საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.04.2009
ძალის დაკარგვა 01.07.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №152
სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.22.038.013.039
გამოქვეყნების წყარო სსმ, 51, 28/04/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,528 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.04.2009 მიღება
01.07.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.22.038.013.039 საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება №152 2009 წლის 16 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.                     დ. შაშკინი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დებულება თავი 1 ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტის) დანიშნულებას, მის ფუნქციებსა და ამოცანებს, მართვის ორგანიზაციასა და სტრუქტურას. 2. საგამოძიებო დეპარტამენტი არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342​1 , 378-ე, 378​1 , 378​2 , 379-ე, 380-ე 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებულ, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულთა წინასწარ გამოძიებას, დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი მიზეზების შესწავლას, ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას. 3. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა, საქართველოს კანონი „პატიმრობის შესახებ“, საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები. 4. დეპარტამენტი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.     მუხლი 2🔗 დეპარტამენტის საქმიანობას საფუძვლად უდევს კანონიერების, პიროვნების ხელშეუხებლობის, მისი ღირსების პატივისცემის, ჰუმანიზმის, სამართლიანობის, თანასწორუფლებიანობისა და საჯაროობის ზოგადსამართლებრივი პრინციპები.     მუხლი 3🔗 დეპარტამენტს არა აქვს უფლება გაამჟღავნოს მოქალაქის პირადი ცხოვრების, მისი პატივისა და ღირსების შემლახავი, აგრეთვე კანონმდებლობით დაცული სხვა ინფორმაცია. ოპერატიულ-სამძებრო ხასიათის ინფორმაციის ან წინასწარი გამოძიების მასალების გახმაურება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი II დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები     მუხლი 4🔗 დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: ა) დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ დანაშაულთა გამოძიება და პრევენცია; ბ) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან, სხვა ქვეყნის სამართალდამცავ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის ჩამდენი პირის ან პირების დადგენა, მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; დ) მოსამართლისა და პროკურორის წერილობითი დავალებების, მითითებების შესრულება, საგამოძიებო მოქმედების წარმოება, კომპეტენციის ფარგლებში მათთვის დახმარების გაწევა; ე) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში კანონმდებლობის დარღვევის ხელშემწყობი მიზეზების შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება; ვ) დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს სისტემის და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან თანამშრომლობა. თავი III  დეპარტამენტის სტრუქტურა     მუხლი 5🔗 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) აღმოსავლეთის სამმართველო; ბ) დასავლეთის სამმართველო. 2. დეპარტამენტი ექვემდებარება მინისტრს და კურატორი მინისტრის მოადგილეს და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე. დეპარტამენტის საქმიანობას უშუალო კოორდინაციას უწევს კურატორი მინისტრის მოადგილე, რომელიც ახორციელებს დეპარტამენტზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 6🔗 დეპარტამენტის სამმართველოები: ა) ახორციელებენ დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი დანაშაულების გამოძიებასა და პრევენციას ტერიტორიული პრინციპის მიხედვით; ბ) ახორციელებენ დანაშაულის ხერხების, სახეების, მეთოდების აღრიცხვას და სტატისტიკურ დამუშავებას, ასევე მის კომპეტენციაში შემავალ დანაშაულზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ანალიზს; გ) იღებენ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულის შესახებ განცხადებებსა და შეტყობინებებს, ახორციელებენ მათ რეგისტრაციასა და სათანადო რეაგირებას, ჩადენილ დანაშაულთა გახსნას, მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოძიებას, აგრეთვე ახორციელებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. თავი IV დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები     მუხლი 7🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის სამმართველოს უფროსებს, გამომძიებლებს და სხვა თანამშრომლებს დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით ან მის გარეშე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, აწესრიგებს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისთვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში; გ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას; დ) კონტროლს უწევს გამომძიებლების მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების დაცვას; ე) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის; ვ) მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიმართ წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ; ზ) მინისტრის მოადგილეს პერიოდულად (წელიწადში არანაკლებ ერთისა) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და ინფორმაციას დეპარტამენტის საქმიანობის პროირიტეტული მიმართულებების თაობაზე; თ) ანაწილებს დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის. 5. დეპარტამენტის უფროსის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს აღმოსავლეთის სამმართველოს უფროსი.     მუხლი 8🔗 სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობას და კოორდინაციას უწევს სამმართველოს საქმიანობას, აწესრიგებს სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, პასუხისმგებელია სამმართველოსათვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე; ბ) აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ საშემსრულებლო და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას; გ) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს მოსამსახურეების მიმართ წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ; დ) მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას; ე) დეპარტამენტის უფროსს პერიოდულად (წელიწადში არანაკლებ ერთხელ) წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე.     მუხლი 9🔗 1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) გამომძიებლები; ბ) დეპარტამენტის სპეციალისტები. 2. დეპარტამენტის გამომძიებელი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342​1 , 378-ე, 378​1 , 378​2 , 379-ე, 380-ე 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულზე დაიწყოს და აწარმოოს წინასწარი გამოძიება; ბ) ჩაატაროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება; გ) გამოითხოვოს მოსამართლის ბრძანება კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით; დ) გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ყველა ღონისძიება; ე) პირს წარუდგინოს სასამართლოს დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დაცვით; ვ) კანონით დადგენილი წესით, ოპერატიულ- სამძებრო ორგანოებს მისცეს წერილობითი დავალება ოპერატიულ-სამძებრო და სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების შესახებ მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით; ზ) საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს რევიზიის, ინვენტარიზაციის, საუწყებო შემოწმების ჩატარება და გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტების წარდგენა; თ) მოითხოვოს საქმეში თარჯიმნის, სპეციალისტის, ამოსაცნობი პირის მონაწილეობა; ი) გამოიტანოს დადგენილება პირის დაზარალებულად, სამოქალაქო მოსარჩელედ ან სამოქალაქო მოპასუხედ ცნობის შესახებ და განუმარტოს მისი უფლება-მოვალეობები; კ) უზრუნველყოს დამცველის მონაწილეობა კანონით დადგენილი წესით, შექმნას მისი საქმიანობის ხელშემწყობი პირობები; ლ) კანონით დადგენილი წესით შეასრულოს ბრალდებულისა და დამცველის მოთხოვნები საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ და უზრუნველყოს დამცველის მონაწილეობა; მ) გამომძიებლის მოქმედებისა და დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საჩივარი და საქმის მასალები პროკურორს და სასამართლოს; ნ) გაასაჩივროს პროკურორის მითითება ზემდგომ პროკურორთან; ო) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ცალკეული ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ ინფორმაცია; პ) შეიმუშაოს ერთობლივი ღონისძიებები სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უ ზრუნველსაყოფად; ჟ) სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით გამოიძახოს ფიზიკური პირი, დაკითხოს იგი და კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტები; რ) ითანამშრომლოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში საქართველოს და სხვა ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ს) დაამუშაოს და გააანალიზოს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და მასალა, მოახდინოს მასზე შესაბამისი რეაგირება; ტ) განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობები. 3. დეპარტამენტის გამომძიებელი კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად ვალდებულია: ა) მიიღოს და რეგისტრაციაში გაატაროს დანაშაულის შესახებ შემოსული ინფორმაცია, დაუყოვნებლივ მოახდინოს მათზე რეაგირება; ბ) აწარმოოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულზე ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიება, გამოავლინოს ბრალდებულის მამხილებელი, გამამართლებელი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი თუ შემამსუბუქებელი გარემოებები; გ) შეისწავლოს დანაშაულის გამომწვევი მიზეზები და პირობები, მიიღოს შესაბამისი ზომები მათ აღმოსაფხვრელად; დ) კანონით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის საქმეზე; ე) შეასრულოს მოსამართლის, პროკურორის წერილობითი დავალებები და მითითებები საგამოძიებო მოქმედებების შესრულების თაობაზე; ვ) შესაძლებლობა მისცეს დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს კანონის შესაბამისად განახორციელოს დაცვის უფლება; ზ) განუხრელად დაიცვას საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო აქტებით აღიარებული ადამიანის უფლებები; თ) შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები. 4. გამომძიებელი უფლებამოსილია მოქალაქის უფლების შეზღუდვა განახორციელოს მხოლოდ კანონით დადგენილი წესით და ფარგლებში. მოქალაქის უფლებების იძულებით შეზღუდვის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში გამომძიებელი მოქალაქეს წარუდგენს თავის პირადობის მოწმობას, განუმარტავს უფლებების კონკრეტული შეზღუდვის გამოყენების საფუძველს.     მუხლი 10🔗 1. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის სპეციალისტთა უფლებები და მოვალეობებია: ა) დეპარტამენტში დაწყებულ წინასწარ გამოძიებათა რეგისტრაცია სისხლის სამართლის საქმეთა ნომრების მიხედვით „რეგისტრირებულ დანაშაულთა აღრიცხვის ჟურნალში“, აღნიშნული ჟურნალის ელექტრონული ვერსიის წარმოება; ბ) დეპარტამენტში შემოსული და გასული დოკუმენტაციის აღრიცხვა; გ) მოქალაქეთა განცხადებებისა და შუამდგომლობების მიღება და კანონით დადგენილ ვადაში პასუხის გაცემაზე კონტროლი; დ) საჯარო ინფორმაციის კანონით დადგენილი წესით გაცემის უზრუნველყოფა; ე) საგამოძიებო დეპარტამენტის სტატისტიკური მონაცემების შეჯამება; ვ) სამსახურის არქივზე კონტროლის განხორციელება; ზ) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი სხვა მოვალეობებისა და შესაბამის თანამდებობის პირთა კონკრეტული მითითებების შესრულება.