საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.04.2009
ძალის დაკარგვა 28.12.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №154
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.038.013.048
გამოქვეყნების წყარო სსმ, 51, 28/04/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 27.12.2012
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:SPDumbadze;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.038.013.048
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №154
2009 წლის 16 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (შემდგომში – გენერალური ინსპექცია) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
გენერალური ინსპექცია არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 3🔗
გენერალური ინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მინისტრის ცალკეული დავალებებით.
მუხლი 4🔗
გენერალური ინსპექცია თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 5🔗
გენერალური ინსპექციის საქმიანობა ეფუძნება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, პატივისა და ღირსების დაცვის, კანონიერების, მიუკერძოებლობისა და საჯაროობის პრინციპებს.
თავი II
გენერალური ინსპექციის ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი
მუხლი 6🔗
გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;
ბ) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
გ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;
დ) სამინისტროს მოსამსახურთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის და კურატორი მინისტრის მოადგილისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
ე) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე კონტროლის განხორციელება;
ზ) სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;
თ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სანიტარი
ულ-ჰიგიენურ და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე და სასჯელაღსრულების სისტემაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო ნაწილების საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
მუხლი 7🔗
1. დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია:
ა) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იური
დიული პირების მოსამსახურეებს მიმართოს მოთხოვნით,
წერილობითი ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის ან წარდგენის თაობაზე, აგრეთვე გენერალურ ინსპექციაში (ინსპექციის უფლებამოსილ მოსამსახურესთან) გამოცხადების ან/და ახსნა-განმარტების მიცემის თაობაზე;
ბ) ჩამოართვას ახსნა-განმარტება, ან/და მიიღოს ინფორმაცია იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან სამინისტროს მოსამსახურეები, მხოლოდ ნებაყოფლობით საწყისებზე;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიმართოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებსა და მოსამსახურეებს რეკომენდაციით შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან დაწესებულების, ორგანოს საქმიანობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფის შესახებ;
დ) ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტებზე;
ე) სამსახურებრივი შემოწმების წარმოებისას, განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მოითხოვოს სამინისტროს მოსამსახურეების ან მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით დადგენილი წესით;
ვ) ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან;
ზ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით,
მინისტრს წარუდგინოს წინადადება გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს და განიხილოს იურიდიულ და ფიზიკურ პირთა, ადმინისტრაციულ ორგანოთა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა საჩივრები და განცხადებები;
ი) წარმოებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად სამინისტროს მოსამსახურის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მოპოვებული მასალები, მინისტრთან და კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, დადგენილი წესით, გადაუგზავნოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს;
კ) თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები საშვგამტარი ან სხვა შემზღუდავი რეჟიმის გვერდის ავლით დაუყოვნებლივ შევიდნენ სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შენობა-ნაგებობებში;
ლ) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2. შემოწმების პერიოდში გენერალური ინსპექციის კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად და მისი გასაჩივრება შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗
გენერალური ინსპექცია ვალდებულია:
ა) წინასწარ,
წერილობით განუმარტოს პირს მისი უფლება უარი,
თქვას ახსნა-განმარტების მიცემაზე;
ბ) ჩაატაროს მოსამსახურეთა საქმიანობის სამსახურებრივი შემოწმება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით;
გ) უზრუნველყოს მოქალაქეებთან მუდმივი, პირდაპირი საინფორმაციო კავშირი და განიხილოს შემოსული შეტყობინებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
დ) აწარმოოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის შემთხვევების სტატისტიკა, რეგულარულად მოახდინოს მისი კომპლექსური და თემატური ანალიზი, მოამზადოს სათანადო რეკომენდაციები სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;
ე) სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა სამინისტროში კანონიერების დარღვევისა და სხვა არამართლზომიერი ქმედებების აღმოფხვრისაკენ მიმართული კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებაში;
ვ) წელიწადში ერთხელ (წლის ბოლოს) წარუდგინოს მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს განზოგადებული ანგარიში გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ;
ზ) უზრუნველყოს სამინისტროში საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, მთავრობის დადგენილებების, პრემიერ-მინისტრის ბრძანებებისა და სამინისტროს ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა განუხრელ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
თ) შეასრულოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
თავი III
სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების წესი
მუხლი 9🔗
1. სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე გენერალური ინსპექცია ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
2. სამსახურებრივი შემოწმების ვადის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევებში, გენერალური ინსპექციის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,
მინისტრის ბრძანებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს სამ თვემდე.
მუხლი 10🔗
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია მის დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისა და კანონდარღვევის ფაქტების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს გენერალურ ინსპექციას.
2. გენერალური ინსპექციისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიუწოდებლობა, თუ ეს ინფორმაცია მისთვის ცნობილი იყო ან ცნობილი უნდა ყოფილიყო საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, იწვევს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11🔗
1. სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები სამინისტროს მოსამსახურის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, მათ შორის მოქალაქეთა წერილობითი საჩივრები, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებები (დადგენილებები), სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, „
ცხელი ხაზით“ შემოსული შეტყობინებები, გენერალური ინსპექციის საქმიანობის პროცესში გამორკვეული ფაქტები, აგრეთვე გეგმური შემოწმების გრაფიკი.
2. გეგმური შემოწმების გრაფიკს, ყოველი წლის დასაწყისში, შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს გენერალური ინსპექციის უფროსი, კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით.
3. სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად გენერალური ინსპექციის უფროსი მოხსენებითი ბარათით მიმართავს მინისტრს.
მუხლი 12🔗
1. გენერალური ინსპექციის მოთხოვნა არ უნდა ზღუდავდეს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
2. გენერალური ინსპექციის წერილობით მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს შემსრულებლის ვინაობა და მისი შესრულების გონივრული ვადა.
3. გენერალური ინსპექციის მოთხოვნა სამინისტროს მოსამსახურის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს მინისტრთან. მოთხოვნის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს ამ მოთხოვნის დადგენილ ვადაში შესრულების ვალდებულებისაგან, თუ მინისტრი არ მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას.
მუხლი 13🔗
1. გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების მასალები დადგენილი წესით აღირიცხება და ინახება გენერალურ ინსპექციაში. აღნიშნული მასალების შენახვა და არქივისათვის გადაცემა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. გენერალურ ინსპექციაში არსებული მასალებისა და დოკუმენტაციის გაცნობისა და ასლების მოთხოვნის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. პერსონალური მონაცემებისა და სხვა სახის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის ან მისი ნაწილის გაცნობა ხდება კანონით დადგენილი წესით.
3. სამსახურებრივი შემოწმების მიმდინარეობისას, საქმისწარმოების პროცესში შედგენილი და საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოთხოვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 14🔗
1. გენერალური ინსპექცია,
თავისი კომპეტენციის ფარგლებში,
სამინისტროსა და მის უწყებაში შემავალ უფლებამოსილ თანამდებობის პირებს მიმართავს წარდგინებით კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე.
2. გენერალური ინსპექცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, მინისტრს მიმართავს წარდგინებით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.
3. გენერალური ინსპექცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს წარუდგენს მოთხოვნას დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ. გენერალური ინსპექციის მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.
მუხლი 15🔗
გენერალური ინსპექციის მიერ სახელმწიფო, პირადი ან კომერციული საიდუმლოებების შემცველი ინფორმაციის გამოთხოვა, მიღება და გაცნობა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 16🔗
1. გენერალური ინსპექციის მოსამსახურე არ მონაწილეობს გენერალურ ინსპექციაში შემოსული ცნობებისა და შეტყობინებების განხილვაში, აგრეთვე შემოწმების წარმოებაში, თუ შემოწმების ობიექტი არის მისი ნათესავი ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს ამ მოსამსახურის დაინტერესებაში შემოწმების შედეგებისადმი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას გენერალური ინსპექციის მოსამსახურე ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენებას, თუ არ არის სახეზე სხვა, უფრო მძიმე კატეგორიის სამართალდარღვევის ნიშნები.
3. გენერალური ინსპექციის მოსამსახურის აცილების საკითხს წყვეტს გენერალური ინსპექციის უფროსი. გენერალური ინსპექციის უფროსისა და მისი მოადგილის აცილების საკითხს წყვეტს მინისტრი.
თავი IV
გენერალური ინსპექციის სტრუქტურა
მუხლი 17🔗
გენერალურ ინსპექციაში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის:
ა) ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო;
ბ) საფინანსო-სარევიზიო სამმართველო;
გ) სამედიცინო ზედამხედველობის სამმართველო;
დ) სამსახურებრივი შემოწმების სამმართველო.
მუხლი 18🔗
1. ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანათა შესრულების მიზნით უზრუნველყოფს:
ა) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ხელმყოფი ცალკეული ფაქტების გამოვლენასა და შებამისის რეაგირებას;
ბ) სამინისტროში შემავალი თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის მონიტორინგს, აგრეთვე წამების, არაჰუმანური მოპყრობისა და დასჯის ფაქტების გამოვლენასა და შესაბამის რეაგირებას;
გ) სამინისტროში ადამიანის უფლებათა დამცველი სახელმწიფო ორგანოებიდან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული რეკომენდაციების, განცხადებებისა და საჩივრების შესწავლასა და მათზე სათანადო რეაგირებას.
2. საფინანსო-სარევიზიო სამმართველო ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანათა შესრულების მიზნით უზრუნველყოფს:
ა) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მიერ ფინანსების მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებების დაცვის და მათი ეფექტური გამოყენების მიზნით,
საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსურ და თემატურ შემოწმებას;
ბ) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლს.
3. სამედიცინო ზედამხედველობის სამმართველო ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანათა შესრულების მიზნით უზრუნველყოფს:
ა) სასჯელაღსრულების სისტემაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო ნაწილების საქმიანობის და სამედიცინო დოკუმენტაციის კონტროლს;
ბ) მოშიმშილე ბრალდებულთა, განსასჯელთა და მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურებასა და მოშიმშილეთა პირად საქმისწარმოებაზე ზედამხედველობას;
გ) სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო მოსამსახურეთა სერტიფიკატების შესაბამისობას პროფილის მიხედვით დაკავებულ თანამდებობასთან და სამსახურებრივ დისციპლინაზე ზედამხედველობას;
დ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბრალდებულთა, განსასჯელთა და მსჯავრდებულთა, ასევე დაწესებულებებში მათი საყოფაცხოვრებო პირობების სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კონტროლს;
ე) ბრალდებულთა, განსასჯელთა და მსჯავრდებულთა კვების რაციონის კონტროლს;
ვ) სასჯელაღსულების სამედიცინო დაწესებულებების მიერ მედიკამენტებისა და სამკურნალწამლო საშუალებების შეძენის, შენახვის, ხარჯვისა და აღრიცხვიანობის კონტროლს;
ზ) დაავადებულ ბრალდებულთა, განსასჯელთა და მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურების, დროული ჰოსპიტალიზაციის ორგანიზების, ჰოსპიტალიზაციის საჭიროებისა და გამოჯანმრთელებულთა სამედიცინო დაწესებულებიდან დროულად გაწერის და დაყოვნების საფუძვლიანობის კონტროლს;
თ) სასჯელაღსრულების სამედიცინო სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშების, სხვადასხვა სამედიცინო სტატისტიკური მონაცემების გამოთხოვას, ზედამხედველობასა და მათ ანალიზს;
ი) უფლებამოსილების განხორციელების მიზნით უფლება აქვს ნებისმიერ დროს შევიდეს სასჯელაღსრულების სისტემაში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში, სამედიცინო ნაწილებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და მათ საწყობებში.
4. სამსახურებრივი შემოწმების სამმართველო ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანათა შესრულების მიზნით უზრუნველყოფს:
ა) ამ დებულებით დადგენილი წესით სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას წინასწარ შემუშავებული და დამტკიცებული გეგმის შესაბამისად;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვაზე ზედამხედველობას;
გ) მოქალაქეთა განცხადება-საჩივრების შესწავლასა და მათზე სათანადო რეაგირებას;
დ) სამსახურებრივი შემოწმების სამუშაო გეგმის შემუშავებას.
5. გენერალური ინსპექციის სამმართველოებს მინისტრთან შეთანხმებით უფლება აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეიტანოს აუდიო-ვიდეო ტექნიკა და ვიზუალური ფიქსაციის სხვა საშუალებები.
თავი V
გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
მუხლი 19🔗
1. გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს გენერალური ინსპექციის უფროსი.
2. გენერალური ინსპექციის უფროსს,
კანონმდებლობით დადგენილი წესით,
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. გენერალური ინსპექციის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 20🔗
გენერალური ინსპექციის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს გენერალური ინსპექციის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს გენერალურ ინსპექციას დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია გენერალურ ინსპექციაზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ახდენს გენერალურ ინსპექციაში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;
დ) ანაწილებს მოვალეობებს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
ე) ზედამხედველობს სამინისტროს სისტემაში შემავალი სტუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეთა სამსახურებრივ შემოწმებას, ხოლო მინისტრთან შეთანხმებით აჩერებს ან წყვეტს სამსახურებრივ შემოწმებას;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს გენერალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ზ) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს წლის განმავლობაში გეგმურ შემოწმებათა გრაფიკს;
თ) ხელს აწერს გენერალური ინსპექციის მოთხოვნას, წარდგინებას, რეკომენდაციას და დასკვნას;
ი) აკონტროლებს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
კ) პერიოდულად ისმენს გენერალურ ინსპექციაში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ლ) შუამდგომლობს გენერალური ინსპექციისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია გენერალური ინსპექციის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
მ) შუამდგომლობს გენერალური ინსპექციის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ნ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს გენერალური ინსპექციის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, გენერალური ინსპექციის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ო) წარუდგენს მინისტრს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით;
პ) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 21🔗
გენერალური ინსპექციის უფროსი წელიწადში ერთხელ, – არა უგვიანეს 31 დეკემბრისა, მინისტრს წარუდგენს გასული წლის განმავლობაში გენერალური ინსპექციის მიერ გაწეული საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს.
მუხლი 22🔗
გენერალური ინსპექციის უფროსის ანგარიში უნდა შეიცავდეს:
ა) განზოგადებულ სტატისტიკურ მონაცემებს, კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების უზრუნველსაყოფად განხორციელებული საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების თაობაზე;
ბ) განზოგადებულ მონაცემებს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სამინისტრის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში გამოვლენილი მნიშვნელოვანი პრობლემების, მოსამსახურეების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევების, მათ შორის, კორუფციის ფაქტების თაობაზე;
გ) ინფორმაციას საანგარიშო პერიოდში გენერალური ინსპექციის მიერ გაწეული რეკომენდაციებისა და წარდგინებების თაობაზე, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორების თვალსაზრისით;
დ) ინფორმაციას გაწეულ რეკომენდაციებსა და წარდგინებებზე განხორციელებული რეაგირების თაობაზე, აგრეთვე მონაცემებს სათანადო რეაგირების გარეშე დარჩენილი წინადადებებისა და გაუთვალისწინებელი რეკომენდაციების თაობაზე;
ე) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემულ საქმეთა ჩამონათვალს, აგრეთვე ინფორმაციას ამ საქმეების შემდგომი მსვლელობის თაობაზე;
ვ) ინფორმაციას საანგარიშო წლის განმავლობაში გამოვლენილი დარღვევების შედეგად სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში მოსამსახურეთა მხრიდან სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ოდენობის, კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოსათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართვის შემთხვევებისა და მიღწეული შედეგების თაობაზე.
მუხლი 23🔗
1. გენერალური ინსპექციის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს გენერალური ინსპექციის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს გენერალური ინსპექციის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ახდენს ჩატარებული შემოწმების შედეგების წინასწარ განხილვას, ვიზირებას უკეთებს ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე შედგენილ დასკვნას, აგრეთვე ახორციელებს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით სხვა უფლება-მოვალეობებს;
დ) გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
3. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე,
კანონმდებლობით დადგენილი წესით,
გენერალურ ინსპექციაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია გენერალური ინსპექციის უფროსის წინაშე.
მუხლი 24🔗
1. გენერალურ ინსპექციაში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
2. სამმართველოს უფროსს,
კანონმდებლობით დადგენილი წესით,
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) იხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას, მონაწილეობს მათ განხილვაში;
გ) ამზადებს და გენერალური ინსპექციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ჩასატარებელი შემოწმების შესახებ;
დ) ანაწილებს დავალებებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
ე) ახორციელებს კონტროლს გენერალური ინსპექციის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
ვ) ეცნობა სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ წარმოდგენილ დასკვნას ან მოხსენებით ბარათს, აკეთებს ვიზირებას და გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს გენერალური ინსპექციის უფროსს;
ზ) ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) აკონტროლებს შემოწმებების მიმდინარეობის მდგომარეობას და კვირაში ერთხელ გენერალური ინსპექციის უფროსს მოახსენებს შემოწმებების მიმდინარეობის მდგომარეობის შესახებ;
ი) ყოველკვარტალურად გენერალური ინსპექციის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
კ) გენერალური ინსპექციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციის, სამმართველოს მოსამსახურეებისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების, მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ;
ლ) გენერალური ინსპექციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
მ) გენერალური ინსპექციის უფროსთან შუამდგომლობს სამმართველოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ნ) შემოწმების პერიოდში სამმართველოს უფროსის კანონიერი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, სამინისტროს სისტემაში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისათვის და მისი გასაჩივრება შეიძლება გენერალური ინსპექციის უფროსთან;
ო) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია გენერალური ინსპექციის უფროსის და მისი მოადგილის წინაშე.
მუხლი 25🔗
1. გენერალურ ინსპექციაში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) სამმართველოს მრჩევლები;
ბ) გენერალური ინსპექციის სპეციალისტები.
2. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეებს,
კანონმდებლობით დადგენილი წესით,
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
4. გენერალური ინსპექციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.