,,საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №277 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.22.026.013.061
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №304
2009 წლის 27 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №277 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №277 ბრძანებით (სსმ III, 28.05.2008, №76, მუხ.823) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6.
1. სამხედრო-საჰაერო ძალების ფუნქციებია:
ა) ჯარებისა და სამხედრო ტვირთების გადაზიდვა;
ბ) უბედურებაში ჩავარდნილი საფრენოსნო ეკიპაჟების ძებნა და შველა;
გ) ავადმყოფებისა და დაჭრილების საჰაერო გადაყვანა;
დ) სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება;
ე) სამხედრო ძალების ხელმძღვანელობისა და ჯარების შეტყობინება საჰაერო თავდასხმის შესახებ;
ვ) მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, მიწისზედა და საზღვაო მიზნების განადგურება;
ზ) საჰაერო დესანტის დესანტირება;
თ) საჰაერო დაზვერვის წარმოება.
2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და/ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სასაზღვრო პოლიციის (შემდგომ – სასაზღვრო პოლიცია) მომართვის საფუძველზე, სამხედრო-საჰაერო ძალები დადგენილი წესით დამტკიცებული საფრენოსნო გეგმების შესაბამისად ახორციელებენ:
ა) საქართველოს სახელმწიფო საზღვრების შემოფრენას, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და მათი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ტრანსპორტირებას, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს;
ბ) მაღალმთიან რეგიონებსა და საზღვრისპირა რეგიონებში მოსახლეობის მხარდასაჭერ ჰუმანიტარულ რეისებს და სამედიცინო ევაკუაციას.“.
მუხლი 2
ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.
მუხლი 3
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ვ. სიხარულიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №277 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.04.2009.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №277 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““?
- „,,საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №277 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 27.04.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №304. სარეგისტრაციო კოდი — 220.010.040.22.026.013.061.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №277 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №277 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.04.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №277 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““, №304, 27.04.2009, სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.22.026.013.061 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.04.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/83608/