„სადაზღვევო-ტექნიკური საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის შესახებ“

მიღების თარიღი 07.05.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №170/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.077
გამოქვეყნების წყარო სსმ, 55, 07/05/2009
matsne.gov.ge 817 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„სადაზღვევო-ტექნიკური საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის შესახებ“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri, li.satauri, div.satauri { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 63.0pt 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.077 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №170/ნ 2009 წლის 7 მაისი ქ. თბილისი სადაზღვევო-ტექნიკური საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის შესახებ „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის №92 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“ მე-12 მუხლისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60​1  მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიქმნას სათათბირო ორგანო – სადაზღვევო-ტექნიკური საკითხების განმხილველი საბჭო. 2. დამტკიცდეს სადაზღვევო-ტექნიკური საკითხების განმხილველი საბჭოს თანდართული დებულება. 3. ბათილად იქნეს ცნობილი „სადაზღვევო-ტექნიკური საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 23 დეკემბრის №285/ნ ბრძანება. 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. კვიტაშვილი სადაზღვევო-ტექნიკური საკითხების განმხილველი საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. სადაზღვევო-ტექნიკური საკითხების განმხილველი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სათათ­ბირო ორგანოს, რომელიც დაინტერესებულ მხარეებ­თან (კერძო სადაზღვევო კომპანიები და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები) ერთობლივად განიხი­ლავს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს ტექნიკუ­რი და ფინანსური გადაწყვეტილებების ინტერპრეტირე­ბისათვის. 2. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის ორი მოადგილე. 3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან სამინისტროს და მის მიმართ დაქვემდებარებული უწყებების წარმომადგენლები, სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები და კერძო სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები. საბჭოს შემადგენლობაში აგრეთვე შეიძლება შედიოდნენ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე დარგობრივი ექსპერტები. 4. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული საკითხების გასაძღოლად მინისტრი ნიშნავს პასუხისმგებელ სამდივნოს და მის ხელმძღვანელ პირს. 5. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 2🔗. საბჭოს კომპეტენცია, მიზნები და ამოცანები 1. საბჭოს კომპეტენციაში შედის საკითხები, რომლებიც არსებითად ტექნიკური ხასიათისაა და მოითხოვს შესაბამისი ექსპერტული ცოდნის გამოყენებით სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის მიმართულებების იმპლემენტაციის ხელშეწყობას. 2. საბჭოს მიზანია სახელმწიფოს დაფინანსებით განხორციელებული სამედიცინო სადაზღვევო პროგრამების (შემდგომში – პროგრამები) შემუშავების და განხორციელების პროცესების ხელშეწყობა და გაუმჯობესება, პროგრამებში მონაწილე ორგანიზა­ციებს შორის ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგის ხელშეწყობა და პროგრამის პირობებთან დაკავშირე­ბულ კონკრეტულ ტექნიკურ საკითხებზე შეთანხმებე­ბის მიღწევა, ასევე, ნებაყოფლობითი ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეწყობისათვის სახელმწიფოს მიერ დასახული ამოცანების გადაჭრის ხელშეწყობა. 3. საბჭოს ამოცანებია: ა) პროგრამების განხორციელების პროცესში წამოჭრილი პრობლემების მოგვარების გზების მოძებნა; ბ) პროგრამების პირობების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; გ) პროგრამების პირობების ინტერპრეტაცია და დაზუსტება; დ) ნებაყოფლობითი ჯანმრთელობის დაზღვევის განვითარებისაკენ მიმართული ღონისძიებების მონიტორინგი და მათი გაუჯობესების გზების მოძებნა. მუხლი 3🔗. საბჭოს მუშაობის ზოგადი წესი 1. საბჭო თავის საქმიანობას ანხორციელებს სხდომების მეშვეობით, რომლებსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის გადაწყვეტილებით სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. 2. საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ოთხჯერ. მორიგი სხდომის მოწვევის თარიღს განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე. 3. რიგგარეშე სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე ან წევრთა ერთი მესამედი არგუმენტირებული მოთხოვნით. 4. ცალკეული საკითხების აქტუალურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, გარკვეული ღონისძიებების განხორციელების მიზნით საბჭო უფლებამოსილია შექმნას მუშა ჯგუფები როგორც საბჭოს წევრე­ბისაგან, ასევე მოწვეული ექსპერტებისა და სპეციალისტებისაგან. 5. საბჭოს სხდომა იმართება წინასწარ შედგენილი დღის წესრიგის მიხედვით, რომელსაც ადგენს პასუხისმგებელი სამდივნო. 6. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა არანაკლებ ორი მესამედისა. 7. საბჭოს მიერ განხილული საკითხი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა უმრავლესობა. საკითხის მიღება ხდება კენჭისყრით. ხმათა თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. საბჭოს მიერ მიღებული დასკვნები და წინადადებები ერთი კვირის ვადაში წარედგინება მინისტრს. 8. კენჭისყრა იმართება ღია წესით. 9. საჭიროების შემთხვევაში საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სათათბირო უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც საბჭოს შემადგენლობაში არ შედიან. 10. საბჭოს სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომლის შედგენას უზრუნველყოფს სხდომის მდივანი.