„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№288
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.033.013.096
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 57, 11/05/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.013.096

საქართველოს ფინანსთა

 მინისტრის ბრძანება №288

2009 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:      

    მუხლი 1.

  „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში (სსმ III, 16.10.07 წ., №144, მუხლი 1602) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1.

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალურ აპარატში და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში (გარდა, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – შემოსავლების სამსახურის სტაჟიორების/კანდიდატების) სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.“;

ბ) მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დაწესებულება – სამინისტროს ცენტრალური აპარატი, სახაზინო სამსახური და გენერალური ინსპექცია.“;

გ) მე-9 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სტაჟიორი გაივლის სავალდებულო თეორიულ სწავლებას სამინისტროში ან სამინისტროს მიერ შერჩეულ სხვა ორგანიზაციაში (შემდგომში – ორგანიზაცია) ამ ორგანიზაციასთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.

5. სავალდებულო თეორიული სწავლების დასრულების შემდეგ სტაჟიორს უტარდება ტესტირება სასწავლო პროგრამის თემატიკის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი სავალდებულო თეორიულ სწავლებას გადის სამინისტროში, ტესტირების გამსვლელ ქულას ადგენს დეპარტამენტი დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ხოლო თუ სტაჟიორი სავალდებულო თეორიულ სწავლებას გადის ორგანიზაციაში, ტესტირების გამსვლელ ქულას ადგენს ორგანიზაცია სამინისტროსთან შეთანხმებით. ის სტაჟიორები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას ორგანიზაციაში, მიიღებენ ორგანიზაციის სერტიფიკატს. სტაჟიორებს, რომლებიც ვერ გაივლიან ტესტირებას, დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეუწყდებათ სტაჟირება.“.

2. ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებული „სტაჟიორის ანკეტა-რეზიუმეს“:

ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. დაწესებულება, რომელშიც თქვენ გსურთ გაიაროთ სტაჟირება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია.“.

ბ) 12.2 და 12.3 ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი