„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 16.04.2009
ძალის დაკარგვა 18.03.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №150
სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.22.038.013.037
გამოქვეყნების წყარო სსმ, 51, 28/04/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 85.5pt 1.0in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.22.038.013.037
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №150
2009 წლის 16 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დანიშნულებებს, ფუნქციებს, ამოცანებს, მართვის ორგანიზაციასა და სტრუქტურას.
2. სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ახდენს სწრაფ რეაგირებას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, პატიმართა/მსჯავრდებულთა ყოფნის სხვა ადგილებში და ბადრაგირებისას მასობრივი არეულობების, თავდასხმის, გაქცევისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით.
3. სამსახური არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს.
4. სამსახური თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
5. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გორგასლის №87. სამსახურს აქვს საკუთარი ბეჭედი და შტამპი.
მუხლი 2🔗. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს დაწესებულებებში, პატიმართა/მსჯავრდებულთა ყოფნის ადგილებში, ბადრაგირებისას მასობრივი არეულობების, თავდასხმის, დაწესებულებიდან გაქცევის, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას სწრაფი რეაგირება სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით;
ბ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ამოცანები.
2. სამსახური დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:
ა) მოიპოვებს და აანალიზებს მონაცემებს ოპერატიულ-სამსახურებრივი მდგომარეობის თაობაზე, ამზადებს დასკვნებსა და წინადადებებს თავისი ამოცანების დროული და სრული შესრულების თაობაზე;
ბ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, თავმჯდომარის და სხვა თანამდებობის პირების პირად უსაფრთხოებას;
გ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, დეპარტამენტის თავმჯდომარის განკარგულებით, ახორციელებს დეპარტამენტის კუთვნილი თანხებისა და ტვირთების დაცვა-გაცილებას, დახმარებას უწევს დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურს სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გაქცეულ მსჯავრდებულთა და პატიმართა ძებნის ღონისძიებებში;
დ) შეიმუშავებს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ე) შეიმუშავებს ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებს საინჟინრო-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების სრულყოფის თაობაზე სამსახურებრივი ამოცანების შესრულების ეფექტურობის გაზრდის მიზნით;
ვ) ამზადებს წინადადებებს შეიარაღებაში ტექნიკური საშუალებებისა და შეიარაღების ახალი ნიმუშების მიღების თაობაზე;
ზ) ორგანიზებას უწევს სამსახურებრივი ძაღლების წვრთნას, გამოყენებას და ვეტერინარულ დახმარებას;
თ) შეიმუშავებს მოსამსახურეების მომზადებისა და სწავლების პროგრამებს, სასწავლო-მეთოდურ სახელმძღვანელოებს, ორგანიზებას უწევს სასწავლო-მეთოდურ შეკრებებსა და მეცადინეობებს, მოსამსახურეთა მომზადებასა და გადამზადებას;
ი) დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობს ტაქტიკური სპეციალური სწავლებების მომზადებასა და ჩატარებაში, საგანგებო სიტუაციებში მოქმედების მიზნით;
კ) მონაწილეობს დეპარტამენტის მოქმედების გეგმების შემუშავებაში საგანგებო სიტუაციების დროს;
ლ) აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, ადგენს შესაბამის საცნობარო მასალებს და წინადადებებს;
მ) ამზადებს და დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს;
ნ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 3🔗. სამსახურის მართვა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამეტის თავმჯდომარე.
2. სამსახურის უფროსი თანამდებობრივად ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს და დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
3. სამსახურის ხელმღვანელობას წარმოადგენენ:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) სამსახურის შტაბის უფროსი;
გ) სამსახურის უფროსის მოადგილე პირად შემადგენლობასთან მუშაობის დარგში;
დ) სამსახურის უფროსის მოადგილე საბრძოლო მომზადების დარგში;
ე) სამსახურის უფროსის მოადგილე დაცვის დარგში;
ვ) სამსახურის უფროსის მოადგილე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში.
მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი
1. სამსახურის უფროსი არის სამსახურის პირადი შემადგენლობის უშუალო ხელმძღვანელი და პერსონალურად აგებს პასუხს სამსახურისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი ამოცანებისა და ფუნქციების ჯეროვან შესრულებაზე.
2. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია:
ა) სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად მოითხოვოს და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან;
ბ) მოითხოვოს და მიიღოს სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ანგარიშები გაწეული საქმიანობისა და არსებული მდგომარეობის თაობაზე;
გ) წარადგინოს წინადადებები სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე სამსახურის სტრუქტურისა და შტატების სრულყოფის, მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;
დ) განიხილოს მოქალექეებისა და მოსამსახურეების განცხადებები და წინადადებები;
ე) განახორციელოს ამ დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
3. სამსახურის უფროსი ვალდებულია:
ა) გაანაწილოს ფუნქციები დაქვემდებარებულ განყოფილებებსა და მოსამსახურეებს შორის;
ბ) ორგანიზაცია გაუკეთოს სამსახურის საქმიანობას და წარმართოს სტრუქტურული ერთეულების მუშაობა;
გ) შეიმუშაოს ან მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში;
დ) გაანალიზოს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობა, შეიმუშაოს და განახორციელოს მოსამსახურეთა შორის სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებები;
ე) უზრუნველყოს მოსამსახურეთა შერჩევა, განაწილება და პროფესიული მომზადება, მათ მიერ კანონმდებლობისა და სამსახურებრივი დისციპლინის მოთხოვნათა დაცვა;
ვ) შეასრულოს ამ დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.
მუხლი 5🔗. სამსახურის უფროსის მოადგილე
სამსახურის უფროსის მოადგილე:
ა) წარმართავს და უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობას შესაბამის დარგში;
ბ) ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, სამსახურის უფროსის დავალებებს.
მუხლი 6🔗. სამსახურის შტაბის უფროსი
1. სამსახურის შტაბის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება სამსახურის უფროსს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. სამსახურის შტაბის უფროსი ორგანიზებას უწევს სამსახურის საქმიანობას, აკონტროლებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას და აანალიზებს მათ მიერ გაწეულ საქმიანობას.
2. სამსახურის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის შტაბის უფროსი.
მუხლი 7🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. სამსახურის სტრუქტურაშია:
ა) სამსახურის შტაბი;
ბ) სპეციალური დაცვის განყოფილება;
გ) №1 საბრძოლო განყოფილება;
დ) №2 საბრძოლო განყოფილება;
ე) №3 საბრძოლო განყოფილება;
ვ) №4 საბრძოლო განყოფილება;
ზ) №5 საბრძოლო განყოფილება;
თ) დასავლეთის განყოფილება.
3. სამსახურის შტაბი ხემძღვანელობს მოსამსახურეთა პროფესიულ (სპეციალურ) და ფიზიკურ მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, შეიმუშავებს წვრთნის პროგრამებს, მეთოდურ სახელმძღვანელოებს, ორგანიზებას უწევს შეკრებებსა და მეცადინეობებს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, მონაწილეობს ტაქტიკური სპეციალური სწავლებებისა და საგანგებო სიტუაციებში საბრძოლო ოპერაციების მომზადებასა და ჩატარებაში, აწესრიგებს კავშირგაბმულობისა და კინოლოგიური სამსახურის საკითხებს, წარმართავს ორგანიზაციულ საქმიანობას სამსახურის იარაღით, საინჟინრო-ქიმიური და საიმიტაციო საშუალებებით უზრუნველყოფის მიზნით.
4. სპეციალური დაცვის განყოფილება და საბრძოლო განყოფილებები უშუალოდ ასრულებენ საბრძოლო დავალებებს.
5. დასავლეთის განყოფილება ასრულებს სამსახურის ფუნქციებს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.
6. საჭიროების შემთხვევაში სამსახურის ნებისმიერი განყოფილება ვალდებულია აღმოუჩინოს ქმედითი დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურულ ერთეულებს.
მუხლი 8🔗. სამსახურის დაკომპლექტება
1. მოსამსახურეთა კანდიდატურების შერჩევა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს შერჩევა, დასანიშნად წარდგენამდე გაივლიან ერთთვიან მოსამზადებელ კურსებს.
მუხლი 9🔗. მოსამსახურის უფლება-მოვალეობები
1. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს მოსამსახურეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ა) გამოიყენოს ფიზიკური იძულება, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები;
ბ) ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა სპეციალური საშუალებები.
2. მოსამსახურე ვალდებულია ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში ყველა ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაზარალებულისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.