,,საქართველოში 2006-2010 წლებში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების კატალოგის (სია) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 29 აგვისტოს №2-164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-100
სარეგისტრაციო კოდი
340.120.000.22.032.013.063
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 53, 01/05/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.120.000.22.032.013.063

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-100

2009 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოში 2006-2010 წლებში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების კატალოგის (სია) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 29 აგვისტოს №2-164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოში 2006-2010 წლებში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების კატალოგის (სია) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 29 აგვისტოს №2-164 ბრძანებით დამტკიცებული (სსმ III, 08.09.2006, №121, მუხ. 1629) საქართველოში 2006-2010 წლებში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების კატალოგის (სია) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. რთული და კომპლექსური სასუქები

 

სასუქის დასახელება

საკვები ელემენტების შემცველობა

ძირითადი თვისებები, გამოყენების სფერო

ამოფოსკა

N-16

P-16

K-16

თეთრი ან მონაცრისფრო მარილია, არაჰიგროსკოპულია, შენახვის ნორმალურ პირობებში არ იბელტება, ხასიათდება კარგი გაფანტვის უნარით.

გამოიყენება ერთწლიან, მრავალწლიან კულტურებში როგორც ნიადაგის ძირითადი განოყიერების დროს, ისე მწკრივულ განოყიერებაში, დამატებით გამოკვებაში.

დიამოფოსკა

N-9-10

P-25-26

k-25-26

 

ნიტროამოფოსკა

N-13-16

p-17-20

k-7-20

 

ამოფოსი

(მონოამონიფოსფატი)

N-10-12

p-50-52

 

ამოფოსფატი

N-4-8

p-38-46

 

ნიტროამოფოსი

N-23-p-23

 

ნიტროდიამოფოსი

ნიტროფოსკა

N-23-p30

N-11

p-10

K-11

 

ნიტროფოსი

p-22-23

k-17-22

 

კალიუმის პოლიფოსფატი

p-60,1

k-39,8

 

თეთრი მონაცრისფრო სასუქია არ შეიცავს ქლორს, წყალში კარგად იხსნება, არაჰიგროსკოპულია, რის გამოც არ იბელტება, ხასიათდება კარგი გაფანტვის უნარით, გამოიყენება ყველა კულტურაში

კარბოამოფოსკა

N-19,8-20,0

p-19,8-20,0

K-19,8-20,0

გრანულირებული თეთრი მონაცრისფრო მარილია, კარგი ფიზიკური თვისებებით, ხასიათდება არაჰიგროსკოპულობით და გაფანტვის კარგი ხარისხით, გამოიყენება ერთწლიან და მრავალწლიან კულტურებში

NPK

(აზოტ-ფოსფორ-კალიუმიანი სასუქი)

N-13-13,5

P-19-19,5

K-19-19,5

მოსერო-მოთეთრო გრანულირებული სასუქია, წყალში კარგად იხსნება, შეთავსებადია სხვა სასუქებთან, გამოიყენება ყველა ტიპის ნიადაგზე, ყველა კულტურისათვის

კრისტალონი:

სპეციალური

ყვითელი

წითელი

თეთრი

ცისფერი

იასამნისფერი

ყავისფერი

ნარინჯისფერი

ლაჟვარდისფერი

N-3-20

P2O5-5-40

k2O -8-38 (კრისტალონის სახეების მიხედვით)

B-0,025

Cu-0,01

Mn-0,04

Fe-0,07

Mo-0,004

Zn-0,025

კრისტალური ფორმის მარილია. წყალში კარგად იხსნება, თავსებადია პესტიციდებთან, გამოიყენება ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაში. ნორმა განისაზღვრება ნიადაგის გამოკვლევის საფუძველზე. რეგისტრაცია შპს ,,აგროჯორჯია” სარეგისტრაციო მოწმობის №3, 22.04.05წ. დამზადებული: ნორვეგიული სახელმწიფო კონცერნი ,,ნორსტ-გიდროს” კომპანია ,,გიდრო-აგრი რუს”

ვუქსალ მიკროპლანტი

 

N -5  K-10  Mg-3

S-5,2  B-0,3  Cu-0,5

Fe-1,0 Zn-1,0  Mn-1,5

Mo-0,01

 

მომწვანო-მოყავისფერო სუსტი მჟავე კრისტალური სუსპენზია. წყალში კარგად იხსნება. არ ერევა კალციუმის და ფოსფორის შემცველ სასუქებს. ძირითადად გამოიყენება ფოთლოვან გამოკვებაში მრავალწლიან და ერთწლიან კულტურებში

ვუქსალ ბორონი

N-8  P-10   B -7

Cu-0,05 Fe-0,1

Mn -0,05 Mo-0,001

Zn-0,05

 

მწვანე ფერის წყალში ხსნადი კრისტალური სუსპენზია. არ ერევა კალციუმის და მაგნიუმის შემცველ სასუქებს. გამოიყენება ფოთლოვან გამოკვებაში, ვენახებში, ხეხილის ბაღებში, ერთწლიან კულტურებში

ვუქსალ კალციუმი

N-10  Ca-15   Mg-2

B-0,05 Cu-0,04    Fe-0,05   Mn-0,1

მწვანე ფერის წყალში კარგად ხსნადი საშუალოდ მჟავე კრისტალური სუსპენზია. არ ერევა ფოსფორის შემცველ სასუქებს და არახელატურ ელმენტებს. გამოიყენება არაფესვურ გამოკვებაში, ფოთლებზე შესხურებით ერთწლიან და მრავალწლიან კულტურებში

ვუქსალ მაკრომიქსი

N-16   P-16   K-12

S-1    B-0,02  Cu-0,05

Fe-0,1    Mn-0,05

Mo-0,001  Zn-0,05

მომწვანო- მოყავისფერო, წყალში კარგად ხსნადი სუსტი მჟავე რეაქციის კრისტალური სუსპენზია. არ ერევა კალციუმის და მაგნიუმის შემცველ სასუქებს და არახელატურ მიკროელემენტებს. გამოიყენება ფოთლოვან გამოკვებაში ერთწლიან და მრავალწლიან კულტურებში

დერლიუსი (8-20-30)

N-8   P-20   K-30

S-3   Zn-0,015

მორუხო-მომწვანო ფერის, უსუნო, გრანულირებული სასუქია, წყალში იხსნება. გამოიყენება როგორც ერთ-

წლიან, ისე მრავალწლიან

კულტურებში, ნიადაგში შეტანით შემოდგომა ზამთრის და გაზაფხულის პერიოდში

დერლიუსი (8-22-27)

N-8   P-22   K-27

S-3   Zn-0,01

მორუხო-მომწვანო ფერის, უსუნო, წყალში ხსნადი გრანულირებული სასუქია. გამოიყენება ერთწლიან და მრავალწლიან კულტურებში, ფესვურ გამოკვებაში ნიადაგის დამუშავების დროს

მასტერ (კომპლექსური)

(18-18-18)

 

 

 

N-18  P-18   K-18

Mg-3  S-6   B-0,02

Cu-0,005   Fe-0,07

Mn-0,03    Zn-0,01

ლურჯი ფერის წყალში ხსნადი მჟავე რეაქციის მიკროკრისტალებია. შეთავსებადია პესტიციდების ყველა ჯგუფთან. გამოიყენება წყალში ხსნადი ფორმით მცენარეთა ფოთლოვან გამოკვებაში ყველა სასოფლო სამეურნეო კულტურაში.სასუქში შემავალი საკვები ელემენტები წყალხსნად ფორმაშია

მასტერ (კომპლექსური)

(20-20-20)

N-20   P-20  K-20

B-0,02  Cu-0,005

Fe- 0,07   Mn-0,03

Zn-0,01

თეთრი ფერის წყალში ხსნადი მჟავე რეაქციის, უსუნო

მიკროკრისტალებია. გამოიყენება ყველა სასოფლო სამეურნეო კულტურაში ყვავილობის წინ როგორც ნიადაგში შეტანით, ისე ფოთლოვან გამოკვებაში.

ყველა ელემენტი წყალხსნად ფორმაშია.

 

შენიშვნა: კატალოგში დასახელებულ რთულ კომპლექსურ სასუქებში შემავალი მაკრო და მიკროელემენტების პროცენტული შემცველობა შეიძლება იყოს განსხვავებული, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს დოზების გაანგარიშებისას პრაქტიკულად სასუქების გამოყენების დროს.“

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ბ. კვეზერელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოში 2006-2010 წლებში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების კატალოგის (სია) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 29 აგვისტოს №2-164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.04.2009.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოში 2006-2010 წლებში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების კატალოგის (სია) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 29 აგვისტოს №2-164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““?
„,,საქართველოში 2006-2010 წლებში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების კატალოგის (სია) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 29 აგვისტოს №2-164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 24.04.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-100. სარეგისტრაციო კოდი — 340.120.000.22.032.013.063.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოში 2006-2010 წლებში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების კატალოგის (სია) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 29 აგვისტოს №2-164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოში 2006-2010 წლებში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების კატალოგის (სია) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 29 აგვისტოს №2-164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.04.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოში 2006-2010 წლებში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების კატალოგის (სია) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 29 აგვისტოს №2-164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე““, №2-100, 24.04.2009, სარეგისტრაციო კოდი 340.120.000.22.032.013.063 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.04.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/83620/