„სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 16.04.2009
ძალის დაკარგვა 31.12.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №151
სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.038.013.038
გამოქვეყნების წყარო სსმ, 51, 28/04/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 889 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.04.2009 მიღება
31.12.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 49.5pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.038.013.038 საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის  ბრძანება №151 2009 წლის 16 აპრილი  ქ. თბილისი სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 2​1 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. 2. ბრძანება გაეცნოს სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეებს. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დ. შაშკინი დანართი სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი     მუხლი 1🔗. კოდექსის მიზნები და ამოცანები, მოქმედების სფერო 1. სასჯელაღსრულების ორგანოების (შემდგომში – ორგანო) მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) ეთიკის კოდექსის (შემდგომში – კოდექსი) მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში სასჯელაღსრულების სისტემის პრესტიჟის ამაღლებას; სასჯელაღსრულების სისტემის და, ზოგადად, ხელისუფლების მიმართ საზოგადოების წევრთა ნდობის განმტკიცებას. 2. კოდექსის ამოცანაა მოსამსახურეთა პროფესიული ეთიკის ნორმებისადმი ერთგულების, მაღალი ზნეობრიობის გამტკიცება და სამსახურებრივ მოვალეობებთან მიმართებაში პირადი პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება. 3. კოდექსის სამართლებრივი წყაროებია: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები; გ) საქართველოს კანონი „პატიმრობის შესახებ“ და საქართველოში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტები. 4. კოდექსის მოქმედება ვრცელდება ორგანოებში დასაქმებულ ყველა მოსამსახურეზე.     მუხლი 2🔗. მოსამსახურეთა საქმიანობის ძირითადი პრინციპები 1. მოსამსახურეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მას საზოგადოების წინაშე აღებული აქვს საჯარო სამსახურისათვის დამახასიათებელი ეთიკური ვალდებულებები. 2. მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას პატიმრის/მსჯავრდებულის (შემდგომში _ პატიმრის) კანონით გათვალისწინებული უფლებები. 3. სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისას მოსამსახურე უნდა იყოს მტკიცე და ტაქტიანი, რათა არ შეურაცხყოს ადამიანის ღირსება. 4. მოსამსახურემ მასზე დაკისრებული ამოცანები უნდა შეასრულოს კანონის ფარგლებში, მიუკერძოებლად, ეთნიკური, რელიგიური, სქესობრივი თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე. 5. მოსამსახურემ არ უნდა ჩაიდინოს ან/და დაუშვას ისეთი ქმედება, როგორიცაა წამება, ან სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობა. 6. მოსამსახურეები ნებისმიერ სიტუაციასა და გარემოებაში უნდა იცავდნენ კოლეგიალურობის პრინციპს და უზიარებდნენ ერთმანეთს სამუშაო გამოცდილებას. 7. სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელი პირები ყურადღებით უნდა ადევნებდნენ თვალყურს, რომ მათი თანამშრომლები სწორად ასრულებდნენ საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობებს. მათ უნდა გამოავლინონ და აღკვეთონ ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედება. 8. გამჭვირვალობა სასჯელაღსრულების სისტემის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია. 9. მოსამსახურე ვალდებულია საზოგადოების წევრებთან ურთიერთობაში იყოს ტაქტიანი, თავაზიანი, კეთილგანწყობილი. წაყენებული მოთხოვნები თუ შენიშვნები გამოთქვას მშვიდი, თავაზიანი და დამაჯერებელი ფორმით. 10. საზოგადოების წევრების მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და პროცედურების გამოყენება უნდა ხდებოდეს სამართლიანობისა და თანაზომიერების პრინციპების გათვალისწინებით, ეთიკის ნორმების უმკაცრესი დაცვით. 11. მოსამსახურეს უნდა ახსოვდეს, რომ: ა) მის მიერ ეთიკის ნორმების განუხრელი დაცვა მთელი სასჯელაღსრულების სისტემის ავტორიტეტისა და პრესტიჟის დაცვაა საზოგადოების თვალში; ბ) მის მიერ კანონის დარღვევა სახელს უტეხს სახელმწიფო ხელისუფლებას და მოქალაქეებში არყევს საკუთარი სახელმწიფოსადმი ნდობას.     მუხლი 3🔗. პირადი პასუხისმგებლობა 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურე ყოველთვის უნდა იყოს მოწესრიგებული და წესრიგში იქონიოს სამსახურებრივი ფორმა. 2. აკრძალულია სამსახურებრივი საქმიანობისას მოპოვებული კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება და გამოყენება კერძო ინტერესებისათვის. 3. ყოველი მოსამსახურე, მიუხედავად მისი ადგილისა სამსახურებრივ იერარქიაში, პირადად აგებს პასუხს თავის ქმედებებზე და იმ დავალებებზე, რომლებსაც ის აძლევს მისადმი დაქვემდებარებულ პირებს. 4. მოსამსახურე, როგორც სახელმწიფო წარმომადგენელი, ვალდებულია არ დაემორჩილოს აშკარად უკანონო ბრძანებას. 5. მოსამსახურე მოწოდებული უნდა იყოს პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად. 6. დაუშვებელია სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მოსამსახურის ნარკოტიკული, ალკოჰოლური ან/და სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა. 7. მოსამსახურეს არა აქვს უფლება ეწეოდეს სხვა სახის ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა.     მუხლი 4🔗. პატიმრებთან მოპყრობის ეთიკა 1. მოსამსახურე პატიმარს უნდა ეპყრობოდეს ჰუმანურად, თავზიანად და არ უნდა ლახავდეს მის პატივსა და ღირსებას. 2. მოსამსახურეს ეკრძალება პატიმართან ან მის ახლო ნათესავთან შევიდეს ისეთ ურთიერთობაში, რომელიც არ არის განპირობებული სამსახურის ინტერესებით. 3. არც ერთი პატიმრის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წამება, სასტიკი ან არაადამიანური მოპყრობა. 4. მოსამსახურეებმა უნდა დაიცვაენ პატიმრის უსაფრთხოება. 5. ინფორმაცია პატიმრის ან/და პატიმრის ოჯახის წევრების შესახებ, რომელიც ცნობილი გახდა მოსამსახურისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შეიძლება გამოიყენებოდეს მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე.     მუხლი 5🔗. კორუფციასთან ბრძოლა 1. თითოეული მოსამსახურე შეურიგებელი უნდა იყოს კორუფციის ნებისმიერი გამოვლინებისადმი. იგი ვალდებულია კორუფციის ფაქტების შესახებ მოახსენოს ზემდგომ თანამდებობის პირებს და შესაბამისი ორგანოს სათანადო დანაყოფს. 2. მოსამსახურემ არ უნდა ისარგებლოს თავისი სტატუსით და გამოიყენოს იგი კანონსაწინააღმდეგო ინტერესებისათვის.     მუხლი 6🔗. დისციპლინური ღონისძიებები 1. სასჯელაღსრულების სისტემის ნებისმიერი რანგის ხელმძღვანელი პირის მოვალეობებში შედის დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა ქცევის ეთიკის სტანდარტებთან შესაბამისობის მუდმივი კონტროლი. ზოგ შემთხვევაში ხელმძღვანელი შეიძლება შემოიფარგლოს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებთან გასაუბრებით, რასაც შეიძლება მიეცეს ინსტრუქტაჟის სახე. 2. მოსამსახურის მიერ კოდექსის მოთხოვნების დარღვევა ჩაითვლება სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევად.