საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 07.05.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/940
სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.024.013.082
გამოქვეყნების წყარო სსმ, 59, 14/05/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,216 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.024.013.082 საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის  ბრძანება №1-1/940 2009 წლის 7 მაისი  ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანდართული შინაგანაწესი. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ლ. ჟვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შინაგანაწესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შინაგანაწესი შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე და 73-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად. 2. სამინისტროს შინაგანაწესი (შემდგომში – შინაგანაწესი) ვრცელდება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეებზე. 3. შინაგანაწესის მიზნებია: ა) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის განხორციელების ხელშეწყობა; ბ) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა; გ) მოსამსახურეთა შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება; დ) მოსამსახურეთა პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის დონის გაზრდა; ე) სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალური გამოყენება; ვ) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ოპერატიულობის გაზრდა; ზ) ხელმძღვანელობასა და მოსამსახურეთა შორის სამსახურებრივი ურთიერთიერთობების მოწესრიგება; თ) მოსამსახურეთა ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის ხელშეწყობა.  4. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული; ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო; გ) დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ, დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი; დ) ხელფასის გაცემის დრო და ადგილი; ე) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები; ვ) სამსახურებრივ საკითხებზე მინისტრის ბრძანებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი; ზ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი.     მუხლი 2🔗. სამუშაო დროის დასაწყისი, დასასრული და შესვენების დრო 1. სამუშაო დრო განისაზღვრება 5 - დღიანი სამუშაო კვირით. 2. სამუშაო დრო განსაზღვრულია დილის 9.00 საათიდან 18.00 საათამდე. სამუშაო დროის განმავლობაში შესვენების დრო განსაზღვრულია 13.00 საათიდან 14.00 საათამდე. მინისტრის ბრძანებით სამუშაო დღის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს არა უმეტეს ერთი საათით. 3. უქმე დღის წინა სამუშაო დღის ხანგრძლივობა მცირდება ერთი საათით. 4. თუ უქმე დღეს წინ უსწრებს დასვენების დღე, სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ მცირდება.     მუხლი 3🔗. დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ, დაწესებულებებში ყოფნის პირობები და წესი 1. მოსამსახურის მუშაობა დასვენებისა და უქმე დღეებში, შესვენების დროს ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაიშვება კანონმ დებლობით დადგენილი პირობების არსებობის შემთხვევაში და მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 2. გადაწყვეტილებას მოსამსახურის უქმე დღეებში, შესვენების დროს ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ მუშაობის ანაზღაურების თაობაზე იღებს მინისტრი.     მუხლი 4🔗. ხელფასის გაცემის დრო და ადგილი 1. მოსამსახურეებზე ხელფასი გაიცემა ყოველი თვის ბოლოს, მოსამსახურეთა საბანკო ანგარიშზე დარიცხვით. 2. კანონდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროსათვის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში გამოყოფილი თანხის შესაბამისად, მინისტრი უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსამსახურეთა პრემიების შესახებ, მოსამსახურეთა ვინაობისა და პრემიების ოდენობის მითითებით.     მუხლი 5🔗. სამსახურებრივ საკითხებზე მინისტრის ბრძანებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი 1. სამსახურებრივ საკითხებზე ბრძანების გაცემის უფლება აქვს მინისტრს. 2. სამსახურებრივ საკითხებზე მინისტრის ბრძანება შეიძლება იყოს ზოგადი და ვრცელდებოდეს სამინისტროს ყველა მოსამსახურეზე, ან ინდივიდუალური, და ვრცელდებოდეს ერთ ან რამდენიმე მოსამსახურეზე. 3. მინისტრის ზოგადი ბრძანება სრულდება წერილობითი ფორმით და ექვემდებარება სპეციალურად თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრას. 4. მინისტრის ინდივიდუალური ბრძანება სრულდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით. 5. მინისტრის წერილობითი ფორმით გამოცემული ბრძანების მოსამსახურეებამდე (მოსამსახურემდე) დაყვანას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რაც დასტურდება ბრძანების ასლზე ხელმოწერით. 6. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული მინისტრის ბრძანება ძალაშია კანონმ დებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.     მუხლი 6🔗. შრომის დაცვისა და ხარძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები 1. სამინისტრო უზრუნველყოფს მოსამსახურის შრომითი საქმიანობისათვის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების შექმნას. 2. მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას სამინისტრო უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პრევენციული სისტემის დანერგვით. 3. სამინისტრო უზრუნველყოფს მოსამსახურის შრომითი დაცვის პირობების შექმნას. მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას მინისტრის ბრძანებითა და მოქმედი კანონმ დებლობით დადგენილი შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები. 4. მოსამსახურე ვალდებულია განუხრელად დაიცვას მოქმედი კანონმ დებლობით დადგენილი ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები. 5. მოსამსახურე სამსახურში მიღებისთანავე ან გარკვეული სამუშაოს შესრულებისას ვალდებულია გაეცნოს შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნებს. მოსამსახურისთვის შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების პირობების გაცნობას უზრუნველყოფს მინისტრის ბრძანებით უფლებამოსილი პირი. მოსამსახურე პირადი ხელმოწერით ადასტურებს პირობებისა და მოთხოვნების გაცნობას. ხელწერილი თან ერთვის მოსამსახურის პირად საქმეს.     მუხლი 7🔗. სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი    1. წინასწარ ცნობილი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე ვალდებულია წინასწარ წარუდგინოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს, ხოლო სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ან მინისტრის მოადგილე – მინისტრს განცხადება სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე, შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზის მითითებით. 2. წინასწარ უცნობი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის ან სამსახურში დაგვიანების შემთხვევაში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე ვალდებულია შეძლებისდაგვარად, სამსახურში გამოცხადებამდე აცნობოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს, ხოლო სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ან მინისტრის მოადგილე – მინისტრს გამოუცხადებლობის მიზეზი და სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდი. სამსახურში გამოცხადების შემდეგ კი წარუდგინოს მინისტრს მოხსენებითი ბარათი სამსახურში გამოუცხადებლობის ან დაგვიანების მიზეზების მითითებით. 3. გადაწყვეტილებას სამსახურში გამოუცხადებლობის ან დაგვიანების საპატიოდ ჩათვლის შესახებ იღებს მინისტრი. 4. მოსამსახურის პასუხისმგებლობა სამსახურში გამოუცხადებლობის გამო განისაზღვრება კანონმდებლობით. 5. მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადებისას და დღის განმავლობაში გასვლის აღრიცხვა წარმოებს სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალით და/ან სპეციალური ტექნიკური საშუალებით. სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალის წარმოების წესი და/ან სპეციალური ტექნიკური საშუალების გამოყენებით სამსახურში გამოცხადების და სამსახურიდან გასვლის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.     მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებები        1. შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად წინამდებარე შინაგანაწესის პირველი მუხლით განსაზღვრული მოსამსახურისათვის. 2. შინაგანაწესი გამოიკვრება სამინისტროს შენობაში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილზე. 3. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს ეკისრება „ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 4. მოსამსახურე ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელის მოწერით. ხელწერილი შინაგანაწესის გაცნობის თაობაზე თან ერთვის მოსამსახურის პირად საქმეს.