„სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათთვის სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№98
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.027.013.106
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 59, 14/05/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.013.106

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №98

2009 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

„სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათთვის სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანებაში ცვლილების ა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათთვის სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ (სსმ III, 2002წ.,  №47, მუხლი 439) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, რომელიც ივსება ელექტრონული საშუალებით სპეციალური პროგრამის გამოყენებით არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ბლანკს. მას რიგითი ნომერი მიენიჭება სპეციალური პროგრამის მეშვეობით. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რიგითი ნომერი შედგება 11 ციფრისაგან, აქედან პირველი ორი აღნიშნავს სამოქალაქო აქტის ჩანაწერის დასამოწმებელი ბეჭდის კოდს, შემდეგი ოთხი ციფრი აღნიშნავს აქტის რეგისტრაციის წელს, შემდეგი ერთი ციფრი – სამოქალაქო აქტის სახეობას, ხოლო შემდეგი ოთხი ციფრი – წლის განმავლობაში რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის რიგით ნომერს.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტების შემთხვევაში სამოქალაქო აქტს რიგითი ნომერი მიენიჭება სპეციალური პროგრამის მეშვეობით. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რიგითი ნომერი შედგება 11 ციფრისაგან, აქედან პირველი სამი ციფრი აღნიშნავს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების კოდურ აღნიშვნას, შემდეგი ოთხი ციფრი აღნიშნავს აქტის რეგისტრაციის წელს, შემდეგი ერთი ციფრი – სამოქალაქო აქტის სახეობას, ხოლო შემდეგი სამი ციფრი – წლის განმავლობაში რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის რიგით ნომერს.

სამოქალაქო აქტის სახეობის განმსაზღვრელი ციფრებია:

ა) 1 – დაბადების აქტის ჩანაწერი;

ბ) 2 – მამობის დადგენის აქტის ჩანაწერი;

გ) 3 – ქორწინების აქტის ჩანაწერი:

დ) 4 – განქორწინების აქტის ჩანაწერი;

ე) 5 – შვილად აყვანის აქტის ჩანაწერი;

ვ) 6 – სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის აქტის ჩანაწერი;

ზ) 7 – გარდაცვალების აქტის ჩანაწერი.“.

2. ბრძანებას დაემატოს 17 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„17. დამტკიცდეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისას გამოსაყენებელი კოდური აღნიშვნები №19 დანართის შესაბამისად.“.

3. ბრძანებას დაემატოს დანართი №19 თანდართული რედაქციით:

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

   „დანართი №19

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისას გამოსაყენებელი კოდური აღნიშვნები

 

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის და საკონსულო დაწესებულების დასახელება

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისას გამოსაყენებელი კოდური აღნიშვნები

1

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომრომლობის ორგანიზაციასა და  ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

 

 

900

2

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო

901

3

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩო

902

4

ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო

903

5

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში საქართველოს საელჩო და ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

904

6

ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო

905

7

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო

906

8

დანიისა და ნორვეგიის სამეფოებში საქართველოს საელჩო

907

9

დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და ირლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო

908

10

ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში საქართველოს საელჩო

909

11

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩო

910

12

ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო

911

13

თურქეთის რესპუბლიკაში, ალბანეთის რესპუბლიკაში, ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში საქართველოს საელჩო

912

14

თურქმენეთსა და ავღანეთში საქართველოს საელჩო

913

15

იაპონიაში საქართველოს საელჩო

914

16

იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ერაყისა და ლიბანის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩო

915

17

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო

916

18

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო

917

19

იტალიის რესპუბლიკაში, მალტასა და სანმარინოში საქართველოს საელჩო და ქ.რომში განლაგებული გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან (FAO, IFAD, WEP) საქართველოს წარმომადგენლობა

918

20

კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო

919

21

ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო

920

22

ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო

921

23

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო

922

24

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო

923

25

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექცია

924

26

რუმინეთის და მოლდოვას რესპუბლიკებში საქართველოს საელჩო

925

27

საბერძნეთისა და ხორვატიის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩო

926

28

საფრანგეთში, პორტუგალიასა და მონაკოს სამთავროში საქართველოს საელჩო და მუდმივი წარმომადგენლობა

927

29

სლოვაკიისა და სლოვენიის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩო

928

30

სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო

929

31

უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩო

930

32

უკრაინაში საქართველოს საელჩო

931

33

უნგრეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩო

932

34

ქუვეითის სახელმწიფოში, საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, კატარის სახელმწიფოში, ომანის სასულთნოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში საქართველოს საელჩო

933

35

ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩო

934

36

შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო

935

37

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩო – ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

936

38

ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო

937

39

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო

938

40

ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო

939

41

ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულო

940

42

ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულო

941

43

ქ. ოდესაში საქართველოს გენერალური საკონსულო

942

44

ქ. სალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო

943

                                                                                                                                                                                                       “.