⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.08.2010)
გაუქმებულია:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 06.05.2009
ძალის დაკარგვა 17.08.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნომერი №6/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.037.013.080
გამოქვეყნების წყარო სსმ, 55, 07/05/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,519 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.05.2009 მიღება
17.08.2010 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.037.013.080 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანება №6/ნ 2009 წლის 6 მაისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის №192 ბრძანებულების მე-2 პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დ. ტყეშელაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის №192 ბრძანებულების შესაბამისად. 2. სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისათვის. 3. სააგენტოს შექმნის მიზანია საქართველოს რეგიონებში წყლით მომარაგებისა და უზრუნველყოფის სისტემების განვითარება, მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვა, აღნიშნული დარგის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და წყლის რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობა. 4. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ დებულებით და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 5. სააგენტოს აქვს ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. 6. სააგენტოს იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის 12.     მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზანი, ამოცანები და საქმიანობის საგანი 1. სააგენტოს საქმიანობის სფერო განისაზღვრება საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე აქტებითა და ამ დებულებით. 2. სააგენტოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს რეგიონებში წყლის მიწოდებაზე პასუხისმგებელი სამსახურების მეშვეობით თანამდროვე მართვის სისტემის დანერგვა და მოსახლეობის წყლის რესურსებით მომარაგების ეფექტური უზრუნველყოფა. 3. კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ამოცანებია: ა) რეგიონებში არსებული წყლით მომარაგების გაუმჯობესება და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა; ბ) წყლის არსებული ქსელების რეაბილიტაციის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება; გ) მოსახლეობისათვის წყლის მიწოდების უზრუნველყოფის სისტემის დაგეგმვის პროცესების წარმართვასა და კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება. დ) წყლის სექტორის განვითარებისათვის ფულადი სახსრების მოზიდვის ხელშეწყობა; ე) წყლის მიწოდების სექტორის განვითარებასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების ხელშეწყობა და მონაწილეობის მიღება შესაბამის პროგრამებში; ვ) მჭიდრო თანამშრომლობის განხორციელება საზოგადოების ფართო ფენებთან; ზ) შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და კოორდინაციის განხორციელების უზრუნველყოფა; თ) შესაბამისი სამეცნიერო კვლევების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება; ი) საუწყებათაშორისო თანამშრომლობის განხორციელება წყლის სისტემების განვითარების საკითხებთან დაკავშირებით; კ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ქმედებების განხორციელება.     მუხლი 3🔗. სააგენტოს უფლებამოსილება კომპეტენციის ფარგლებში სააგენტო უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების თემატური გეგმის შემუშავებაში, რომელიც უზრუნველყოფს წყლის მიწოდების მთელი სისტემის განვითარებას; ბ) მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი გეგმების შემუშავებაში რეგიონებში წყლით მომარაგების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით; გ) მონაწილეობა მიიღოს კოორდინაციის განხორციელებაში მოსახლეობისათვის წყლის მიწოდების უზრუნველყოფის სისტემის დაგეგმვის პროცესების წარმართვისა და წყლის არსებული ქსელების რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით; დ) მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი გეგმების შედგენაში წყალმომარაგების სისტემის განვითარებისა და რეორგანიზაციისათვის; ე) ხელი შეუწყოს წყლის მიწოდების სისტემების განვითარებისათვის ფულადი სახსრების მოზიდვას; ვ) ხელი შეუწყოს წყლის მიწოდების სექტორის განვითარებასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელებას; ზ) მონაწილეობა მიიღოს შესაბამის პროგრამებში წყლის მიწოდების სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით; თ) მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი პროექტების განხორციელებაში წყლის სისტემების განვითარების ხელშეწყობისათვის; ი) ითანამშრომლოს როგორც სამთავრობო დაწესებულებებთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან თავისი ფუნქციების განხორციელების პროცესში; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და წარუდგინოს ისინი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში –სამინისტროს).     მუხლი 4🔗. სააგენტოს ქონება კანონმდებლობითა და ამ დებულებით სააგენტოსათვის განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად სააგენტოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 5🔗. სააგენტოს დაფინანსება სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე პროექტების განხორციელებისათვის გამოყოფილი თანხები; ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; გ) სააგენტოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული შემოწირულობანი და გრანტები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.     მუხლი 6🔗. სააგენტოს საქმინობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასების ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ და “გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახირციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ა“ და “ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობა საჭიროებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობას.     მუხლი 7🔗. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი სააგენტო ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორცილებეული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.     მუხლი 8🔗. საბუღალტრო ანგარიშგება 1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 9🔗. სააგენტოს მართვა 1. წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 2. სააგენტოს თავმჯდომარე: ა) წარმოადგენს სააგენტოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას; ბ) იყენებს ბიუჯეტის სახსრებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე მათი მიზნობრივად გამოყენებისათვის; გ) პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ზუსტ შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე; დ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობის სფეროს რეგულირების შესახებ; ე) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს; ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისულებს სააგენტოს თანამშრომლებს; ზ) განსაზღვრავს სააგენტოს თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომებს; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ი) თავისი კოპეტენციის ფარგლებში ამყარებს კონტაქტებს და დებს ხელშეკრულებებს სააგენტოს საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებზე; კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს ფინანსურ სახსრებს; ლ) შეიმუშავებს სააგენტოს სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებს. მ) წელიწადში ერთხელ წარუდგენს მინისტრს ფინანსურ ანგარიშს; ნ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს; ო) ახორციელებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც მას ეკისრება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით. 3. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე. 4. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მოადგილე.     მუხლი 10🔗. სააგენტოს სტრუქტურა სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) იურიდიული, შესყიდვების და პროფესიული განვითარების საკითხთა დეპარტამენტი; ბ) წყალმომარაგების სისტემების მართვის განვითარების დეპარტამენტი; გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი.     მუხლი 11🔗. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია და მართვა 1. იურიდიული, შესყიდვების და პროფესიული განვითარების საკითხთა დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება; ბ) საკანონდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადება; გ) სააგენტოს საქმიანობის პროცესში შესაბამისი სამართლებრივი დასკვნების მომზადება და მათი წარდგენა სააგენტოს თავმჯდომარისათვის; დ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესყიდვებთან დაკავშირებული ყველა პროცედურის განხორციელება; ე) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სააგენტოს შინაგანაწესისა და სააგენტოს დებულების შესრულების კონტროლი. 2. წყალმომარაგების სისტემების მართვის განვითარების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) წყლის სისტემების განვითარებისათვის ხელის შეწყობა; ბ) მონაწილეობის მიღება შესაბამისი გეგმების შემუშავებაში რეგიონებში წყლის სისტემების განვითარებასთან დაკავშირებით; გ) მოსახლეობისათვის წყლის მიწოდების უზრუნველყოფის სისტემის დაგეგმვის პროცესების წარმართვისა და წყლის არსებული ქსელების რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით კოორდინაციის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; დ) წყლის მიწოდების სისტემების განვითარებისათვის შესაბამისი პროექტების განხილვა და მათთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება. 3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ადმინისტრაციული და ფინანსური საკითხების კოორდინაცია; ბ) სააგენტოში საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების, სააგენტოს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა, სააგენტოს ერთიანი სახსრების კოორდინაცია, სააგენტოში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საქმისწარმოების ერთიანი წესების შემუშავება, კორესპონდენციის დამუშავება და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა, სამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა; გ) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განხორციელება თავმჯდომარის დავალებების შესაბამისად. 4. სააგენტოში შემავალ დეპარტამენტებს ხელმძღვანელობენ დეპარტამენტის უფროსები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისულფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.     მუხლი 12🔗. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია სააგენტოს ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 13🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.