,,ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 28 მარტის №258 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.045
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №256
2009 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
,,ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 28 მარტის №258 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 28 მარტის №258 ბრძანებაში (სსმ III, 01.04.06, №44, მუხლი 499) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების პირველად დალუქვას და ყოველ ხელახალ დალუქვას ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)/საგადასახადო ინსპექციის უფროსის/მოადგილის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი თანამშრომლები. რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) /საგადასახადო ინსპექციის უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დალუქვაზე უფლებამოსილი პირების გარდა, განისაზღვრება ლუქების მიმოქცევასთან დაკავშირებულ პროცესებზე მართვის და ზედამხედველობის განხორციელების პროცედურები, რა მიზნითაც რეგიონალურ ცენტრებში (საგადასახადო ინსპექციებში)/საგადასახადო ინსპექციებში გახსნილ უნდა იქნეს შესაბამისი ჟურნალები.
2. რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)/საგადასახადო ინსპექცია მრიცხველი და მადოზირებელი მექანიზმების დალუქვას განახორციელებს აღნიშნული მექანიზმების მეტროლოგიური დამოწმების ჩატარების შემდეგ.“.
2. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი №2
ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი და მრიცხველი
მექანიზმების დალუქვის შესახებ
———————————-——— ————————————— ———————————
(აქტის შედგენის ადგილი) (რიცხვი, თვე ) (საათი, წუთი)
———————————-რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საგადასახადო ინსპექციის
(რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)/
საგადასახადო ინსპექციის დასახელება)
——————————————————————— მოვახდინე ———————————————
(რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)/ (გადასახადის გადამხდელის დასახელება)
საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლის
თანამდებობა, სახელი და გვარი)
კუთვნილ ———————————————————————— მდებარე ავტოგასამართ სადგურში
(აგს-ის მისამართი(მისი განთავსების ადგილი));
მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვა გადასახადის გადამხდელის
(მისი წარმომადგენლის) ———————————————— თანდასწრებით.
(სახელი, გვარი)
დადებული ლუქის (ლუქების) რაოდენობა:
ა) მრიცხველზე: ——————————————————————————————————————
ბ) მადოზირებელ მექანიზმზე ————————————————————————————————
დადებული ლუქის (ლუქების) ნომერი:
ა) მრიცხველზე: ——————————————————————————————————————
ბ) მადოზირებელ მექანიზმზე ————————————————————————————————
მარიგებელი სვეტის მრიცხველის ჩვენება (დალუქვის დროს) ———————————————-
გადასახადის გადამხდელს განემარტა, რომ საგადასახადო ორგანოს ლუქის გარეშე მუშაობა ითვლება საგადასახადო სამართალდარღვევად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლით დადგენილი წესით.
აქტი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მის სისწორეს ვადასტურებთ ხელმოწერით:
რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)/
საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელი ———————————————————-
(ხელმოწერა)
გადასახადის გადამხდელი (მისი წარმომადგენელი) ———————————————————-
(ხელმოწერა)
შენიშვნა: _________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 28 მარტის №258 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.04.2009.
- როდის იქნა მიღებული „,,ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 28 მარტის №258 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““?
- „,,ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 28 მარტის №258 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““ მიღებულია 23.04.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №256. სარეგისტრაციო კოდი — 190.040.000.22.033.013.045.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 28 მარტის №258 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 28 მარტის №258 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 28 მარტის №258 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.04.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 28 მარტის №258 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““, №256, 23.04.2009, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.045 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.04.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/83518/