„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№356
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.026.013.111
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 59, 14/05/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახწელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.026.013.111

საქართველოს თავდაცვის

მინისტრის ბრძანება №356

2009 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

  „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 14.01.2009წ., №4, მუხ.32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი.“.

2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10

1. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ქვედანაყოფებია:

ა) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო:

ა.ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

ა.ბ) მედიასთან ურთიერთობის განყოფილება;

ბ) დაგეგმვისა და პოლიტიკის სამმართველო;

გ) ანალიტიკური სამმართველო.

2. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისათვის თემატური ინფორმაციების დამუშავება;

ბ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება;

გ) სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

დ) შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება;

ე) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა;

ვ) ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით;

ზ) სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტისათვის განაცხადის წარდგენა ჟურნალ-გაზეთების, ბროშურების, პლაკატებისა და სხვა ბეჭდვითი პროდუქციის მომზადების მიზნით როგორც სამხედრო მოსამსახურეთათვის, ასევე საზოგადოების ფართო ფენებისათვის;

თ) სამინისტროს ხელმძღვანელობის ოპერატიული ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ, შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით;

ი) მასმედიის წარმომადგენელთა დაშვების ორგანიზება სამხედრო ობიექტებზე;

კ) საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების, საბრძოლო მოქმედებების დროს მასმედიის წარმომადგენლებთან მუშაობის დაგეგმვა და კოორდინირება;

ლ) სპეციალური ინსტრუქციების შემუშავება და გამოცემა, აგრეთვე ლექცია-სემინარების ორგანიზება, რომლებიც დაეხმარება სამხედრო მოსამსახურეებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობაში;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო, არასამთავრობო, საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ თუ რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება;

ნ) ერთიანი სამხედრო-საინფორმაციო პოლიტიკის გატარების მიზნით, შეიარაღებულ ძალებში საზოგადოებრივ ურთიერთობათა ქვედანაყოფების საერთო ხელმძღვანელობა;

ო) სამინისტროს ვებგვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

პ) ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება;

ჟ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების ანალიზს პოლიტიკურ-სტრატეგიული, საფინანსო-ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.“.

    მუხლი 2

 ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 20 მაისიდან.

 ვ. სიხარულიძე