდღიური საავიაციო უშიშროების ფორმა მოსამსახურე ქალებისათვის – შავი ფერის ქურთუკი, შავი ფერის კლასიკური
შარვალი, ან შავი ფერის კლასიკური ქვედაბოლო, ლურჯი ფერის ნაქსოვი პულოვერი, ნაცრისფერი გრძელსახელოებიანი და მოკლესახელოებიანი პერანგი, ლურჯი ფერის ჟილეტი, გაწყობილი ამრეკლი ზოლებით, სასიგნალო ჟილეტი, საწვიმარი ლაბადა, აგურისფერი ჰალსტუხი.
2. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი 18
სამკლაური ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი. გარს არტყამს სტაფილოსფერი კანტი, გამოსახულია დაცვის პოლიციის ემბლემა – ორ გადაჯვარედინებულ აფთზე განთავსებული ოქროსფერი ჰერალდიკური ფარი, რომელზედაც გამოსახულია აგურისფერ ველზე გამოსხული ლომი. კომპოზიციის
ზედა მხარეს არის სტაფილოსფერი წარწერა “AVIATION SECURITY”