,,საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№253
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.013.046
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 51, 28/04/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.046

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №253

2009 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

,,საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში (სსმ III, 10.03.06, №32, მუხლი 372) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სსა-ების დალუქვა ხორციელდება იმ რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში)/საგადასახადო ინსპექციაში, რომელშიც რეგისტრირებულია სსა.“;

ბ) მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სსა-ის პირველადი დალუქვა ხორციელდება მისი რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში)/საგადასახადო ინსპექციაში (შემდგომში – ინსპექცია) რეგისტრაციის პროცედურის დამთავრებისთანავე.

2. სსა-ის დალუქვას ახორციელებს ინსპექციის უფროსის/მოადგილის მიერ ამ მიზნისათვის განსაზღვრული ინსპექციის უფლებამოსილი თანამშრომელი.“;

გ) მე-2 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. გადასახადის გადამხდელის მიერ ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება უნდა ჩაბარდეს სსა-ის განთავსების ადგილის მიხედვით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ინსპექციის გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს/გადასახადების ადმინისტრირების განყოფილების/კონტროლის სამმართველოს შესაბამის თანამშრომელს. ის გადასახადის გადამხდელები, რომელთა სსა-ები რეგისტრირებულია ინსპექციის ადმინისტრაციული შენობის განთავსების ტერიტორიაზე, შეტყობინებას აბარებენ ინსპექციის კანცელარიაში.“.

2. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №2

შეტყობინება

საკონტროლო-სალარო აპარატის (ან მასზე დადებული ლუქის) დაზიანების შესახებ

––––––––––––––––––––– რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)/ საგადასახადო ინსპექციის

(სრული დასახელება)

 

გადასახადებისადმინისტრირების სამმართველოს/გადასახადებისადმინისტრირების განყოფილებას/ კონტროლის სამმართველოს

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

            (განყოფილება/მთავარი ინსპექტორი ადმინისტრციულ-ტერიტორიულ ერთეულში)

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

         (გადასახადის გადამხდელის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი)

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად გაცნობებთ, რომ

 საკონტროლო-სალარო აპარატიმოდელი ——, საქარხნო ნომერი————————, განთავსების ადგილი —————————————————————————, სარეგისტრაციო № —————- მიმდინარე წლის ,,———-“ ,,——————-“ —————სთ ————წთდაზიანდა. დაზიანების აღმოფხვრა საჭიროებს სსა-ის გახსნას და, შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ლუქის გაჭრას. შეკეთებამდე სსა-ის მაჯამებელი მრიცხველის ჩვენება (გაუნაშთავი ჯამი) შეადგენს——————————-, ხოლო ამ სსა-ზე ამობეჭდილი ბოლო z ანგარიშის ნომერია———, თანხით————————————.

 

 საკონტროლო-სალარო აპარატზე ————————————————––––––––————————————

                           (მოდელი, საქარხნო ნომერი, განთავსების ადგილი, სარეგისტრაციო ნომერი)

საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ლუქის მექანიკური დაზიანება მოხდა მიმდინარე წლის ,,———-“ ,,——————-“ ————სთ ————წთ. გთხოვთ, უზრუნველყოთ სსა-ის ხელახალი დალუქვა.

 

მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, შეჩერებულია.

 

 

გადასახადის გადამხდელი/მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ––––––––––––––––––––––––––––––

                                                                                                                        (ხელმოწერა)

                                                                                                                       –––––––––––––––––––––––––––––

                                                                                                                             (თარიღი)“

 

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.04.2009.
როდის იქნა მიღებული „,,საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““?
„,,საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““ მიღებულია 23.04.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №253. სარეგისტრაციო კოდი — 190.040.000.22.033.013.046.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.04.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““, №253, 23.04.2009, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.046 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.04.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/83524/