,,საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის №145 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.013.043
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №255
2009 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
„საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის №145 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის №145 ბრძანებით (სსმ III, 27.02.06, №26, მუხ. 307) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ყოველთვიურად, არა უგვიანეს 10 რიცხვისა, გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს/გადასახადების ადმინისტრირების განყოფილებას/კონტროლის სამმართველოს გადასცემს წინა საანგარიშო თვეში ახლად დარეგისტრირებული და მოქმედი იმ გადასახადის გადამხდელების ნუსხას, რომლებსაც არა აქვთ დარეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატები. იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული საქმიანობის ადგილი არ ექცევა მოცემული საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სამოქმედო ტერიტორიის შიგნით, ასეთი გადამხდელების სია გადაგზავნილ უნდა იქნეს შესაბამის საგადასახადო ორგანოში;“;
ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) დარიცხული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ინფორმაციას საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით უგზავნის გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს/გადასახადების ადმინისტრირების განყოფილებას/კონტროლის სამმართველოს.“;
გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო/გადასახადების ადმინისტრირების განყოფილება/კონტროლის სამმართველო:
ა) საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სამოქმედო ადმინისტრაციული-ტერიტორიულ ფარგლებში სისტემატურად ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით და ამ ბრძანებით განსაზღვრულ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურებს. უზრუნველყოფს გადამხდელთა მომსახურების სამმართველოდან/მომსახურების სამმართველოდან/გადამხდელთა მომსახურების ცენტრიდან (განყოფილებიდან) გადმოგზავნილი ინფორმაციის დამუშავებას და შესაბამისი პირების მიმართ ახორციელებს კონტროლის პროცედურებს;
ბ) ამზადებს საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის ბრძანების პროექტს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების განხორციელების შესახებ;
გ) ახორციელებს ღონისძიებებს საკონტროლო-სალარო აპარატების დადგმისა და გამოყენების წესების დარღვევის, აგრეთვე მომხმარებელზე ჩეკის გაუცემლობასა (აპარატის გამოუყენებლობაზე) ან ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენების ფაქტების გამოვლენის მიზნით;
დ) ახორციელებს საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს და შემდგომი რეაგირებისათვის უგზავნის იურიდიულ საკითხთა სამმართველოს/იურიდიულ სამმართველოს;
ვ) დარიცხული სანქციის გადაუხდელობის შემთხვევაში გადამხდელთა მიმართ ახორციელებს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი/საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოს საგადასახადო შემოწმებების სამმართველო/კონტროლის სამმართველო/საინფორმაციო-ანალიტიკური და საგადასახადო შემოწმებების სამმართველო/მომსახურების სამმართველო/გადამხდელთა მომსახურების სამმართველო:
ა) საგადასახადო შემოწმების დროს ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით და ამ ბრძანებით განსაზღვრულ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურებს და გამოვლენილ დარღვევებს ასახავს შემოწმების მასალებში;
ბ) შემოწმების მასალებს დადგენილი წესით წარუდგენს შესაბამის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას)/საგადასახადო ინსპექციას შემდგომი რეაგირებისათვის.“;
დ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოდან/გადასახადების ადმინისტრირების განყოფილებიდან/კონტროლის სამმართველოდან მიღებული ოქმების საფუძველზე ამზადებს ბრძანების პროექტებს საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ და წარუდგენს საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსს/მოადგილეს.“.
2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლის ღონისძიებებს სისტემატურად ახორციელებენ გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს/გადასახადების ადმინისტრირების განყოფილების/კონტროლის სამმართველოს თანამშრომლები საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში განთავსებულ გადასახადის გადამხდელებთან მიმართებით.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი