,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 16.04.2009
ძალის დაკარგვა 13.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №157
სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.038.013.050
გამოქვეყნების წყარო სსმ, 51, 28/04/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.tarigi, li.tarigi, div.tarigi {mso-style-name:tarigi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.038.013.050
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №157
2009 წლის 16 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სტატუსს, ამოცანებს, უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. სამსახური წარმოადგენს დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მოხდის რეჟიმის დაცვას, ოპერატიული ღონისძიებების განხორციელებას, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სასჯელაღსრულების ორგანოთა ოპერატიულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან (შემდგომში – დაწესებულება) გაქცეულ მსჯავრდებულთა/პატიმართა ძებნას.
3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კანონი „პატიმრობის შესახებ“ და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, წინამდებარე დებულება და სხვა ნორმატიული აქტები.
მუხლი 2🔗. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაწესებულებებში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება;
ბ) დაწესებულების მოსამსახურეების და დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების, ასევე მსჯავრდებულთა/პატიმართა პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) დაწესებულებებში მომხდარი დანაშაულის გამოვლენა, გახსნა, პრევენცია;
დ) სასჯელის მოხდის დადგენილი წესის დარღვევის თავიდან აცილება;
ე) დაწესებულებიდან გაქცეულ მსჯავრდებულთა/პატიმართა დადგენილი წესით ძებნა;
ვ) ურთიერთმოქმედება სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან მათი კომპეტენციის ფარგლებში იმ დანაშაულთა გამოვლენა-გახსნაში, რომლებიც მსჯავრებულებმა ჩაიდინეს დაწესებულებაში მოთავსებამდე;
ზ) დაწესებულებებში მსჯავრდებულთა/პატიმართა მიმართ დადგენილი რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
თ) დაწესებულების შესაბამისი განყოფილებების საქმიანობის კოორდინაცია, ზედამხედველობა, ორგანიზაციულ-მეთოდური უზრუნველყოფა;
ი) უსაფრთხოებისა და ძებნის ნაწილში დაწესებულების საქმიანობის ორგანიზაციულ-მეთოდური უზრუნველყოფა;
კ) დაწესებულების სარეჟიმო განყოფილების საქმიანობის ორგანიზება, მისი მუშაობის შედეგების შესწავლა და გაანალიზება;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება.
2. სამსახურის ფუქციებია:
ა) დეპარტამენტის სხვა ქვედანაყოფებისა და მათი სტრუქტურული ერთეულების მიერ დაწესებულებათა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რეჟიმთან დაკავშირებით მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლი;
ბ) დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე კონტროლის განხორციელება ძებნისა და უსაფრთხოების სფეროში, დაწესებულების უსაფრთხოებისა და სარეჟიმო განყოფილებების მიერ გაწეული მუშაობის შედეგების შეჯამება და ანალიზი, კონფიდენტურული და ოპერატიული აღრიცხვის საქმეების რეგისტრაცია და გადაადგილების კონტროლი, კონფიდენტთა ალფაბეტური აღრიცხვის კარტოთეკის წარმოება;
გ) მსჯავრდებულთა/პატიმართა შეხვედრების, მათ მიერ შინაგანაწესისა და დღის წესრიგის დაცვაზე კონტროლი;
დ) მსჯავრდებულთა მიზანმიმართული გადანაწილება უსაფრთხოების დაცვის მიზნით;
ე) მუდმივი დაკვირვება მსჯავრდებულთა/პატიმართა ქცევაზე მათი განთავსებისა და სამუშაო ადგილებში, მათ მიერ დანაშაულის, სხვა სამართალდარღვევებისა და სასჯელის/პატიმრობის მოხდის წესის (შინაგანაწესის) დარღვევის ჩადენის თავიდან აცილება და აღკვეთა;
ვ) კონტროლი მსჯავრდებულთა მიერ გადაადგილების, დადგენილი ფორმის ტანსაცმლის, აქსესუარების, დადგენილი ნიმუშის სამკერდე და სხვა ამოსაცნობი ნიშნების, საშვების გამოყენების წესების დაცვაზე;
ზ) დათვალიერების, თვალთვალისა და ვიზუალური კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებების, საინჟინრო ზღუდეების, მიწისქვეშა კომუნიკაციებში, ნაგებობებში, დერეფნებში ბლოკირების საშუალებათა გამოყენება;
თ) მსჯავრდებულთა მიერ სამრეწველო მოწყობილობის, სამუშაოს ინსტრუმენტის, ელექტროენერგიის, ნედლეულისა და მასალების არადანიშნულებისამებრ ან ფარულად გამოყენების აღკვეთა, აგრეთვე მსჯავრდებულთა მიერ სხვადასხვა ნაგებობების, მოწყობილობების, სათავსების თვითნებურად აგების აღკვეთა;
ი) მსჯავრდებულთა პირადი, მათი პირადი ნივთებისა და სათავსების, აგრეთვე დაწესებულებათა საცხოვრებელი და საწარმოო ზონების ტერიტორიის დათვალიერება, აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღება;
კ) კონტროლი მსჯავრდებულთა სატელეფონო საუბრებზე;
ლ) მსჯავრდებულთათვის განკუთვნილი, აგრეთვე მსჯავრდებულთა მიერ გასაგზავნი წერილების, დეპეშების, გზავნილებისა და ბანდეროლების დათვალიერებისა და შემოწმების უზრუნველყოფა;
მ) დაწესებულებების ტერიტორიაზე გადაადგილებადი სატრანსპორტო საშუალებების თანხლების უზრუნველყოფა;
ნ) კონტროლი დაწესებულებების ტერიტორიაზე წარმოებულ დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებზე;
ო) კონტროლი დაწესებულებების პერსონალისა და დაწესებულებებში მყოფ პირთა მიერ მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დადგენილი წესების დაცვაზე;
პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სპეციალური საშუალებებისა და ფიზიკური იძულების გამოყენება;
ჟ) ზედამხედველობისა და კონტროლის საინჟინრო და ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებების ყოველთვიური გამოკვლევა მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით;
რ) დაწესებულებებში ჩადენილ დანაშაულთა ფაქტებზე მიმდინარე წინასწარი გამოძიების ხელშეწყობა;
ს) სამართალდარღვევების ჩადენის მიდრეკილების მქონე მსჯავრდებულთა გამოვლენა და აღრიცხვა;
ტ) დაწესებულებებში შექმნილი ოპერატიული ვითარების ანალიზი და უსაფრთხოების სადღეღამისო უწყისის შედგენა;
უ) დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილი ძალებისა და საშუალებების განლაგება;
ფ) დაწესებულებებში უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციების განმახორციელებელ პირთა სპეციალური სამსახურებრივი ინსტრუქტაჟი, მათ წინაშე ოპერატიული ამოცანების დასმა და ამოცანების შესრულების შედეგების დადგენა;
ქ) სამსახურის პირადი შემადგენლობის დამატებითი სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
ღ) წინადადებების მომზადება და წარდგენა დაწესებულებების უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიებების გეგმებში;
ყ) კონტროლი დაწესებულებების ტერიტორიებზე დაწესებული სასაშვო-გამშვები რეჟიმის ორგანიზებაზე;
შ) ფულის, ფასიანი ქაღალდების, სხვა ფასეულობების, ალკოჰოლური სასმელების, აგრეთვე მსჯავრდებულთა მიერ შესანახად და გამოსაყენებლად აკრძალული სხვა საგნებისა და ნივთიერებების მიღების არხების გამოვლენა და აღკვეთა;
ჩ) კონტროლი დაწესებულებების საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ მოწყობილობების გამოყენების დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე, მსჯავრდებულთათვის ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გაცემა-ჩაბარებაზე, აგრეთვე ტოქსიკურ ნივთიერებათა შემცველი საღებავი და სხვა ტექნიკური სითხეების ხარჯვაზე;
ც) მონაწილეობა შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ძ) მონაწილეობა დეპარტამენტის მოქმედების გეგმების შემუშავებაში საგანგებო სიტუაციების დროს; კონტროლი დაწესებულებებს შორის დაშიფრული კავშირის გამოყენებაზე;
წ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. სამსახურის თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას უფლებამოსილნი არიან გამოიყენონ ფიზიკური ძალა, ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვია-წამალი, სასამსახურო ძაღლები და სხვა სპეციალური საშუალებები კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) სარეჟიმო განყოფილება;
ბ) ოპერატიული განყოფილება;
გ) ანალიტიკური განყოფილება;
დ) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
ე) კინოლოგიური მომსახურების განყოფილება.
მუხლი 4🔗. სარეჟიმო განყოფილება
სარეჟიმო განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ამ დებულების მე-2 მუხ-ლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „თ“, „ი“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“, „რ“, „ტ“, „უ“, „ფ“, „ქ“, „ღ“, „ყ“, „შ“, „ჩ“, „ც“, „ძ“, „წ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი აქტებით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს და ასრულებს ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა დავალებებსა და მითითებებს.
მუხლი 5🔗. ოპერატიული განყოფილება
ოპერატიული განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“, „კ“, „ლ“, „ო“, „პ“, „ჟ“, „რ“, „ს“, „ტ“, „ფ“, „ქ“, „ღ“, „შ“, „ჩ“, „ც“, „ძ“, „წ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი აქტებით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს და ასრულებს ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა დავალებებსა და მითითებებს.
მუხლი 6🔗. ანალიტიკური განყოფილება
ანალიტიკური განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „წ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი აქტებით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს და ასრულებს ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა დავალებებსა და მითითებებს.
მუხლი 7🔗. ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება
ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ზ“, „ჟ“, „რ“, „ტ“, „წ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი აქტებით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს და ასრულებს ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა დავალებებსა და მითითებებს.
მუხლი 8🔗. კინოლოგიური მომსახურების განყოფილება
კინოლოგიური მომსახურების განყოფილება:
ა) ახორციელებს უსაფრთხოების სამსახურის უზრუნველყოფას კინოლოგიური მომსახურებით;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კინოლოგიურ დახმარებას უწევს საჯელაღსრულების ორგანოებს;
გ) პასუხისმგებელია სასამსახურო ძაღლების ეფექტურ და რაციონალურ გამოყენებაზე;
დ) ახორციელებს სასამსახურო ძაღლების მოვლა-პატრონობასა და წვრთნას;
ე) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი აქტებით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს და ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა დავალებებსა და მითითებებს.
მუხლი 9🔗. სამსახურის მართვა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე, იგი უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
2. სამსახურის უფროსი არის სამსახურის პირადი შემადგენლობის უშუალო ხელმძღვანელი და პერსონალურად აგებს პასუხს სამსახურისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი ამოცანებისა და ფუნქციების ჯეროვან შესრულებაზე.
3. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია:
ა) სამსახურის ამოცანებისა და უფლებამოსილებების შესასრულებლად მოითხოვოს და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სამსახურის განყოფილებებიდან და დაწესებულებების შესაბამისი განყოფილებებიდან;
ბ) მოითხოვოს და მიიღოს სამსახურის განყოფილებებისა და დაწესებულებების შესაბამისი განყოფილებების ანგარიშები გაწეული მუშაობისა და არსებული მდგომარეობის თაობაზე;
გ) წარადგინოს წინადადებები დაწესებულებების უსაფრთხოების, გაქცეულ მსჯავრდებულთა/პატიმართა ძებნის სისტემის სრულყოფის თაობაზე;
დ) წარადგინოს წინადადებები სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;
ე) განიხილოს განცხადებები და საჩივრები, მიიღოს მოქალაქეები;
ვ) წარუდგინოს წინადადებები დეპარტამენტის თავმჯდომარეს სამსახურის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის, აგრეთვე შესაბამისი დაფინანსების თაობაზე;
ზ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
4. სამსახურის უფროსი ვალდებულია:
ა) გაანაწილოს ფუნქციები დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის;
ბ) წარმართოს სამსახურის საქმიანობის ორგანიზაცია და მუშაობა;
გ) შეიმუშაოს ან მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში;
დ) განახორციელოს დაწესებულებათა უსაფრთხოებისა და გაქცეულ მსჯავრდებულთა/პატიმართა ძებნის სისტემისა და ტაქტიკის სრულყოფის ღონისძიებები მოსამსახურეთა რიცხოვნების რაციონარული გამოყენებისა და თანამედროვე საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების დანერგვის საფუძველზე;
ე) გაანალიზოს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობა, შეიმუშაოს და განახორციელოს მოსამსახურეთა შორის სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებები;
ვ) უზრუნველყოს მოსამსახურეთა შერჩევა, განაწილება და პროფესიული მომზადება, მათ მიერ კანონიერების, სამსახურებრივი დისციპლინისა და წესდების მოთხოვნათა დაცვა;
ზ) მოამზადოს და დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში;
თ) შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.
5. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელიც თანამდებობრივად ექვემდებარება სამსახურის უფროსს და დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს.
მუხლი 10🔗. სამსახურის მოსამსახურეები
1. სამსახურის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. სამსახურის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მისაღებ პირს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება.
მუხლი 11🔗. სამსახურებრივი შემოწმება
1. სამსახურის განყოფილება (დაწესებულების შესაბამისი განყოფილებები), გარდა მორიგი შემოწმებებისა, შეიძლება რიგგარეშე შემოწმდეს სამსახურებრივი შემოწმების წესით.
2. რიგგარეშე შემოწმების ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს და შემმოწმებელ ჯგუფს ქმნის:
ა) დეპარტამენტის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან დაწესებულების დირექტორის მოტივირებული წერილობითი წარდგინებით;
ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე საკუთარი ინიციატივით ან სამსახურის უფროსის ან დაწესებულების დირექტორის მოტივირებული წერილობითი წარდგინებით;
გ) სამსახურის უფროსი საკუთარი ინიციატივით ან სამსახურის განყოფილების უფროსის, დაწესებულების დირექტორის ან დაწესებულების შესაბამისი განყოფილების უფროსის მოტივირებული წერილობითი წარდგინებით.