„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2008 წლის 15 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
220.010.040.11.004.013.102
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 58, 15/05/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.11.004.013.102

საქართველოს ეროვნული ბანკის

  საბჭოს დადგენილება №4

2009 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2008 წლის 15 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 მუხლის, მე-9 მუხლის, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ერვნული ბანკის საბჭო ადგენს:

    მუხლი 1

„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2008 წლის 15 თებერვლის №2 დადგენილებით (სსმ III, 21.02.2008, №27, მუხ. 290) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ დებულებით დადგენილი წესები ვრცელდება ბანკის ყველა სახის შესყიდვაზე, გარდა:

ა) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვებისა;

ბ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების შესყიდვებისა;

გ) შტატგარეშე მომუშავეთა მომსახურების შესყიდვებისა, აგრეთვე მივლინების დროს განსახორციელებელი შესყიდვებისა;

დ) უძრავი ქონების შესყიდვასთან, ასევე უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით მიღებასთან დაკავშირებული შესყიდვებისა;

ე) ფიჭური სატელეფონო მომსახურების შესყიდვებისა;

ვ) ახალი ფულის ნიშნების (ბანკნოტებისა და მონეტების), მათ შორის, სამახსოვრო მონეტებისა და ბანკნოტების, ბეჭდვისა და დამზადების შესყიდვებისა.“.

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფასთა კოტირება ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იმ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისათვის, რომლის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 100.000 ლარზე, აგრეთვე იმ სამუშაოს შესყიდვისათვის, რომლის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 200.000 ლარზე.“.

3. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 50.000 ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 100.000 ლარს;“.

4. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, ამასთანავე, ასეთ შემთხვევაში შესასყიდი საქონლის რაოდენობა, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო შესაბამის ვადებს“.

5. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაუშვებელია შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა შესყიდვის საშუალებების იმ მონეტარული ზღვრებისათვის თავის არიდების მიზნით, რომლებიც დადგენილია ამ მუხლით. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების შემდეგ დარჩენილი თანხებით შესყიდვის განხორციელება დასაშვებია ამ მუხლით დადგენილი მონეტარული ზღვრების დაცვით. სამუშაოს შესყიდვისას ხელოვნურ დაყოფად არ ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც შესყიდვის თითოეული ერთგვაროვანი ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 200.000 ლარს და ამ ობიექტის შესყიდვა ხორციელდება ტენდერის საშუალებით.“.

6. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ორეტაპიანი ტენდერი ტარდება იმ შემთხვევაში, როცა, შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ყველა ეკონომიკური და ტექნიკური პირობის წინასწარ განსაზღვრა და ბანკს აუცილებლად მიაჩნია ტენდერის პირველ ეტაპზე პრეტენდენტებთან მოლაპარაკება ტექნიკური მაჩვენებლების, ეკონომიკური და სხვა მონაცემების დაზუსტების მიზნით“.

7. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. მე-18 მუხლი ამოღებულ იქნეს.

9. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფასთა კოტირება ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იმ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისათვის, რომლის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 100.000 ლარზე, აგრეთვე იმ სამუშაოს შესყიდვისათვის, რომლის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 200.000 ლარზე.“.

10. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 50.000 ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 100.000 ლარს;“.

11. 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტისათვის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების გაგზავნიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში ბანკსა და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის იდება ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ. აღნიშნული ვადის გაგრძელება შესაძლებელია სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, მაგრამ არა უმეტეს 15 დღისა.“.

12. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 31. შესყიდვების შესახებ ანგარიში

1. ბანკი განხორციელებული და მიმდინარე შესყიდვების შესახებ ანგარიშვალდებულია საბჭოს წინაშე.

2. ბანკი ვალდებულია ყოველი 6 თვის დასრულებიდან არა უგვიანეს 20 დღისა წარუდგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს ბანკის შესყიდვების შესახებ წერილობით ანგარიში.

3. ანგარიში საბჭოს წარედგინება დანართ №4-ში მოცემული ფორმის შესაბამისად. საბჭო უფლებამოსილია მოითხოვოს ბანკის შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი. საბჭოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ან დოკუმენტი ბანკის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს მოთხოვნიდან არა უგვიანეს მეორე დღისა.

 4. ბანკის შესყიდვის ტენდერის მეშვეობით ჩატარების შემთხვევაში ტენდერის ყველა ეტაპი და სატენდერო პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, ქმედება, გადაწყვეტილება უნდა აისახოს სატენდერო კომისიის ოქმებში, ხოლო ურთიერთობა სატენდერო კომისიასა და ტენდერში მონაწილე პირთა შორის უნდა ხორციელდებოდეს წერილობითი ფორმით.

 5. ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს ყოველი ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის და ინფორმაციული მასალის შენახვა ხელშეკრულების დადებიდან სამი წლის განმავლობაში, ხოლო გრძელვადიანი (ორი წელი და მეტი) ხელშეკრულების დადების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.“.

13. დებულების დანართი №1, დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

14. დებულებას დაემატოს დანართი №3 და დანართი №4 თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ეს დადგენილებ ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე     გ. ქადაგიძე

 

 

დანართი №1

ტიპური სატენდერო დოკუმენტაცია

 

საქონლის, მომსახურების და სამუშაოს შესყიდვა ტენდერის საშუალებით

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №1

ტიპური სატენდერო დოკუმენტაცია

საქონლის, მომსახურების და სამუშაოს შესყიდვა ტენდერის საშუალებით ტიპური სატენდერო დოკუმენტაცია საქონლის შესყიდვა ტენდერის საშუალებით

ა) ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის

მოცემული ინსტრუქცია არის ტიპური ინსტრუქცია ტენდერის მონაწილეთათვის და იგი წარმოადგენს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დანართს. დაუშვებელია მასში რაიმე შესწორებების შეტანა. ნებისმიერი სახის შესწორება, დაზუსტება და დამატებების შეტანა ხორციელდება საბაზისო მონაცემთა ნუსხაში (სმნ).

 

1. დაფინანსების წყარო

1.1     სმნ-ში მოცემული შემსყიდველი ორგანიზაციისათვის (შემდგომში – შემსყიდველი) მითითებული დაფინანსების წყაროთი გათვალისწინებულია ასიგნებები, რომლის საშუალებითაც მოცემული ორგანიზაცია განახორციელებს შესყიდვას და ამისათვის ატარებს ტენდერს.

 

2. შესყიდვებში მონაწილეთა უფლებამოსილება

2.1      ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს შესყიდვებში მონაწილეობაზე უფლებამოსილ ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს, აქ მოცემული გამონაკლისი შემთხვევების გარდა:

ა)  ტენდერში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან იმ ქვეყნის წარმომადგენელი პირები, რომელთან კომერციული ურთიერთობები აკრძალულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით;

ბ)  ტენდერში მონაწილეობის უფლება არა აქვთ იმ ქვეყნის წარმომადგენელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომელთა მიმართ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებით გამოცხადებულია ემბარგო საქონლის ექსპორტზე;

გ)  ტენდერში მონაწილეები არც საქმიან და არც ნათესაურ კავშირში არ უნდა იყვნენ დაკავშირებულნი პირდაპირ ან ირიბად ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან ან მათ ფილიალებთან, რომლებიც მიიწვია შემსყიდველმა მოცემული საქონლის შესყიდვებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის, ტექნიკური პირობების და სხვა დოკუმენტების მოსამზადებლად;

დ)     ტენდერში მონაწილეებს და მათ ხელმძღვანელებს არ უნდა ჰქონდეთ ფინანსური ან ნათესაური კავშირები სატენდერო კომისიაში შემავალ პირებთან.

 

3. ტენდერში მონაწილეობის ღირებულება

3.1     ტენდერში მონაწილე თავის თავზე იღებს საკუთარი სატენდერო წინადადების მომზადებასა და მიწოდებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ხოლო შემსყიდველი არც ერთი შემთხვევაში არ აგებს პასუხს ამ ხარჯებზე, შესყიდვების ჩატარების და შედეგების ხასიათის მიუხედავად.

 

4. სატენდერო კომისია და სატენდერო კომისიის აპარატი

4.1     შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ სატენდერო კომისიისა და სატენდერო კომისიის აპარატის შემადგენლობა მოცემულია სმნ-ში.

4.2     სატენდერო კომისიის უფლება-მოვალეობებია:

სატენდერო პროცედურების წარმართვა, საკვალიფიკაციო მონაცემების და სატენდერო წინადადებების შეფასება და გამარჯვებულის გამოვლენა, რომელთანაც უნდა დაიდოს ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ.

4.3     სატენდერო კომისიის აპარატის ფუნქციებია:

ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენდერო დოკუმენტაციის, ხელშეკრულების ფორმის შედგენა და ასევე ტენდერის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხების მოგვარების უზრუნველყოფა.

 

5. სატენდერო დოკუმენტაცია

5.1     პრეტენდენტს შემსყიდველი მოთხოვნისთანავე გადასცემს სატენდერო დოკუმენტაციას.

5.2     სატენდერო დოკუმენტაცია არის დოკუმენტთა პაკეტი, რომელიც შეიცავს სრულ ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის, სატენდერო პროცესის და შესყიდვის შესახებ დასადები ხელშეკრულების ძირითადი პირობების თაობაზე.

5.3     სატენდერო დოკუმენტაცია შეიცავს შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას:

ა)  ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის (იტმ);

ბ)  საბაზისო მონაცემთა ნუსხა (სმნ);

გ)  საქონლის მიწოდების გრაფიკი;

დ)     ტექნიკური პირობები;

ე)  ხელშეკრულების საერთო პირობები;

ვ)  ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები;

ზ) სატენდერო წინადადების და ფასების ცხრილის ფორმები;

თ)     სატენდერო წინადადების საბანკო გარანტიის ფორმა (გარანტიის ამ სახის გამოყენების შემთხვევაში);

ი)  შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფორმა;

კ)  ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის ფორმა (გარანტირების ასეთი ფორმის გამოყენების შემთხვევაში);

ლ)     სმნ-ში მითითებული სხვა დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

5.4     ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში და/ან სატენდერო დოკუმენტაციაში მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად წარმოდგენამ ან ისეთი საკვალიფიკაციო დოკუმენტებისა და/ან სატენდერო წინადადების წარდგენამ, რომელიც არ პასუხობს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების და/ან სატენდერო დოკუმენტაციის ყველა მოთხოვნას, შეიძლება გამოიწვიოს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.

6. სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა

6.1     პრეტენდენტის წერილობითი თხოვნით, ან საკუთარი ინიციატივით სატენდერო კომისია განმარტავს და აზუსტებს სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის პროცედურებთან და/ან ობიექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რაც ფორმდება სატენდერო დოკუმენტაციის დამატების სახით და ერთდროულად ეგზავნება ყველა პრეტენდენტს სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დამთავრებამდე არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე.

6.2 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაცია გაიტანა 6.1 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, სატენდერო დოკუმენტაციის დამატება მას გადაეცემა სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად, ამასთან, პრეტენდენტს აღარ აქვს უფლება მიმართოს კომისიას სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის პროცედურებთან და ობიექტთან დაკავშირებული ინფორმაციის განმარტებისა და დაზუსტების მოთხოვნით. სატენდერო დოკუმენტაციის დამატება არ უნდა ცვლიდეს სატენდერო დოკუმენტაციის შინაარსს.

 

7. სატენდერო დოკუმენტაციის განმარტება

7.1     პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ განმარტების მიღების მიზნით, შეუძლია მიმართოს სატენდერო კომისიას წერილობით, რომელიც უნდა გაიგზავნოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ მისამართზე.

7.2     სატენდერო დოკუმენტაციის განმარტებასთან დაკავშირებულ ყველა განაცხადს შემსყიდველი პასუხობს წერილობით. შემსყიდველის წერილობითი პასუხის ასლები დაეგზავნება/გადაეცემა ყველა პრეტენდენტს.

 

8. სატენდერო წინადადების ენა

8.1     ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია. შედგენილ უნდა იყოს ქართულ და სმნ-ში მითითებულ საერთაშორისო სავაჭრო პრაქტიკაში აღიარებულ ენაზე. შესყიდვებში მონაწილის მიერ წარმოდგენილი თანდართული დოკუ      მენტაცია და ბეჭდვითი ლიტერატურა შეიძლება იყოს დაწერილი სხვა ენაზე, ოღონდ იმ პირობით, თუ მას თან დაერთვება შესაბამისი განყოფილებების ზუსტი თარგმანი ქართულ და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ სხვა ენაზე. ამ შემთხვევაში მოცემული სატენდერო წინადადების ინტერპრეტაციის დროს უპირატესობა მიენიჭება ქართულ თარგმანს.

 

9. პრეტენდენტის სატენდერო წინადადება და მასში შემავალი დოკუმენტაცია

9.1     პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს;

ბ)  სატენდერო წინადადების და ფასების ცხრილის შევსებულ ფორმას;

გ)  მისაწოდებელი ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მონაცემების სრულ აღწერილობას;

დ)     ტექნიკური პირობების შესაბამისად მოთხოვნილი მისაწოდებელი საქონლის ხარისხის დამადასტურებელ სერტიფიკატებსა და სხვა დოკუმენტებს;

ე)  სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის დამადასტურებელ დოკუმენტს (გარანტიის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში);

ვ)  ასევე იმ სხვა ინფორმაციასა და დოკუმენტაციას, რომელიც მოცემულია სმნ-ში.

9.2     პრეტენდენტი ავსებს სატენდერო დოკუმენტაციაში წარმოდგენილ, სატენდერო წინადადების ფორმას და შესაბამისი ფასების ცხრილს, სადაც აღწერს მიწოდების ობიექტს, მის რაოდენობას (მოცულობას), ერთეულისა და სრულ ღირებულებას, მიწოდების პირობებსა და ვადებს.

9.3     პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ალტერნატიული სატენდერო წინადადება, იმისდა მიხედვით, თუ რა არის მითითებული სმნ-ში.

 

10. მიწოდების ობიექტის აღწერილობა

10.1   სატენდერო წინადადებაში ობიექტი აღწერილი უნდა იყოს მკაფიოდ და გასაგებად.

10.2   მიწოდების ობიექტის აღწერისათვის გამოყენებული ტექსტური მასალები, სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები, მომსახურების აღწერილობა და სხვა უნდა ასახავდეს მისაწოდებელი საქონლის ობიექტურ, ტექნიკურ და ხარისხობრივ პარამეტრებს.

 

11. სატენდერო წინადადების ფასი

11.1   სატენდერო წინადადებაში, სრულ ღირებულებასთან ერთად მისაწოდებელი ობიექტის თითოეული ერთეულისათვის ნათლად უნდა იყოს მითითებული ფასი ტრანსპორტირების, დაზღვევის, გადასახადებისა თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, იმისდა მიხედვით, თუ რა არის გათვალისწინებული სმნ-ში.

11.2   სატენდერო წინადადების საერთო ღირებულება და შესყიდვის ობიექტის თითოეული ერთეულის ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს სმნ-ში მითითებულ ვალუტაში.

 

12. სატენდერო წინადადებების მოქმედების ვადა

12.1   სატენდერო წინადადებები ძალაში უნდა დარჩეს სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ვადის განმავლობაში.

12.2   განსაკუთრებულ შემთხვევებში შემსყიდველს შეუძლია თხოვნით მიმართოს პრეტენდენტს საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალი დადასტურებისა და/ან მისი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე. ასეთი თხოვნა და მისი პასუხი ფორმდება წერილობით. დადებითი პასუხის შემთხვევაში სატენდერო წინადადებაზე წარმოდგენილი გარანტიის (მისი გამოყენების შემთხვევაში) მოქმედების ვადაც შესაბამისად უნდა გაგრძელდეს. პრეტენდენტს უფლება აქვს უარი განაცხადოს სატენდერო წინადადების ვადის გაგრძელებაზე, მაგრამ ეს გამოიწვევს მისი სატენდერო პროცედურებიდან გამოსვლას, თუმცა იგი ამით არ დაკარგავს წარმოდგენილ გარანტიას. სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში პრეტენდენტს არ აქვს უფლება და იგი არ არის ვალდებული ცვლილებები შეიტანოს საკუთარ სატენდერო წინადადებაში.

 

13. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფა

13.1   პრეტენდენტის ქმედებასთან დაკავშირებული რისკისაგან დაზღვევის მიზნით ტენდერში გამოყენებული იქნება სატენდერო წინადადების გარანტირების მექანიზმი სმნ-ში მითითებული ფორმითა და ოდენობით, გარანტირების მექანიზმის გამოყენება სავალდებულოა, როცა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 200 000 ლარს, ამასთან, იგი განისაზღვრება სატენდერო წინადადების ღირებულების 1 %-ის ოდენობით.

13.2   პრეტენდენტმა აღნიშნული გარანტია უნდა წარმოადგინოს სატენდერო წინადადებასთან ერთად, დახურულ კონვერტში.

13.3   საგარანტიო მოთხოვნა თანაბრად ეხება ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტს.

13.4   შემსყიდველი ტენდერში მონაწილე პირებს გარანტიების დამადასტურებელ დოკუმენტებს დაუბრუნებს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების დღიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.

13.5   გარანტიების დამადასტურებელი დოკუმენტები ტენდერში მონაწილე პირებს დაუბრუნდებათ:

ა)  თუ შემსყიდველი ორგანიზაცია შეწყვეტს შესყიდვის განხორციელებას;

ბ)  თუ გამარჯვებულ პირთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება არ დაიდო და სატენდერო კომისია ატარებს სატენდერო წინადადებების ხელმეორე განხილვას, რომელშიც მონაწილეობაზე პრეტენდენტი უარს აცხადებს;

გ)  თუ პრეტენდენტი უარს განაცხადებს შემსყიდველის თხოვნაზე გააგრძელოს სატენდერო წინადადების ვადა ან ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული გარანტიის მოქმედების ვადის გაგრძელებას.

13.6   გარანტია პრეტენდენტს არ დაუბრუნდება:

ა)  თუ იგი უარს განაცხადებს ტენდერში მონაწილეობაზე, თავისი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის დასრულებამდე;

ბ)  თუ გამარჯვების შემთხვევაში არ დადებს შემსყიდველ ორგანიზაციასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას;

გ)  თუ მოხდება მისი დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურების დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.

13.7   შესყიდვებში მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს შემსყიდველის გადაწყვეტილება გარანტიის დაუბრუნებლობის თაობაზე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

14. სატენდერო წინადადების წარდგენის ფორმა, ადგილი და დრო

14.1   საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება სატენდერო კომისიას უნდა წარედგინოს ერთად, ერთ დახურულ კონვერტში. სატენდერო წინადადება ხელმოწერილ უნდა იქნეს პრეტენდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ხელმძღვანელის მიერ, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში თავად მის მიერ. ხელმოუწერელი წინადადებები არ განიხილება.

14.2   სატენდერო წინადადები უნდა წარედგინოს შემსყიდველს სმნ-ში მითითებულ დროსა და მისამართზე.

14.3   სატენდერო წინადადებების მიღებასა და მათ რეგისტრაციას (მიღების თარიღისა და დროის მითითებით) აწარმოებს სატენდერო კომისიის აპარატი სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულ ვადებსა და მისამართზე.

 

15. დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებები

15.1   ყველა სატენდერო წინადადება, რომლებსაც სატენდერო კომისია მიიღებს ამ ინსტრუქციის მე-14 მუხლში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, უარყოფილი იქნება და დაუბრუნდება პრეტენდენტს გაუხსნელად.

15.2   დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებების შემოსვლის თარიღსა და დროს სატენდერო კომისიის აპარატი ასახავს შემოსული სატენდერო წინადადებების სარეგისტრაციო დოკუმენტში.

 

16. სატენდერო წინადადებებში ცვლილებების შეტანა და მათი უკან გატანა

16.1   პრეტენდენტს ულება აქვს სატენდერო წინადადებების გახსნამდე წერილობით მიმართოს სატენდერო კომისიას სატენდერო წინადადების გატანის, მისი შეცვლის ან მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

16.2   სატენდერო წინადადებებში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია მათი მიღების ვადის დასრულების შემდეგ, გარდა ამ ინსტრუქციის 19.2 პუნქტში მოყვანილი შემთხვევისა.

 

17. შემსყიდველის მიერ სატენდერო წინადადების გახსნა

17.1   სატენდერო წინადადებები გაიხსნება მათი მიღების ვადის დასრულებისთანავე, პრეტენდენტების თანდასწრებით, სმნ-ში მითითებულ თარიღსა, საათსა და მისამართზე.

17.2   წინადადებების გახსნისას გამოცხადდება ტენდერში მონაწილეების ვინაობა, სატენდერო წინადადებების და ალტერნატიული სატენდერო წინადადებების (თუ მათი წარმოდგენა დასაშვებია) ფასები (ლოტების მიხედვით), შეღავათები (ფასდაკლებები). ზემოთ მოცემული ინფორმაცია აისახება შესაბამისი ოქმის სახით.

17.3   წინადადებების გახსნისას არც ერთი წინადადება არ იქნება უარყოფილი, გარდა დაგვიანებული წინადადებებისა. ასეთი წინადადებები გაუხსნელად დაუბრუნდებათ მათ წარმომდგენ პირებს. თუ პრეტენდენტი წარმოადგენს რამდენიმე კონვერტს, ან/და წარმოდგენილ კონვერტში გახსნის შემდეგ აღმოჩნდება რამდენიმე სატენდერო წინადადება, სატენდერო კომისია არ განიხილავს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ არც ერთ წინადადებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით დასაშვებია ალტერნატიული წინადადების წარმოდგენა.

17.4   სატენდერო წინადადებები, რომლებიც არ იქნა გახსნილი და ხმამაღლა წაკითხული წინადადებების გახსნის დროს, არ იქნება მიღებული შემდგომი შეფასებისათვის, გარემოებების მიუხედავად.

17.5   სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ სატენდერო კომისია დაადგენს სატენდერო წინადადებების განხილვის ვადებს.

 

18. სატენდერო წინადადებების დაზუსტება

 18.1 სატენდერო წინადადებების შერჩევის ან შეფასების დროს აღმოჩენილი გაუგებრობების განმარტების მიზნით შემსყიდველს შეუძლია სთხოვოს ტენდერში მონაწილეს მისი სატენდერო წინადადების დაზუსტება. თხოვნა დაზუსტების შესახებ და პასუხი მასზე უნდა იყოს წარმოდგენილი წერილობითი ფორმით და, ამასთანავე დაუშვებელია ისეთი თხოვნების, წინადადებების ან ნებართვების წარმოდგენა, რომლებიც ცვლის სატენდერო წინადადებების ფასს ან შინაარსს.

 

19. სატენდერო წინადადებების შერჩევა

19.1   კონვერტების გახსნის შემდეგ სატენდერო კომისია ახორციელებს შერჩევას, რაც გულისხმობს საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას და შედეგად იმ პრეტენდენტთა გამოვლენას, რომელთა სატენდერო წინადადებები დაიშვება შემდგომი შეფასებისათვის.

19.2   სატენდერო კომისიის მიერ შერჩევის დროს სატენდერო წინადადებებში აღმოჩენილი მექანიკური შეცდომების გამოსწორება მოხდება შემდეგნაირად:

ა)  თუ აღმოჩნდება შეუსაბამობა საქონლის ერთეულის ფასსა და შესყიდვის მთლიანი მოცულობის ფასს შორის, რომელიც მიიღება საქონლის ერთეულის ფასის გამრავლებით მის ოდენობაზე, უპირატესობა მიენიჭება საქონლის ერთეულის ფასს და მის საფუძველზე მოხდება მთლიანი მოცულობის ფასის კორექტირება;

ბ)  თუ განსხვავება იქნება ციფრებსა და მათ სიტყვიერ გამოხატულებებს შორის, უპირატესობა მიენიჭება სიტყვით მოცემულ თანხას.

19.3   სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებისათვის შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ პრეტენდენტის მიერ არ არის წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი (თანმხლები დოკუმენტების ჩათვლით) ან/და ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში – ნიმუში;

ბ) თუ სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვერ შეძლებს თავისი საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალ დადასტურებას;

გ) თუ პრეტენდენტი არ დათანხმდება სატენდერო კომისიის მიერ მის სატენდერო წინადადებაში აღმოჩენილი მექანიკური შეცდომების გასწორებას;

დ) თუ სატენდერო წინადადება ან/და საკვალიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით ან/და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ე) თუ შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას;

ვ) თუ შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი მონაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება.

19.4 პრეტენდენტს უფლება აქვს დაესწროს შერჩევის პროცესს.

 

 20. ერთიან ვალუტაში გადაყვანა

20.1   შედარებისა და შეფასების პროცედურის გაიოლების მიზნით შემსყიდველს, სატენდერო წინადადებების შეფასებამდე, სხვადასხვა ვალუტაში გამოხატული სატენდერო წინადადებების მოყვანილი ფასები გადაჰყავს ლარებში, სმნ-ში მითითებული კურსით.

 

21. სატენდერო წინადადებების შეფასება

21.1   სატენდერო კომისია მოახდენს იმ პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების შეფასებას, რომლებიც გაივლიან შერჩევას და დაიშვებიან შეფასებისათვის;

21.2   სატენდერო წინადადებების შეფასებას სატენდერო კომისია განახორციელებს სმნ-ში მითითებული კრიტერიუმებისა და მათი პრიორიტეტულობის კოეფიციენტების საშუალებით.

21.3   შეფასების კრიტერიუმები წარმოადგენენ სატენდერო წინადადებების იმ მაჩვენებლებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც ხორციელდება პრეტენდენტების წინადადებების ურთიერთშედარება და გამარჯვებულის გამოვლენა. თითოეული კრიტერიუმის შეფასება ხორციელდება 10 (ათ)-ბალიანი სისტემით.

21.4   პრიორიტეტულობის კოეფიციენტი გვიჩვენებს ყველა კრიტერიუმის ჩამონათვალში თითოეული მათგანის ხვედრითი წილის ციფრობრივ გამოსახულებას. ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტების ჯამი შეადგენს ერთ მთელს.

21.5   სატენდერო კომისიის ყოველი წევრი ცალ-ცალკე, წერილობითი ფორმით ახორციელებს თითოეული სატენდერო წინადადების შეფასებას, რომლის დროსაც ყოველი კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისთვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლების დაჯამებით გამოითვლება თითოეული სატენდერო წინადადების ჯამური შეფასება. სატენდერო კომისიის წევრი აძლევს ხმას ყველა ჯამური შეფასებებიდან საუკეთესო მაჩვენებლის მქონე სატენდერო წინადადებას. სატენდერო კომისიის წევრი თავის შეფასებაზე წერს დასკვნას და ამოწმებს ხელმოწერით.

21.6   ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდება ის პრეტენდენტი, რომელსაც უპირატესობას მიანიჭებს სატენდერო კომისიის წევრთა სიითი უმრავლესობა.

21.7   იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო კომისიის წევრთა მიერ მიცემული ხმები თანაბრად განაწილდება პრეტენდენტებზე, გადამწყვეტად ჩაითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა.

21.8   სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებულის შესახებ ფორმდება ოქმის სახით და მისი შედეგები ეცნობება ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

22. პრეტენდენტისა და შემსყიდველის ურთიერთობები

22.1   თუ რომელიმე პრეტენდენტი მიმართავს სატენდერო კომისიას სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტების ან განმარტებისათვის, სატენდერო კომისიამ პასუხი უნდა აცნობოს ყველა პრეტენდენტს.

22.2   წინადადების გახსნის მომენტიდან ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენის მომენტამდე ტენდერის არც ერთ მონაწილეს არ უნდა ჰქონდეს კონტაქტი შემსყიდველთან მის სატენდერო წინადადებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის თაობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემსყიდველი სატენდერო წინადადებების შერჩევის პროცესში თვითონ მიმართავს შესყიდვების მონაწილეს მის წინადადებაში არსებული გაუგებრობების დაზუსტების ან აღმოჩენილი უზუსტობების გამოსწორების მიზნით.

22.3   პრეტენდენტის ნებისმიერი მცდელობა, რაიმე ზეგავლენა მოახდინოს წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებულის გამოვლენასთან დაკავშირებული შემსყიდველის გადაწყვეტილებაზე, გამოიწვევს სატენდერო პროცედურებიდან ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

 

23. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება მოახდინოს სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირის დისკვალიფიკაცია

23.1   შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს მოახდინოს შესყიდვებში მონაწილე პირის დისკვალიფიკაცია სატენდერო პროცედურების ნებისმიერ ეტაპზე შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე, თუ:

ა)  ტენდერში მონაწილე პირის საკვალიფიკაციო მონაცემები ან სატენდერო წინადადება არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს;

ბ)  სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირი ვერ დააკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის (სატენდერო კომისიის) მოთხოვნას საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალ დადასტურებაზე;

გ)  სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირი უარს განაცხადებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში ან სატენდერო წინადადებაში სატენდერო კომისიის მიერ აღმოჩენილი უზუსტობების ან შეცდომების შესწორებაზე;

დ)     სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები, ან სატენდერო წინადადებაში მოყვანილი მონაცემები, ან მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება;

ე) ტენდერში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე ან ვერ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას;

ვ) შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირი ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.

23.2   შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციის შესახებ წერილობითი ფორმით ეცნობება დისკვალიფიცირებულ პირს დაუყონებლივ ან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებით განსაზღვრულ ვადებში.

23.3   დისკვალიფიცირებულ პირს უფლება აქვს მისი დისკვალიფიკაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების განხილვის თხოვნით მიმართოს შემსყიდველ ორგანიზაციას, მისი დისკვალიფიკაციის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არა უმეტეს 20 (ოცი) კალენდერული დღის განმავლობაში, ან გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სასამართლოში.

 

24. სატენდერო პროცედურების შეწყვეტა

24.1   შემსყიდველს უფლება აქვს შეწყვიტოს სატენდერო პროცედურები, თუ ამის აუცილებლობა წარმოიქმნება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზების გამო, აგრეთვე  საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;

24.2   სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში სატენდერო კომისია აცნობებს ამის შესახებ სატენდერო პროცედურებში მონაწილე ყველა პირს და ეროვნული ბანკის საბჭოს 3 (სამი) დღის განმავლობაში.

24.3   შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირებს დეტალური ინფორმაცია ან კონკრეტული მტკიცებულებანი, რის საფუძველზეც მოხდა სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ასევე აუნაზღაუროს მათ ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.

24.4   შემსყიდველი სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პრეტენდენტებს უბრუნებს სატენდერო წინადადებებს, საკვალიფიკაციო მონაცემებს და თანხმლებ დოკუმენტებს.

24.5   თუ სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შემდეგ შემსყიდველი მიიღებს გადაწყვეტილებას იმავე ობიექტის შესყიდვაზე იმავე წლის ასიგნებებით, ასეთ შემთხვევაში იგი განახორციელებს შესყიდვებს შეწყვეტილი პროცედურების გაგრძელების მეშვეობით და ამის შესახებ აცნობებს შეწყვეტილი პროცედურების მონაწილე ყველა პირს. თუ არც ერთი მონაწილე არ გამოთქვამს სურვილს განახლებულ ტენდერში მონაწილეობის თაობაზე, შემსყიდველი გამოაცხადებს ახალ ტენდერს.

 

25. პრეტენდენტისათვის შეტყობინების გაგზავნა ტენდერში გამარჯვების თაობაზე, და მასთან ხელშეკრულების დადება

25.1   ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში შემსყიდველი წერილობით აცნობებს ტენდერში გამარჯვებულ მონაწილეს ამის თაობაზე და იწვევს მას შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დასადებად.

25..2  ტენდერში გამარჯვებულისათვის ხელშეკრულების დადების თაობაზე მოწვევის გაგზავნიდან არა უმეტეს 10 (ათი) დღის ვადაში დაიდება ხელშეკრულება შესყიდვების შესახებ შემსყიდველსა და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის.

25.3   შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება იდება სატენდერო დოკუმენტაციის, გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებისა და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით.

 

26. შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა (ამ მექანიზმის

გამოყენების შემთხვევაში)

26.1   იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, აღნიშნულ ტენდერში გამოყენებული იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი სმნ-ში მითითებული სახით, ფორმითა და ოდენობით (გარანტირების მექანიზმის გამოყენება სავალდებულოა, თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 200 000 ლარს, და გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5 პროცენტს და არ უნდა იყოს 2 პროცენტზე ნაკლები). დაწვრილებითი ინფორმაცია გარანტირების და/ან დაზღვევის ყველა პირობის, მისი მოქმედების ვადის, მისი დაკავებისა და უკან დაბრუნების წესის შესახებ აღწერილია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

26.2   თუ მოხდება ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეწყვეტა მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, შემსყიდველი დაუყოვნებლივ დაუბრუნებს მას ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დამადასტურებელ საბუთებს.

 

27. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან

27.1   ანგარიშსწორება შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის განხორციელდება შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შესაბამისად.

27.2   ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიღებული საქონლის რაოდენობის გათვალისწინებით შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურებისა (ინვოისების) და ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მითითებული სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.

27.3   შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დავალიანების წარმოქმნის შემთხვევაში მისი დაფარვა მოხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

27.4   წინასწარი ანგარიშსწორების მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტია იმ ფორმითა და მოქმედების ვადით, რომელიც შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით იქნება გათვალისწინებული სმნ-ში მითითებული ფორმითა და ოდენობით.

 

28. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა

28.1   შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა არ დაიშვება, თუ ეს გამოიწვევს ხელშეკრულების ფასის გაზრდას ან შემსყიდველისათვის ხელშეკრულების პირობების გაუარესებას, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

28.2   შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით, სადაც ასევე იქნება მითითებული ის გარემოებებიც, როდესაც დასაშვებია ფასის შეცვლა.

28.3   ფასის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას და ახალი ფასის გაანგარიშებისას მხედველობაში მიღებულ იქნება ხელშეკრულებაში მითითებული გარემოებების ზეგავლენის დონე შესყიდვის ობიექტის ფასზე, შემსყიდველი ორგანიზაციისათვის გამოყოფილი ასიგნებების მოცულობა, ქვეყანაში დაფიქსირებული ინფლაციის დონე, სამომხმარებლო ფასების ინდექსი, სამეწარმეო აქტიურობის ინდექსი და სხვა ფაქტორები. ხელშეკრულებით დაფიქსირებული ფასის ყოველი შეცვლა გაფორმდება დოკუმენტურად.

28.4   შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების გადასინჯვის წესი განსაზღვრული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

29. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი

29.1   შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის, მისაწოდებელი და/ან მიწოდებული მომსახურების მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სათანადო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირების საკითხებში მიმწოდებელთან ითანამშრომლებს შემსყიდველის მიერ ამისათვის სპეციალურად შექმნილი ჯგუფი.

29.2   კონკრეტული ინფორმაცია შემსყიდველის მიერ მომსახურების ხარისხისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირების ადგილის, გრაფიკის, ასევე ინსპექტირების განმახორციელებელი პირების და ინსპექტირების პროცესში მიმწოდებლის მოვალეობების შესახებ მოცემულია ხელშეკრულების საერთო და სპეციფიკურ პირობებში.

29.3   მომსახურების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების აქტის) გაფორმებამდე შემსყიდველი ორგანიზაცია, ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობაში მითითებულ ადგილას და სახით, ჩაატარებს მიწოდებული მომსახურების საბოლოო შემოწმებას, რომლის მიზანია მათი შესაბამისობის დადგენა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებთან, ხელშეკრულების პირობებთან, მიწოდებულ ნიმუშებთან, არსებულ სტანდარტებთან. საბოლოო შემოწმების პროცესში ხელშემკვრელ მხარეებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ მოიწვიონ დამოუკიდებელი ექსპერტები.

29.4   საბოლოო შემოწმების შედეგები ეცნობება მიმწოდებელს წერილობითი სახით, დაწუნებული მომსახურების რაოდენობის და წუნდების მიზეზების მითითებით.

29.5   იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელსა და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შექმნილ სპეციალურ ჯგუფს შორის წარმოიშობა უთანხმოება, იგი უნდა გადაწყდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელობისა და მიმწოდებელს შორის უთანხმოების განხილვის მეშვეობით, ხოლო ამ გზით საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში – სასამართლო წესით.

 

30. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდერი

30.1 ტენდერი ითვლება არშემდგარად, თუ დადგენილ ვადებში არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი პირის საკვალიფიკაციო მონაცემები და/ან სატენდერო წინადადება;

30.2 ტენდერი ითვლება დასრულებულად უარყოფითი შედეგით, თუ:

ა) არც ერთი პირის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და სატენდერო წინადადება არ შეესაბამებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს;

ბ) წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის ფინანსურ შესაძლებლობებს.

 

31. გასაჩივრების წესი

31.1   ტენდერში მონაწილე პირებს შეუძლიათ გაასაჩივრონ შემსყიდველი ორგანიზაციის (სატენდერო კომისიის) ქმედებები სასამართლოში.

 

 

 

 

 

 

ბ) საბაზისო მონაცემების ნუსხა

საბაზისო მონაცემთა ნუსხა წარმოადგენს ტენდერში მონაწილეთათვის ინსტრუქციის დანამატს, იგი გამოდის მისი შემავსებლის სახით, რომელშიც აისახება ყოველი კონკრეტული ტენდერისათვის დამახასიათებელი ინფორმაცია.

საბაზისო მონაცემთა ნუსხის პირველ სვეტში მოცემულია ყოველი მონაცემის ის შესაბამისი მუხლი, რომელიც ასახულია ინსტრუქციაში ტენდერში მონაწილეთათვის (იტმ).     

 

 

იტმ1.1

შემსყიდველი ორგანიზაცია:

 

იტმ1.1

შესყიდვის დაფინანსების წყარო:

 

იტმ4.1

სატენდერო კომისიის შემადგენლობა:

 

იტმ4.1

სატენდერო კომისიის აპარატის შემადგენლობა:

 

იტმ5.3

სატენდერო დოკუმენტაციის დამატებითი დოკუმენტებისა და ინფორმაციის ჩამონათვალი:

 

იტმ8.1

სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია აგრეთვე შეიძლება წარმოდგენილ იქნეს შემდეგ ენაზე (ენებზე):

 

იტმ9.1

პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დამატებით დოკუმენტებსა და ინფორმაციას: –––––––––––––––––––

 

იტმ9.3

 

 

პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს ––––––––––––––––––– სატენდერო წინადადება.

 

 

 

 

იტმ11.1

სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახულ უნდა იყოს ––––––––––––––––––––––––––––––– გათვალისწინებით.

 (ტრანსპორტირების, დაზღვევის, გადასახადებისა თუ სხვა)

 

იტმ11.2

სატენდერო წინადადების საერთო და თითოეული ერთეულის ფასის წარმოდგენა ასევე დასაშვებია ––––––––––––––––––– -ში.

 

იტმ12.1

 

სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა ––––––––––––

 

იტმ13.1

ტენდერში გამოიყენება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის შემდეგი ფორმის გარანტია:

 

იტმ13.1

სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა:

 

იტმ14.2

სატენდერო წინადადებები უნდა წარედგინოს შემსყიდველს არა უგვიანეს შემდეგი დროისა:

იტმ14.2

სატენდერო წინადადებები წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე:

იტმ17.1

სატენდერო წინადადებები გაიხსნება შემდეგ მისამართზე:

იტმ17.1

სატენდერო წინადადებები გაიხსნება შემდეგ დროს:

იტმ20.1

სატენდერო წინადადებების შეფასებისათვის სხვადასხვა ვალუტაში გამოსახული წინადადებები გადაყვანილ იქნება ლარებში შემდეგი კურსით:

 

 

იტმ21.2

სატენდერო წინადადებების შეფასებას სატენდერო კომისია განახორციელებს შემდეგი კრიტერიუმებისა და მათი პრიორიტეტულობის კოეფიციენტების საშუალებით:

შეფასების კრიტერიუმები

პრიორიტეტულობის

კოეფიციენტები

1.

2.

3.

.

სულ: 1.0

იტმ26.1

ტენდერში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი გამოყენებულ იქნება შემდეგი სახით:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––.

                   (გარანტირება და/ან დაზღვევა)

იტმ26.1

ტენდერში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი გამოყენებულ იქნება შემდეგი ფორმით:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––.

(საბანკო გარანტია, აკრედიტივი, დამოწმებული ჩეკი, ქონების, პერსონალის, მოწყობილობა - დანადგარების დაზღვევა და სხვა)

 

იტმ26.1

ტენდერში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი გამოყენებულ იქნება შემდეგი ოდენობით:

იტმ27.4

წინასწარი გადახდის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას გარანტია შემდეგი ფორმითა და ოდენობით:

 

გ) საქონლის მიწოდების გრაფიკი

საქონლის მიწოდების გრაფიკს შეიმუშავებს შემსყიდველი ორგანიზაცია. საქონლის მიწოდების გრაფიკი წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციისა და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 საქონლის მიწოდების გრაფიკის მეშვეობით ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს ეძლევათ სრული ინფორმაცია შესასყიდი საქონლის სახეობების, მოცულობების (ეტაპობრივი მიწოდების შემთხვევაში საქონლის თითოეული პარტიის მოცულობის), მიწოდების ადგილის და ვადების (პერიოდულობის) შესახებ, რომლის საფუძველზეც პრეტენდენტები ადგენენ თავის სატენდერო წინადადებებს.

საქონლის მიწოდების ვადების განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემსყიდველის მოთხოვნილების დაკმაყოფილების სავალდებულო (სასურველი) ვადები, ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შესაბამისი მუხლები (მაგალითად, „საქონლის მიწოდების პირობები“), მიწოდების ადგილიდან მოხმარების ადგილამდე ტრანსპორტირებისათვის საჭირო დრო, ხელშეკრულების დადების სავარაუდო ვადა და სხვა ფაქტორები.

 

რიგითი №

მ ი საწოდებელი საქონლის მოკლე

დახასიათება

 

რაოდენობა

 

მიწოდების ადგილი

მიწოდების გრაფიკიკული ვადები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ) ტექნიკური პირობები

შესყიდვის ობიექტის აღწერისათვის გამოყენებული ტექსტური მასალები, სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები, ესკიზები, მომსახურების აღწერილობა და სხვა უნდა ასახავდეს შესასყიდი საქონლის ობიექტურ ტექნიკურ და ხარისხობრივ პარამეტრებს, რომლებიც უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტულ მაჩვენებლებს, მოთხოვნებს, ტერმინოლოგიას და პირობით აღნიშვნებს (თუ ასეთები არსებობს).

დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში:

ა) მითითებულ იქნეს კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არ არსებობს შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალებები. ასეთ შემთხვევებში შესყიდვის ობიექტის აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი ტერმინები, როგორიცაა „მსგავსი“, „ეკვივალენტური“ და სხვა;

ბ) გამოყენებულ იქნეს ისეთი მახასიათებლები და ტერმინოლოგია, რომლებიც შექმნიან დაბრკოლებას ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის.

 (საქონლის აღწერისას აუცილებელია იმ პარამეტრების გამოყენება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ენიჭებათ და რომლის ჩადებასაც მიზანშეწონილად ჩათვლის შემსყიდველი. საქონლის შესყიდვისას მოცემულ განყოფილებაში ასევე მიეთითება ის სტანდარტები, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს საქონელი და მისაწოდებელი საქონლის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები თუ დოკუმენტები, რომელიც უნდა წარმოადგინოს მიმწოდებელმა.

დაუშვებელია გამოყენებულ იქნეს ისეთი მახასიათებლები და ტერმინოლოგია, რომლებიც დაბრკოლებას შეუქმნის ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს).

ე) ხელშეკრულების საერთო პირობები

 

ხელშეკრულების საერთო პირობები წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციისა და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს. ისინი ატარებენ ტიპიურ ხასიათს და უნდა იქნენ გამოყენებული ყოველგვარი ცვლილებების გარეშე იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ეს შეესაბამება კონკრეტულ შესყიდვას.

 

1. გამოყენებული ტერმინების განმარტებები

 ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

1.1     „ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ“ (შემდგომში – „ხელშეკრულება“) – შემსყიდველ ორგანიზაციასა და ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია      მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და დამატებებით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები.

1.2     „ხელშეკრულების ღირებულება“ ნიშნავს საერთო თანხას, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის;

1.3     „შემსყიდველი ორგანიზაცია“ (შემდგომში – „შემსყიდველი“) ნიშნავს ორგანიზაციას (დაწესებულებას), რომელიც ახორციელებს შესყიდვას;

1.4     „მიმწოდებელი“ ნიშნავს პირს, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება ტენდერში და აწვდის საქონელს შესყიდვის შესახებ მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში;

1.5     „დღე“, „კვირა“, „თვე“ ნიშნავს კალენდარულ დღეს, კვირას, თვეს.

 

2. სტანდარტები

ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული საქონელი უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ პირობებში მითითებულ სტანდარტებს.

 

3. საპატენტო უფლებები

3.1     საქონლის ან მისი ნებისმიერი ნაწილის გამოყენებისას საპატენტო უფლების დარღვევასთან, ასევე სასაქონლო მარკის ან საწარმოო ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავების ან მატერიალური პასუხისმგებლობის მოგვარება ეკისრება მიმწოდებელს.

 

4. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი

4.1     შემსყიდველს ან მის წარმომადგენლებს უფლება აქვთ განახორციელონ ტექნიკური კონტროლი და/ან გამოცადონ საქონელი, რათა დარწმუნდნენ მათ შესაბამისობაში კონტრაქტით გათვალისწინებულ ტექნიკურ პირობებთან. ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში და/ან ტექნიკურ პირობებში უნდა იყოს მითითება, თუ რა სახის შემოწმებები და გამოცდები სჭირდება შემსყიდველს და ასევე სად უნდა გაიმართოს ისინი. შემსყიდველმა წერილობითი სახით და თავისდროულად უნდა აცნობოს მიმწოდებელს ამ მიზნებისათვის განკუთვნილი თავისი წარმომადგენლების შესახებ.

4.2     მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვით შემსყიდველი.

4.3     მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა, წუნდებული საქონლის შეცვლა და კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად დაზიანებული საცდელი ნიმუშების ღირებულების დაფარვა.

4.4     ამ მუხლის არც ერთი პუნქტი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს მოცემული ხელშეკრულების გარანტიისა ან სხვა ვალდებულებებისაგან.

 

5. შეფუთვა

5.1     მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქონლის ისეთი შეფუთვა, რომელიც დაიცავს მას დაზიანების ან გაფუჭებისაგან ფასების ცხრილში მითითებული დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების პროცესში. შეფუთვამ უნდა გაუძლოს ინტენსიურ ამწევ-გადასატვირთ ზემოქმედებას, გადატვირთვის დროს ექსტრემალური ტემპერატურის, მარილების და ნალექის ზემოქმედებას, ასევე ღია ცის ქვეშ შენახვას.

5.2     შეფუთვის სახეობა, თითოეული ფუთის გაბარიტები და წონა, მისი მარკირება და თანმხლები დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ სპეციალურ მოთხოვნებს.

 

6. საქონლის მიწოდების პირობები

6.1     საქონლის მიწოდება ხორციელდება მიმწოდებლის მიერ, საქონლის მიწოდების გრაფიკის შესაბამისად. დეტალური ინფორმაცია ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების გამიჯვნის შესახებ მოყვნილია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

6.2     დოკუმენტები, რომლებიც წარმოდგენილ უნდა იქნეს მიმწოდებლის მიერ საქონლის გადატვირთვისას, მითითებულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

 

7. დაზღვევა (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში)

7.1     მიმწოდებელი ვალდებულია დააზღვიოს შესყიდვის ობიექტი და/ან მისი ნაწილები (ცალკეული ელემენტები, დანადგარები და წარმოების სხვა საშუალებები, ქონება, მიმწოდებლის და/ან ქვეკონტრაქტორის პერსონალი და სხვა) ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად.

 

8. თანმდევი მომსახურება

8.1     მიმწოდებელი ვალდებულია გაუწიოს შემსყიდველს ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით გათვალისწინებული თანმდევი მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია საქონლის მიწოდებასთან და/ან შესყიდვის ობიექტის შემდგომ ექსპლუატაციასთან.

8.2     თანმდევი მომსახურების ღირებულება შედის ხელშეკრულების ფასში.

 

9. სათადარიგო ნაწილები

9.1     შემსყიდველს შეუძლია მოითხოვოს მიმწოდებლისაგან მის მიერ წარმოებული ან სარეალიზაციო სათადარიგო ნაწილების შესახებ შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა:

(ა) იმ სათადარიგო ნაწილების ნომენკლატურა და ღირებულება, რომლებიც შემსყიდველმა შეიძლება შეისყიდოს მიმწოდებლისაგან, რათა გამოიყენოს ისინი საგარანტიო ვადის დასრულების შემდეგ;

(ბ) მიმწოდებლის მიერ სათადარიგო ნაწილების წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში:

1. წინასწარ უნდა აცნობოს შემსყიდველს, წარმოების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ, რათა მისცეს მას საშუალება განახორციელოს აუცილებელი შესყიდვები საჭირო რაოდენობით;

2. აუცილებლობის შემთხვევაში, წარმოების შეწყვეტის შემდგომ, უფასოდ მიაწოდოს შემსყიდველს სათადარიგო ნაწილების გეგმები, ნახაზები და ტექნიკური დოკუმენტაცია.

 

10. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი

10.1   შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, თუ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

10.2   შესყიდვის ობიექტის მიღებისა და საბოლოო შემოწმების ადგილი, პირობები, ეტაპები და წესი ასახულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

10.3   შესყიდვის ობიექტის (მისი ნაწილის, ეტაპის) მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი.

10.4   შემსყიდველი ვალდებულია ოპერატიულად, წერილობითი სახით, აცნობოს მიმწოდებელს საბოლოო შემოწმების შედეგები დაწუნებული საქონლის რაოდენობის და წუნდების მიზეზის მითითებით.

 

11. გარანტია

11.1   მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მიწოდებული საქონელი მისი ექსპლუატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში, არ გამოავლენს დეფექტებს.

11.2   ამ გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით.

11.3   მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე განახორციელოს წუნდებული საქონლის ან მისი ნაწილის შეკეთება ან შეცვლა შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე.

11.4   გარანტიის მოქმედების პერიოდში მიმწოდებლის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს თვითონ მიიღოს ზომები საქონლის ექსპლუატაციის პროცესში წარმოშობილი ხარვეზების გამოსწორებისათვის და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება ან გამოქვითოს ეს თანხა ხელშეკრულების მიხედვით მიმწოდებლისათვის გადასახდელი თანხიდან.

 

12. ანგარიშსწორება

12.1   ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მითითებული ფორმითა და ვადებში მიმწოდებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

12.2   მიმწოდებლის წერილობით მოთხოვნას ანგარიშსწორების თაობაზე უნდა დაერთოს ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მითითებული დოკუმენტაცია.

 

13. ანგარიშსწორების ვალუტა

13.1   ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარებში (თუ მიმწოდებელი საქართველოს რეზიდენტია).

13.2   ანგარიშსწორება განხორციელდება სატენდერო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ საანგარიშსწორებო ვალუტაში მისი ლართან მიმართებაში დაფიქსირებული კურსით.

 

14. ფასები

14.1   შემსყიდველის მიერ საქონლის მიწოდებისა და თანმდევი მომსახურების გაწევის ხელშეკრულებაში მითითებული ფასები არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ სატენდერო წინადადებაში მითითებულ ფასებს.

14.2   ხელშეკრულებაში მითითებული ფასების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი რამ გათვალისწინებულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

 

15. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა

15.1   არავითარი გადახრა ან ცვლილება ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვება ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორებების გარდა.

15.2   თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.

15.3   ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

15.4   ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.

 

16. უფლებების გადაცემა

16.1   მიმწოდებელმა შემსყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, არც მთლიანად და არც ნაწილობრივ არ უნდა გადასცეს მოცემული ხელშეკრულებით არსებული თავისი ვალდებულებები.

 

17. ქვეკონტრაქტორები

17.1   მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ყველა ქვეკონტრაქტის შესახებ, თუ ეს უკვე არ არის მითითებული სატენდერო წინადადებაში.

17.2   ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ყველა ქვეკონტრაქტის ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.

17.3   ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული არც ერთი ქვეკონტრაქტი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით არსებული მატერიალური ან სხვა ვალდებულებებისაგან.

 

18. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება

18.1   თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ, რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.

18.2   იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით.

 

19. ხელშეკრულების შესრულების გარანტია (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში)

19.1   ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი გარანტია გამოიყენება ნებისმიერი ზარალის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების გამო. (გარანტირების მექანიზმის გამოყენება სავალდებულოა, თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 200 000 ლარს და გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5 პროცენტს და არ უნდა იყოს 2 პროცენტზე ნაკლები). იმ გარემოებების ჩამონათვალი, რომელთა დადგომა გამოიწვევს მიმწოდებლისათვის გარანტიის დაუბრუნებლობას და აღნიშნულ გარემოებათა დადგომის გამო, შემსყიდველისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, საგარანტიო თანხის გამოყენების წესი განსაზღვრულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

19.2   მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ შემსყიდველი ვალდებულია დაუბრუნოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

19.3   მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიმწოდებლის მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

 

20. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა

20.1   ფორსმაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები, რომელთა ფორმა, ოდენობა, ამოქმედების პირობები და გადახდის ვადები განსაზღვრულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

20.2   საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.

 

21. ხელშეკრულების შეწყვეტა მისი პირობების შეუსრულებლობის გამო

21.1   შემსყიდველს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს ხელშეკრულება, მიმწოდებლისათვის ვალდებულებების შეუსრულებლობის წერილობითი შეტყობინების შემდეგ:

(ა) თუ მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან შემსყიდველის მიერ გაგრძელებულ ვადებში არ შეუძლია მიაწოდოს მთელი საქონელი ან მისი ნაწილი;

(ბ) თუ მიმწოდებელს არ შეუძლია შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული, რომელიმე ვალდებულება.

21.2   ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.

21.3   შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აგრეთვე:

ა) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;

ბ) მიმწოდებლის გაკოტრების შემთხვევაში;

გ) თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ მიმწოდებლის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება;

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

21.4   ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტობრივად მიღებული საქონლის ღირებულება.

 

 

22. ფორსმაჟორი

22.1   ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორსმაჟორული გარემოების შედეგი.

22.2   ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორსმაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეულ იქნეს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.

22.3   ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნება ფორსმაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.

 

23. სადავო საკითხების გადაწყვეტა

23.1   შემსყიდველმა და მიმწოდებელმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა პირდაპირი არაოფიციალური მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმებით მოაგვარონ ყველა უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის, ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული სხვა კომპონენტის ირგვლივ.

23.2   თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შეძლებენ სადავო საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხრეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესის მიხედვით მიმართოს საქართველოს სასამართლოს, თუ ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

24. გამოყენებული სამართალი

24.1   ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

 

25. ხელშეკრულების ენა

25.1   ხელშეკრულება დაწერილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მეორე მხარე არის უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, მაშინ მეორე ეგზემპლარი ითარგმნება მიმწოდებლისათვის მისაღებ ენაზე. ინტერპრეტაციისას ქართულ ენაზე დაწერილი ხელშეკრულება წარმოადგენს გადამწყვეტს. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მთელი წერილობითი მოლაპარაკებები და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც გაიცვლება მხარეთა შორის, უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ პირობებს.

26. შეტყობინება

26.1   ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე, ხელშეკრულების შესაბამისად, უგზავნის მეორე მხარეს, გაიგზავნება წერილის, დეპეშის, ტელექსის ან ფაქსის სახით, ორიგინალის შემდგომი წარმოდგენით, ხელშეკრულებაში მითითებული მეორე მხარის მისამართზე.

26.2   შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება.

 

27. გადასახადები და დაბეგვრა

27.1   უცხოელი მიმწოდებელი პასუხს აგებს მისაწოდებელი საქონლის წარმოებასა და მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა იმ გადასახადის, მოსაკრებლების და სხვა გადასახდელების გადახდაზე, რომლებიც გადასახდელია საქართველოს ფარგლებში და მის გარეთ.

27.2   ადგილობრივი მიმწოდებელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების, მოსაკრებლების და სხვა გადასახდელების გადახდაზე, თუ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ვ) ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციის შემადგენელ ნაწილს და მას შეიმუშავებს შემსყიდველი ორგანიზაცია. მისი შედგენის საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულების საერთო პირობები, ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის და შემსყიდველის მოთხოვნები, რომელთა მიხედვითაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი საქონლის მიწოდება.

ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მეშვეობით ხორციელდება ხელშეკრულების საერთო პირობების შევსება, დაზუსტება და ცალკეული შესყიდვისათვის დამახასიათებელი პირობების დაკონკრეტება.

ხელშეკრულების სპეციფიკურ და საერთო პირობებს შორის ურთიერთშეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სპეციფიკური პირობების შესაბამის მუხლებს.

სპეციფიკური პირობების საბოლოო ვარიანტი, შესაძლებელია დაზუსტდეს და დაიხვეწოს ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში.

[დახრილი შრიფტით დაბეჭდილი ტექსტი წარმოადგენს ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შედგენის ინსტრუქციებს, ხოლო ჩვეულებრივი შრიფტით დაბეჭდილია მუხლების ფორმულირების ნიმუშები, რომლებიც ატარებენ სარეკომენდაციო ხასიათს და მათი გამეორება თითოეული კონკრეტული ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში სავალდებულო არ არის. მუხლის სათაურთან მითითებული ციფრები აღნიშნავენ ხელშეკრულების საერთო პირობების შესაბამის მუხლებს.]

1. ხელშეკრულების დამდები მხარეები

 [ამ მუხლში უნდა ჩაიწეროს, როგორც შემსყიდველის ისე მიმწოდებლის სახელწოდება და რეკვიზიტები (მისამართის მითითებისას უნდა ჩაიწეროს, როგორც მხარეების ადგილმდებარეობა, ასევე საფოსტო მისამართი, რომელზეც მოხდება ოფიციალური მიმოწერა.)]

2. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი (4)

[ამ მუხლში უნდა განისაზღვროს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების კონტროლის გეგმა-გრაფიკი, კერძოდ, კონტროლის ფორმები, ვადები (პერიოდულობა), მისი განხორციელების ადგილი და ხელშეკრულების შესრულების შუალედურ კონტროლთან დაკავშირებული პირები (ჯგუფის შემადგენლობა) და სხვა აუცილებელი ინფორმაცია.]

3. შეფუთვა (5)

[ამ მუხლში უნდა განისაზღვროს შემსყიდველის მოთხოვნები საქონლის შეფუთვის მიმართ. კერძოდ, შეფუთვის სახეობა, თითოეული ფუთის გაბარიტები და წონა, მოთხოვნები თითოეული ფუთის მარკირებისა და თანმხლები დოკუმენტების თაობაზე და შეფუთვასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, რომლის მითითებასაც საჭიროდ ჩათვლის შემსყიდველი.]

4. საქონლის მიწოდების პირობები (6)

[საქონლის მიწოდების პირობებში ძირითადად იგულისხმება საქონლის ტრანსპორტირებასთან, შესაბამისი უფლება-მოვალეობების გამიჯვნასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საკითხები. ამ მუხლში უნდა აისახოს შემსყიდველის მოთხოვნები სატრანსპორტო საშუალების სახეობის, საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირების მარშრუტის, საქონლის მიწოდების ადგილის, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების გამიჯვნის, დაზღვევის, საქონლის თანმხლები დოკუმენტაციის და სხვა ასპექტების მიმართ. ამ მოთხოვნების განსაზღვრის მიზნით შემსყიდველს შეუძლია იხელმძღვანელოს საერთაშორისო პრაქტიკაში ფართოდ გამოყენებადი ნორმებით, მაგალითად, INCOTEYMS-ის ტიპური სახელშეკრულებო პირობებით. თუ კონკრეტული ტენდერისათვის შესაძლებელი იქნება, რომ საქონლის მიწოდება განხორციელდეს როგორც საქართველოს ტერიტორიიდან, ასევე უცხო ქვეყნიდან, მაშინ ამ მუხლში ცალ-ცალკე უნდა აისახოს მიწოდების პირობა თითოეული ამ შემთხვევისათვის.]

     ნიმუში:

ა) უცხო ქვეყნიდან მისაწოდებელი საქონლისათვის:

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს პირობით: CIF-foTi, INCOTEYMS-2000

საქონლის გემზე დატვირთვის შემდეგ მიმწოდებელმა უნდა აცნობოს შემსყიდველსა და შესაბამის სადაზღვევო კომპანიას შემდეგი ინფორმაცია: გამოგზავნილი საქონლის აღწერილობა და რაოდენობა, გემის სახელწოდება, კონოსამენტის ნომერი და თარიღი, საქონლის ჩატვირთვის ადგილი და თარიღი, დანიშნულების პორტი და სხვა.

მიმწოდებელმა უნდა მიაწოდოს შემსყიდველსა და შესაბამის სადაზღვევო კომპანიას შემდეგი დოკუმენტაცია:

(1)     ანგარიშ-ფაქტურების ასლები, საქონლის დასახელების, რაოდენობის, ერთეულის ფასის და საერთო ღირებულების მითითებით;

(2)     საბრუნავი სუფთა საბორტო კონოსამენტის ორიგინალი და –––––––––––––––––– ასლი, მითითებით: „ფრახტი გადახდილია“

 (ასლების რაოდენობა)

და არასაბრუნავი კონოსამენტის ––––––––––––––––––––– ასლი;

 (ასლების რაოდენობა)

(3)     შეფუთვის დოკუმენტაციის ასლები, თითოეული ფუთის შიგთავსის მითითებით;

(4)     სადაზღვეო დოკუმენტაცია;

(5)     მწარმოებლის ან მიმწოდებლის საგარანტიო სერტიფიკატი;

(6)     ტექნიკური კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი საინსპექციო სამსახურის მიერ გაცემული მოწმობა და ანგარიში წარმოების ადგილზე განხორციელებული ტექნიკური კონტროლის შესახებ;

(7)     წარმოშობის სერტიფიკატი.

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველისათვის ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების მიწოდება დანიშნულების პორტში საქონლის ჩასვლამდე ერთი კვირით ადრე. პასუხისმგებლობა შემსყიდველის მიერ აღნიშნული დოკუმენტაციის დაგვიანებით მიღების ან მიუღებლობის შედეგად წარმოქმნილი ყველა ხარჯებისათვის ეკისრება მიმწოდებელს.

(ბ) საქართველოს ტერიტორიიდან მიწოდებული საქონლისათვის:

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს პირობით: ფრანკო-ქარხანა, INCOTEYMS-2000

მიმწოდებელმა უნდა აცნობოს შემსყიდველს სატრანსპორტო კომპანიისათვის საქონლის გადაცემის შესახებ და დროულად (საქონლის დანიშნულების ადგილზე ჩასვლამდე) მიაწოდოს შემსყიდველს შემდეგი დოკუმენტები:

(1)     მიმწოდებლის ანგარიშ-ფაქტურების ასლები საქონლის აღწერით, საქონლის რაოდენობის, ერთეულის ფასის და საერთო ღირებულების მითითებით;

(2)     სატრანსპორტო ზედდებული, სარკინიგზო ან ავტოსატვირთო ქვითარი;

(3)     მწარმოებლის ან მიმწოდებლის საგარანტიო სერტიფიკატი;

(4)     ტექნიკური კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი საინსპექციო სამსახურის მიერ გაცემული მოწმობა და ანგარიში წარმოების ადგილზე განხორციელებული ტექნიკური კონტროლის შესახებ;

(5)     წარმოშობის სერტიფიკატი.

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველისათვის ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების მიწოდება საქონლის დანიშნულების ადგილზე ჩასვლამდე. პასუხისმგებლობა შემსყიდველის მიერ აღნიშნული დოკუმენტაციის დაგვიანებით მიღების ან მიუღებლობის შედეგად წარმოქმნილი ყველა ხარჯებისათვის ეკისრება მიმწოდებელს.

5. დაზღვევა (7)

[ამ მუხლში განისაზღვრება შემსყიდველის მოთხოვნები შესყიდვის ობიექტის ან/და მისი ცალკეული ნაწილების დაზღვევის მიმართ, თუ ასეთი მოთხოვნები არსებობს. კერძოდ მითითებულ უნდა იქნეს, თუ რისი დაზღვევა უნდა განხორციელდეს, რა სახის რისკისგან უნდა მოხდეს დაზღვევა, ვინ განახორციელებს დაზღვევას, ვის სახელზე მოხდება დაზღვევა, რა თანხაზე უნდა მოხდეს დაზღვევა, ასევე დაზღვევასთან დაკავშირებული სხვა აუცილებელი ინფორმაცია.]

6. თანმდევი მომსახურება (8)

[ამ მუხლში დეტალურად უნდა აღიწეროს ის თანმდევი მომსახურება, მისი შესრულების ვადები, ადგილები და სხვა აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც უნდა განახორციელოს მიმწოდებელმა საქონლის მიწოდებისას, (თანმდევ მომსახურებად შეიძლება განხილულ იქნეს მაგალითად მოწოდებული მოწყობილობა-დანადგარების გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავად მიმწოდებლის მიერ ექსპლუატაცია, მომსახურე პერსონალის მომზადება, ტექნიკური დანადგარების მონტაჟი და გაშვება და ა.შ.)]

7. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი (10)

[ამ მუხლში უნდა აისახოს შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია. კერძოდ: შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების პირობები (ერთიანი, ეტაპობრივი თუ სხვა), დოკუმენტების ნუსხას, რომელთა წარმოდგენის საფუძველზეც მოხდება შესყიდვის ობიექტის ან/და მისი ნაწილების მიღება-ჩაბარება, მითითებას დოკუმენტის სახეობაზე, რომლითაც გაფორმდება მიღება-ჩაბარება, ინფორმაციას საბოლოო შემოწმების ადგილისა და პირობების, საბოლოო შემოწმების და მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილე მხარეთა თაობაზე, და ა.შ.]

8. გარანტია (11)

[ამ მუხლში განისაზღვრება მიწოდებული საქონლის სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადა, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა.]

9. ანგარიშსწორება (12)

[ამ მუხლში მითითებულ უნდა იქნეს ანგარიშსწორების ფორმა, ვადები (გრაფიკი), ანგარიშსწორების განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და სხვა ინფორმაცია, რომლის მითითებასაც აუცილებლად ჩათვლის შემსყიდველი.]

ნიმუში:

 1. ანგარიშსწორების ფორმა იქნება: –––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (გადარიცხვა, ინკასო ან სხვა)

2.  ანგარიშსწორების ვადა (გრაფიკი): ––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (მაგ., საქონლის გადატვირთვის შემდეგ, საქონლის

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მიღების შემდეგ, წინასწარი ანგარიშსწორება გარკვეული პროცენტით, ანგარიშსწორება განვადებით, შემსყიდველის ფაქტობრივი დაფინანსების მიხედვით ან სხვა. დასაშვებია ანგარიშსწორების გრაფიკის განსაზღვრა სხვადასხვა ვარიანტების კომბინირებით)

3.  ანგარიშსწორების განხორციელებისათვის მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს, შემდეგი დოკუმენტები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ანგარიშ-ფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი და ა.შ.)

[წინასწარი ანგარიშსწორების მექანიზმის გამოყენებისას ამავე მუხლში მიეთითება წინასწარ გადასახდელი თანხის პროცენტული ოდენობა მიმწოდებლის სატენდერო წინადადების ღირებულებასთან მიმართებაში და მიმწოდებლის მიერ წარმოსადგენი საავანსო თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის ფორმა, წარდგენის და მოქმედების ვადები.]

ნიმუში:

1.  მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში წინასწარი ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველი განახორციელებს წინასწარ ანგარიშსწორებას მიმწოდებელთან მისი სატენდერო წინადადების საერთო ღირებულების –––––– პროცენტის ოდენობით, მიმწოდებლის მიერ იმავე ოდენობის თანხაზე საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდეგ.

2.  მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტია უნდა იყოს ძალაში საქონლის მიწოდების დასრულებამდე.

10.   ფასები (14)

[ეს მუხლი ჩაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი დასაშვებად ჩათვლის ხელშეკრულებაში მითითებული ფასების შეცვლას. ამ მუხლში აისახება ის შემთხვევები, როდესაც დასაშვები იქნება ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასების გადასინჯვა (მაგ., ინფლაციის მაღალი დონე, სავალუტო კურსის მნიშვნელოვანი ცვლილება, საგადასახადო რეჟიმის შეცვლა და სხვა). გარდა ამისა, უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ფასის ცვლილების მაქსიმალურად დასაშვები ზღვარი და ყოველ კონკრეტულ გარემოებასთან მიმართებაში – ცვლილებების გაანგარიშების წესი.]

11.   ხელშეკრულების შესრულების გარანტია (19)

[ეს მუხლი იდება ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მხოლოდ შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში და იგი უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი გარანტიის დაუბრუნებლობის (მთლიანად ან ნაწილობრივ) პირობებს. კერძოდ, იმ გარემოებების ჩამონათვალს, რომელთა დადგომა გამოიწვევს მიმწოდებლისათვის გარანტიის დაუბრუნებლობას, შემსყიდველისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით საგარანტიო თანხის გამოყენების წესს და ა.შ.]

12.   ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა (20)

[ამ მუხლით განისაზღვრება საჯარიმო სანქციების ფორმა, ოდენობა, ამოქმედების პირობები და გადახდის ვადები, რომლებიც გამოყენებულ იქნება მიმწოდებლის მიმართ, მის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა ან დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში.]

ნიმუში:

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული კვირისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ფასის –––––––– პროცენტის ოდენობით.

იმ შემთხვევაში, თუ ვადების გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების ––––––––– პროცენტს, შემსყიდველს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება.

[ამ მაგალითში ჩადებული პირგასამტეხლოს პროცენტული განაკვეთი უნდა განისაზღვროს ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე.]

13.   სადავო საკითხების გადაწყვეტა (23)

[ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შემსყიდველი დასაშვებად მიიჩნევს სადავო საკითხების გადაწყვეტას საერთაშორისო ან უცხო ქვეყნის სასამართლოში განხილვის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში ამ მუხლში მითითებული უნდა იყოს ის სასამართლო, რომელსაც მხარეები მიმართავენ, მათ შორის, წარმოქმნილი დავის გადაწყვეტის მიზნით.]

ნიმუში:

თუ მიმწოდებელი არ არის საქართველოს რეზიდენტი, ხელშეკრულების განხორციელების პროცესში მხარეთა შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვა განხორციელდება საარბიტრაჟო გარჩევის გზით, საერთაშორისო სავაჭრო სამართლის შესახებ გაეროს საარბიტრაჟო კომისიის წესების შესაბამისად.

14. გადასახადები და დაბეგვრა (27)

     [ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შემსყიდველი მიზანშეწონილად ჩათვლის, რომ თავად უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზოგიერთი გადასახადის (მოსაკრებლის, ბაჟის) გადახდა. ასეთ შემთხვევაში ამ მუხლში დაწვრილებით უნდა ჩამოითვალოს და დაკონკრეტდეს საქართველოს ტერიტორიაზე წარმოქმნილი ყველა ის გადასახადი, ბაჟი ან მოსაკრებელი, რომლის გადახდასაც იღებს თავის თავზე შემსყიდველი.

ზ) სატენდერო წინადადება

თარიღი:––––––––––––

ვის: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                (შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება)

ვისგან: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                   (პრეტენდენტის დასახელება და მისამართი)

 შევისწავლეთ რა სატენდერო დოკუმენტაცია, თანახმა ვართ სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად განვახორციელოთ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                            (შესყიდვის ობიექტის აღწერა)

მიწოდება და გთავაზობთ ზემოაღნიშნულის შესრულებას შემდეგ ფასად:

ლოტი 1. –––––––––––––(ციფრებით) ––––––––––––––––––––––––(სიტყვიერად) ––––––––––– (ვალუტა).

 

ლოტი 2.–––––––––––––(ციფრებით) ––––––––––––––––––––––––(სიტყვიერად) ––––––––––– (ვალუტა).

 

ლოტი 3.–––––––––––––(ციფრებით) ––––––––––––––––––––––––(სიტყვიერად) ––––––––––– (ვალუტა).

 

ალტერნატივა (ალტერნატიული წინადადების წარდგენის დაშვების შემთხვევაში): –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                              (ალტერნატიული წინადადების არსი და ფასი)

ჩვენი სატენდერო წინადადების გამარჯვების შემთხვევაში, ვიღებთ ვალდებულებას დავიწყოთ საქონლის მიწოდება –––––––––––– დღის განმავლობაში და დავასრულოთ შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების (შემდგომ „ხელშეკრულება“) ძალაში შესვლიდან ––––––––––––– დღეში (სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად აქ შეიძლება ჩაიწეროს საქონლის მიწოდების გრაფიკი ან დაწყება-დასრულების კონკრეტული თარიღი).

სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად ჩვენი სატენდერო წინადადება უზრუნვეყოფილია გარანტიით (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში).

ჩვენი სატენდერო წინადადების გამარჯვების შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––შემდეგ თანხაზე:

 (საბანკო გარანტია, დაზღვევა ან სხვა)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ხელშეკრულების შესრულების

 (ციფრობრივად, სიტყვიერად, ვალუტის მითითებით)

უზრუნველყოფის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში).

წინამდებარე სატენდერო წინადადება ძალაშია –––––––––––––– დღის განმავლობაში, დაწყებული შემდეგი თარიღიდან:––––––––––––––––––––––––.

სატენდერო წინადადებას თან ახლავს შემდეგი დანართები (გვერდების რაოდენობის მითითებით):* 

1. ფასების ცხრილი;

2.

3.

.

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                      (ხელმოწერა) (თანამდებობა)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                      (პრეტენდენტის დასახელება)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

* სატენდერო დოკუმენტაციაში მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია, მასალები, ცნობები. აუცილებელ დანართს წარმოადგენს ფასების ცხრილი).

ფასების ცხრილი

პრეტენდენტის დასახელება––––––––––––––––––––––––––––

 

ლოტი

საქონლის დასახე-ლება

საქონლის ძირითადი მახასია-თებლები

წარმო-შობის

ქვეყანა

რაოდე-ნობა

ერთეუ-ლის ფასი

საერთო

ღირებულება

მიწო-დების

ვადა

მიწოდების

ადგილი

1

2

3

4

5

6

7

8

9

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პრეტენდენტის ხელმოწერა––––––––––––––––––––––

შენიშვნა: პროდუქციის ერთეულის ფასსა და საერთო ფასს შორის სხვაობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება პროდუქციის ერთეულის ფასს

თ) სატენდერო წინადადების საგარანტიო უზრუნველყოფა

(საბანკო გარანტიის შემთხვევაში)

ვითვალისწინებთ რა, რომ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                    (პირი, რომელზეც გაიცემა საგარანტიო წერილი)

(შემდგომში „პრეტენდენტი“) მზად არის წარმოადგინოს თავისი სატენდერო წინადადება                  ––––––––––––––––––––––––––––––––––––– სატენდერო კომისიის მიერ

(შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება)

––––––––––––––––––––––––––შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის

 (საქონლის დასახელება)

მისაღებად, ჩვენ ––––––––––––––––––––––––––––––––––––(შემდგომში „ბანკი“)

                                           (ბანკის დასახელება)

ვ ა დ ა ს ტ უ რ ე ბ თ, რ ო მ

ვიღებთ ვალდებულებას –––––––––––––––––––––––––– (შემდგომში „შემსყიდველი“)

                                   (შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება)

წინაშე, რომლის მიხედვითაც დროულად და სრულად უზრუნველვყოფთ შემსყიდველისათვის –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– გადახდას

                     (თანხა ციფრობრივად, სიტყვიერად, ვალუტის მითითებით)

შემდეგ შემთხვევებში:

1. თუ სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ პრეტენდენტმა უარი განაცხადა ტენდერში მონაწილეობაზე, თავისი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის დასრულებამდე;

2. თუ პრეტენდენტი გამარჯვების შემთხვევაში უარს განაცხადებს შემსყიდველთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე;

3. თუ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულ იქნა შესყიდვის პროცედურების დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.

გარანტია ძალაში რჩება –––––––––––––––––მდე* .

 (თარიღი)

* გარანტიის მოქმედების ვადა უნდა იყოს პრეტენდენტის სატენდერო წინადადების მოქმედების ვადაზე 30 კალენდარული დღით მეტი.

ბანკი უზრუნველყოფს საგარანტიო თანხის გადახდას შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, იმ პირობით, რომ შემსყიდველის მოთხოვნაში მითითებული იქნება, რომელი ზემოაღნიშნული შემთხვევის (შემთხვევების) დადგომის გამო ეკუთვნის მას ეს თანხა და შემსყიდველის მოთხოვნა საგარანტიო თანხის გადახდაზე წარედგინება ბანკს გარანტიის მოქმედების ვადის დასრულებამდე.

–––––––––––––––––––––––––––––

                   (ხელმოწერა)

–––––––––––––––––––––––––––––

 (სახელი, გვარი, თანამდებობა)

დამოწმებულია ბანკის ბეჭდით ––––– –––––––––––––– 200 –წ.

 

ი) ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ

წინამდებარე ხელშეკრულება დაიდო ––––––––––––––––– 200–––წ.

ერთი მხრივ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––(შემდგომში „შემსყიდველი“)

 (შემსყიდველის დასახელება და იურიდიული მისამართი)

და მეორეს მხრივ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––(შემდგომში „მიმწოდებელი“)

 (მომწოდებლის დასახელება და იურიდიული მისამართი)

შორის და მიღწეულ იქნა ურთიერთშეთანხმება შემდეგზე:

 

შემსყიდველმა გამოაცხადა ტენდერი შესყიდვაზე, –––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                      (საქონლის მოკლე აღწერა)

და მიიღო მიმწოდებლისაგან სატენდერო წინადადება საქონლის მიწოდებაზე შემდეგ თანხაზე: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (მიუთითეთ ხელშეკრულების თანხა ციფრებითა და სიტყვიერად)

 

(შემდგომში „ხელშეკრულების ფასი“).

წინამდებარე ხელშეკრულება ადასტურებს შემდეგს:

1.  მოცემულ ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინები და გამოთქმები ატარებს იმავე მნიშვნელობებს, რაც მათ აქვთ მინიჭებული ხელშეკრულების პირობებში.

2.  ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქმნიან მოცემულ ხელშეკრულებას და წარმოადგენენ მის განუყოფელ ნაწილს, კერძოდ:

ა)  წინამდებარე ხელშეკრულება;

ბ)  მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება და ფასების ცხრილი;

გ) საქონლის მიწოდების გრაფიკი;

დ) ტექნიკური პირობები;

ე) ხელშეკრულების საერთო პირობები;

ვ) ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები;

ზ) ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა (თუ ეს მექანიზმი გამოიყენება).

3.  მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას მიაწოდოს შემსყიდველს ზემოაღნიშნული საქონელი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

4.  შემსყიდველი იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს მიმწოდებელს ხელშეკრულების ფასი ხელშეკრულების პირობებში ასახულ ვადებში და ფორმით.

 ყოველივე ზემოთქმულის დასტურად მხარეებმა გააფორმეს წინამდებარე ხელშეკრულება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ დოკუმენტის თავში მითითებულ დღესა და წელს.

ხელის მოწერა და ბეჭედი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (შემსყიდველის სახელი, გვარი)

ხელის მოწერა და ბეჭედი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

კ) ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა

(საბანკო გარანტია)

ვის:––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                        (შემსყიდველის დასახელება)

 

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                           (მიმწოდებლის დასახელება)

შემდგომში „მიმწოდებელმა“ ––––––––––––––––––––––– ტენდერში წარდგენილი თავისი

                                                          (ტენდერის დასახელება)

სატენდერო წინადადების შესაბამისად იკისრა ვალდებულება წარმოადგინოს საბანკო გარანტია მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების გარანტიის სახით ხელშეკრულებაში მითითებულ თანხაზე, ჩვენ თანახმა ვართ გავცეთ მიმწოდებლის სახელზე ზემოთ აღნიშნული გარანტია.

ამასთან დაკავშირებით, ვადასტურებთ, რომ ვართ გარანტები და პასუხისმგებლები თქვენს წინაშე მიმწოდებლის სახელით საერთო თანხაზე

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                             (თანხა ციფრებით) (თანხა სიტყვებით)

და ვკისრულობთ ზემოაღნიშნული თანხის გადახდას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე თქვენი პირველივე მოთხოვნისთანავე.

წინამდებარე გარანტია ძალაშია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების საბოლოოდ დამთავრებამდე.

გარანტების ხელმოწერა და ბეჭედი

 ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                               (თარიღი)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                               (მისამართი)

ტიპური სატენდერო დოკუმენტაცია

მომსახურების შესყიდვა ტენდერის საშუალებით

ა) ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის

 

მოცემული ინსტრუქცია არის ტიპური ინსტრუქცია ტენდერის მონაწილეთათვის და იგი წარმოადგენს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დანართს. დაუშვებელია მასში რაიმე შესწორებების შეტანა. ნებისმიერი სახის შესწორება, დაზუსტება და დამატებების შეტანა ხორციელდება საბაზისო მონაცემთა ნუსხაში (სმნ).

 

1. დაფინანსების წყარო

1.1     სმნ-ში მოცემული შემსყიდველი ორგანიზაციისათვის (შემდგომში – შემსყიდველი), მითითებული დაფინანსების წყაროთი გათვალისწინებულია ასიგნებები, რომლის საშუალებითაც მოცემული ორგანიზაცია განახორციელებს შესყიდვას და ამისათვის ატარებს ტენდერს.

 

2. შესყიდვებში მონაწილეთა უფლებამოსილება

2.1     ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს შესყიდვებში მონაწილეობაზე უფლებამოსილ ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს, აქ მოცემული გამონაკლისი შემთხვევების გარდა:

ა)  ტენდერში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან იმ ქვეყნის წარმომადგენელი პირები, რომელთან კომერციული ურთიერთობები აკრძალულია საქართველოს რომელიმე კანონით ან საკანონმდებლო ნორმატიული აქტით;

ბ)  ტენდერში მონაწილეები არც საქმიან და არც ნათესაურ კავშირში არ უნდა იყვნენ დაკავშირებულნი პირდაპირ ან ირიბად ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან ან მათ ფილიალებთან, რომლებიც მიიწვია შემსყიდველმა მოცემული საქონლის შესყიდვებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის, ტექნიკური პირობების და სხვა დოკუმენტების მოსამზადებლად;

გ)  ტენდერში მონაწილეებს და მათ ხელმძღვანელებს არ უნდა ჰქონდეთ ფინანსური ან ნათესაური კავშირები სატენდერო კომისიაში შემავალ პირებთან.

 

3. ტენდერში მონაწილეობის ღირებულება

3.1     ტენდერში მონაწილე თავის თავზე იღებს საკუთარი სატენდერო წინადადების მომზადებასა და მიწოდებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ხოლო შემსყიდველი არც ერთ შემთხვევაში არ აგებს პასუხს ამ ხარჯებზე, შესყიდვების ჩატარების და შედეგების ხასიათის მიუხედავად.

 

4. სატენდერო კომისია და სატენდერო კომისიის აპარატი

4.1     შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ სატენდერო კომისიისა და სატენდერო კომისიის აპარატის შემადგენლობა მოცემულია სმნ-ში.

4.2     სატენდერო კომისიის უფლება-მოვალეობებია:

სატენდერო პროცედურების წარმართვა, საკვალიფიკაციო მონაცემების და სატენდერო წინადადებების შეფასება და გამარჯვებულის გამოვლენა, რომელთანაც უნდა დაიდოს ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ.

4.3     სატენდერო კომისიის აპარატის ფუნქციებია:

ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენდერო დოკუმენტაციის, ხელშეკრულების ფორმის შედგენა და ასევე ტენდერის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხების მოგვარების უზრუნველყოფა.

 

5. სატენდერო დოკუმენტაცია

5.1     შემსყიდველი პრეტენდენტს მოთხოვნისთანავე გადასცემს სატენდერო დოკუმენტაციას.

5.2     სატენდერო დოკუმენტაცია არის დოკუმენტთა პაკეტი, რომელიც შეიცავს სრულ ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის, სატენდერო პროცესის და შესყიდვის შესახებ დასადები ხელშეკრულების ძირითადი პირობების თაობაზე.

5.3     სატენდერო დოკუმენტაცია შეიცავს შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას:

ა)  ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის (იტმ);

ბ)  საბაზისო მონაცემთა ნუსხა (სმნ);

გ)  გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი;

დ)     ტექნიკური დავალება;

ე)  ხელშეკრულების საერთო პირობები;

ვ)  ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები;

ზ) სატენდერო წინადადების ფორმა;

თ)     სატენდერო წინადადების საბანკო გარანტიის ფორმა (გარანტიის ამ სახის გამოყენების შემთხვევაში);

ი)  შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფორმა;

კ)  ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის ფორმა (გარანტირების ასეთი ფორმის გამოყენების შემთხვევაში);

ლ)     სმნ-ში მითითებული სხვა დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

5.4     ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში და/ან სატენდერო დოკუმენტაციაში მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად წარმოდგენამ ან ისეთი საკვალიფიკაციო დოკუმენტებისა და/ან სატენდერო წინადადების წარდგენამ, რომელიც არ პასუხობს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების და/ან სატენდერო დოკუმენტაციის ყველა მოთხოვნას, შეიძლება გამოიწვიოს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.

 

6. სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა

6.1     პრეტენდენტის წერილობითი თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით სატენდერო კომისია განმარტავს და აზუსტებს სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის პროცედურებთან და/ან ობიექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რაც ფორმდება სატენდერო დოკუმენტაციის დამატების სახით და ერთდროულად ეგზავნება ყველა პრეტენდენტს სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დამთავრებამდე არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე.

6.2 იმ შემთხვევში, თუ პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაცია გაიტანა 6.1-ში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, სატენდერო დოკუმენტაციის დამატება მას გადაეცემა სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად, ამასთან, პრეტენდენტს აღარა აქვს უფლება მიმართოს კომისიას სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის პროცედურებთან და ობიექტთან დაკავშირებული ინფორმაციის განმარტებისა და დაზუსტების მოთხოვნით. სატენდერო დოკუმენტაციის დამატება არ უნდა ცვლიდეს სატენდერო დოკუმენტაციის შინაარსს.

 

7. სატენდერო დოკუმენტაციის განმარტება

7.1     პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ განმარტების მიღების მიზნით, შეუძლია მიმართოს სატენდერო კომისიას წერილობით, რომელიც უნდა გაიგზავნოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ მისამართზე.

7.2     სატენდერო დოკუმენტაციის განმარტებასთან დაკავშირებულ ყველა განაცხადს შემსყიდველი პასუხობს წერილობით. შემსყიდველის წერილობითი პასუხის ასლები დაეგზავნება/გადაეცემა ყველა პრეტენდენტს.

 

8. სატენდერო წინადადების ენა

8.1     ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია, შედგენილ უნდა იყოს ქართულ და სმნ-ში მითითებულ საერთაშორისო სავაჭრო პრაქტიკაში აღიარებულ ენაზე. შესყიდვებში მონაწილის მიერ წარმოდგენილი თანდართული დოკუმენტაცია და ბეჭდვითი ლიტერატურა შეიძლება იყოს დაწერილი სხვა ენაზე, ოღონდ იმ პირობით, თუ მას თან დაერთვება შესაბამისი განყოფილებების ზუსტი თარგმანი ქართულ და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ სხვა ენაზე. ამ შემთხვევაში მოცემული სატენდერო წინადადების ინტერპრეტაციის დროს უპირატესობა მიენიჭება ქართულ თარგმანს.

 

9. პრეტენდენტის სატენდერო წინადადება და მასში შემავალი  დოკუმენტაცია

9.1     პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს;

ბ)  სატენდერო წინადადების ფორმას;

გ)  მომსახურების გაწევის გეგმა-გრაფიკს;

დ)     გასაწევი მომსახურების ტექნიკური და ხარისხობრივი მონაცემების სრულ აღწერას და საჭიროების შემთხვევაში სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებასთან (სტანდარტებთან) შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას;

ე)  სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის დამადასტურებელ დოკუმენტს (გარანტიის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში);

ვ)  ასევე იმ სხვა ინფორმაციასა და დოკუმენტაციას, რომელიც მოცემულია სმნ-ში.

9.2     პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ალტერნატიული სატენდერო წინადადება, იმისდა მიხედვით, თუ რა არის მითითებული სმნ-ში.

 

10. გასაწევი მომსახურების აღწერილობა

10.1   ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის შესაბამისად, სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს დოკუმენტაციას, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული მომსახურების შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებასთან. აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს და წარმოსადგენი დოკუმენტების მიმართ არსებულ ნორმებს.

10.2   ზემოაღნიშნული შესაბამისობის დადასტურების მიზნით წარმოდგენილი ტექსტური მასალები, სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები, მომსახურების აღწერილობა და სხვა, უნდა იყოს მკაფიო და გასაგები და ასახავდეს გასაწევი მომსახურების ობიექტურ ტექნიკურ და ხარისხობრივ პარამეტრებს.

 

11. სატენდერო წინადადების ფასი

11.1   სატენდერო წინადადებაში, სრულ ღირებულებასთან ერთად მისაწოდებელი ობიექტის თითოეული ერთეულისათვის ნათლად უნდა იყოს მითითებული ფასი ტრანსპორტირების, დაზღვევის, გადასახადებისა თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, იმისდა მიხედვით, თუ რა არის გათვალისწინებული სმნ-ში.

11.2   სატენდერო წინადადების საერთო ღირებულება და შესყიდვის ობიექტის თითოეული ერთეულის ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს სმნ-ში მითითებულ ვალუტაში.

 

12. სატენდერო წინადადებების მოქმედების ვადა

12.1   სატენდერო წინადადებები ძალაში უნდა დარჩეს სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ვადის განმავლობაში.

12.2   განსაკუთრებულ შემთხვევებში შემსყიდველს შეუძლია თხოვნით მიმართოს პრეტენდენტს საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალი დადასტურებისა და/ან მისი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე. ასეთი თხოვნა და მისი პასუხი ფორმდება წერილობით. დადებითი პასუხის შემთხვევაში სატენდერო წინადადებაზე წარმოდგენილი გარანტიის (მისი გამოყენების შემთხვევაში) მოქმედების ვადაც შესაბამისად უნდა გაგრძელდეს. პრეტენდენტს უფლება აქვს უარი განაცხადოს სატენდერო წინადადების ვადის გაგრძელებაზე, მაგრამ ეს გამოიწვევს მისი სატენდერო პროცედურებიდან გამოსვლას, თუმცა იგი ამით არ დაკარგავს წარმოდგენილ გარანტიას. სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში პრეტენდენტს არა აქვს უფლება და იგი არ არის ვალდებული ცვლილებები შეიტანოს საკუთარ სატენდერო წინადადებაში.

1

3. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფა

13.1   პრეტენდენტის ქმედებასთან დაკავშირებული რისკისაგან დაზღვევის მიზნით ტენდერში გამოყენებული იქნება სატენდერო წინადადების გარანტირების მექანიზმი სმნ-ში მითითებული ფორმითა და ოდენობით, გარანტირების მექანიზმის გამოყენება სავალდებულოა, როცა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 200 000 ლარს, ამასთან, იგი განისაზღვრება სატენდერო წინადადების ღირებულების 1 %-ის ოდენობით.

13.2   პრეტენდენტმა აღნიშნული გარანტია უნდა წარმოადგინოს სატენდერო წინადადებასთან ერთად, დახურულ კონვერტში.

13.3   საგარანტიო მოთხოვნა თანაბრად ეხება ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტს.

13.4   შემსყიდველი ტენდერში მონაწილე პირებს გარანტიების დამადასტურებელ დოკუმენტებს დაუბრუნებს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების დღიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.

13.5   გარანტიების დამადასტურებელი დოკუმენტები ტენდერში მონაწილე პირებს დაუბრუნდებათ:

ა)  თუ შემსყიდველი ორგანიზაცია შეწყვეტს შესყიდვის განხორციელებას;

ბ)  თუ გამარჯვებულ პირთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება არ დაიდო და სატენდერო კომისია ატარებს სატენდერო წინადადებების ხელმეორე განხილვას, რომელშიც მონაწილეობაზე პრეტენდენტი უარს აცხადებს;

გ)  თუ პრეტენდენტი უარს განაცხადებს შემსყიდველის თხოვნაზე გააგრძელოს სატენდერო წინადადების ვადა ან ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული გარანტიის მოქმედების ვადის გაგრძელებას.

13.6   გარანტია პრეტენდენტს არ დაუბრუნდება:

ა)  თუ იგი უარს განაცხადებს ტენდერში მონაწილეობაზე, თავისი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის დასრულებამდე;

ბ)  თუ გამარჯვების შემთხვევაში არ დადებს შემსყიდველ ორგანიზაციასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას;

გ)  თუ მოხდება მისი დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურების დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.

13.7   შესყიდვებში მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს შემსყიდველის გადაწყვეტილება გარანტიის დაუბრუნებლობის თაობაზე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

14. სატენდერო წინადადების წარდგენის ფორმა, ადგილი და დრო

14.1   საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება სატენდერო კომისიას უნდა წარედგინოს ერთად, ერთ დახურულ კონვერტში. სატენდერო წინადადება ხელმოწერილ უნდა იქნეს პრეტენდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ხელმძღვანელის მიერ, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში, თავად მის მიერ. ხელმოუწერელი წინადადებები არ განიხილება.

14..2  სატენდერო წინადადები უნდა წარედგინოს შემსყიდველს სმნ-ში მითითებულ დროსა და მისამართზე.

14.3   სატენდერო წინადადებების მიღებასა და მათ რეგისტრაციას (მიღების თარიღისა და დროის მითითებით) აწარმოებს სატენდერო კომისიის აპარატი სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულ ვადებსა და მისამართზე.

 15. დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებები

15.1   ყველა სატენდერო წინადადება, რომლებსაც სატენდერო კომისია მიიღებს ამ ინსტრუქციის მე-14 მუხლში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, უარყოფილი იქნება და დაუბრუნდება პრეტენდენტს გაუხსნელად.

15.2   დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებების შემოსვლის თარიღსა და დროს სატენდერო კომისიის აპარატი ასახავს შემოსული სატენდერო წინადადებების სარეგისტრაციო დოკუმენტში.

 

16. სატენდერო წინადადებებში ცვლილებების შეტანა და მათი უკან გატანა

16.1   პრეტენდენტს უფლება აქვს სატენდერო წინადადებების გახსნამდე წერილობით მიმართოს სატენდერო კომისიას სატენდერო წინადადების გატანის, მისი შეცვლის ან მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

16.2   სატენდერო წინადადებებში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია მათი მიღების ვადის დასრულების შემდეგ, გარდა ამ ინსტრუქციის 19.2 პუნქტში მოყვანილი შემთხვევისა.

 

17. შემსყიდველის მიერ სატენდერო წინადადების გახსნა

17.1   სატენდერო წინადადებები გაიხსნება მათი მიღების ვადის დასრულებისთანავე, პრეტენდენტების თანდასწრებით, სმნ-ში მითითებულ თარიღსა, საათსა და მისამართზე.

17.2   წინადადებების გახსნისას გამოცხადდება ტენდერში მონაწილეების ვინაობა, სატენდერო წინადადებების და ალტერნატიული სატენდერო წინადადებების (თუ მათი წარმოდგენა დასაშვებია) ფასები (ლოტების მიხედვით), შეღავათები (ფასდაკლებები). ზემოთ მოცემული ინფორმაცია აისახება შესაბამისი ოქმის სახით.

17.3   წინადადებების გახსნისას არც ერთი წინადადება არ იქნება უარყოფილი, გარდა დაგვიანებული წინადადებებისა. ასეთი წინადადებები გაუხსნელად დაუბრუნდებათ მათ წარმომდგენ პირებს. თუ პრეტენდენტი წარმოადგენს რამდენიმე კონვერტს, ან/და წარმოდგენილ კონვერტში გახსნის შემდეგ აღმოჩნდება რამდენიმე სატენდერო წინადადება, სატენდერო კომისია არ განიხილავს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ არც ერთ წინადადებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით დასაშვებია ალტერნატიული წინადადების წარმოდგენა.

17.4   სატენდერო წინადადებები, რომლებიც არ იქნა გახსნილი და ხმამაღლა წაკითხული წინადადებების გახსნის დროს, არ იქნება მიღებული შემდგომი შეფასებისათვის, გარემოებების მიუხედავად.

17.5   სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ სატენდერო კომისია დაადგენს სატენდერო წინადადებების განხილვის ვადებს.

 

18. სატენდერო წინადადებების დაზუსტება

 18.1 სატენდერო წინადადებების შერჩევის ან შეფასების დროს აღმოჩენილი გაუგებრობების განმარტების მიზნით შემსყიდველს შეუძლია სთხოვოს ტენდერში მონაწილეს მისი სატენდერო წინადადების დაზუსტება. თხოვნა დაზუსტების შესახებ და პასუხი მასზე უნდა იყოს წარმოდგენილი წერილობითი ფორმით და, ამასთანავე, დაუშვებელია ისეთი თხოვნების, წინადადებების ან ნებართვების წარმოდგენა, რომლებიც ცვლის სატენდერო წინადადებების ფასს ან შინაარსს.

 

19. სატენდერო წინადადებების შერჩევა

19.1   კონვერტების გახსნის შემდეგ სატენდერო კომისია ახორციელებს შერჩევას, რაც გულისხმობს საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას და შედეგად იმ პრეტენდენტთა გამოვლენას, რომელთა სატენდერო წინადადებები დაიშვებიან შემდგომი შეფასებისათვის.

19.2   სატენდერო კომისიის მიერ შერჩევის დროს სატენდერო წინადადებებში აღმოჩენილი მექანიკური შეცდომების გამოსწორება მოხდება შემდეგნაირად:

ა)  თუ აღმოჩნდება შეუსაბამობა საქონლის ერთეულის ფასსა და შესყიდვის მთლიანი მოცულობის ფასს შორის, რომელიც მიიღება საქონლის ერთეულის ფასის გამრავლებით მის ოდენობაზე, უპირატესობა მიენიჭება საქონლის ერთეულის ფასს და მის საფუძველზე მოხდება მთლიანი მოცულობის ფასის კორექტირება;

ბ)  თუ განსხვავება იქნება ციფრებსა და მათ სიტყვიერ გამოხატულებებს შორის, უპირატესობა მიენიჭება სიტყვით მოცემულ თანხას.

19.3   სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებისათვის შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ პრეტენდენტის მიერ არ არის წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი (თანმხლები დოკუმენტების ჩათვლით) ან/და ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში – ნიმუში;

ბ) თუ სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვერ შეძლებს თავისი საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალ დადასტურებას;

გ) თუ პრეტენდენტი არ დათანხმდება სატენდერო კომისიის მიერ მის სატენდერო     წინადადებაში აღმოჩენილი მექანიკური შეცდომების გასწორებას;

დ) თუ სატენდერო წინადადება ან/და საკვალიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით ან/და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ე) თუ შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას;

ვ) თუ შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი მონაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება.

19.4 პრეტენდენტს უფლება აქვს დაესწროს შერჩევის პროცესს.

 

20. ერთიან ვალუტაში გადაყვანა

20.1   შედარებისა და შეფასების პროცედურის გაიოლების მიზნით შემსყიდველს, სატენდერო წინადადებების შეფასებამდე, სხვადასხვა ვალუტაში გამოხატული სატენდერო წინადადებების მოყვანილი ფასები გადაყავს ლარებში, სმნ-ში მითითებული კურსით.

 

21. სატენდერო წინადადებების შეფასება

21.1   სატენდერო კომისია მოახდენს იმ პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების შეფასებას, რომლებიც გაივლიან შერჩევას და დაიშვებიან შეფასებისათვის.

21.2   სატენდერო წინადადებების შეფასებას სატენდერო კომისია განახორციელებს სმნ-ში მითითებული კრიტერიუმებისა და მათი პრიორიტეტულობის კოეფიციენტების საშუალებით.

21.3   შეფასების კრიტერიუმები წარმოადგენენ სატენდერო წინადადებების იმ მაჩვენებლებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც ხორციელდება პრეტენდენტების წინადადებების ურთიერთშედარება და გამარჯვებულის გამოვლენა. თითოეული კრიტერიუმის შეფასება ხორციელდება 10 (ათ)-ბალიანი სისტემით.

21.4   პრიორიტეტულობის კოეფიციენტი გვიჩვენებს ყველა კრიტერიუმის ჩამონათვალში თითოეული მათგანის ხვედრითი წილის ციფრობრივ გამოსახულებას. ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტების ჯამი შეადგენს ერთ მთელს.

21.5   სატენდერო კომისიის ყოველი წევრი ცალ-ცალკე წერილობითი ფორმით, ახორციელებს თითოეული სატენდერო წინადადების შეფასებას, რომლის დროსაც ყოველი კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისთვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლების დაჯამებით გამოითვლება თითოეული სატენდერო წინადადების ჯამური შეფასება. სატენდერო კომისიის წევრი აძლევს ხმას ყველა ჯამური შეფასებებიდან საუკეთესო მაჩვენებლის მქონე სატენდერო წინადადებას. სატენდერო კომისიის წევრი თავის შეფასებაზე წერს დასკვნას და ამოწმებს ხელმოწერით.

21.6   ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდება ის პრეტენდენტი, რომელსაც უპირატესობას მიანიჭებს სატენდერო კომისიის წევრთა სიითი უმრავლესობა.

21.7   იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო კომისიის წევრთა მიერ მიცემული ხმები თანაბრად განაწილდება პრეტენდენტებზე, გადამწყვეტად ჩაითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა.

21.8   სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებულის შესახებ ფორმდება ოქმის სახით და მისი შედეგები ეცნობება ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

22. პრეტენდენტისა და შემსყიდველის ურთიერთობები

22.1   თუ რომელიმე პრეტენდენტი მიმართავს სატენდერო კომისიას სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტების ან განმარტებისათვის, სატენდერო კომისიამ პასუხი უნდა აცნობოს ყველა პრეტენდენტს.

22.2   წინადადების გახსნის მომენტიდან ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენის მომენტამდე ტენდერის არც ერთი მონაწილეს არ უნდა ჰქონდეს კონტაქტი შემსყიდველთან მის სატენდერო წინადადებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის თაობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემსყიდველი სატენდერო წინადადებების შერჩევის პროცესში თვითონ მიმართავს შესყიდვების მონაწილეს მის წინადადებაში არსებული გაუგებრობების დაზუსტების ან აღმოჩენილი უზუსტობების გამოსწორების მიზნით.

22.3   პრეტენდენტის ნებისმიერი მცდელობა, რაიმე ზეგავლენა მოახდინოს წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებულის გამოვლენასთან დაკავშირებული შემსყიდველის გადაწყვეტილებაზე, გამოიწვევს სატენდერო პროცედურებიდან ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

 

23. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება მოახდინოს სატენდერო   

 პროცედურებში მონაწილე პირის დისკვალიფიკაცია

23.1   შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს მოახდინოს შესყიდვებში მონაწილე პირის დისკვალიფიკაცია სატენდერო პროცედურების ნებისმიერ ეტაპზე შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე, თუ:

ა)  ტენდერში მონაწილე პირის საკვალიფიკაციო მონაცემები ან სატენდერო წინადადება არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს;

ბ)  სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირი ვერ დააკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის (სატენდერო კომისიის) მოთხოვნას საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალ დადასტურებაზე;

გ)  სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირი უარს განაცხადებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში ან სატენდერო წინადადებაში სატენდერო კომისიის მიერ აღმოჩენილი უზუსტობების ან შეცდომების შესწორებაზე;

დ)     სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები, ან სატენდერო წინადადებაში მოყვანილი მონაცემები, ან მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება;

ე) ტენდერში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე ან ვერ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას;

ვ) შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირი ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.

23.2   შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციის შესახებ წერილობითი ფორმით ეცნობება დისკვალიფიცირებულ პირს დაუყოვნებლივ ან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებით განსაზღვრულ ვადებში.

23.3   დისკვალიფიცირებულ პირს უფლება აქვს მისი დისკვალიფიკაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების განხილვის თხოვნით მიმართოს შემსყიდველ ორგანიზაციას, მისი დისკვალიფიკაციის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არა უმეტეს 20 (ოცი) კალენდერული დღის განმავლობაში, ან გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სასამართლოში.

 

24. სატენდერო პროცედურების შეწყვეტა

24.1   შემსყიდველს უფლება აქვს შეწყვიტოს სატენდერო პროცედურები, თუ ამის აუცილებლობა წარმოიქმნება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზების გამო, ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;

24.2   სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში სატენდერო კომისია აცნობებს ამის შესახებ სატენდერო პროცედურებში მონაწილე ყველა პირს 3 (სამი) დღის განმავლობაში.

24.3   შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირებს დეტალური ინფორმაცია ან კონკრეტული მტკიცებულებანი, რის საფუძველზეც მოხდა სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ასევე აუნაზღაუროს მათ ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.

24.4   შემსყიდველი, სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პრეტენდენტებს უბრუნებს სატენდერო წინადადებებს, საკვალიფიკაციო მონაცემებს და თანხმლებ დოკუმენტებს.

24.5   თუ სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შემდეგ შემსყიდველი მიიღებს გადაწყვეტილებას იმავე ობიექტის შესყიდვაზე, იმავე წლის ასიგნებებით, ასეთ შემთხვევაში იგი განახორციელებს შესყიდვებს შეწყვეტილი პროცედურების გაგრძელების მეშვეობით და ამის შესახებ აცნობებს შეწყვეტილი პროცედურების მონაწილე ყველა პირს. თუ არც ერთი მონაწილე არ გამოთქვამს სურვილს განახლებულ ტენდერში მონაწილეობის თაობაზე შემსყიდველი გამოაცხადებს ახალ ტენდერს.

 

25. პრეტენდენტისათვის შეტყობინების გაგზავნა ტენდერში გამარჯვების თაობაზე და მასთან ხელშეკრულების დადება

25.1   ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში შემსყიდველი წერილობით აცნობებს ტენდერში გამარჯვებულ მონაწილეს ამის თაობაზე და იწვევს მას შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დასადებად.

25.2   ტენდერში გამარჯვებულისათვის ხელშეკრულების დადების თაობაზე მოწვევის გაგზავნიდან არა უმეტეს 10 (ათი) დღის ვადაში დაიდება ხელშეკრულება შესყიდვების შესახებ, შემსყიდველსა და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის.

25.3   შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება იდება სატენდერო დოკუმენტაციის, გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებისა და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით.

 

26. შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში)

26.1   იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რისკი წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, აღნიშნულ ტენდერში გამოყენებული იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი სმნ-ში მითითებული სახით, ფორმითა და ოდენობით. (გარანტირების მექანიზმის გამოყენება სავალდებულოა, თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 200 000 ლარს და გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5 პროცენტს და არ უნდა იყოს 2 პროცენტზე ნაკლები). დაწვრილებითი ინფორმაცია გარანტირების და/ან დაზღვევის ყველა პირობის, მისი მოქმედების ვადის, მისი დაკავებისა და უკან დაბრუნების წესის შესახებ აღწერილია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

26.2   თუ მოხდება ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეწყვეტა მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შემსყიდველი დაუყოვნებლივ დაუბრუნებს მას ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დამადასტურებელ საბუთებს.

 

27. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან

27.1   ანგარიშსწორება შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის განხორციელდება შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შესაბამისად.

27.2   ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიღებული საქონლის რაოდენობის გათვალისწინებით შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურებისა (ინვოისების) და ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მითითებული სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.

27.3   შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დავალიანების წარმოქმნის შემთხვევაში მისი დაფარვა მოხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

27.4   წინასწარი ანგარიშსწორების მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტია იმ ფორმითა და მოქმედების ვადით, რომელიც შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით იქნება გათვალისწინებული სმნ-ში მითითებული ფორმითა და ოდენობით.

 

28. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა

28.1   შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა არ დაიშვება, თუ ეს გამოიწვევს ხელშეკრულების ფასის გაზრდას ან შემსყიდველისათვის ხელშეკრულების პირობების გაუარესებას, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

28.2   შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით, სადაც ასევე იქნება მითითებული ის გარემოებებიც, როდესაც დასაშვებია ფასის შეცვლა.

28.3   ფასის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას და ახალი ფასის გაანგარიშებისას მხედველობაში მიღებულ იქნება ხელშეკრულებაში მითითებული გარემოებების ზეგავლენის დონე შესყიდვის ობიექტის ფასზე, შემსყიდველი ორგანიზაციისათვის გამოყოფილი ასიგნებების მოცულობა, ქვეყანაში დაფიქსირებული ინფლაციის დონე, სამომხმარებლო ფასების ინდექსი, სამეწარმეო აქტიურობის ინდექსი და სხვა ფაქტორები. ხელშეკრულებით დაფიქსირებული ფასის ყოველი შეცვლა გაფორმდება დოკუმენტურად.

28.4   შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების გადასინჯვის წესი განსაზღვრულ იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

29. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი

29.1   შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის, მისაწოდებელი და/ან მიწოდებული მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სათანადო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირების საკითხებში მიმწოდებელთან ითანამშრომლებს შემსყიდველის მიერ ამისათვის სპეციალურად შექმნილი ჯგუფი.

29.2   კონკრეტული ინფორმაცია შემსყიდველის მიერ საქონლის ხარისხისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირების ადგილის, გრაფიკის, ასევე ინსპექტირების განმახორციელებელი პირების და ინსპექტირების პროცესში მიმწოდებლის მოვალეობების შესახებ მოცემულია ხელშეკრულების საერთო და სპეციფიკურ პირობებში.

29.3   მომსახურების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების აქტის) გაფორმებამდე შემსყიდველი ორგანიზაცია, ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობაში მითითებულ ადგილას და სახით, ჩაატარებს მიწოდებული საქონლის საბოლოო შემოწმებას, რომლის მიზანია მათი შესაბამისობის დადგენა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებთან, ხელშეკრულების პირობებთან, მიწოდებულ ნიმუშებთან, არსებულ სტანდარტებთან. საბოლოო შემოწმების პროცესში ხელშემკვრელ მხარეებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ მოიწვიონ დამოუკიდებელი ექსპერტები.

29.4   საბოლოო შემოწმების შედეგები ეცნობება მიმწოდებელს წერილობითი სახით დაწუნებული  რაოდენობის და წუნდების მიზეზების მითითებით.

29.5   იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელსა და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შექმნილ სპეციალურ ჯგუფს შორის წარმოიშობა უთანხმოება, იგი უნდა გადაწყდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელობისა და მიმწოდებელს შორის უთანხმოების განხილვის მეშვეობით, ხოლო ამ გზით საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში, – სასამართლო წესით.

 

30. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდერი

30.1. ტენდერი ითვლება არშემდგარად, თუ დადგენილ ვადებში არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი პირის საკვალიფიკაციო მონაცემები და/ან სატენდერო წინადადება;

30.2 ტენდერი ითვლება დასრულებულად უარყოფითი შედეგით, თუ:

ა) არც ერთი პირის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და სატენდერო წინადადება არ შეესაბამებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს;

ბ) წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის ფინანსურ შესაძლებლობებს.

30.3   ტენდერი გამოცხადდება არშემდგარად, თუ დადგენილ ვადებში ღია ტენდერის დროს არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი სატენდერო წინადადება და/ან საკვალიფიკაციო მონაცემი.

30.4   ტენდერი ითვლება დასრულებულად უარყოფითი შედეგით, თუ:

ა) არც ერთი პირის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და სატენდერო წინადადება არ შეესაბამებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს;

ბ) წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის ფინანსურ შესაძლებლობებს.

 

31. გასაჩივრების წესი

31.1   ტენდერში მონაწილე პირებს შეუძლიათ გაასაჩივრონ შემსყიდველი ორგანიზაციის (სატენდერო კომისიის) ქმედებები სასამართლოში.

ბ) საბაზისო მონაცემების ნუსხა

 

საბაზისო მონაცემთა ნუსხა წარმოადგენს ტენდერში მონაწილეთათვის ინსტრუქციის დანამატს, იგი გამოდის მისი შემავსებლის სახით, რომელშიც აისახება ყოველი კონკრეტული ტენდერისათვის დამახასიათებელი ინფორმაცია.

 

საბაზისო მონაცემთა ნუსხის პირველ სვეტში მოცემულია ყოველი მონაცემის ის შესაბამისი მუხლი, რომელიც ასახულია ინსტრუქციაში ტენდერში მონაწილეთათვის (იტმ);

 

 

 

იტმ1.1

შემსყიდველი ორგანიზაცია:

იტმ1.1

 შესყიდვის დაფინანსების წყარო:

იტმ4.1

სატენდერო კომისიის შემადგენლობაა:

იტმ4.1

სატენდერო კომისიის აპარატის შემადგენლობა:

იტმ5.3

სატენდერო დოკუმენტაციის დამატებითი დოკუმენტებისა და ინფორმაციის ჩამონათვალი:

იტმ 8.1

სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია აგრეთვე შეიძლება წარმოდგენილი იქნეს შემდეგ ენაზე (ენებზე):

იტმ9.1

პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დამატებით დოკუმენტებსა და ინფორმაციას: ––––––––––––––––––

იტმ11.1

სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახულ უნდა იყოს ––––––––––––––––––––––––––––––– გათვალისწინებით.
 (ტრანსპორტირების, დაზღვევის, გადასახადებისა, თუ სხვა)

იტმ11.2

სატენდერო წინადადების საერთო და თითოეული ერთეულის ფასის წარმოდგენა ასევე დასაშვებია ––––––––––––––––––– -ში.

იტმ12.1

სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა –

იტმ13.1

ტენდერში გამოიყენება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის შემდეგი ფორმის გარანტია:

იტმ13.1

სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობაა:

იტმ14.2

სატენდერო წინადადებები უნდა წარედგინოს შემსყიდველს არა უგვიანეს შემდეგი დროისა:

იტმ14.2

სატენდერო წინადადებები წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე:

იტმ17.1

სატენდერო წინადადებები გაიხსნება შემდეგ მისამართზე:

იტმ17.1

სატენდერო წინადადებები გაიხსნება შემდეგ დროს:

იტმ20.1

სატენდერო წინადადებების შეფასებისათვის სხვადასხვა ვალუტაში გამოსახული წინადადებები გადაყვანილ იქნება ლარებში შემდეგი კურსით:

 

 

იტმ21.2

სატენდერო წინადადებების შეფასებას სატენდერო კომისია განახორციელებს შემდეგი კრიტერიუმებისა და მათი პრიორიტეტულობის კოეფიციენტების საშუალებით:

 

შეფასების კრიტერიუმები პრიორიტეტულობის კოეფიციენტები

1.

2.

3.

.

 სულ: 1.0

იტმ26.1

ტენდერში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი გამოყენებულ იქნება შემდეგი სახით: ––––––––––––––––––––––––––––––––––––.

 (გარანტირება და/ან დაზღვევა)

იტმ26.1

ტენდერში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი გამოყენებულ იქნება შემდეგი ფორმით: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––.

(საბანკო გარანტია, აკრედიტივი, დამოწმებული ჩეკი, ქონების, პერსონალის, მოწყობილობა – დანადგარების დაზღვევა და სხვა)

იტმ26.1

ტენდერში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი გამოყენებულ იქნება შემდეგი ოდენობით:

იტმ27.4

წინასწარი გადახდის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას გარანტია შემდეგი ფორმითა და ოდენობით:

 

 

გ) გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი

მომსახურების შესყიდვისას გასაწევი მომსახურების დეტალური აღწერა უნდა იყოს მოცემული ტექნიკურ დავალებაში, ხოლო სატენდერო დოკუმენტაციის ამ ნაწილში ფიქსირდება გასაწევი მომსახურების ზოგადი ჩამონათვალი და მისი დაწყების და დასრულების სავალდებულო ან სასურველი ვადები, ან, თუ შემსყიდველი ჩათვლის მიზანშეწონილად (შესაძლებლად) – მომსახურების ცალკეული ეტაპების შესრულების ვადები. მომსახურების შესრულების კონკრეტულ გრაფიკს ადგენენ თვით პრეტენდენტები თავიანთ სატენდერო წინადადებებში.

ვინაიდან ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის (მიმწოდებლის) სატენდერო წინადადება შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია, მომსახურების გაწევის პროცესში მიმწოდებელი ხელმძღვანელობს მისივე სატენდერო წინადადებაში მოცემული გრაფიკით განსაზღვრული ვადებითა და მომსახურების ეტაპების განხორციელების თანმიმდევრობით.

დ) ტექნიკური დავალება

ინსტრუქცია ტექნიკური დავალების შედგენისათვის

მკაფიოდ და ზუსტად ჩამოყალიბებული ტექნიკური პირობები წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტები წარმოადგენენ კვალიფიციურად და ხარისხიანად შედგენილ სატენდერო წინადადებებს.

ტექნიკური დავალება იმგვარად უნდა იყოს შედგენილი, რომ უზრუნველყოს პრეტენდენტებისათვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ მაჩვენებლებზე, ხარისხზე, სტანდარტებზე, ძირითად საექსპლუატაციო მახასიათებლებზე, გამოსაყენებელ ნედლეულზე და სხვა სავალდებულო პარამეტრებზე.

ტექნიკური დავალება არ უნდა შეიცავდეს ისეთ მოთხოვნებს, რომლებიც გამოიწვევენ კონკურენციის შეზღუდვას.

ტექნიკური დავალების შემადგენელი ტექსტური მასალები, სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები, ესკიზები, მომსახურების აღწერილობა და სხვა უნდა ასახავდეს მომსახურების ობიექტურ ტექნიკურ და ხარისხობრივ პარამეტრებს, რომლებიც უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ და/ან საერთაშორისო სტანდარტულ მაჩვენებლებს, მოთხოვნებს, ტერმინილოგიას და პირობით აღნიშვნებს (თუ ასეთი არსებობს). დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში მითითებულ იქნეს კონკრეტული საფირმო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არ არსებობს შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალებები. ასეთ შემთხვევებში შესყიდვის ობიექტის აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი ტემინები, როგორიცაა „მსგავსი“, „ეკვივალენტური“ და სხვა.

ე) ხელშეკრულების საერთო პირობები

ხელშეკრულების საერთო პირობები წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციისა და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს. ისინი ატარებს ტიპურ ხასიათს და უნდა იქნეს გამოყენებული ყოველგვარი ცვლილებების გარეშე იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ეს შეესაბამება კონკრეტულ შესყიდვას. ნებისმიერი განსხვავებული პირობები და დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს შეტანილი მხოლოდ ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

 

1. გამოყენებული ტერმინების განმარტებები

ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

1.1     „ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ“ (შემდგომ – „ხელშეკრულება“) – შემსყიდველ ორგანიზაციასა და ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და დამატებებით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები.     

1.2     „ხელშეკრულების ღირებულება“ ნიშნავს საერთო თანხას, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის;

1.3     „შემსყიდველი ორგანიზაცია“ (შემდგომ – „შემსყიდველი“) ნიშნავს ორგანიზაციას (დაწესებულებას), რომელიც ახორციელებს შესყიდვას;

1.4     „მიმწოდებელი“ ნიშნავს იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება ტენდერში და აფორმებს (გააფორმა) შემსყიდველთან ხელშეკრულებას შესყიდვის შესახებ;

1.5     „დღე“, „კვირა“, „თვე“ ნიშნავს კალენდარულ დღეს, კვირას, თვეს.

2. სტანდარტები

ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ დავალებაში მითითებულ სტანდარტებს.

3. ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებები

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დაცვა და ამ უფლებების გამოყენების პროცესში წარმოშობილი დავების მოგვარება ეკისრება მიმწოდებელს.

4. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი

4.1     შემსყიდველს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვთ ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს კონტროლი მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში და/ან ტექნიკურ დავალებაში ასახული შესაბამისი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, მათ შორის, მომსახურების ხარისხის პერიოდული ინსპექტირება.

4.2     მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვით შემსყიდველი.

4.3     მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.

5. მომსახურების გაწევის პირობები

5.1     მომსახურების გაწევა ხორციელდება მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში ასახული გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში დაფიქსირებული პერიოდულობით (ვადებში) შემსყიდველი და მიმწოდებელი ერთობლივად განიხილავენ გრაფიკის შესრულების მიმდინარეობის საკითხებს და, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვთ გრაფიკში სათანადო ცვლილებები.

5.2     ხელშეკრულების დამდებ არც ერთი მხარეს არა აქვს უფლება შეიტანოს გრაფიკში ცვლილებები მეორე მხარესთან შეთანხმების გარეშე.

6. დაზღვევა (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში)

6.1     მიმწოდებელი ვალდებულია დააზღვიოს შესყიდვის ობიექტი და/ან მისი ნაწილები (ცალკეული ელემენტები, დანადგარები და წარმოების სხვა საშუალებები, ქონება, მიმწოდებლის და/ან ქვეკონტრაქტორის პერსონალი და სხვა) ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად.

7. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი

7.1     შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, თუ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7.2     შესყიდვის ობიექტის მიღებისა და საბოლოო შემოწმების ადგილი, პირობები, ეტაპები და წესი ასახულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

7.3     შესყიდვის ობიექტის (მისი ნაწილის, ეტაპის) მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი.

7.4     შემსყიდველი ვალდებულია ოპერატიულად, წერილობითი სახით, აცნობოს მიმწოდებელს საბოლოო შემოწმების შედეგები დაწუნებული მომსახურების ნაწილის (ეტაპის) და წუნდების მიზეზის მითითებით.

7.5     შემსყიდველს შეუძლია უარი განაცხადოს შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის (ეტაპის) მიღებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ შუალედური კონტროლის შედეგები იყო დადებითი.

8. გარანტია

8.1     მიმწოდებელი იძლევა გაწეული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებისადმი შესაბამისობის გარანტიას.

8.2     ამ გარანტიის კონკრეტული პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით.

8.3     მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე განახორციელოს უხარისხოდ შესრულებული მომსახურების ან მისი ნაწილის გამოსწორება შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.

8.4     მიმწოდებლის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს თვითონ მიიღოს ზომები წარმოქმნილი დეფექტების გამოსწორებისათვის და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება ან გამოქვითოს ეს თანხა ხელშეკრულების მიხედვით მიმწოდებლისათვის გადასახდელი თანხიდან.

9. ანგარიშსწორება

9.1     ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მითითებული ფორმითა და ვადებში მიმწოდებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

9.2     მიმწოდებლის წერილობით მოთხოვნას ანგარიშსწორების თაობაზე უნდა დაერთოს ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მითითებული დოკუმენტაცია.

10. ანგარიშსწორების ვალუტა

10.1   ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარებში (თუ მიმწოდებელი საქართველოს რეზიდენტია).

10.2   ანგარიშსწორება განხორციელდება სატენდერო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ საანგარიშსწორებო ვალუტაში მისი ლართან მიმართებაში დაფიქსირებული კურსით.

11. ფასები

11.1   მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში დაფიქსირებული გასაწევი მომსახურების ფასი წარმოადგენს ხელშეკრულების ღირებულებით პარამეტრებს.

11.2   ხელშეკრულების ღირებულებითი პარამეტრების შეცვლა ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში დაუშვებელია, ან ხელშეკრულების ღირებულებითი პარამეტრების შეცვლა დასაშვებია მხარეთა შეთანხმებით, მხოლოდ ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მითითებულ შემთხვევებში და ზომით.

12. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა

12.1   ხელშეკრულების დამდებ არც ერთი მხარეს არა აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები.

12.2   თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ამავე დროს შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლების გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა.

12.3   ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.

13. უფლებების გადაცემა

13.1   მიმწოდებელს არა აქვს უფლება შემსყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე პირს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი.

14. ქვეკონტრაქტორები

14.1   ამ ხელშეკრულების ფარგლებში დასადები ყველა ქვეკონტრაქტი უნდა გაფორმდეს მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში მითითებული მონაცემების მიხედვით.

14.2   იმ შემთხვევაში, თუ ქვეკონტრაქტის დადების ან ქვეკონტრაქტორის შეცვლის აუცილებლობა წარმოიშობა ხელშეკრულების შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს ზემოაღნიშნულის შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა.

14.3   ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ყველა ქვეკონტრაქტის ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.

14.4   ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული არც ერთი ქვეკონტრაქტი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან.

15. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება

15.1   თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, შესაბამისმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით.

16. ხელშეკრულების შესრულების გარანტია

16.1   ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი გარანტია გამოიყენება ნებისმიერი ზარალის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების გამო.

(გარანტირების მექანიზმის გამოყენება სავალდებულოა, თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 200 000 ლარს და გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5 პროცენტს და არ უნდა იყოს 2 პროცენტზე ნაკლები). იმ გარემოებების ჩამონათვალი, რომელთა დადგომა გამოიწვევს მიმწოდებლისათვის გარანტიის დაუბრუნებლობას და აღნიშნულ გარემოებათა დადგომის გამო შემსყიდველისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით საგარანტიო თანხის გამოყენების წესი განსაზღვრულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

16.2   მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ შემსყიდველი ვალდებულია დაუბრუნოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია და/ან მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.

16.3   მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიმწოდებლის მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

17. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა

17.1   ფორსმაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები, რომელთა ფორმა, ოდენობა, ამოქმედების პირობები და გადახდის ვადები განსაზღვრულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

17.2   საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.

18. ხელშეკრულების შეწყვეტა

18.1   ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ.

18.2   ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელიც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი. აღნიშნული შეტყობინება უნდა მიეწოდოს მეორე მხარეს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე.

18.3   ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.

18.4   ხელშეკრულების შეწყვეტა პირობების დარღვევის გამო არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან.

18.5   შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აგრეთვე:

 ა) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;

ბ)  მიმწოდებლის გაკოტრების შემთხვევაში;

გ)  თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ მიმწოდებლის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება;

დ)     საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

18.6 ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულება.

19. ფორსმაჟორი

19.1   ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას.

19.2   ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორსმაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეულ იქნეს ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.

19.3   ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორსმაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.

20. სადავო საკითხების გადაწყვეტა

20.1   ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ყველა ღონეს იხმარენ, რათა პირდაპირი არაოფიციალური მოლაპარაკებების მეშვეობით შეთანხმებით მოაგვარონ ნებისმიერი უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.

20.2   თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შეძლებენ სადავო საკითხების შეთანხმებას, ნებისმიერ მხრეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს სასამართლოს, თუ ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

21. გამოყენებული სამართალი

21.1   ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

22. ხელშეკრულების ენა

22.1   ხელშეკრულება დაწერილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მეორე მხარე არის უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, მაშინ მეორე ეგზემპლარი ითარგმნება მიმწოდებლისათვის მისაღებ ენაზე. ინტერპრეტაციისას ქართულ ენაზე დაწერილი ხელშეკრულება წარმოადგენს გადამწყვეტს. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მთელი წერილობითი მოლაპარაკებები და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც გაიცვლება მხარეთა შორის, უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ პირობებს.

23. ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის

23.1   ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება დეპეშის, ტელექსის ან ფაქსის გაგზავნის გზით იმ პირობით, რომ შეტყობინების ორიგინალი შემდგომში წარედგინება მეორე მხარეს უშუალოდ ან ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის გაგზავნის მეშვეობით.

23.2   შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება.

24. გადასახადები და ბაჟები

24.1   უცხოელი მიმწოდებელი პასუხს აგებს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა იმ გადასახადის, დაბეგვრის თანხის, მოსაკრებლების და სხვა გადასახდელების გადახდაზე, რომლებიც გადასახდელია საქართველოს ფარგლებში.

24.2   ადგილობრივი მიმწოდებელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების, მოსაკრებლების და სხვა გადასახდელების გადახდაზე, თუ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ვ) ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები

ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებს შეიმუშავებს შემსყიდველი ორგანიზაცია. მათი შედგენის საფუძველს წარმოადგენენ ხელშეკრულების საერთო პირობები, წინამდებარე ინსტრუქცია და შემსყიდველის მოთხოვნები, რომელთა მიხედვითაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი მომსახურების გაწევა. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მიზანია ყოველი შესყიდვისათვის დამახასიათებელი პირობების კონკრეტიზაცია, ხელშეკრულების საერთო პირობების შევსება და დაზუსტება.

ხელშეკრულების სპეციფიკურ და საერთო პირობებს შორის ურთიერთშეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სპეციფიკური პირობების შესაბამის მუხლებს.

[ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შედგენის ინსტრუქციები დაბეჭდილია დახრილი შრიფტით, ხოლო ცალკეული მუხლების ფორმულირების ნიმუშები – ჩვეულებრივი შრიფტით. აქ მოყვანილი მაგალითები ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს და მათი ზუსტი გამეორება კონკრეტული ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში სავალდებულო არ არის. ყოველი მუხლის სათაურის შემდეგ მითითებული ციფრები აღნიშნავენ ხელშეკრულების საერთო პირობების შესაბამის მუხლებს.]

1. ხელშეკრულების დამდები მხარეები

[ამ მუხლში უნდა იყოს მითითებული შემსყიდველის და მიმწოდებლის სახელწოდება და რეკვიზიტები (მისამართის მითითებისას მოცემული უნდა იყოს როგორც მხარეების ადგილმდებარეობა, ასევე საფოსტო მისამართი ოფიციალური მიმოწერისათვის).]

2. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი (4)

[ამ მუხლში უნდა განისაზღვროს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის გეგმა-გრაფიკი, კერძოდ, ფორმები, ვადები (პერიოდულობა), მისი განხორციელების ადგილი და ხელშეკრულების შესრულების შუალედურ კონტროლთან დაკავშირებული პირები (ჯგუფის შემადგენლობა) და სხვა აუცილებელი ინფორმაცია.]

 3.    მომსახურების გაწევის პირობები (5)

[მომსახურების გაწევა ხორციელდება მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში მოცემული გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების ამ მუხლში განისაზღვრება მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში ასახული გრაფიკის შესრულების მიმდინარეობის ერთობლივი განხილვის პერიოდულობა (ვადები).]

4. დაზღვევა (6)

[ამ მუხლში მიეთითება შემსყიდველის მოთხოვნები შესყიდვის ობიექტის ან/და მისი ნაწილების (ცალკეული ელემენტების) დაზღვევის მიმართ. კერძოდ: დაზღვევის ობიექტი, დამზღვევი, დაზღვევის

მოსარგებლე, სადაზღვევო რისკის ჩამონათვალი, სადაზღვევო თანხა, დაზღვევის ვადა და დაზღვევასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, რომლის მითითებასაც შემსყიდველი ჩათვლის მიზანშეწონილად.]

5. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი (7)

[ეს მუხლი უნდა შეიცავდეს სრულ ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის მიღების თაობაზე. კერძოდ: შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების პირობებს (მაგალითად, შესყიდვის ობიექტის ეტაპობრივი მიღების შემთხვევაში – ინფორმაციას თითოეული ეტაპის შესახებ), დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა საფუძველზეც მოხდება შესყიდვის ობიექტის ან/და მისი ნაწილების მიღება-ჩაბარება, მითითებას დოკუმენტის სახეობაზე, რომლითაც გაფორმდება მიღება-ჩაბარება, ინფორმაციას საბოლოო შემოწმების ადგილისა და პირობების, საბოლოო შემოწმების და მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილე მხარეთა თაობაზე და ა.შ.]

6. გარანტია (8)

[ამ მუხლში განისაზღვრება გაწეული მომსახურების საერთაშორისო ან რაიმე აქვე მითითებულ სტანდარტებთან შესაბამისობის გარანტიის კონკრეტული პირობები, რომლებიც კონკრეტულად უნდა განისაზღვროს ამ მუხლში.]

7. ანგარიშსწორება (9)

[ამ მუხლში მიეთითება ანგარიშსწორების ფორმა, ვადები (გრაფიკი), ანგარიშსწორების განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და სხვა ინფორმაცია, რომლის მითითებასაც აუცილებლად ჩათვლის შემსყიდველი.]

ნიმუშები:

1.  ანგარიშსწორების ფორმა იქნება: ––––––––––––––––––––––––––

                                                                    (გადარიცხვა, ინკასო ან სხვა)

2.  ანგარიშსწორების ვადა (გრაფიკი): ––––––––––––––––––––––––––––––––––––

3.  ანგარიშსწორების განხორციელებისათვის მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები ––––––––––––––––––––––––––––

 [წინასწარი ანგარიშსწორების მექანიზმის გამოყენებისას ამავე მუხლში მიეთითება წინასწარ გადასახდელი თანხის პროცენტული ოდენობა მიმწოდებლის სატენდერო წინადადების ღირებულებასთან მიმართებაში და მიმწოდებლის მიერ წარმოსადგენი საავანსო თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის ფორმა, წარდგენის და მოქმედების ვადები.]

ნიმუში:

1.  მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში წინასწარი ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველი თანახმაა წინასწარ გადაუხადოს მიმწოდებელს მისი სატენდერო წინადადების საერთო ღირებულების –––––– პროცენტის ოდენობის თანხა, მიმწოდებლის მიერ იმავე თანხის საბანკო გარანტიის წარმოდგენისთანავე.

2.  მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტია უნდა იყოს ძალაში მისი გაფორმებიდან ––––––– თვის განმავლობაში.

3.  თუ მიმწოდებელი არ წარმოადგენს ზემოაღნიშნულ გარანტიას ხელშეკრულების დადებიდან ––––––– დღის განმავლობაში, შემსყიდველს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

 8.    ფასები (11)

[ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულების საერთო პირობების მე-11 მუხლის მეორე პუნქტში დაფიქსირებული იქნება, რომ ხელშეკრულების ღირებულებითი პარამეტრების შეცვლა დასაშვებია. ამ მუხლში უნდა აისახოს ის გარემოებები, რომელთა დადგომისას დასაშვები იქნება მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში დაფიქსირებული ღირებულებითი პარამეტრების გადასინჯვა. გარდა ამისა, უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ფასის (საერთო ღირებულების) ცვლილების მაქსიმალურად დასაშვები ზღვარი და ყოველ კონკრეტულ გარემოებასთან მიმართებაში – ცვლილებების გაანგარიშების წესი. მაგალითად, ასეთ გარემოებებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს: ინფლაციის მაღალი დონე, სავალუტო კურსის მნიშვნელოვანი ცვლილება, საგადასახადო რეჟიმის შეცვლა და სხვა. ხელშეკრულების ფასის შეცვლის მაქსიმალურად დასაშვები ზღვარის და ცვლილებების გაანგარიშების წესის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ამ მუხლში დაფიქსირებული გარემოებების ზეგავლენის დონე შესყიდვის ობიექტის ფასზე, შემსყიდველისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების მოცულობა, სამომხმარებლო ფასების ინდექსი, სამეწარმეო აქტივობის ინდექსი და სხვა.]

9. ხელშეკრულების შესრულების გარანტია (16)

[ეს მუხლი იდება ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მხოლოდ შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში და იგი უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი გარანტიის დაუბრუნებლობის (მთლიანად ან ნაწილობრივ) პირობებს. კერძოდ, იმ გარემოებების ჩამონათვალს, რომელთა დადგომა გამოიწვევს მიმწოდებლისათვის გარანტიის დაუბრუნებლობას, აღნიშნულ გარემოებათა დადგომის გამო შემსყიდველისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით საგარანტიო თანხის გამოყენების წესს და ა.შ.]

10.   ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა (17)

[ამ მუხლით განისაზღვრება საჯარიმო სანქციების ფორმა, ოდენობა, ამოქმედების პირობები და გადახდის ვადები, რომლებიც გამოყენებულ იქნება მიმწოდებლის მიმართ, მის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა ან დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში.]

ნიმუში:

 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 თანხა ციფრებით, სიტყვიერად და ვალუტის მითითებით

ოდენობის პირგასამტეხლო, რომლის გადახდა მოხდება მისთვის ასანაზღაურებელი თანხიდან გამოქვითვის საშუალებით ან მის მიერ ამ თანხის გადახდის გზით (შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან ––––––––––– დღის განმავლობაში).

და/ან

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში ყოველი დაგვიანებული კვირისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულება –––––––– პროცენტის ოდენობით.

იმ შემთხვევაში, თუ ვადების გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების ––––––– პროცენტს, შემსყიდველს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება.

[ამ მუხლში ჩადებული პირგასამტეხლოს ოდენობა და პროცენტული განაკვეთი განისაზღვრება ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების ღირებულებისა და სპეციფიკიდან გამომდინარე.]

11.   სადავო საკითხების გადაწყვეტა (20)

[ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მიმწოდებელი არის უცხო ქვეყნის წარმომადგენელი და შემსყიდველი დასაშვებად მიიჩნევს სადავო საკითხების გადაწყვეტას საერთაშორისო ან უცხო ქვეყნის სასამართლოში განხილვის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში ამ მუხლში მითითებული უნდა იყოს ის სასამართლო, რომელსაც მხარეები მიმართავენ მათ შორის წარმოქმნილი დავის გადაწყვეტის მიზნით.]

12. გადასახადები და ბაჟები (24)

[ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შემსყიდველი გარკვეული ობიექტური გარემოებების გამო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზოგიერთი გადასახადის, მოსაკრებლის და სხვა გადახდა უზრუნველყოს საკუთარი ფინანსური რესურსებით. მაგალითად, თუ ხელშეკრულება დადებულია საქართველოს ფარგლებს გარედან საქონლის მიწოდებაზე CIF-ის პირობებით, ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, შემსყიდველს შეუძლია თავის თავზე აიღოს საქონლის განბაჟების პროცესში გადასახდელი გადასახადების, მოსაკრებლების და ბაჟის გადახდის ვალდებულება.]

ზ) სატენდერო წინადადება

თარიღი: ––––––––––––––––

 ვის: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                          (შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება)

ვისგან: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                            (პრეტენდენტის დასახელება და მისამართი)

შევისწავლეთ რა სატენდერო დოკუმენტაცია ყველა დანართის ჩათვლით (–––––––––––– მიუთითეთ დანართების რაოდენობა), თანახმა ვართ სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად განვახორციელოთ ––––––––––––––––––––––––––––

                                   (მომსახურების აღწერა)

გაწევა და გთავაზობთ ზემოაღნიშნულის შესრულებას შემდეგ ფასად:

ლოტი 1. ––––––––––– (ციფრებით) –––––––––––– (სიტყვიერად) –––––––––––– (ვალუტა).

 

ლოტი 2. ––––––––––– (ციფრებით) –––––––––––– (სიტყვიერად) –––––––––––– (ვალუტა).

 

ლოტი 3. ––––––––––– (ციფრებით) ––––––––––––– (სიტყვიერად) –––––––––––– (ვალუტა).

ალტერნატივა (ალტერნატიული წინადადების წარდგენის დაშვების შემთხვევაში):

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (ალტერნატიული წინადადების არსი და ფასი)

ჩვენი სატენდერო წინადადების გამარჯვების შემთხვევაში, ვიღებთ ვალდებულებას დავიწყოთ მომსახურების გაწევა –––––––––––––– დღის განმავლობაში და დავასრულოთ შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების (შემდგომ «ხელშეკრულება») ძალაში შესვლიდან –––––––––––––––– დღის განმავლობაში (სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად აქ შეიძლება ჩაიწეროს მომსახურების გაწევის გრაფიკი ან დაწყება-დასრულების კონკრეტული თარიღი).

სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად ჩვენი სატენდერო წინადადება უზრუნველყოფილია გარანტიით (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში).

ჩვენი სატენდერო წინადადების გამარჯვების შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად ჩვენ მიერ წარმოდგენილი იქნება

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შემდეგ თანხაზე:

 (საბანკო გარანტია, დაზღვევა ან სხვა)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (ციფრობრივად, სიტყვიერად, ვალუტის მითითებით)

წინამდებარე სატენდერო წინადადება ძალაშია ––––––––––––––––––დღის განმავლობაში, დაწყებული შემდეგი თარიღიდან: –––––––––––––––––––––– .

ამით ვადასტურებთ, რომ გაცნობილნი ვართ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებას და ტენდერის მსვლელობის დროს ვიმოქმედებთ დადგენილი ნორმების ფარგლებში.

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

* ეს აბზაცი ჩაიდება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში.

სატენდერო წინადადებას თან ახლავს შემდეგი დანართები (გვერდების რაოდენობის მითითებით):*

1.

2.

3.

.

 

 –––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––

 (ხელმოწერა) (თანამდებობა)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (პრეტენდენტის დასახელება)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

* სატენდერო დოკუმენტაციაში მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია, მასალები, ცნობები, მომსახურების გაწევის მეთოდები, გრაფიკი და ხარჯთაღრიცხვა (საჭიროებისამებრ – ნახაზები, სქემები და ა.შ.).

თ) სატენდერო წინადადების საგარანტიო უზრუნველყოფა

(საბანკო გარანტიის შემთხვევაში)

ვითვალისწინებთ რა, რომ ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                 (პირი, რომელზეც გაიცემა საგარანტიო წერილი)

(შემდგომში „პრეტენდენტი“) მზად არის წარმოადგინოს თავისი სატენდერო წინადადება                              –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სატენდერო კომისიის მიერ

 (შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება)

–––––––––––––––––––––––––––––––შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის

 (შესასყიდი მომსახურების დასახელება)

მისაღებად, ჩვენ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––(შემდგომში „ბანკი“)

                                                  (ბანკის დასახელება)

ვ ა დ ა ს ტ უ რ ე ბ თ, რ ო მ

ვიღებთ ვალდებულებას ––––––––––––––––––––––––– (შემდგომში „შემსყიდველი“)

                                  (შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება)

წინაშე, რომლის მიხედვითაც დროულად და სრულად უზრუნველვყოფთ შემსყიდველისათვის –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– გადახდას

(თანხა ციფრობრივად, სიტყვიერად, ვალუტის მითითებით)

 

შემდეგ შემთხვევებში:

1.  თუ სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ პრეტენდენტმა უარი განაცხადა ტენდერში მონაწილეობაზე, თავისი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის დასრულებამდე;

2.  თუ პრეტენდენტი გამარჯვების შემთხვევაში უარს განაცხადებს შემსყიდველთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე;

3.  თუ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულ იქნა შესყიდვის პროცედურების დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.

 

გარანტია ძალაში რჩება ––––––––––––––––––––––მდე* .

(თარიღი)

ბანკი უზრუნველყოფს საგარანტიო თანხის გადახდას შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, იმ პირობით, რომ შემსყიდველის მოთხოვნაში მითითებული იქნება რომელი ზემოაღნიშნული შემთხვევის (შემთხვევების) დადგომის გამო ეკუთვნის მას ეს თანხა და შემსყიდველის მოთხოვნა საგარანტიო თანხის გადახდაზე წარედგინება ბანკს გარანტიის მოქმედების ვადის დასრულებამდე.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ხელმოწერა)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (სახელი, გვარი, თანამდებობა)

დამოწმებულია ბანკის ბეჭდით ––––– ––––––––– 200––– წ.

 *გარანტიის მოქმედების ვადა უნდა იყოს პრეტენდენტის სატენდერო წინადადების მოქმედების ვადაზე 30 კალენდარული დღით მეტი.

ი) ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ

 

წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია „–––––“ –––––––––––– 200 –– წ.

ერთი მხრივ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––(შემდგომში «შემსყიდველი»)

(შემსყიდველის დასახელება და რეკვიზიტები)

და მეორე მხრივ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––(შემდგომში «მიმწოდებელი»)

 (მიმწოდებლის დასახელება და რეკვიზიტები)

შორის.

იმის გათვალისწინებით, რომ:

შემსყიდველმა ჩაატარა ტენდერი –––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––

                                                                         (მომსახურების მოკლე აღწერა)

     შესყიდვაზე, რომელშიც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მიმწოდებლის სატენდერო წინადადება და – მიმწოდებლის სატენდერო წინადადების თანახმად მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება გაუწიოს შემსყიდველს ზემოაღნიშნული მომსახურება შემდეგ თანხაზე: –––– ––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (მიუთითეთ ხელშეკრულების თანხა ციფრობრივად, სიტყვიერად და ვალუტის ჩვენებით)

(შემდგომში „ხელშეკრულების ღირებულება“)

წინამდებარე ხელშეკრულება ადასტურებს შემდეგს:

1.  ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქმნის მოცემულ ხელშეკრულებას და ითვლება მის განუყოფელ ნაწილად, კერძოდ:

ა) წინამდებარე ხელშეკრულება;

ბ) პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება, მომსახურების ხარჯთაღრიცხვა და სატენდერო წინადადებაზე თანდართული ყველა სხვა დოკუმენტი;

გ) გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი;

დ) ტექნიკური დავალება;

ე) ხელშეკრულების საერთო პირობები;   

ვ) ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები;

ზ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის დამადასტურებელი        დოკუმენტები.*

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

* ეს ქვეპუნქტი ჩაიდება მხოლოდ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში.

2.  ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში დაფიქსირებული ყველა მონაცემი, პარამეტრი, ვადები, ტექნიკური და სხვა პირობები, მხარეთა პასუხისმგებლობის ფორმები და სხვა წარმოადგენს ხელშეკრულების პირობებს.

3. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გაუწიოს შემსყიდველს ზემოაღნიშნული მომსახურება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

4.  შემსყიდველი იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს მიმწოდებელს ხელშეკრულების ფასი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ზემოთ მითითებული თარიღიდან 200––წ. „––––––“ ––––––––––––––– მდე (ან მიუთითეთ მოქმედების ხანგრძლივობა).

ხელის მოწერა და ბეჭედი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                        (შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი

 ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

  პირის სახელი, გვარი, თანამდებობა)

ხელის მოწერა და ბეჭედი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (მიმწოდებლის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა)

კ) ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა

(საბანკო გარანტია)

ვის: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                           (შემსყიდველის დასახელება)

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ –––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                      (მიმწოდებლის დასახელება)

შემდგომში „მიმწოდებელმა“–––––––––––––––––– ტენდერში წარდგენილი თავისი

                                                      (ტენდერის დასახელება)

სატენდერო წინადადების შესაბამისად იკისრა ვალდებულება წარმოადგინოს საბანკო გარანტია მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების გარანტიის სახით ხელშეკრულებაში მითითებულ თანხაზე, ჩვენ თანახმა ვართ გავცეთ მიმწოდებლის სახელზე ზემოთ აღნიშნული გარანტია.

ამასთან დაკავშირებით ვადასტურებთ, რომ ვართ გარანტები და პასუხისმგებლები თქვენს წინაშე მიმწოდებლის სახელით საერთო თანხაზე –––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––

                                                                                             (თანხა ციფრებით)     (თანხა სიტყვებით)

და ვკისრულობთ ზემოაღნიშნული თანხის გადახდას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე თქვენი პირველივე მოთხოვნისთანავე.

წინამდებარე გარანტია ძალაშია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების საბოლოოდ დამთავრებამდე.

გარანტების ხელმოწერა და ბეჭედი

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                              (თარიღი)

 ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                              (მისამართი)

ტიპური სატენდერო დოკუმენტაცია

სამუშაოების შესყიდვა ტენდერის საშუალებით

ა) ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის

 

მოცემული ინსტრუქცია არის ტიპური ინსტრუქცია ტენდერის მონაწილეთათვის და იგი წარმოადგენს „შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დანართს. დაუშვებელია მასში რაიმე შესწორების შეტანა. ნებისმიერი სახის შესწორება, დაზუსტება და დამატებების შეტანა ხორციელდება საბაზისო მონაცემთა ნუსხაში (სმნ).

 

 

1. დაფინანსების წყარო

1.1     სმნ-ში მოცემული შემსყიდველი ორგანიზაციისათვის (შემდგომში – შემსყიდველი) მითითებული დაფინანსების წყაროთი გათვალისწინებულია ასიგნებები, რომლის საშუალებითაც მოცემული ორგანიზაცია განახორციელებს შესყიდვას და ამისათვის ატარებს ტენდერს.

 

2. შესყიდვებში მონაწილეთა უფლებამოსილება

2.1     მოცემულ ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს შესყიდვებში მონაწილეობაზე   უფლებამოსილ ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს, აქ მოცემული გამონაკლისი შემთხვევების გარდა:

ა)  ტენდერში მონაწილეები არც საქმიანობით და არც ნათესაური კავშირით არ უნდა იყვნენ დაკავშირებულნი პირდაპირ ან ირიბად იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან, ან მათ ფილიალებთან, რომლებიც მიიწვია შემსყიდველმა მოცემული სამუშაოს შესყიდვებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის, ტექნიკური პირობების და სხვა დოკუმენტების მოსამზადებლად;

ბ)  ტენდერში მონაწილეებს და მათ ხელმძღვანელებს არ უნდა ჰქონდეთ ფინანსური ან ნათესაური კავშირები სატენდერო კომისიაში შემავალ პირებთან;

გ)  ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ყველა ქვეყნის წარმომადგენელ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემთხვევების გარდა.

 

3. ტენდერში მონაწილეობის ღირებულება

3.1     ტენდერში მონაწილე თავის თავზე იღებს საკუთარი სატენდერო წინადადების მომზადებასა და მიწოდებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ხოლო შემსყიდველი არც ერთ შემთხვევაში არ აგებს პასუხს ამ ხარჯებზე, შესყიდვების ჩატარების და შედეგების ხასიათის მიუხედავად.

 

4. სატენდერო კომისია და სატენდერო კომისიის აპარატი

4.1     შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ სატენდერო კომისიისა და სატენდერო კომისიის აპარატის შემადგენლობა მოცემულია სმნ-ში

4.2     სატენდერო კომისიის უფლება-მოვალეობებია:

სატენდერო პროცედურების წარმართვა, საკვალიფიკაციო მონაცემების და სატენდერო წინადადებების შეფასება და გამარჯვებულის გამოვლენა, რომელთანაც უნდა დაიდოს ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ.

4.3     სატენდერო კომისიის აპარატის ფუნქციებია:

 ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენდერო დოკუმენტაციის, ხელშეკრულების ფორმის შედგენა და ასევე ტენდერის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხების მოგვარების უზრუნველყოფა.

 

5. სატენდერო დოკუმენტაცია

5.1     შემსყიდველი მოთხოვნისთანავე გადასცემს პრეტენდენტს სატენდერო დოკუმენტაციას.

5.2 სატენდერო დოკუმენტაცია არის დოკუმენტთა პაკეტი, რომელიც შეიცავს სრულ ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის, სატენდერო პროცესის და შესყიდვის შესახებ დასადები ხელშეკრულების ძირითადი პირობების თაობაზე.

5.3     სატენდერო დოკუმენტაცია შეიცავს შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას:

ა)  ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის (იტმ);

ბ)  საბაზისო მონაცემთა ნუსხა (სმნ);

გ)  სამუშაოების შესრულების ვადები;

დ)     ტექნიკური პირობები;

ე)  ხელშეკრულების საერთო პირობები;

ვ)  ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები;

ზ) სატენდერო წინადადების ფორმა და ხარჯთაღრიცხვა;

თ)     სატენდერო წინადადების საბანკო გარანტიის ფორმა (გარანტიის ამ სახის გამოყენების შემთხვევაში);

ი)  შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფორმა;

კ)  ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის ფორმა (გარანტირების ასეთი ფორმის გამოყენების შემთხვევაში);

ლ)     ნახაზები და სპეციფიკაციები;

მ)  სმნ-ში მითითებული სხვა დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

5.4     იგულისხმება, რომ პრეტენდენტი შეისწავლის სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ ყველა ინსტრუქციას, ფორმას და პირობას. სატენდერო დოკუმენტაციაში მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად წარმოდგენამ, ან ისეთი სატენდერო წინადადების წარდგენამ, რომელიც არ პასუხობს შესყიდვების დოკუმენტაციის ყველა მოთხოვნას, შეიძლება გამოიწვიოს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.

 

6. სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა

6.1 პრეტენდენტის წერილობითი თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით სატენდერო კომისია განმარტავს და აზუსტებს სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის პროცედურებთან და/ან ობიექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რაც ფორმდება სატენდერო დოკუმენტაციის დამატების სახით და ერთდროულად ეგზავნება ყველა პრეტენდენტს სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დამთავრებამდე არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე.

6.2 იმ შემთხვევში, თუ პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაცია გაიტანა 6.1 მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, სატენდერო დოკუმენტაციის დამატება მას გადაეცემა სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად, ამასთან, პრეტენდენტს აღარა აქვს უფლება მიმართოს კომისიას სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის პროცედურებთან და ობიექტთან დაკავშირებული ინფორმაციის განმარტებისა და დაზუსტების მოთხოვნით. სატენდერო დოკუმენტაციის დამატება არ უნდა ცვლიდეს სატენდერო დოკუმენტაციის შინაარსს.

 

7. სატენდერო დოკუმენტაციის განმარტებ

7.1     პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ რაიმე განმარტების მიღების მიზნით, შეუძლია მიმართოს სატენდერო კომისიას წერილობით, რომელიც უნდა გაიგზავნოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ მისამართზე.

7.2     სატენდერო დოკუმენტაციის განმარტებასთან დაკავშირებულ ყველა განაცხადს შემსყიდველი პასუხობს წერილობით. შემსყიდველის წერილობითი პასუხის ასლები დაეგზავნება/გადაეცემა ყველა პრეტენდენტს.

 

8. სატენდერო წინადადების ენა

8.1     ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია შედგენილ უნდა იყოს ქართულ და სმნ-ში მითითებულ საერთაშორისო სავაჭრო პრაქტიკაში აღიარებულ ენაზე. შესყიდვებში მონაწილის მიერ წარმოდგენილი თანმდევი დოკუმენტაცია და ბეჭდვითი ლიტერატურა შეიძლება იყოს დაწერილი სხვა ენაზე, ოღონდ იმ პირობით, თუ მას თან დაერთვება შესაბამისი განყოფილებების ზუსტი თარგმანი ქართულ და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ სხვა ენაზე. ამ შემთხვევაში მოცემული საკონკურსო წინადადების ინტერპრეტაციის დროს უპირატესობა მიენიჭება ქართულ თარგმანს.

 

9. პრეტენდენტის სატენდერო წინადადება და მასში შემავალი დოკუმენტაცია

9.1     პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:

ა)  ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს;

ბ)  სატენდერო წინადადების და ხარჯთაღრიცხვის შევსებულ ფორმას;

გ)  მისაწოდებელი ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მონაცემების სრულ აღწერილობას;

დ)     სამუშაოების შესრულების მეთოდებს, გრაფიკებს, ნახაზებსა და სპეციფიკაციებს;

ე)  სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის დამადასტურებელ მოწმობას (გარანტიის გამოყენების შემთხვევაში);

ვ) ასევე იმ სხვა ინფორმაციასა და დოკუმენტაციას, რომელიც მოცემულია სმნ-ში.

9.2     პრეტენდენტი ავსებს სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ სატენდერო წინადადების ფორმას, სადაც აღწერს მიწოდების ობიექტს, მის მოცულობას, ერთეულისა და ჯამურ ფასს, შესრულების პირობასა და ვადებს.

9.3     პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს ფასები ხარჯთაღრიცხვის ჩამონათვალში მოცემულ სამუშაოთა ყველა სახეობაზე. ხარჯთაღრიცხვაში გაუფასებელი სამუშაოები დამკვეთის მიერ არ ანაზღაურდება მათი შესრულების შემთხვევაში და ჩაითვლება, რომ ეს სამუშაოები დაიფარება სხვა სამუშაოების ხარჯზე.

9.4     პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს ერთი ან რამდენიმე ალტერნატიული სატენდერო წინადადება სმნ-ში მითითებული პირობების შესაბამისად.

10. მიწოდების ობიექტის აღწერილობა

10.1   სატენდერო წინადადებაში სამუშაოები აღწერილი უნდა იყოს მკაფიოდ და გასაგებად.

10.2   მიწოდების ობიექტის აღწერისათვის გამოყენებული ტექსტური მასალები, სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები, და სხვა უნდა ასახავდეს შესასრულებელი სამუშაოს ობიექტურ ტექნიკურ და ხარისხობრივ პარამეტრებს.

 

11. სატენდერო წინადადების ფასი

11.1   სატენდერო წინადადებაში, სრულ ღირებულებასთან ერთად მისაწოდებელი ობიექტის თითოეული ერთეულისათვის ნათლად უნდა იყოს მითითებული ფასი ტრანსპორტირების, დაზღვევის, გადასახადებისა თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, იმისდა მიხედვით, თუ რა არის გათვალისწინებული სმნ-ში

 11.2  სატენდერო წინადადების საერთო ღირებულება და გასაწევი სამუშაოს თითოეული ერთეულის ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს სმნ-ში მითითებულ ვალუტაში.

 

12. სატენდერო წინადადებების მოქმედების ვადა

12.1   სატენდერო წინადადებები ძალაში უნდა დარჩეს სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ვადის განმავლობაში.

12.2   განსაკუთრებულ შემთხვევებში შემსყიდველს შეუძლია თხოვნით მიმართოს პრეტენდენტს საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალი დადასტურებისა და/ან მისი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე. ასეთი თხოვნა და მისი პასუხი ფორმდება წერილობით. დადებითი პასუხის შემთხვევაში სატენდერო წინადადებაზე წარმოდგენილი გარანტიის (მისი გამოყენების შემთხვევაში)

 მოქმედების ვადაც შესაბამისად უნდა გაგრძელდეს. პრეტენდენტს უფლება აქვს უარი განაცხადოს სატენდერო წინადადების ვადის გაგრძელებაზე, მაგრამ ეს გამოიწვევს მისი სატენდერო პროცედურებიდან გამოსვლას, თუმცა იგი ამით არ დაკარგავს წარმოდგენილ გარანტიას. სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში პრეტენდენტს არ აქვს უფლება და იგი არ არის ვალდებული ცვლილებები შეიტანოს საკუთარ სატენდერო წინადადებაში.

 

13.   სატენდერო წინადადების უზრუნველყოფა

13.1   პრეტენდენტის ქმედებასთან დაკავშირებული რისკისაგან დაზღვევის მიზნით ტენდერში გამოყენებული იქნება სატენდერო წინადადების გარანტირების მექანიზმი სმნ-ში მითითებული ფორმითა და ოდენობით.

13.2   სატენდერო წინადადების გარანტირების მექანიზმის გამოყენება სავალდებულოა:

ა)  თუ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება აღემატება – 1 000 000 ლარს, ამასთან, იგი განისაზღვრება სატენდერო წინადადების ღირებულების 1 %-ის ოდენობით;

ბ)  ტექნიკურად რთული სამუშაოების შესყიდვის დროს, მიუხედავად შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებისა და როდესაც შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების ვადას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება.

13.3   პრეტენდენტმა აღნიშნული გარანტია უნდა წარმოადგინოს სატენდერო წინადადებასთან ერთად, დახურულ კონვერტში.

13.4   საგარანტიო მოთხოვნა თანაბრად ეხება ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტს.

13.5   შემსყიდველი ტენდერში მონაწილე პირებს გარანტიების დამადასტურებელ დოკუმენტებს დაუბრუნებს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების დღიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.

13.6   გარანტიების დამადასტურებელი დოკუმენტები ტენდერში მონაწილე პირებს დაუბრუნდებათ:

ა)  თუ შემსყიდველი ორგანიზაცია შეწყვეტს სატენდერო პროცედურებს;

ბ)  თუ გამარჯვებულ პირთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება არ დაიდო და სატენდერო კომისია ატარებს სატენდერო წინადადებების ხელმეორე განხილვას, რომელშიც მონაწილეობაზე პრეტენდენტი უარს აცხადებს;

გ)  თუ პრეტენდენტი უარს განაცხადებს შემსყიდველის თხოვნაზე გააგრძელოს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა ან ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული გარანტიის მოქმედების ვადის გაგრძელებას.

13.7   გარანტია პრეტენდენტს არ დაუბრუნდება:

ა)  თუ იგი უარს განაცხადებს ტენდერში მონაწილეობაზე, თავისი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის დასრულებამდე;

ბ)  თუ გამარჯვების შემთხვევაში არ დადებს შემსყიდველ ორგანიზაციასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას;

გ)  თუ მოხდება მისი დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურების დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.

13.8   შესყიდვებში მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს შემსყიდველის გადაწყვეტილება გარანტიის დაუბრუნებლობის თაობაზე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

14. სატენდერო წინადადების წარდგენის ფორმა, ადგილი და დრო

14.1   საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება სატენდერო კომისიას უნდა წარედგინოს ერთად, ერთ დახურულ კონვერტში. სატენდერო წინადადება ხელმოწერილ უნდა იქნეს პრეტენდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ხელმძღვანელის მიერ, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში, თავად მის მიერ. ხელმოუწერელი წინადადებები არ განიხილება.

14.2   სატენდერო წინადადება უნდა წარედგინოს შემსყიდველს სმნ-ში მითითებულ დროსა და მისამართზე.

14.3   სატენდერო წინადადებების მიღებასა და მათ რეგისტრაციას (მიღების თარიღისა და დროის მითითებით) აწარმოებს სატენდერო კომისიის აპარატი სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულ საათებში, ვადებსა და მისამართზე.

 

15. დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებები

15.1   ყველა სატენდერო წინადადება, რომლებსაც სატენდერო კომისია მიიღებს ამ ინსტრუქციის მე-14 მუხლში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, უარყოფილი იქნება და დაუბრუნდება პრეტენდენტს გაუხსნელად.

15.2   დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებების შემოსვლის თარიღსა და დროს სატენდერო კომისიის აპარატი ასახავს შემოსული სატენდერო წინადადებების სარეგისტრაციო დოკუმენტში.

 

16. სატენდერო წინადადებებში ცვლილებების შეტანა და მათი უკან გატანა

16.1   პრეტენდენტს უფლება აქვს სატენდერო წინადადებების გახსნამდე წერილობით მიმართოს სატენდერო კომისიას სატენდერო წინადადების გატანის, მისი შეცვლის ან მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

16.2   სატენდერო წინადადებებში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია მათი მიღების ვადის დასრულების შემდეგ, გარდა ამ ინსტრუქციის 19.2 პუნქტში მოყვანილი შემთხვევისა.

 

17. შემსყიდველის მიერ სატენდერო წინადადების გახსნა

17.1   სატენდერო წინადადებები გაიხსნება, მათი მიღების ვადის დასრულებისთანავე, პრეტენდენტების თანდასწრებით, სმნ-ში მითითებულ თარიღსა, საათსა და მისამართზე.

17.2   წინადადებების გახსნისას გამოცხადდება ტენდერში მონაწილეების ვინაობა, სატენდერო წინადადებების და ალტერნატიული სატენდერო წინადადებების (თუ მათი წარმოდგენა დასაშვებია) ფასები (ლოტების მიხედვით), შეღავათები (ფასდაკლებები). ზემოთ მოცემული ინფორმაცია აისახება შესაბამისი ოქმის სახით.

17.3   წინადადებების გახსნისას არც ერთი წინადადება არ იქნება უარყოფილი, გარდა დაგვიანებული წინადადებებისა. ასეთი წინადადებები გაუხსნელად დაუბრუნდება მათ წარმომდგენ პირებს. თუ პრეტენდენტი წარმოადგენს ხელმოუწერელ წინადადებას, რამდენიმე კონვერტს, ან/და წარმოდგენილ კონვერტში გახსნის შემდეგ აღმოჩნდება რამდენიმე სატენდერო წინადადება, სატენდერო კომისია არ განიხილავს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ არც ერთ წინადადებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით დასაშვებია ალტერნატიული წინადადების წარმოდგენა.

17.4   სატენდერო წინადადებები, რომლებიც არ იქნა გახსნილი და ხმამაღლა წაკითხული წინადადებების გახსნის დროს, არ იქნება მიღებული შემდგომი შეფასებისათვის, გარემოებებისდა მიუხედავად.

17.5   სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ სატენდერო კომისია დაადგენს სატენდერო წინადადებების განხილვის ვადებს.

 

18. სატენდერო წინადადებების დაზუსტება

18.1   სატენდერო წინადადებების შერჩევის ან შეფასების დროს აღმოჩენილი გაუგებრობების განმარტების მიზნით შემსყიდველს შეუძლია სთხოვოს ტენდერში მონაწილეს მისი სატენდერო წინადადების დაზუსტება. თხოვნა დაზუსტების შესახებ და პასუხი მასზე უნდა იყოს წარმოდგენილი წერილობითი ფორმით და ამასთანავე დაუშვებელია ისეთი თხოვნების, წინადადებების ან ნებართვების წარმოდგენა, რომლებიც ცვლის სატენდერო წინადადებების ფასს ან შინაარსს.

 

19. სატენდერო წინადადებების შერჩევა

19.1   კონვერტების გახსნის შემდეგ სატენდერო კომისია ახორციელებს შერჩევას, რაც გულისხმობს საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას და შედეგად იმ პრეტენდენტთა გამოვლენას, რომელთა სატენდერო წინადადებები დაიშვებიან შემდგომი შეფასებისათვის.

19.2   შემსყიდველის მიერ შერჩევის დროს სატენდერო წინადადებებში აღმოჩენილი მექანიკური შეცდომების გამოსწორებისას, თუ განსხვავება იქნება ციფრებსა და მათ სიტყვიერ გამოხატულებებს შორის, უპირატესობა მიენიჭება სიტყვით მოცემულ თანხას.

19.3   სატენდერო წინადადება არ ჩაითვლება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებისათვის:

ა) თუ პრეტენდენტის მიერ არ არის წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი (თანმხლები დოკუმენტების ჩათვლით) ან/და ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში – ნიმუში;

ბ) თუ სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვერ შეძლებს თავისი საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალ დადასტურებას;

გ) თუ პრეტენდენტი არ დათანხმდება სატენდერო კომისიის მიერ მის სატენდერო     წინადადებაში აღმოჩენილი მექანიკური შეცდომების გასწორებას;

დ) თუ სატენდერო წინადადება ან/და საკვალიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით ან/და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ე) თუ შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას;

ვ) თუ შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი მონაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება.

19.4 პრეტენდენტს უფლება აქვს დაესწროს შერჩევის პროცესს.

 

20. ერთიან ვალუტაში გადაყვანა

20.1   შედარებისა და შეფასების პროცედურის გაიოლების მიზნით შემსყიდველს, სატენდერო წინადადებების შეფასებამდე, სხვადასხვა ვალუტაში გამოხატული სატენდერო წინადადებების მოყვანილი ფასები, გადაყავს ლარებში, სმნ-ში მითითებული კურსით.

 

21. სატენდერო წინადადებების შეფასება

21.1   სატენდერო კომისია მოახდენს იმ სატენდერო წინადადებების შეფასებას, რომლებიც გაივლიან შერჩევას და დაიშვებიან შეფასებისათვის;

21.2   სატენდერო წინადადებების შეფასებას სატენდერო კომისია განახორციელებს სმნ-ში მითითებული კრიტერიუმებისა და მათი პრიორიტეტულობის კოეფიციენტების საშუალებით.

21.3   შეფასების კრიტერიუმები წარმოადგენენ სატენდერო წინადადებების იმ მაჩვენებლებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც ხორციელდება პრეტენდენტების წინადადებების ურთიერთშედარება და გამარჯვებულის გამოვლენა. თითოეული კრიტერიუმის შეფასება ხორციელდება 10 (ათ)-ბალიანი სისტემით.

21.4   პრიორიტეტულობის კოეფიციენტი გვიჩვენებს ყველა კრიტერიუმის ჩამონათვალში თითოეული მათგანის ხვედრითი, წილის ციფრობრივ გამოსახულებას. ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტების ჯამი შეადგენს ერთ მთელს.

21.5   სატენდერო კომისიის ყოველი წევრი ცალ-ცალკე, წერილობითი ფორმით, ახორციელებს თითოეული სატენდერო წინადადების შეფასებას, რომლის დროსაც თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისთვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლების დაჯამებით გამოითვლება თითოეული სატენდერო წინადადების ჯამური შეფასება. სატენდერო კომისიის წევრი აძლევს ხმას ყველა ჯამური შეფასებებიდან საუკეთესო მაჩვენებლის მქონე სატენდერო წინადადებას.

21.6   ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდება ის პრეტენდენტი, რომელსაც უპირატესობას მიანიჭებს სატენდერო კომისიის წევრთა სიითი უმრავლესობა.

21.7   იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო კომისიის წევრთა მიერ მიცემული ხმები თანაბრად განაწილდება პრეტენდენტებზე, გადამწყვეტად ჩაითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, მაშინ შეჯამდება სატენდერო კომისიის წევრების მიერ პრეტენდენტებისათვის მიცემული შეფასებები და გამარჯვებულად გამოცხადდება ყველაზე მაღალი ჯამური შეფასების მქონე პრეტენდენტი.

21.8   თუ ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად არ გამოვლინდა ტენდერში გამარჯვებული, მაშინ გაიმარჯვებს უფრო დაბალი ღირებულების მქონე სატენდერო წინადადება.

21.9   სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებულის შესახებ ფორმდება ოქმის სახით და მისი შედეგები ეცნობება ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

22. პრეტენდენტისა და შემსყიდველის ურთიერთობები

22.1   თუ რომელიმე პრეტენდენტი მიმართავს სატენდერო კომისიას სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტების ან განმარტებისათვის, სატენდერო კომისიამ პასუხი უნდა აცნობოს ყველა პრეტენდენტს.

22.2   წინადადების გახსნის მომენტიდან ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენის მომენტამდე ტენდერის არც ერთ მონაწილეს არ უნდა ჰქონდეს კონტაქტი შემსყიდველთან მის სატენდერო წინადადებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის თაობაზე. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემსყიდველი სატენდერო წინადადებების შერჩევის პროცესში თვითონ მიმართავს შესყიდვების მონაწილეს მის წინადადებაში არსებული გაუგებრობების დაზუსტების ან აღმოჩენილი უზუსტობების გამოსწორების მიზნით.

22.3   პრეტენდენტის ნებისმიერი მცდელობა, რაიმე ზეგავლენა მოახდინოს წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებულის გამოვლენასთან დაკავშირებული შემსყიდველის გადაწყვეტილებაზე, გამოიწვევს სატენდერო პროცედურებიდან ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

 

23. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება, მოახდინოს სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირის დისკვალიფიკაცია

23.1   შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს მოახდინოს შესყიდვებში მონაწილე პირის დისკვალიფიკაცია სატენდერო პროცედურების ნებისმიერ ეტაპზე შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე, თუ:

ა)  ტენდერში მონაწილე პირის საკვალიფიკაციო მონაცემები ან სატენდერო წინადადება არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს;

ბ)  სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირი ვერ დააკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის (სატენდერო კომისიის) მოთხოვნას საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალ დადასტურებაზე;

გ)  სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირი უარს განაცხადებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში ან სატენდერო წინადადებაში სატენდერო კომისიის მიერ აღმოჩენილი უზუსტობების ან შეცდომების შესწორებაზე;

დ)     სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები, ან სატენდერო წინადადებაში მოყვანილი მონაცემები, ან მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება;

ე) ტენდერში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე ან ვერ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას;

ვ)  შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირი ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.

23.2   შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციის შესახებ წერილობითი ფორმით ეცნობება დისკვალიფიცირებულ პირს დაუყოვნებლივ ან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებით განსაზღვრულ ვადებში.

23.3   დისკვალიფიცირებულ პირს უფლება აქვს მისი დისკვალიფიკაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების განხილვის თხოვნით მიმართოს შემსყიდველ ორგანიზაციას, მისი დისკვალიფიკაციის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არა უმეტეს 20 (ოცი) კალენდერული დღის განმავლობაში, ან გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება სასამართლოში.

 

24.   სატენდერო პროცედურების შეწყვეტა

24.1   შემსყიდველს უფლება აქვს შეწყვიტოს სატენდერო პროცედურები, თუ: ამის აუცილებლობა წარმოიქმნება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზების გამო, ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

24.2   სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში სატენდერო კომისია აცნობებს ამის შესახებ სატენდერო პროცედურებში მონაწილე ყველა პირს 3 (სამი) დღის განმავლობაში.

24.3   შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირებს დეტალური ინფორმაცია ან კონკრეტული მტკიცებულებანი, რის საფუძველზეც მოხდა სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ასევე აუნაზღაუროს მათ ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.

24.4   შემსყიდველს, სატენდერო წინადადებების გახსნამდე, სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეუძლია დამოუკიდებლად და ასეთ შემთხვევაში დაუბრუნებს საკვალიფიკაციო მონაცემებს, გაუხსნელ სატენდერო წინადადებებს და თანმხლებ დოკუმენტებს პრეტენდენტებს.

24.5   სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შესახებ კანანმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში. ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შემსყიდველი დაუბრუნებს სატენდერო წინადადებებს და თანხმლებ დოკუმენტებს მათ წარმომდგენ პირებს.

24.6   თუ სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შემდეგ შემსყიდველი მიიღებს გადაწყვეტილებას იმავე ობიექტის შესყიდვაზე, იმავე წლის ასიგნებებით, ასეთ შემთხვევაში იგი განახორციელებს შესყიდვებს შეწყვეტილი პროცედურების გაგრძელების მეშვეობით და ამის შესახებ აცნობებს შეწყვეტილი პროცედურების მონაწილე ყველა პირს. თუ არც ერთი მონაწილე არ გამოთქვამს სურვილს განახლებულ ტენდერში მონაწილეობის თაობაზე, შემსყიდველი გამოაცხადებს ახალ ტენდერს.

25.   პრეტენდენტისათვის შეტყობინების გაგზავნა ტენდერში გამარჯვების თაობაზე და მასთან ხელშეკრულების დადება

25.1   ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში შემსყიდველი წერილობით აცნობებს ტენდერში გამარჯვებულ მონაწილეს ამის თაობაზე და იწვევს მას შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დასადებად.

25.2   ტენდერში გამარჯვებულისათვის ხელშეკრულების დადების თაობაზე მოწვევის გაგზავნიდან არა უმეტეს 10 (ათი) დღის ვადაში დაიდება ხელშეკრულება შესყიდვების შესახებ, შემსყიდველსა და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის.

25.3   შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება იდება სატენდერო დოკუმენტაციის, გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებისა და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით.

 

26.   შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში)

26.1   იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, აღნიშნულ ტენდერში გამოყენებული იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი სმნ-ში მითითებული სახით, ფორმითა და ოდენობით. (გარანტირების მექანიზმის გამოყენება სავალდებულოა, თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 1 000 000 ლარს და გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5 პროცენტს და არ უნდა იყოს 2 პროცენტზე ნაკლები). მისი ყველა პირობის, მოქმედების ვადის, დაკავებისა და უკან დაბრუნების წესის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

26.2   თუ მოხდება ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, შემსყიდველი დაუყოვნებლივ დაუბრუნებს მას ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დამადასტურებელ საბუთებს.

 

27. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან

27.1   ანგარიშსწორება შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის განხორციელდება შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შესაბამისად.

27.2   ანგარიშსწორების განხორცილებამდე შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს მოითხოვოს მიმწოდებლისაგან შესრულებული სამუშაოს შუალედური ანგარიში ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მითითებული სხვა დოკუმენტაცია.

27.3   თუ ასეთი რამ გათვალისწინებულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში, მიმწოდებელთან შეიძლება განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორება მიმწოდებლის სატენდერო ფასის გარკვეული პროცენტის ოდენობით, მიმწოდებლის მიერ იგივე ოდენობის გარანტიის წარმოდგენის შემდეგ. ინფორმაცია საავანსო თანხის პროცენტული ოდენობისა და მიმწოდებლის მიერ შესაბამისად წარმოსადგენი გარანტიის ფორმის შესახებ ასახული იქნება ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

27.4   წინასწარი ანგარიშსწორების განხორციელების შემთხვევაში მიმწოდებელი და მისი ქვეკონტრაქტორები ვალდებულნი არიან შემსყიდველს წარუდგინონ წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტია სმნ-ში მითითებული წესით და გამოიყენონ წინასწარ მიღებული თანხები მხოლოდ შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სამუშაოების განსახორციელებლად.

27.5   შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დავალიანების წარმოქმნის შემთხვევაში მისი დაფარვა მოხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

28. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა

28.1   შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა არ დაიშვება, თუ ეს გამოიწვევს ხელშეკრულების ფასის გაზრდას ან შემსყიდველისათვის ხელშეკრულების პირობების გაუარესებას, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

28.2   შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით, სადაც ასევე იქნება მითითებული ის გარემოებებიც, როდესაც დასაშვებია ფასის შეცვლა.

28.3   ფასის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას და ახალი ფასის გაანგარიშებისას მხედველობაში მიღებულ იქნება ხელშეკრულებაში მითითებული გარემოებების ზეგავლენის დონე შესყიდვის ობიექტის ფასზე, შემსყიდველი ორგანიზაციისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების მოცულობა, ქვეყანაში დაფიქსირებული ინფლაციის დონე, სამომხმარებლო ფასების ინდექსი, სამეწარმეო აქტიურობის ინდექსი და სხვა ფაქტორები. ხელშეკრულებით დაფიქსირებული ფასის ყოველი შეცვლა გაფორმდება დოკუმენტურად.

28.4   შესყიდვების შესახებ დადებული ხელშეკრულების გადასინჯვის წესი განსაზღვრულ იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

29. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი

29.1   შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის, შესასრულებელი ან შესრულებული სამუშაოების მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირების საკითხებში მიმწოდებელთან ითანამშრომლებს შემსყიდველის მიერ ამისათვის სპეციალურად შექმნილი ჯგუფი.

29.2   კონკრეტული ინფორმაცია შემსყიდველის მიერ სამუშაოს ხარისხისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირების ადგილის, გრაფიკის, ასევე ინსპექტირების განმახორციელებელი პირების და ინსპექტირების პროცესში მიმწოდებლის მოვალეობების შესახებ მოცემულია ხელშეკრულების საერთო და სპეციფიკურ პირობებში.

29.3   სამუშაოების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების აქტის) გაფორმებამდე შემსყიდველი ორგანიზაცია, ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მითითებულ ადგილას და სახით, ჩაატარებს შესრულებული სამუშაოების საბოლოო შემოწმებას, რომლის მიზანია მათი შესაბამისობის დადგენა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებთან, ხელშეკრულების პირობებთან, ნიმუშებთან, არსებულ სტანდარტებთან. საბოლოო შემოწმების პროცესში ხელშემკვრელ მხარეებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ მოიწვიონ დამოუკიდებელი ექსპერტები.

29.4   საბოლოო შემოწმების შედეგები ეცნობება მიმწოდებელს წერილობითი სახით, დაწუნებული სამუშაოების მოცულობის და წუნდების მიზეზების მითითებით.

29.5   იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელსა და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შექმნილ სპეციალურ ჯგუფს შორის წარმოიშობა უთანხმოება, იგი უნდა გადაწყდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელობისა და მიმწოდებელს შორის უთანხმოების განხილვის მეშვეობით, ხოლო ამ გზით საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში – სასამართლო წესით.

 

30. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდერი

30.1. ტენდერი ითვლება არშემდგარად, თუ დადგენილ ვადებში არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი პირის საკვალიფიკაციო მონაცემები და/ან სატენდერო წინადადება;

30.2 ტენდერი ითვლება დასრულებულად უარყოფითი შედეგით, თუ:

ა) არც ერთი პირის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და სატენდერო წინადადება არ შეესაბამებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს;

ბ) წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის ფინანსურ შესაძლებლობებს.

30.3   ტენდერი გამოცხადდება არშემდგარად, თუ დადგენილ ვადებში ღია ტენდერის დროს არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი სატენდერო წინადადება და/ან საკვალიფიკაციო მონაცემი.

30.4   ტენდერი ითვლება დასრულებულად უარყოფითი შედეგით, თუ:     

ა) არც ერთი პირის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და სატენდერო წინადადება არ შეესაბამებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს;

ბ) წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის ფინანსურ შესაძლებლობებს.

 

31. გასაჩივრების წესი

31.1   ტენდერში მონაწილე პირებს შეუძლიათ გაასაჩივრონ შემსყიდველი ორგანიზაციის (სატენდერო კომისიის) ქმედებები სასამართლოში.

ბ) საბაზისო მონაცემების ნუსხა

 

 

საბაზისო მონაცემთა ნუსხა წარმოადგენს ტენდერში მონაწილეთათვის ინსტრუქციის დანამატს, იგი გამოდის მისი შემავსებლის სახით, რომელშიც აისახება ყოველი კონკრეტული ტენდერისათვის დამახასიათებელი ინფორმაცია.

 

საბაზისო მონაცემთა ნუსხის პირველ სვეტში მოცემულია ყოველი მონაცემის ის შესაბამისი მუხლი, რომელიც ასახულია ინსტრუქციაში ტენდერში მონაწილეთათვის (იტმ);

 

 

იტმ 1.1

შემსყიდველი ორგანიზაცია:

 

იტმ1.1

შესყიდვის დაფინანსების წყარო:

იტმ4.1

სატენდერო კომისიის შემადგენლობაა:

იტმ4.1

სატენდერო კომისიის აპარატის შემადგენლობა:

იტმ5.3

სატენდერო დოკუმენტაციის დამატებითი დოკუმენტებისა და ინფორმაციის ჩამონათვალი:

იტმ8.1

სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია აგრეთვე შეიძლება წარმოდგენილ იქნ ე ს შემდეგ ენაზე (ენებზე):

იტმ9.1

პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დამატებით დოკუმენტებსა და ინფორმაციას: –––––––––––––––––––

 

იტმ11.1

სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახულ უნდა იყოს –––––––––––––––––––––––––––––––––––––––– გათვალისწინებით. (ტრანსპორტირების, დაზღვევის, გადასახადებისა თუ სხვა)

იტმ 11.2

სატენდერო წინადადების საერთო და თითოეული ერთეულის ფასის წარმოდგენა ასევე დასაშვებია ––––––––––––––––––– -ში.

იტმ12.1

სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა –

იტმ13.1

ტენდერში გამოიყენება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის შემდეგი ფორმის გარანტია:

 

იტმ13.1

სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობაა:

 

იტმ14.2

სატენდერო წინადადებები უნდა წარედგინოს შემსყიდველს არა უგვიანეს შემდეგი დროისა:

იტმ14.2

სატენდერო წინადადებები წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე:

იტმ 17.1

სატენდერო წინადადებები გაიხსნება შემდეგ მისამართზე:

იტმ17.1

სატენდერო წინადადებები გაიხსნება შემდეგ დროს:

იტმ20.1

 

სატენდერო წინადადებების შეფასებისათვის სხვადასხვა ვალუტაში გამოსახული წინადადებები გადაყვანილ იქნება ლარებში შემდეგი კურსით:

 

 

იტმ21.2

სატენდერო წინადადებების შეფასებას სატენდერო კომისია განახორციელებს შემდეგი კრიტერიუმებისა და მათი პრიორიტეტულობის კოეფიციენტების საშუალებით:

№ შეფასების კრიტერიუმები პრიორიტეტულობის კოეფიციენტები

1.

2.

3.

.

 სულ: 1.0

იტმ 26.1

 

 

 

ტენდერში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი გამოყენებულ იქნება შემდეგი სახით: –––––––––––––––––––––––––––––––––––––.

 (გარანტირება და/ან დაზღვევა)

იტმ 26.1

ტენდერში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი გამოყენებულ იქნება შემდეგი ფორმით: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––.

(საბანკო გარანტია, აკრედიტივი, დამოწმებული ჩეკი, ქონების, პერსონალის, მოწყობილობა- დანადგარების დაზღვევა და სხვა)

იტმ 26.1

ტენდერში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი გამოყენებულ იქნება შემდეგი ოდენობით:

იტმ 27.4

წინასწარი გადახდის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას გარანტია შემდეგი ფორმითა და ოდენობით:

 

გ) სამუშაოების შესრულების ვადები

სამუშაოების შესყიდვისას შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი უნდა იყოს მოცემული ტექნიკურ პირობებში, ხოლო სატენდერო დოკუმენტაციის ამ ნაწილში ფიქსირდება სამუშაოების დაწყების და დასრულების სავალდებულო ან სასურველი ვადები, ან, თუ შემსყიდველი ჩათვლის მიზანშეწონილად (შესაძლებლად) – სამუშაოების ცალკეული ეტაპების შესრულების ვადები. სამუშაოების შესრულების კონკრეტულ გრაფიკს ადგენენ თვით პრეტენდენტები თავიანთ სატენდერო წინადადებებში.

ვინაიდან ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის (მიმწოდებლის) სატენდერო წინადადება შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია, სამუშაოების შესრულების პროცესში მიმწოდებელი ხელმძღვანელობს მისივე სატენდერო წინადადებაში მოცემული გრაფიკით განსაზღვრული ვადებითა და სამუშაოების ეტაპების განხორციელების თანმიმდევრობით.

დ) ტექნიკური პირობები

სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ტექნიკურ პირობებში დაწვრილებით უნდა იყოს მითითებული მშენებლობის მასშტაბები, მისი დანიშნულება, ჩასატარებელი სამუშაოების დეტალური ჩამონათვალი, მშენებლობის ადგილის აღწერილობა. აქვე უნდა ჩაიდოს სამშენებლო ობიექტის დეტალური ტექნიკური ნახაზები და სტანდარტები, რომლების დაცვაც მოეთხოვება სამუშაოს შემსრულებელს.

დაუშვებელია გამოყენებულ იქნეს ისეთი მახასიათებლები და ტერმინოლოგია, რომლებიც დაბრკოლებას შეუქმნიან ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს.

1. სამუშაოთა შემადგენლობა

სახელშეკრულებო ობიექტის დასახელება მითითებულია განცხადებაში ტენდერის ჩატარების შესახებ, რომელიც შემუშავებულია შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ.

სახელშეკრულებო ობიექტის მოკლე ტექნიკური აღწერილობა:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ობიექტის ძირითადი პარამეტრები, სიმძლავრე და ა.შ.)

2. სამუშაო ადგილის მომზადება, გარემოს დაცვა

სატენდერო ობიექტის სამუშაო ადგილის გამოყოფა დამკვეთის მოვალეობაა;

შემსრულებელი პასუხისმგებელია სამუშაოსათვის გამოყოფილი ადგილის გამოყენებაზე და სამუშაოს დასრულების შემდეგ გარემოს საჭირო და სათანადო აღდგენაზე;

შემსრულებელი პასუხისმგებელია შეასრულოს სამუშაო უსაფრთხო და ეკოლოგიურად მისაღები გზით და ვალდებულია დაიცვას შემდეგი პირობები:

– უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში მდებარე ხეების და მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა;

– მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვერის გავლენა;

– სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი თავისი ძალებით და სახსრებით სამი თვის განმავლობაში ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და ა.შ.

3. სამუშაოთა შესრულების წესი

შესრულებულ სამუშაოთა მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მოქმედი სამშენებლო ნორმების შესაბამისად, შემსრულებელი ვალებულია ჩაატაროს თავის ან შემსყიდველის მიერ მოწონებულ ლაბორატორიაში მასალების და კონსტრუქციების ხარისხის ყველა საკონტროლო ლაბორატორიული გამოცდები და შემოწმებები მათი გამოყენების ვარგისიანობაზე.

ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებული იქნება იმ სამუშაოების ღირებულება, რომელზეც არსებობს ხარისხის სერტიფიკატი ან პასპორტი.

მასალები უნდა ინახებოდეს დახურული წესით, გარდა იმ მასალებისა, რომელიც ნორმების მიხედვით ინახება ღია ცის ქვეშ.

მომწოდებლების მასალებს და კონსტრუქციებს უნდა ჰქონდეს პასპორტი ან სერტიფიკატი. მათი ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს და სამშენებლო ნორმებს.

4. გეოდეზიური ზედამხედველობა

საჭიროების მიხედვით შემსრულებელი თავისი ძალებით და სახსრებით ჩამოაყალიბებს მშენებარე ობიექტზე გეოდეზიურ ზედამხედველობას.

რთული გეოდეზიური გაზომვების შემთხვევაში, შემსყიდველის მითითებით, ეს სამუშაო გადაეცემა მის მიერ მოწონებულ სპეციალიზებულ ფირმას ან პიროვნებას.

შერჩეულ ფირმასთან (პიროვნებასთან) ხელშეკრულების პირობები შესათანხმებელია შემსყიდველთან.

5. ნორმატიული დოკუმენტები

მუშაობის პროცესში შემსრულებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით.

6. სამუშაოთა წარმოების ჟურნალი

სახელშეკრულებო ობიექტზე შემსრულებელმა უნდა აწარმოოს სამუშაოთა წარმოების ჟურნალი, სადაც ყოველდღიურად ჩაწერს დღიური შესრულებული სამუშაოების მოცულობას, შემსრულებელი პერსონალის მონაცემებს, მექანიზმების ჩამონათვალს, რომელიც მონაწილეობდა სამუშაოს შესრულებაში, ხარისხის დაცვის პროცედურებს და სხვა.

ტექზედამხედველი და შემსყიდველი ჟურნალში აღნიშნავენ თავის შენიშვნებს, დაკვირვებებს და რეკომენდაციებს სამუშაოს წარმოების შესახებ.

ჟურნალში ჩაიწერება დეფექტების შესწორების, დავალებების და გაფრთხილებების ვადები და ინფორმაცია მათი აღმოფხვრის შესახებ.

 7. სამუშაოთა მიღება-ჩაბარების წესი

საწარმოო ჟურნალში აღნიშნული და ადგილზე შემოწმებული მოცულობების ჩამონათვალის საფუძველზე ტექზედამხედველი და შემსრულებელი დაადგენენ საჭირო ხარისხით შესრულებულ სამუშაოთა მოცულობას, რომელიც შეტანილ უნდა იქნეს საანგარიშო პერიოდის შესრულებულ სამუშაოთა საგადასახადო ფორმებში.

8. სამუშაოთა საბოლოო მიღება

არა უგვიანეს 7 სამუშაო დღით ადრე შემსრულებელი ატყობინებს დამკვეთს სამუშაოთა დასრულების შესახებ.

ტექზედამხედველი ამოწმებს სამუშაოთა მოცულობას დასრულების თაობაზე და დადასტურების შემთხვევაში გადასცემს სათანადო ინფორმაციას შემსყიდველს კომისიის ჩამოყალიბების მიზნით.

თუ ტექზედამხედველმა სამუშაოები შეაფასა წუნით, სამუშაოთა დასრულების შესახებ ინფორმაცია გადაეცემა შემსყიდველს დეფექტების აღმოფხვრის შემდეგ.

შეტყობინების მიღებისას, არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა და შემსყიდველის ბრძანების საფუძველზე, დასრულებულ სამუშაოთა მიმღები კომისიის ჩამოყალიბებისას, უზრუნველყოფს ობიექტზე დასრულებული სამუშაოების მიმღები კომისიის მუშაობას სახელშეკრულებო სამუშაოების დამთავრების დადგენის თაობაზე და ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვებისათვის.

ე) ხელშეკრულების საერთო პირობები

ხელშეკრულების საერთო პირობები წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციისა და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს. ისინი ატარებენ ტიპურ ხასიათს და უნდა იქნეს გამოყენებული ყოველგვარი ცვლილებების გარეშე იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ეს შეესაბამება კონკრეტულ შესყიდვას.

1. გამოყენებული ტერმინების განმარტებები

ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

1.1     „ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ“ (შემდგომში – „ხელშეკრულება“) – შემსყიდველ ორგანიზაციასა და ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და დამატებით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები.

1.2     „ხელშეკრულების ღირებულება“ ნიშნავს საერთო თანხას, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის;

1.3     „შემსყიდველი ორგანიზაცია“ (შემდგომში – „შემსყიდველი“) ნიშნავს ორგანიზაციას (დაწესებულებას), რომელიც ახორციელებს შესყიდვას;

1.4     „მიმწოდებელი“ ნიშნავს პირს, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება ტენდერში და ახორციელებს სამუშაოებს შესყიდვის შესახებ მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში;

1.5     „დღე“, „კვირა“, „თვე“ ნიშნავს კალენდარულ დღეს, კვირას, თვეს.

2.  სტანდარტები

2.1     ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოები უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ პირობებში მითითებულ სტანდარტებს.

3.  ხელშეკრულების შესრულების კონტროლი

3.1     ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში და/ან ტექნიკურ პირობებში უნდა იყოს მითითება, თუ რა სახის შემოწმებები და გამოცდები სჭირდება შემსყიდველს და, ასევე, სად უნდა გაიმართოს ისინი. შემსყიდველმა წერილობითი სახით და თავისდროულად უნდა აცნობოს მიმწოდებელს, ამ მიზნებისათვის განკუთვნილი თავისი წარმომადგენლების შესახებ.

3.2     მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვით შემსყიდველი.

3.3     მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.

3.4     ამ მუხლის არც ერთი პუნქტი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს მოცემული ხელშეკრულების გარანტიისა ან სხვა ვალდებულებებისაგან.

4. სამუშაოს შესრულების პირობები

4.1     სამუშაოს შესრულება ხორციელდება მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში ასახული გრაფიკის მიხედვით.

4.2     სამუშაოების შესრულების ვადებში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობისა და მისი შესრულების მიმდინარეობაზე შემსყიდველის ან მისი წარმომადგენლის მიერ კონტროლის საკითხები ასახულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

4.3     ხელშეკრულების დამდებ არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება შეიტანოს გრაფიკში ცვლილებები მეორე მხარესთან შეთანხმების გარეშე.

5. დაზღვევა (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში)

5.1     მიმწოდებელი ვალდებულია დააზღვიოს შესყიდვის ობიექტი და/ან მისი ნაწილები (ცალკეული ელემენტები, დანადგარები და წარმოების სხვა საშუალებები, ქონება, მიმწოდებლის და/ან ქვეკონტრაქტორის პერსონალი და სხვა) ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად.

6. თანმდევი მომსახურება

6.1     მიმწოდებელი ვალდებულია გაუწიოს შემსყიდველს ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით გათვალისწინებული თანმდევი მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან და/ან შესყიდვის ობიექტის შემდგომ ექსპლუატაციასთან.

6.2     თანმდევი მომსახურების ღირებულება შედის ხელშეკრულების ფასში.

7. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი

7.1     შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, თუ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7.2     შესყიდვის ობიექტის მიღებისა და საბოლოო შემოწმების ადგილი, პირობები, ეტაპები და წესი ასახულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

7.3     შესყიდვის ობიექტის (მისი ნაწილის, ეტაპის) მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი.

7.4     შემსყიდველი ვალდებულია ოპერატიულად, წერილობითი სახით, აცნობოს მიმწოდებელს საბოლოო შემოწმების შედეგები დაწუნებული სამუშაოს მოცულობის და წუნდების მიზეზის მითითებით.

8. ანგარიშსწორება

8.1     ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მითითებული ფორმითა და ვადებში მიმწოდებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

8.2     მიმწოდებლის წერილობით მოთხოვნას ანგარიშსწორების თაობაზე უნდა დაერთოს ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მითითებული დოკუმენტაცია.

9. ანგარიშსწორების ვალუტა

9.1     ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარებში (თუ მიმწოდებელი საქართელოს რეზიდენტია).

9.2     ანგარიშსწორება განხორციელდება სატენდერო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ საანგარიშსწორებო ვალუტაში მისი ლართან მიმართებაში დაფიქსირებული კურსით.

10. ფასები

 10.1  ხელშეკრულებაში მითითებული ფასების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი რამ გათვალისწინებულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

11. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა

11.1   არავითარი გადახრა ან ცვლილება ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვება ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორებების გარდა.

11.2   თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.

11.3   ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება დაუშვებელია, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

11.4   ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.

12. უფლებების გადაცემა

12.1   მიმწოდებელმა შემსყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, არც მთლიანად და არც ნაწილობრივ არ უნდა გადასცეს მოცემული ხელშეკრულებით არსებული თავისი ვალდებულებები.

13. ქვეკონტრაქტორები

13.1   მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ყველა ქვეკონტრაქტის შესახებ, თუ ეს უკვე არ არის მითითებული სატენდერო წინადადებაში.

13.2   ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ყველა ქვეკონტრაქტის ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.

13.3   ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული არც ერთი ქვეკონტრაქტი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით არსებული მატერიალური ან სხვა ვალდებულებებისაგან.

14. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება

14.1   თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.

14.2   იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით.

15. ხელშეკრულების შესრულების გარანტია (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში)

15.1   ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი გარანტია გამოიყენება ნებისმიერი ზარალის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების გამო. (გარანტირების მექანიზმის გამოყენება სავალდებულოა, თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 1 000 000 ლარს და გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5 პროცენტს და არ უნდა იყოს 2 პროცენტზე ნაკლები). იმ გარემოებების ჩამონათვალი, რომელთა დადგომა გამოიწვევს მიმწოდებლისათვის გარანტიის დაუბრუნებლობას და აღნიშნულ გარემოებათა დადგომის გამო, შემსყიდველისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, საგარანტიო თანხის გამოყენების წესი განსაზღვრულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

15.2   მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ, შემსყიდველი ვალდებულია დაუბრუნოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

15.3   მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიმწოდებლის მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

16. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა

16.1   ფორსმაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები, რომელთა ფორმა, ოდენობა, ამოქმედების პირობები და გადახდის ვადები განსაზღვრულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

16.2   საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.

17. ხელშეკრულების შეწყვეტა მისი პირობების შეუსრულებლობის გამო

17.1   შემსყიდველს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს ხელშეკრულება მიმწოდებლისათვის ვალდებულებების შეუსრულებლობის წერილობითი შეტყობინების შემდეგ:

(ა)      თუ მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან შემსყიდველის მიერ გაგრძელებულ ვადებში არ შეუძლია შეასრულოს სამუშაო ან მისი ნაწილი;

(ბ)     თუ მიმწოდებელს არ შეუძლია შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულება.

17.2   ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.

17.3   შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აგრეთვე:

ა)  თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;

ბ)  მიმწოდებლის გაკოტრების შემთხვევაში;

გ)  თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ მიმწოდებლის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება;

დ)     საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;

17.4   ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება.

18. ფორსმაჟორი

18.1   ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორსმაჟორული გარემოების შედეგი.

18.2   ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორსმაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნეს ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.

18.3   ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნება ფორსმაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.

19. სადავო საკითხების გადაწყვეტა

19.1   შემსყიდველმა და მიმწოდებელმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა პირდაპირი არაოფიციალური მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმებით მოაგვარონ ყველა უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული სხვა კომპონენტის ირგვლივ.

19.2   თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შეძლებენ სადავო საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესის მიხედვით მიმართოს საქართველოს სასამართლოს, თუ ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

20. გამოყენებული სამართალი

20.1   ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

21. ხელშეკრულების ენა

21.1   ხელშეკრულება დაწერილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მეორე მხარე არის უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, მაშინ მეორე ეგზემპლარი ითარგმნება მიმწოდებლისათვის მისაღებ ენაზე. ინტერპრეტაციისას ქართულ ენაზე დაწერილი ხელშეკრულება წარმოადგენს გადამწყვეტს. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მთელი წერილობითი მოლაპარაკებები და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც გაიცვლება მხარეთა შორის, უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ პირობებს.

22. შეტყობინება

22.1   ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, გაიგზავნება წერილის, დეპეშის, ტელექსის ან ფაქსის სახით, ორიგინალის შემდგომი წარმოდგენით, ხელშეკრულებაში მითითებული მეორე მხარის მისამართზე.

22.2   შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება.

23. გადასახადები და დაბეგვრა

23.1   უცხოური მიმწოდებელი პასუხს აგებს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული ყველა იმ გადასახადების, ბაჟების, მოსაკრებლების და სხვა გადასახდელების გადახდაზე, რომლებიც გადასახდელია საქართველოს ფარგლებში და მის გარეთ.

23.2   ადგილობრივი მიმწოდებელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლების და სხვა გადასახდელების გადახდაზე, თუ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ვ) ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები

ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციის შემადგენელ ნაწილს და მას შეიმუშავებს შემსყიდველი ორგანიზაცია. მისი შედგენის საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულების საერთო პირობები, ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის და შემსყიდველის მოთხოვნები, რომელთა მიხედვითაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი სამუშაოების შესრულება.

ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მეშვეობით ხორციელდება ხელშეკრულების საერთო პირობების შევსება, დაზუსტება და ცალკეული შესყიდვისათვის დამახასიათებელი პირობების დაკონკრეტება.

ხელშეკრულების სპეციფიკური და საერთო პირობებს შორის ურთიერთშეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სპეციფიკური პირობების შესაბამის მუხლებს.

სპეციფიკური პირობების საბოლოო ვარიანტი შესაძლებელია დაზუსტდეს და დაიხვეწოს ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში.

[დახრილი შრიფტით დაბეჭდილი ტექსტი წარმოადგენს ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შედგენის ინსტრუქციებს, ხოლო ჩვეულებრივი შრიფტით დაბეჭდილია მუხლების ფორმულირების ნიმუშები, რომლებიც ატარებენ სარეკომენდაციო ხასიათს და მათი გამეორება თითოეული კონკრეტული ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში სავალდებულო არ არის. მუხლის სათაურთან მითითებული ციფრები აღნიშნავენ ხელშეკრულების საერთო პირობების შესაბამის მუხლებს.]

1. ხელშეკრულების დამდები მხარეები

[ამ მუხლში უნდა ჩაიწეროს როგორც შემსყიდველის, ისე მიმწოდებლის სახელწოდება და რეკვიზიტები (მისამართის მითითებისას უნდა ჩაიწეროს როგორც მხარეების ადგილმდებარეობა, ასევე საფოსტო მისამართი, რომელზეც მოხდება ოფიციალური მიმოწერა.)]

2. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი (3)

[ამ მუხლში უნდა განისაზღვროს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის გეგმა-გრაფიკი, კერძოდ, კონტროლის ფორმები, ვადები (პერიოდულობა), მისი განხორციელების ადგილი და ხელშეკრულების შესრულების შუალედურ კონტროლთან დაკავშირებული პირები (ჯგუფის შემადგენლობა) და სხვა აუცილებელი ინფორმაცია.]

3. სამუშაოს შესრულების პირობები (4)

[სამუშაოს შესრულება ხორციელდება მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში მოცემული გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების ამ მუხლში განისაზღვრება მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში ასახული გრაფიკის შესრულების მიმდინარეობის კონტროლის და მასში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობის საკითხები.]

 4.    დაზღვევა (5)

[ამ მუხლში განისაზღვრება შემსყიდველის მოთხოვნები შესყიდვის ობიექტის ან/და მისი ცალკეული ნაწილების დაზღვევის მიმართ, თუ ასეთი მოთხოვნები არსებობს. კერძოდ, მითითებულ უნდა იქნეს, თუ რისი დაზღვევა უნდა განხორციელდეს, რა სახის რისკისგან უნდა მოხდეს დაზღვევა, ვინ განახორციელებს დაზღვევას, ვის სახელზე მოხდება დაზღვევა, რა თანხაზე უნდა მოხდეს დაზღვევა, ასევე დაზღვევასთან დაკავშირებული სხვა აუცილებელი ინფორმაცია.]

5. თანმდევი მომსახურება (6)

[ამ მუხლში დეტალურად უნდა აღიწეროს ის თანმდევი მომსახურება, მისი შესრულების ვადები, ადგილები და სხვა აუცილებებლი ინფორმაცია, რომელიც უნდა განახორციელოს მიმწოდებელმა სამუშაოს შესრულებისას (თანმდევ მომსახურებად შეიძლება განხილულ იქნეს მაგალითად მომსახურე პერსონალის მომზადება, ტექნიკური დანადგარების მონტაჟი და გაშვება და ა.შ.)]

6. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი (7)

[ამ მუხლში უნდა აისახოს შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია. კერძოდ: შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების პირობები (ერთიანი, ეტაპობრივი თუ სხვა), იმ დოკუმენტების ნუსხა, რომელთა წარმოდგენის საფუძველზეც მოხდება შესყიდვის ობიექტის ან/და მისი ნაწილების მიღება-ჩაბარება, მითითებას დოკუმენტის სახეობაზე, რომლითაც გაფორმდება მიღება-ჩაბარება, ინფორმაციას საბოლოო შემოწმების ადგილისა და პირობების, საბოლოო შემოწმების და მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილე მხარეთა თაობაზე, და ა.შ.]

7. გარანტია

[ამ მუხლში განისაზღვრება შესრულებელი სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადა, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა.]

8. ანგარიშსწორება (8)

[ამ მუხლში მითითებულ უნდა იქნეს ანგარიშსწორების ფორმა, ვადები (გრაფიკი), ანგარიშსწორების განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და სხვა ინფორმაცია, რომლის მითითებასაც აუცილებლად ჩათვლის შემსყიდველი.]

ნიმუში:

1.  ანგარიშსწორების ფორმა იქნება: –––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                             (გადარიცხვა, ინკასო ან სხვა)

2.  ანგარიშსწორების ვადა (გრაფიკი): ––––––––––––––––––––––

 (მაგ. წინასწარი ანგარიშსწორება გარკვეული

     –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

პროცენტით, შემსყიდველის ფაქტობრივი დაფინანსების მიხედვით, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ ან სხვა. დასაშვებია ანგარიშსწორების გრაფიკის განსაზღვრა სხვადასხვა ვარიანტების კომბინირებით)

3.  ანგარიშსწორების განხორციელებისათვის მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები –––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (ანგარიშ-ფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი და ა.შ.)

[წინასწარი ანგარიშსწორების მექანიზმის გამოყენებისას ამავე მუხლში მიეთითება წინასწარ გადასახდელი თანხის პროცენტული ოდენობა მიმწოდებლის სატენდერო წინადადების ღირებულებასთან მიმართებაში და მიმწოდებლის მიერ წარმოსადგენი საავანსო თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის ფორმა, წარდგენის და მოქმედების ვადები.]

ნიმუში:

1.  მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში წინასწარი ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველი განახორციელებს წინასწარ ანგარიშსწორებას მიმწოდებელთან მისი სატენდერო წინადადების საერთო ღირებულების ––––– პროცენტის ოდენობით, მიმწოდებლის მიერ იმავე ოდენობის თანხაზე საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდეგ.

2.  მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტია უნდა იყოს ძალაში სამუშაოს შესრულების დასრულებამდე.

9. ფასები (10)

[ეს მუხლი ჩაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი დასაშვებად ჩათვლის ხელშეკრულებაში მითითებული ფასების შეცვლას. ამ მუხლში აისახება ის შემთხვევები, როდესაც დასაშვები იქნება ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასების გადასინჯვა (მაგ,. ინფლაციის მაღალი დონე, სავალუტო კურსის მნიშვნელოვანი ცვლილება, საგადასახადო რეჟიმის შეცვლა და სხვა). გარდა ამისა, უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ფასის ცვლილების მაქსიმალურად დასაშვები ზღვარი და ყოველ კონკრეტულ გარემოებასთან მიმართებაში – ცვლილებების გაანგარიშების წესი.]

 10.  ხელშეკრულების შესრულების გარანტია (15)

[ეს მუხლი იდება ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მხოლოდ შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში და იგი უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი გარანტიის დაუბრუნებლობის (მთლიანად ან ნაწილობრივ) პირობებს. კერძოდ, იმ გარემოებების ჩამონათვალს, რომელთა დადგომა გამოიწვევს მიმწოდებლისათვის გარანტიის დაუბრუნებლობას, შემსყიდველისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით საგარანტიო თანხის გამოყენების წესს და ა.შ.]

იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, აღნიშნულ ტენდერში გამოყენებული იქნება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მექანიზმის

                                            (გარანტირების და/ან დაზღვევის)

შემდეგი სახე (სახეები): ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                     (საბანკო გარანტია, აკრედიტივი, დამოწმებული ჩეკი,

 ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– .

 ქონების, პერსონალის, მოწყობილობა-დანადგარების დაზღვევა და სხვა)

11.   ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა (16)

[ამ მუხლით განისაზღვრება საჯარიმო სანქციების ფორმა, ოდენობა, ამოქმედების პირობები და გადახდის ვადები, რომლებიც გამოყენებულ იქნება მიმწოდებლის მიმართ, მის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში.]

ნიმუში:

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში ყოველი დაგვიანებული კვირისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების –––––––– პროცენტის ოდენობით.

იმ შემთხვევაში, თუ ვადების გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების ––––––– პროცენტს, შემსყიდველს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება.

[ამ მაგალითში ჩადებული პირგასამტეხლოს პროცენტული განაკვეთი უნდა განისაზღვროს ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე.]

12.   სადავო საკითხების გადაწყვეტა (19)

[ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შემსყიდველი დასაშვებად მიიჩნევს სადავო საკითხების გადაწყვეტას საერთაშორისო ან უცხო ქვეყნის სასამართლოში განხილვის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში ამ მუხლში მითითებული უნდა იყოს ის სასამართლო, რომელსაც მხარეები მიმართავენ მათ შორის წარმოქმნილი დავის გადაწყვეტის მიზნით.]

13. გადასახადები და დაბეგვრა (23)

[ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შემსყიდველი მიზანშეწონილად ჩათვლის, რომ თავად უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზოგიერთი გადასახადის (მოსაკრებლის, ბაჟის) გადახდა. ასეთ შემთხვევაში ამ მუხლში დაწვრილებით უნდა ჩამოითვალოს და დაკონკრეტდეს საქართველოს ტერიტორიაზე წარმოქმნილი ყველა ის გადასახადი, ბაჟი ან მოსაკრებელი, რომლის გადახდასაც იღებს თავის თავზე შემსყიდველი.]

ზ) სატენდერო წინადადება

თარიღი:––––––––––––

ვის: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება)

ვისგან: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                    (პრეტენდენტის დასახელება და მისამართი)

შევისწავლეთ რა სატენდერო დოკუმენტაცია, თანახმა ვართ სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად განვახორციელოთ ––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                           (შესყიდვის ობიექტის აღწერა)

შესრულება და გთავაზობთ ზემოაღნიშნულის შესრულებას შემდეგ ფასად:

ლოტი 1. ––––––––––– (ციფრებით) –––––––––– (სიტყვიერად) –––––––––––– (ვალუტა).

 

ლოტი 2. ––––––––––– (ციფრებით) ––––––––––––– (სიტყვიერად) –––––––––––– (ვალუტა).

 

ლოტი 3. ––––––––––– (ციფრებით)–––––––––– (სიტყვიერად) –––––––––––– (ვალუტა).

 

ალტერნატივა (ალტერნატიული წინადადების წარდგენის დაშვების შემთხვევაში):

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                             (ალტერნატიული წინადადების არსი და ფასი)

ჩვენი სატენდერო წინადადების გამარჯვების შემთხვევაში ვიღებთ ვალდებულებას, დავიწყოთ სამუშაოს შესრულება ––––––––––––– დღის განმავლობაში და დავასრულოთ შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების (შემდგომ – „ხელშეკრულება“) ძალაში შესვლიდან ––––––––––––––– დღეში (სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად აქ შეიძლება ჩაიწეროს სამუშაოს შესრულების ვადები ან დაწყება-დასრულების კონკრეტული თარიღი).

სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად ჩვენი სატენდერო წინადადება უზრუნველყოფილია გარანტიით (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში).

ჩვენი სატენდერო წინადადების გამარჯვების შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად ჩვენ მიერ წარმოდგენილ იქნება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შემდეგ თანხაზე:

 (საბანკო გარანტია, დაზღვევა ან სხვა)

–––––––––––––––––––––––––––––––––– (ხელშეკრულების შესრულების

 (ციფრობრივად, სიტყვიერად, ვალუტის მითითებით)

უზრუნველყოფის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში).

წინამდებარე სატენდერო წინადადება ძალაშია ––––––––––––––––––დღის განმავლობაში, დაწყებული შემდეგი თარიღიდან: –––––––––––––––––––––––––––– .

     ამით ვადასტურებთ, რომ გაცნობილნი ვართ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებას და ტენდერის მსვლელობის დროს ვიმოქმედებთ დადგენილი ნორმების ფარგლებში.

 

სატენდერო წინადადებას თან ახლავს შემდეგი დანართები (გვერდების რაოდენობის მითითებით):* 

1. ხარჯთაღრიცხვა (დანართი 1);

2.

3.

.

 –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (ხელმოწერა) (თანამდებობა)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (პრეტენდენტის დასახელება)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 * სატენდერო დოკუმენტაციაში მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია, მასალები, ცნობები. აუცილებელ დანართს წარმოადგენს ფასების ცხრილი).

ხარჯთაღრიცხვა

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში

შემუშავდება ინდივიდუალურად

თ) სატენდერო წინადადების საგარანტიო უზრუნველყოფა

(საბანკო გარანტიის შემთხვევაში)

ვითვალისწინებთ რა, რომ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                   (პირი, რომელზეც გაიცემა საგარანტიო წერილი)

(შემდგომში – „პრეტენდენტი“) მზად არის წარმოადგინოს თავისი სატენდერო წინადადება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სატენდერო კომისიის მიერ

 (შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება)

–––––––––––––––––––––––– შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის

(სამუშაოს დასახელება)

მისაღებად, ჩვენ ––––––––––––––––––––––––––––––––––––––(შემდგომში – „ბანკი“)

                                                    (ბანკის დასახელება)

ვ ა დ ა ს ტ უ რ ე ბ თ, რ ო მ

ვიღებთ ვალდებულებას –––––––––––––––––––––––––––– (შემდგომში – „შემსყიდველი“)

 (შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება)

წინაშე, რომლის მიხედვითაც დროულად და სრულად უზრუნველვყოფთ შემსყიდველისათვის –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– გადახდას

 (თანხა ციფრობრივად, სიტყვიერად, ვალუტის მითითებით)

შემდეგ შემთხვევებში:

1. თუ სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ პრეტენდენტმა უარი განაცხადა ტენდერში მონაწილეობაზე, თავისი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის დასრულებამდე;

2. თუ პრეტენდენტი გამარჯვების შემთხვევაში უარს განაცხადებს შემსყიდველთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე;

     3.  თუ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულ იქნა შესყიდვის პროცედურების დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.

გარანტია ძალაში რჩება ––––––––––––––მდე* .

                                                 (თარიღი)

 გარანტიის მოქმედების ვადა უნდა იყოს პრეტენდენტის სატენდერო წინადადების მოქმედების ვადაზე 30 კალენდარული დღით მეტი.

ბანკი უზრუნველყოფს საგარანტიო თანხის გადახდას შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე იმ პირობით, რომ შემსყიდველის მოთხოვნაში მითითებულ იქნება რომელი ზემოაღნიშნული შემთხვევის (შემთხვევების) დადგომის გამო ეკუთვნის მას ეს თანხა და შემსყიდველის მოთხოვნა საგარანტიო თანხის გადახდაზე წარედგინება ბანკს გარანტიის მოქმედების ვადის დასრულებამდე.

–––––––––––––––––––––––––––––

   (ხელმოწერა)

–––––––––––––––––––––––––––––

 (სახელი, გვარი, თანამდებობა)

     დამოწმებულია ბანკის ბეჭდით ––––– –––––––––––––– 200–– წ.

 

ი) ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ

 

წინამდებარე ხელშეკრულება დაიდო ––––––– –––––––––––––– 200 –– წ.

ერთის მხრივ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––(შემდგომში – «შემსყიდველი»)

 (შემსყიდველის დასახელება და იურიდიული მისამართი)

და მეორეს მხრივ ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––(შემდგომში – «მიმწოდებელი»)

(მომწოდებლის დასახელება და იურიდიული მისამართი)

შორის და მიღწეულ იქნა ურთიერთშეთანხმება შემდეგზე:

შემსყიდველმა გამოაცხადა ტენდერი შესყიდვაზე,

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (სამუშაოს მოკლე აღწერა)

და მიიღო მიმწოდებლისაგან სატენდერო წინადადება სამუშაოს შესრულებაზე შემდეგ თანხაზე:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (მიუთითეთ ხელშეკრულების თანხა ციფრებითა და სიტყვიერად)

(შემდგომში – „ხელშეკრულების ფასი“).

წინამდებარე ხელშეკრულება ადასტურებს შემდეგს:

1.  მოცემულ ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინები და გამოთქმები ატარებენ იმავე მნიშვნელობებს, რაც მათ აქვთ მინიჭებული ხელშეკრულების პირობებში.

2.  ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქმნიან მოცემულ ხელშეკრულებას და წარმოადგენენ მის განუყოფელ ნაწილს, კერძოდ:

ა)  წინამდებარე ხელშეკრულება;

ბ)  მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება, სამუშაოების შესრულების მეთოდები, გრაფიკი და ხარჯთაღრიცხვა;

გ) სამუშაოების შესრულების ვადები;

დ) ტექნიკური პირობები;

ე) ხელშეკრულების საერთო პირობები;

ვ) ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები;

ზ) ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა (თუ ეს მექანიზმი გამოიყენება);

თ) ნახაზები და სპეციფიკაციები.

     3. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას შეუსრულოს შემსყიდველს ზემოაღნიშნული სამუშაოები ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

     4. შემსყიდველი იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს მიმწოდებელს ხელშეკრულების ფასი ხელშეკრულების პირობებში ასახულ ვადებში და ფორმით.

     5. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაო პროცესში ჩართული საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის და მუშა-მოსამსახურეების შემადგენლობა უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეებით არანაკლებ 70%-ის ოდენობით, თუ სამშენებლო ობიექტი განლაგებულია საქართველოს ტერიტორიაზე.

     ყოველივე ზემოთქმულის დასტურად მხარეებმა გააფორმეს წინამდებარე ხელშეკრულება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ დოკუმენტის თავში მითითებულ დღესა და წელს.

ხელის მოწერა და ბეჭედი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (შემსყიდველის სახელი, გვარი)

ხელის მოწერა და ბეჭედი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (მომწოდებლის სახელი, გვარი)

 

კ) ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა

(საბანკო გარანტია)

ვის: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (შემსყიდველის დასახელება)

 მხედველობაში ვიღებთ რა, რომ ––––––––––––––––––––––––––––––

                                                                    (მიმწოდებლის დასახელება)

შემდგომში „მიმწოდებელმა“ –––––––––––––––– ტენდერში წარდგენილი თავისი

                                                   (ტენდერის დასახელება)

სატენდერო წინადადების შესაბამისად იკისრა ვალდებულება წარმოადგინოს საბანკო გარანტია მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების გარანტიის სახით ხელშეკრულებაში მითითებულ თანხაზე, ჩვენ თანახმა ვართ გავცეთ მიმწოდებლის სახელზე ზემოთ აღნიშნული გარანტია.

ამასთან დაკავშირებით, ვადასტურებთ, რომ ვართ გარანტები და პასუხისმგებლები თქვენ წინაშე მიმწოდებლის სახელით საერთო თანხაზე

––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––

 (თანხა ციფრებით) (თანხა სიტყვებით)

და ვკისრულობთ ზემოაღნიშნული თანხის გადახდას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე თქვენი პირველივე მოთხოვნისთანავე.

წინამდებარე გარანტია ძალაშია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების საბოლოოდ დამთავრებამდე.

გარანტების ხელმოწერა და ბეჭედი

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (თარიღი)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (მისამართი)

 

ლ) ნახაზები და სპეციფიკაციები

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში

შემუშავდება ინდივიდუალურად

დანართი №2

დოკუმენტაცია ფასთა კოტირების საშუალებით საქონლის, მომსახურების და სამუშაოების შესყიდვისათვის

მოწვევა ფასთა კოტირების პროცედურაში მონაწილეობისათვის

ფორმა №1

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                               (ადრესატის დასახელება)

 

თარიღი: „––––“ ––––––––––– 200–– წ.

 

თქვენი განაცხადი წარდგენილ უნდა იქნეს „––––––“ –––––––––––––– 200––– წ.

 

(თარიღი აღნიშნავს განაცხადის წარდგენისთვის დადგენილი ვადის დასრულებას)

    

1.–––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––– შემდგომში –

      (შემსყიდველი ორგანიზაცია)

„შემსყიდველი“ ფლობს სახსრებს –––––––––––––––––––––––––––– შესყიდვისათვის.                                                                                      (შესყიდვის ობიექტი)

           

ეს სახსრები გამოყენებულ იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი პასუხისმგებელია აღნიშნული პროცედურის შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს მოსაწვევი პირები, შეაფასოს მათი განაცხადები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 5 დღისა დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.

2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა კოტირების პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:

ა) განცხადება მონაწილეობაზე (ფორმა №4);

ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ (ფორმა №2);

გ) ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ (ფორმა №3);

დ)     საჭიროების შემთხვევაში წინამდებარე მოსაწვევის ამავე პუნქტში მიეთითება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტების ჩამონათვალი.

3. განაცხადი გაგზავნილ უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე: –––––––––––––––––––––––––

4. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა „–––––––“ ––––––––––––– 200–– წ.

აღნიშნული ვადის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

 5. განაცხადები შეფასდება „–––––––––––“ ––––––––––––––––– 200–– წ.

                                                        (თარიღი)         (დრო)

 შემდეგ მისამართზე: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––

6. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე.

     7. ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნეს ––––––––––––––– (ეროვნულ ვალუტაში).

8. მიწოდება იწარმოება „განაცხადში ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ“ შესაბამისად.

9. განაცხადი ძალაშია მინიმუმ –––––––––––––––––––––– კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.

10. შემოსული განაცხადის შეფასება წარმოებული იქნება „ტექნიკური შესაბამისობისა“ და „ფასებისა და მიწოდების გრაფიკის“ ფორმების მიხედვით. განაცხადი, რომელიც არ პასუხობს მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს იქნება უარყოფილი, როგორც კოტირების პროცედურაში მონაწილისთვის გაგზავნილ მოწვევაში მითითებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.

11 გამარჯვებულად მიიჩნევა და შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ მიმწოდებელს შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.

ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ

 

ფორმა №2

 

მონაწილე პირი –––––––––––––––––

 

თარიღი: –––––––––––––––

 

შესყიდვის

ობიექტის

დასახელება

შესყიდვის ობიექტის

აღწერილობა

ინფორმაცია შესაბამისობის შესახებ

 

1

 2

 3

 4

 

 

 

 

 

 

შენიშვნა:

1) წინამდებარე ფორმის 1-ლი, მე-2 და მე-3 სვეტი ივსება შემსყიდველის მიერ და მოსაწვევთან ერთად ეგზავნება მოწვეულ პირს. შემსყიდველის მიერ აღნიშნულის შევსებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესასყიდი საქონლის რაოდენობა, სამუშაოებისა და მომსახურების მოცულობა, საქონლის მიწოდების, სამუშაოს

შესრულების, მომსახურების გაწევის სავალდებულო და/ან სასურველი ვადები და ადგილი, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მონაცემების სრული აღწერა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებითი ინფორმაცია, რასაც საჭიროდ ჩათვლის შემსყიდველი ორგანიზაცია.

     2) მე-4 სვეტი ივსება მიმწოდებელის მიერ, ნაჩვენები უნდა იქნეს შეთავაზებული საქონლის, სამუშაოს, მომსახურების პარამეტრები თითოეული იმ პუნქტის მიხედვით, რომელიც მიუთითა შემსყიდველმა მარცხსენა სვეტში).

ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ

ფორმა №3

(ივსება მიმწოდებლის მიერ)

 

საქონლის

აღწერილობა

რაოდენობა

ერთეულის

ფასი

საერთო

ფასი

მიწოდების ადგილი

მიწოდების ვადა

 

 

 

 

 

 

 

 

განცხადება მონაწილეობაზე

ფორმა №4

ფასთა კოტირების პროცედურაში თქვენს –––––––––––––––––––––––––––­­­­­­­­­­­­­­­­­­

                                                                            (მიეთითება მოწვევის თარიღი)

მოწვევასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ განზრახული გვაქვს მივიღოთ მონაწილეობა პროცედურაში და წარმოგიდგინოთ ჩვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტების მიხედვით:

ა)  წინამდებარე განცხადება;

ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ;

გ) ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ;

დ)     საჭიროების შემთხვევაში წინამდებარე განცხადების ამავე პუნქტში მიეთითება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დამატებით მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტების ჩამონათვალი.

ვადასტურებთ რა, რომ ჩვენ –––––––––––––––––––– ვეთანხმებით თქვენს

                                                (მონაწილე პირის დასახელება)

მოწვევაში აღნიშნულ ყველა პირობას, ვიღებთ ვალდებულებას გაგიფორმოთ შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ჩვენ მიერ წარმოდგენილი პირობების შესაბამისად.

წინამდებარე განაცხადი ძალაშია –––––––––––––––––––––––––

                                                                მონაწილე პირის

                                                                    ხელმძღვანელის ხელმოწერა