,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.040.000.22.027.013.105
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №97
2009 წლის 13 მაისი
ქ. თბილისი
,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებით (სსმ III, 2005წ., №150, მუხ. 1666) დამტკიცებული ინსტრუქციის 363 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7-მე-9 პუნქტები:
,,7. ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ იმ დოკუმენტს, რომლის სანოტარო წესით დადასტურება სავალდებულოა, ან იმ დოკუმენტს, რომლის სანოტარო წესით დადასტურება არ არის სავალდებულო, მაგრამ დაინტერესებული პირი (გარიგების მონაწილე მხარე) ითხოვს მის დადასტურებას, უნდა დაერთოს თავფურცელი, ხოლო დოკუმენტს, რომელიც ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ ინსტრუქციის შესაბამისად, ექვემდებარება სანოტარო წესით დამოწმებას, უნდა დაერთოს ფორმულარი.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული თავფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულება, წარწერა ,,საქართველო“, სანოტარო მოქმედების ინდივიდუალური ნომერი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი, სანოტარო მოქმედების დასახელება, რეგისტრაციის თარიღი, სანოტარო მოქმედების შემსრულებელი ნოტარიუსის ვინაობა, მისამართი და ტელეფონის ნომერი. დაინტერესებული პირის მიერ სანოტარო მოქმედებისა და სანოტარო აქტის შესახებ ინფორმაციის მიღება-გადამოწმების მიზნით, თავფურცელი აგრეთვე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ოფიციალური ვებ-გვერდისა და საკონტაქტო ტელეფონის ნომრის თაობაზე.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფორმულარი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი, სანოტარო მოქმედების ინდივიდუალური ნომერი, სანოტარო მოქმედების დასახელება, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის თარიღი, სანოტარო მოქმედების შემსრულებელი ნოტარიუსის ვინაობა, სანოტარო ბიუროს მისამართი და ტელეფონის ნომერი. დაინტერესებული პირის მიერ სანოტარო მოქმედებისა და სანოტარო აქტის შესახებ ინფორმაციის მიღება-გადამოწმების მიზნით, ფორმულარი აგრეთვე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ოფიციალური ვებ-გვერდისა და საკონტაქტო ტელეფონის ნომრის თაობაზე.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.05.2009.
- როდის იქნა მიღებული „,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ““?
- „,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ““ მიღებულია 13.05.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №97. სარეგისტრაციო კოდი — 170.040.000.22.027.013.105.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.05.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ““, №97, 13.05.2009, სარეგისტრაციო კოდი 170.040.000.22.027.013.105 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.05.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/83866/