„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 24.04.2009
ძალის დაკარგვა 01.04.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნომერი №4/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.037.013.065
გამოქვეყნების წყარო სსმ, 53, 01/05/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 24 აპრილის №4/ნ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 29.03.2010
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.037.013.065
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
ბრძანება №4/ნ
2009 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე
„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის დებულება (დანართი).
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ტყეშელაშვილი
(დანართი)
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო – მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექცია (შემდგომში – მთავარი არქმშენინსპექცია) არის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. იგი შექმნილია „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და წარმოადგენს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს.
2. მთავარი არქმშენინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებით, ამ დებულებით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
3. მთავარი არქმშენინსპექცია:
ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე, საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოებისათვის ადგენს ამ ობიექტებზე ზედამხედველობის გეგმას და იღებს ინფორმაციას მისი შესრულების შესახებ;
ბ) ხელს უწყობს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში სახელმწიფო პოლიტიკის აღსრულებას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს უფლებამოსილი ორგანოების საქმიანობის მეთოდურ ხელმძღვანელობას და კონტროლს;
დ) ადგილზე გასვლით შერჩევით ამოწმებს უფლებამოსილი ორგანოების საქმიანობას და შემოწმებისას გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მიზნით აყენებს საკითხს მათი ზემდგომი ორგანოების წინაშე.
4. მთავარ არქმშენინსპექციას ანგარიშვალდებულება აქვს სამინისტროს წინაშე.
5. მთავარი არქმშენინსპექციის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. იგი იმყოფება სახაზინო მომსახურებაზე, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და ხარჯთა ნუსხა, ანგარიში ხაზინაში, მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდების აღნიშვნით.
6. მთავარი არქმშენინსპექცია განთავსებულია შემდეგ იურიდიულ მისამართზე:ქ. თბილისი, ყაზბეგის გამზირი №12.
მუხლი 2🔗. მთავარი არქმშენინსპექციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. მთავარი არქმშენინსპექცია, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობაში მონაწილეთა მიერ ხარისხის სათანადო დონის, მშენებლობის უსაფრთხოებისა და შენობა-ნაგებობების საექსპლუატაციო საიმედოობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს მათ შემოწმებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. შემოწმებას ექვემდებარება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომელსაც კანონმდებლობის თანახმად ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა.
2. მთავარი არქმშენინსპექცია ამოწმებს ობიექტის მშენებლობას „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. მთავარი არქმშენინსპექციის ძირითადი ამოცანებია:
ა) უზრუნველყოს მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო და ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობა;
ბ) მოითხოვოს დამკვეთისგან დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობისას და აშენებული ობიექტის საექსპლუატაციოდ გადაცემისას.
4. მთავარი არქმშენინსპექცია აანალიზებს და განაზოგადებს შემოწმების შედეგებს, რის საფუძველზეც შეიმუშავებს ნორმატიული, მეთოდური და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტაციის სრულყოფის წინადადებებს.
5. მთავარი არქმშენინსპექცია არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის საკითხებს განიხილავს მათი ხასიათისა და სახეობის, ფაქტობრივი ან შესაძლო უარყოფითი შედეგების გათვალისწინებით და იღებს გადაწყვეტილებას დამრღვევის მიმართ სანქციების გატარების თაობაზე.
6. მთავარი არქმშენინსპექციის უფლებამოსილება ვრცელდება როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ეწევიან არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობას, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა პირობები არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 3🔗. მთავარი არქმშენინსპექციის ძირითადი უფლება-მოვალეობანი
მთავარ არქმშენინსპექციას უფლება აქვს:
ა) დაუბრკოლებლად შევიდეს მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტებზე;
ბ) მშენებლობის მონაწილეებისგან მოითხოვოს და მიიღოს ყველა აუცილებელი საპროექტო, ნორმატიული და სამშენებლო მასალის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
გ) მშენებლობაში მონაწილეთათვის გასცეს მიწერილობა პროექტის, სამშენებლო ნორმების და წესების, სტანდარტებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორებისა და აღმოფხვრის შესახებ;
დ) შეაჩეროს მშენებლობის წარმოება „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში;
ე) დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში მოთხოვოს მშენებლობის დამკვეთს ან მშენებელ ორგანიზაციას განახორციელოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდები და გაზომვები. თუ დარღვევა დადასტურდა, ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯებს გაიღებს დამრღვევი, წინააღმდეგ შემთხვევაში – მთავარი არქმშენინსპექცია მისთვის წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებებიდან;
ვ) მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების სრული ან ნაწილობრივი დემონტაჟისა და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის სრული ან ნაწილობრივი შეჩერებისა ან/და დემონტაჟის შესახებ;
ზ) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები რთულ ობიექტებზე ზედამხედველობისათვის;
თ) უზრუნველყოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 4🔗. მთავარი არქმშენინსპექციის სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი უფლებამოსილებები
1. მთავარი არქმშენინსპექცია შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) ზედამხედველობისა და მონიტორინგის სამმართველო;
ბ) ანალიზისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
გ) კადრების და საქმისწაროების განყოფილება.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილებებია:
ა) ზედამხედველობისა და მონიტორინგის სამმართველო: უზრუნველყოფს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობას განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობაზე; ახორციელებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოების მეთოდურ ხელმძღვანელობას და მათი საქმიანობის მონიტორინგს; ახდენს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
ბ) ანალიზისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო: ახორციელებს მთავარი არქმშენინსპექციის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას სასამართლოში; შეიმუშავებს წინადადებებს ნორმატიული აქტების, მეთოდური და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტაციის სრულყოფისათვის; უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მთავარი არქმშენინსპექციიდან გასული სხვა დოკუმენტაციის შესაბამისობას კანონმდებლობასთან; უზრუნველყოფს მთავარი არქმშენინსპექციის საქმიანობის მეთოდოლოგიის სრულყოფას; ახორციელებს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვას, ბიუჯეტის შემუშავებას და კოორდინაციას უწევს მის აღსრულებას; ამუშავებს საბუღალტრო ეკონომიკური და საფინანსო მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას და ნაერთ ანგარიშებს წარადგენს შესაბამის ორგანოებში; უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას; ახორციელებს სამსახურის კომპიუტერულ მომსახურებას;
გ) კადრების და საქმის წარმოების განყოფილება: უზრუნველყოფს კორესპონდენციის აღრიცხვას და შენახვას, შემოსული, გასაგზავნი, შიდა და სხვა დოკუმენტაციის (მოქალაქეთა განცხადებების, წინადადებების და საჩივრების), აგრეთვე საკონტროლო დავალებების შესაბამისი ადრესატისთვის მიწოდებას და დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლს; უზრუნველყოფს ინფორმაციის საჯაროობას; კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მუშაკთა საკადრო დოკუმენტაციის შედგენა-შენახვას, მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო ღონისძიებათა ორგანიზებას.
მუხლი 5🔗. მთავარი არქმშენინსპექციის ორგანიზაცია და მართვა
1. მთავარ არქმშენინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს მთავარი არქმშენინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.
2. მთავარი არქმშენინსპექციის უფროსს, მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. მთავარი არქმშენინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი არქმშენინსპექციის უფროსი. უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე.
4. მთავარი არქმშენინსპექციის უფროსი:
ა) წარმოადგენს მთავარ არქმშენინსპექციას სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში;
ბ) წარმართავს მთავარი არქმშენინსპექციის საქმიანობას;
გ) წყვეტს მთავარი არქმშენინსპექციის კომპეტენციაში შემავალ საკითხებს;
დ) განსაზღვრავს მოადგილისა და სხვა თანამდებობის პირთა ფუნქციებს;
ე) უზრუნველყოფს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების, მინისტრის ბრძანებების, დავალებებისა და მითითებების შესრულებას დადგენილ ვადებში;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს, აგრეთვე კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს ან დისციპლინურ ღონისძიებებს უფარდებს მთავარი არქმშენინსპექციის თანამშრომლებს;
ზ) ადგენს მთავარი არქმშენინსპექციის საშტატო განრიგს, ხარჯთაღრიცხვას და დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს.
მუხლი 6🔗. მთავარი არქმშენინსპექციის ანგარიშგებისა და კონტროლის განხორციელება
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავარი არქმშენინსპექცია ახორციელებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას და ადგენს ბალანსს.
2. მთავარი არქმშენინსპექცია გაწეული საქმიანობის თაობაზე შესაბამის ანგარიშგებას კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს სამინისტროს.