⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.11.2013)
გაუქმებულია:

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 01.05.2009
ძალის დაკარგვა 26.11.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნომერი №5/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.037.013.073
გამოქვეყნების წყარო სსმ, 55, 07/05/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,796 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.05.2009 მიღება
26.11.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } h1 {margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; layout-grid-mode:line;} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; letter-spacing:2.75pt; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; letter-spacing:2.5pt;} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.MsoToc1, li.MsoToc1, div.MsoToc1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:12.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoToc3, li.MsoToc3, div.MsoToc3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:24.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:.5in; text-align:center; font-size:12.0pt; letter-spacing:5.0pt; font-weight:bold;} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:300.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:12.0pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-style:italic;} p.MsoAutoSig, li.MsoAutoSig, div.MsoAutoSig {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line;} p.data, li.data, div.data { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.petiti, li.petiti, div.petiti { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.5pt; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.prezident, li.prezident, div.prezident { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line;} p.kanoni, li.kanoni, div.kanoni { margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.kitxva, li.kitxva, div.kitxva { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:5.65pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.pasuxi, li.pasuxi, div.pasuxi { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:56.7pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-28.35pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.Style1, li.Style1, div.Style1 { margin-top:26.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; } p.satauri, li.satauri, div.satauri { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.tarigi, li.tarigi, div.tarigi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.15pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.037.013.073 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის  ბრძანება №5/ნ 2009 წლის 1 მაისი  ქ. თბილისი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ და „შ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი“. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  დ. ტყეშელაშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗  ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალურ აპარატში და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.     მუხლი 2🔗 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) დაწესებულება – სამინისტრო და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები; ბ) სტაჟირება – დაწესებულებაში ამ წესით რეგულირებული, არაანაზღაურებადი საქმიანობა; გ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას; დ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად დაწესებულებაში შემოტანილი აქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ. თავი II სტაჟირების კომისია     მუხლი 3🔗 სტაჟიორთა შერჩევის მიზნით, დაწესებულებაში იქმნება სტაჟირების კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი.     მუხლი 4🔗 1. კომისია შედგება თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და წევრებისაგან. 2. კომისიის წევრებს შორის უფლებამოვალეო­ბებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს გან­საზ­ღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 3. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 5. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. 6. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 7. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. 8. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. თავი III კონკურსი     მუხლი 5🔗 1. დაწესებულებაში სტაჟიორის მიღება წარმოებს კონკურსის ფორმით. 2. სტაჟირების კანდიდატთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება კომისიის სამ­დივნო (შემდგომში – სამდივნო), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვა­ნელი. 3. სამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ნიშნავს დაწესებულების ხელმძღვანელი. 4. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის, კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიისათვის წარდგენა. 5. დაწესებულებაში სტაჟიორად შეიძლება დანიშნულ იქნეს უმაღლესი განათლების მქონე პირი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. დამამთავრებელ კურსად ჩაითვლება სწავლების ბოლო კურსი. 6. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟირების კანდიდატმა სამდივნოში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) ანკეტა-რეზიუმე დანართი №1-ის შესაბამისად; გ) დიპლომის ასლი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელ კურსზე სწავლის დამადასტურებელი ცნობა; დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე) ორი ფოტოსურათი (3X4). 7. კანდიდატმა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში სამდივნოს დამატებით უნდა წარუდგინოს: ა) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა; ბ) ცნობა ნასამართლობის შესახებ. 8. კანდიდატი სტაჟირების გავლისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; ბ) უნდა ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას; გ) მომხმარებლის დონეზე უნდა შეეძლოს პერსონალურ კომპიუტერთან მუშაობა (Windows, Word, Excel, Internet Explorer). 9. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება და რეგისტრაცია წარმოებს კონკურსის გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში.     მუხლი 6🔗 კონკურსი ტარდება ტესტირების ან/და გასაუბრების გზით, რის თაობაზეც გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღანელი.     მუხლი 7🔗 1. კონკუსის გამოცხადება ხდება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ, პრესის ან/და სხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით. 2. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) კონკურსის ფორმას (ტესტირება ან/და გასაუბრება); ბ) ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების რეგისტრაციის ადგილისა და დროის შესახებ; გ) იმ დაწესებულებისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს დასახელებას (მისაღებ სტაჟიორთა რაოდენობის მითითებით), სადაც შესაძლებელი იქნება სტაჟირების გავლა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში; დ) კონკურსის ჩატარების დროსა და ადგილს. 3. დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით დასაშვებია კონკურსის ჩატარების შესახებ სხვა სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაც. 4. კონკურსის ჩატარების დროსა და ადგილს კო­მისიის თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი. თავი IV  ტესტირება და გასაუბრება     მუხლი 8🔗 1. ტესტი შეიცავს კომისიის მიერ განსაზღვრული ოდენობის საკითხებს. ტესტის პასუხებიდან სწორია მხოლოდ ერთი. 2. ტესტის ყოველ საკითხზე სწორი პასუხი ფასდება 1 (ერთი) ქულით, არასწორი პასუხი კი – 0 (ნული) ქულით. 3. თუ შემოხაზულია ერთზე მეტი პასუხი ან არც ერთი პასუხი არ არის შემოხაზული, ტესტის ამოხსნა შეფასდება 0 (ნული) ქულით. 4. ტესტურ გამოცდაში გამსვლელი ქულის ოდენობას ადგენს დაწესებულების ხელმძღვანელი. 5. ტესტური გამოცდის ჩასაბარებლად კანდიდატს ეძლევა კომისიის მიერ განსაზღვრული დრო. დროის გადაცილების შემდეგ გადაცემული ნამუშევარი არ გასწორდება და კანდიდატს დაეწერება შეფასება 0 (ნული). 6. კანდიდატები მიიღებენ გაფრთხილებას დროის ამოწურვის შესახებ ორჯერ – დროის დამთავრებამდე 30 წუთით ადრე და 15 წუთით ადრე. არავის არა აქვს უფლება დატოვოს დარბაზი ტესტის ჩაბარების გარეშე. 7. ტესტის კითხვებზე პასუხის გაცემამდე კომისიის წარმომადგენელი ვალდებულია ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს გამოსაცდელებს, აუხსნას მათ ტესტების ამოხსნის მეთოდიკა, პასუხების ფურცლის შევსების წესი და სხვა საკითხები, რომლებიც აუცილებელია ტესტირების ჩატარებისათვის. 8. კომისიის ნებართვის გარეშე (ნებართვა გაიცემა, თუ ტესტების შევსებისთვის აუცილებელია რაიმე ლიტერატურის გამოყენება) ტესტურ გამოცდაზე აკრძალულია ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური მასალის შეტანა. ტესტურ გამოცდაზე აუდიო ან სხვა ტექნიკური საშუალებების, ასევე მობილური ტელეფონის გამოყენება დაუშვებელია. 9. კანდიდატი, რომელიც შემჩნეული იქნება ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მასალის უნებართვოდ გამოყენებაში, მოიხსნება გამოცდიდან და დაეწერება შეფასება 0 (ნული). 10. ტესტური გამოცდის პასუხები მოწმდება კომისიის მიერ.     მუხლი 9🔗 კანდიდატთან კომისია გასაუბრებას ატარებს სტაჟიორის მიერ განსახორციელებელ უფლებამოსილებებთან კანდიდატის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობების, თეორიული ცოდნის და პირადი თვისებების შესაბამისობის შეფასების მიზნით.     მუხლი 10🔗 კომისია ტესტირების ან/და გასაუბრების დასრულებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს კანდიდატს ტესტირების ან/და გასაუბრების შედეგებს. თავი V სტაჟიორთა შერჩევა და სტაჟირების გავლის წესი     მუხლი 11🔗 1. დაწესებულებაში კანდიდატის სტაჟიორად მიღების რეკომენდაციას ტესტირების ან/და გასაუბრების შედეგების საფუძველზე იღებს კომისია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეკომენდაციის საფუძველზე დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატის სტაჟიორად მიღების შესახებ.     მუხლი 12🔗 დაწესებულებაში სტაჟიორთა რაოდენობა განისაზღვრება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.     მუხლი 13🔗 1. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება და­წე­სებულების ხელმძღვანელის მიერ არა უმეტეს 6 თვის ვადისა. 2. დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) ხელმძღვანელი პერიოდულად ისმენს და განიხილავს სტაჟიორის ანგარიშს მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. 3. სტაჟიორის ანგარიშის პერიოდული განხილვის შედეგები ეცნობება დაწესებულების ხელმძღვანელს და კომისიას. 4. დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა შესაბამისი ცნობა. 5. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის დაწესებულებაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. 6. განსაკუთრებულ შემთხვევაში, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორისთვის სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის და მისი დაწესებულებაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. თავი VI დაწესებულებისა და სტაჟიორის უფლება-მოვალეობანი     მუხლი 14🔗 დაწესებულება ვალდებულია სტაჟიორს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად შეუქმნას სათანადო პირობები და მოსთხოვოს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება.     მუხლი 15🔗 1. სტაჟიორს უფლება აქვს: ა) შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების გარდა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის კანონმდებლობით დადგენილ წესებს; ბ) გაეცნოს დაწესებულების, სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) მუშაობის სპეციფიკას, მონაწილეობა მიიღოს იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენაში, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება და გამოიყენოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) მოსამსახურეთა კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული დავალებების შესრულებისას. 2. სტაჟიორი შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) ხელმძღვანელის მითითებითა და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით ასრუ­ლებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეეხება სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) საქმიანობას. 3. სტაჟიორი ვალდებულია: ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს დაწესებულების დებულებით; ბ) დაიცვას შინაგანაწესი და შრომის კანონმდებლობით დადგენილი ნორმები; გ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება დაწესებულების იმ შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) ხელმძღვანელის მიერ, სადაც იგი გადის სტაჟირებას; დ) მაქსიმალურად გამოიყენოს სტაჟირების ვადა სამინისტროს სისტემის საქმიანობის სპეციფიკის გასაცნობად, პროფესიული ჩვევების დასაუფლებლად და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. თავი VII სტაჟირების შეწყვეტის საფუძვლები     მუხლი 16🔗 1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს: ა) სავალდებულო სწავლების დროს არასაპატიო მიზეზით 6 აკადემიური საათის გაცდენა; ბ) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 3 დღის განმავლობაში შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში (ერთეულში) გამოუცხადებლობა; გ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; დ) პირადი განცხადება; ე) მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. 2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი. დანართი №1 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანკეტა-რეზიუმე  ფოტო ცნობები თქვენ შესახებ: 1. სახელი, მამის სახელი, გვარი ___________________________________________________________________________ 2. დაბადების თარიღი, ადგილი ___________________________________________________________________________ 3. მისამართი ___________________________________________________________________________ 4. საკონტაქტო ინფორმაცია: საცხოვრებელი ადგილი ___________________________________________________________________________ მობილური ___________________________________________________________________________ ელექტრონული ფოსტა ___________________________________________________________________________ 5. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი ___________________________________________________________________________ პირადი ნომერი ___________________________________________________________________________ გაცემის თარიღი ___________________________________________________________________________ გამცემი ორგანო მოქმედების ვადა ___________________________________________________________________________ 6. განათლება: სწავლების წლები ___________________________________________________________________________ სასწავლო დაწესებულება ___________________________________________________________________________ ფაკულტეტი ___________________________________________________________________________ სპეციალობა ___________________________________________________________________________ ხარისხი ___________________________________________________________________________ 7. უცხოური ენის ცოდნა: უცხოური ენა, ცოდნის დონე(სუსტად, საშუალოდ, კარგად) ___________________________________________________________________________ 8. გავლილი კურსები ან ტრენინგები: ___________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________ 9. შრომითი საქმიანობა: მუშაობის ადგილი (ორგანიზაციის დასახელება) ___________________________________________________________________________ დაკავებული თანამდებობა, თანამდებობრივი სარგო ___________________________________________________________________________ სამუშაოზე დანიშვნის თარიღი ___________________________________________________________________________ სამუშაოდან გათავისუფლების თარიღი ___________________________________________________________________________ გათავისუფლების მიზეზები ___________________________________________________________________________ 10. დაწესებულება და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფი (ერთეული), რომელშიც თქვენ გსურთ გაიაროთ სტაჟირება: ___________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________