„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 16.04.2009
ძალის დაკარგვა 02.06.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №149
სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.22.038.013.051
გამოქვეყნების წყარო სსმ, 51, 28/04/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.22.038.013.051
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №149
2009 წლის 16 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დანიშნულებას, მის ფუნქციებსა და ამოცანებს, მართვის ორგანიზაციასა და სტრუქტურას.
2. სამსახური წარმოადგენს დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ახორციელებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა (შემდგომში – დაწესებულება) და მსჯავრდებულთა (პატიმართა) დაცვას.
3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კანონი „პატიმრობის შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებები, ეს დებულება და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები.
მუხლი 2🔗. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) დეპარტამენტის, დაწესებულებებისა და მსჯავრდებულების/პატიმრების დაცვის უზრუნველყოფა;
ბ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზაციულ-მეთოდური უზრუნველყოფა სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მსჯავრდებულთა (პატიმართა) დაცვის, დაცვის საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების, კავშირგაბმულობის, შეიარაღებისა და სპეციალური საშუალებების სფეროში;
გ) მსჯავრდებულთა (პატიმართა) იზოლაციის ღონისძიებათა შემუშავება-გატარება;
დ) სასჯელაღსრულების დაწესებულების უზრუნველყოფა დაცვის საინჟინრო-ტექნიკური, დაცვის სპეციალური და კავშირგაბმულობის საშუალებებით, შეიარაღებითა და საბრძოლო მასალით;
ე) დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებათა დაცვის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლი;
ვ) დეპარტამენტსა და დაწესებულებაში აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით, სათანადო ღონისძიებების გატარება და მუდმივი კონტროლი მის შესრულებაზე;
ზ) დეპარტამენტისა და დაწესებულების ტერიტორიაზე შემსვლელ და ტერიტორიიდან გამომსვლელ პირთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა აღრიცხვა;
თ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ამოცანები.
2. სამსახური დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:
ა) აგროვებს და აანალიზებს მონაცემებს ოპერატიულ-სამსახურებრივი მდგომარეობის თაობაზე, ამზადებს დასკვნებსა და წინადადებებს თავისი ამოცანების დროული და სრული შესრულების თაობაზე;
ბ) შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან ერთად წარადგენს წინადადებებს დაცვის განაწილების თაობაზე;
გ) მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში;
დ) ახორციელებს ღონისძიებებს ეფექტური საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების დანერგვის, შეიარაღებისა და სპეციალური საშუალებების რაციონალური გამოყენების გათვალისწინებით;
ე) შეიმუშავებს ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებს დაცვის, საინჟინრო-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების სრულყოფის თაობაზე სამსახურებრივი ამოცანების შესრულების ეფექტურობის გაზრდის მიზნით;
ვ) ამზადებს წინადადებებს შეიარაღებაში ტექნიკური საშუალებებისა და შეიარაღების ახალი ნიმუშების მიღების თაობაზე;
ზ) აკონტროლებს ოპერატიულ-სამსახურებრივ მდგომარეობას დაცულ ობიექტებზე, მონაწილეობს სამსახურებრივ შემოწმებებში საგანგებო შემთხვევებთან და შესაძლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც გამოწვეულია სამსახურის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაში არსებული ნაკლოვანებებით;
თ) შეიმუშავებს სამსახურის მოსამსახურეების მომზადებისა და სწავლების პროგრამებს, სასწავლო-მეთოდურ სახელმძღვანელოებს, ორგანიზებას უწევს სასწავლო მეთოდურ შეკრებებსა და მეცადინეობებს, მოსამსახურეთა მომზადებასა და გადამზადებას;
ი) დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობს ტაქტიკური სპეციალური სწავლების მომზადებასა და ჩატარებაში, საგანგებო სიტუაციებში მოქმედების მიზნით;
კ) მონაწილეობს დეპარტამენტის მოქმედების გეგმების შემუშავებაში საგანგებო სიტუაციების დროს;
ლ) აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, ადგენს შესაბამის საცნობარო მასალებს და წინადადებებს;
მ) დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს;
ნ) ორგანიზებას უკეთებს დაშიფრული კავშირის განვითარებას სასჯელაღსრულების დაწესებულებებს შორის;
ო) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თავმჯდომარეს სამსახურის სტრუქტურის, საშტატო რიცხოვნებისა და შესაბამისი დაფინანსების თაობაზე;
პ) ახორციელებს გარე დაცვის განყოფილებებისათვის ახალწვეულთა თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას, გარე დაცვის განყოფილებების პირადი შემადგენლობის მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულების კონტროლს და პრაქტიკული დახმარების გაწევას, გარე დაცვის განყოფილებების მიერ გაწეული მუშაობის შედეგების შეჯამებას და ანალიზს. შეიმუშავებს და ახორციელებს სამსახურის პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების გეგმებს;
ჟ) საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის დაცვას;
რ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, დეპარტამენტის საბადრაგო სამსახურთან ერთად ან მის გარეშე, ახორციელებს მსჯავრდებულთა და პატიმართა ბადრაგირებას;
ს) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
3. ცალკეულ შემთხვევებში დეპარტამენტის თავმჯდომარეს დეპარტამენტთან ან სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან შეუძლია შექმნას გაძლიერებული დაცვის ჯგუფები განსაკუთრებული დავალებების შესასრულებლად.
4. კანონით დადგენილი წესით, სამსახურს უფლება აქვს გამოიყენოს აუდიო, ვიზიუალური, ელექტრონული ან სხვა სახის ტექნიკური კონტროლის საშუალებები დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულთა (პატიმართა) ყოფაქცევის შესახებ აუცილებელი ინფორმაციის მიღების მიზნით.
მუხლი 3🔗. სამსახურის მართვა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც თანამდებობრივად ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და თავის საქმიანობას ახორციელებს მათი უშუალო ხელმძღვანელობით.
2. სამსახურის უფროსსა და უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
3. სამსახურის უფროსი არის სამსახურის პირადი შემადგენლობის უშუალო ხელმძღვანელი და პერსონალურად აგებს პასუხს სამსახურისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი ამოცანებისა და ფუნქციების ჯეროვან შესრულებაზე.
მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი
სამსახურის უფროსი:
ა) ანაწილებს ფუნქციებს დაქვემდებარებულ განყოფილებებსა და მოსამსახურეებს შორის;
ბ) ორგანიზაციას უწევს სამსახურის საქმიანობას და წარმართავს მის მუშაობას;
გ) მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
დ) ახორციელებს ობიექტების დაცვის სისტემისა და მოქმედების ტაქტიკის სრულყოფის ღონისძიებებს მოსამსახურეთა რიცხოვნობის რაციონალური გამოყე-ნებისა და თანამედროვე საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების დანერგვის საფუძველზე;
ე) აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს და ახორციელებს მოსამსახურეთა შორის სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებებს;
ვ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთა შერჩევას, განაწილებას და პროფესიულ მომზადებას, მათ მიერ კანონიერების, სამსახურებრივი დისციპლინისა და წესდების მოთხოვნათა დაცვას;
ზ) გამოითხოვს სამსახურის განყოფილებების ანგარიშებს გაწეული საქმიანობისა და არსებული მდგომარეობის თაობაზე;
თ) უფლებამოსილია სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად მოითხოვოს და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტისა და სამსახურის ერთეულებიდან;
ი) ასრულებს ამ დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
ბ) სპეციალური დაცვის განყოფილება;
გ) დეპარტამენტის გამშვები საგუშაგო;
დ) გარე დაცვის №1 განყოფილება;
ე) გარე დაცვის №2 განყოფილება;
ვ) გარე დაცვის №3 განყოფილება;
ზ) გარე დაცვის №4 განყოფილება;
თ) გარე დაცვის №5 განყოფილება;
ი) გარე დაცვის №6 განყოფილება;
კ) გარე დაცვის №7 განყოფილება;
ლ) გარე დაცვის №8 განყოფილება;
მ) გარე დაცვის №9 განყოფილება;
ნ) გარე დაცვის №10 განყოფილება;
ო) გარე დაცვის №11 განყოფილება;
პ) გარე დაცვის №12 განყოფილება;
ჟ) გარე დაცვის №13 განყოფილება;
რ) გარე დაცვის №14 განყოფილება;
ს) გარე დაცვის №15 განყოფილება;
ტ) გარე დაცვის №16 განყოფილება.
2. სამსახურის გარე დაცვის განყოფილებები, დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, მიმაგრებულნი არიან კონკრეტულ დაწესებულებებთან და თავიანთ მოვალეობებს ახორციელებენ შესაბამის დაწესებულებასთან კოორდინაციით.
მუხლი 6🔗. განყოფილების მართვა
განყოფილებას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც თანამდებობრივად ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს, სამსახურის უფროსს, დეპარტა-მენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მათ წინაშე.
მუხლი 7🔗. სამსახურის მოსამსახურეები
1. გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის მოსამსახურე არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი და მასზე ვრცელდება „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს სამხედრო წვევამდელი, რომელიც არის სამსახურის მოსამსახურე და ახორციელებს დაწესებულების დაცვას, მსჯავრდებულებისა და პატიმრების დაცვას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, კანონით გათვალისწინებულ სხვა ადგი-ლებში და ბადრაგირებისას.
2. მოსამსახურეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 8🔗. გარე დაცვის განყოფილებები
გარე დაცვის განყოფილებები ახორციელებენ ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ზ“, მე-2 პუნქტის „ბ“, „ზ“, „ი“, „კ“, „ლ“, „პ“, „ჟ“ ქვეპუნქტებით, ამ დებულებით და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს, ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა მითითებებსა და დავალებებს.
მუხლი 9🔗. ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება
ახორციელებს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ვ“, მე-2 პუნქტის „დ“, “ე“, “ვ“, „ი“, „კ“, „ლ“, „ნ“, „პ“ ქვეპუნქტებით, ამ დებულებით და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს, ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა მითითებებსა და დავალებებს.
მუხლი 10🔗. სპეციალური დაცვის განყოფილება
ახორციელებს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ვ“, მე-2 პუნქტის „ა“, “გ“, “თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „პ“ ქვეპუნქტებით, ამ დებულებით და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს, ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა მითითებებსა და დავალებებს.
მუხლი 11🔗. დეპარტამენტის გამშვები საგუშაგო
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა)“, „ვ)“ და „ზ)“ და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „კ)“, „ლ)“ და „რ)“ ქვეპუნქტებით, ამ დებულებით და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათ-ვალისწინებულ ფუნქციებს, ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა მითითებებსა და დავალებებს.