,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №91
2007 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად,„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №95, მუხლი 1084) შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-16 მუხლის 51 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“ და ,,კ“ ქვეპუნქტები:
„ბ) სამრეწველო საწარმოებისა და ენერგეტიკის ობიექტებისათვის:
ბ.ა) დაკვალვა;
ბ.ბ) ქვაბულის დამუშავება და ფუძის მოწყობა;
ბ.გ) ძირითადი მზიდი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება;
ბ.დ) ტექნოლოგიური მოწყობილობების მონტაჟის დასრულება;
ბ.ე) ტექნოლოგიური მოწყობილობების გამოცდა – დასკვნა სათანადო უწყებიდან.
გ) საავტომობილო გზისა და რკინიგზისათვის:
გ.ა) დაკვალვა;
გ.ბ) მიწის ვაკისის მოწყობა;
გ.გ) გზის საფარის/ლიანდაგების დაგება;
გ.დ) საჭირო ელექტროსაკონტაქტო ქსელის გამოცდა;
გ.ე) საჭირო სასიგნალო და ავტომატიზაციის მოწყობილობების გამოცდა.
დ) ხაზოვანი საკომუნიკაციო ნაგებობებისათვის:
დ.ა) დაკვალვა;
დ.ბ) მიწის თხრილის მოწყობა;
დ.გ) მილსადენის ან საკაბელო ხაზის ჩაწყობა;
დ.დ) მილსადენის ან საკაბელო ხაზის მონაკვეთების გამოცდა.
ე) ჰიდროტექნიკური ნაგებობებისათვის:
ე.ა) დაკვალვა;
ე.ბ) ქვაბულის დამუშავება და ფუძის მოწყობა;
ე.გ) ძირითადი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება.
ვ) ელექტროგადამცემი ხაზები (საჰაერო):
ვ.ა) დაკვალვა;
ვ.ბ) ანძების დაყენება;
ვ.გ) სადენების მონტაჟი;
ვ.დ) ქსელის გამოცდა.
ზ) ხიდებისათვის:
ზ.ა) დაკვალვა;
ზ.ბ) როსტვერკების მოწყობა;
ზ.გ) ბურჯებისა და საყრდენების მოწყობა;
ზ.დ) ხიდის მალების მონტაჟი;
ზ.ე) საფარის მოწყობა.
თ) გვირაბებისათვის – ტექნოლოგიური პროცესებისა და გვირაბის გაბარიტების მიხედვით მშენებლობის ორგანიზების პროექტით განსაზღვრული ეტაპების შესაბამისად (არანაკლებ ხუთი ეტაპისა).
ი) ნავთობპროდუქტსაცავებისა და გაზსაცავებისათვის:
ი.ა) დაკვალვა;
ი.ბ) საფუძვლის მოწყობა;
ი.გ) ძირითადი კონსტრუქციის აგება.
კ) ანძისა და კოშკისათვის:
კ.ა) დაკვალვა;
კ.ბ) კონსტრუქციის დასრულება.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.05.2007.
- როდის იქნა მიღებული „,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე““?
- „,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 10.05.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №91. სარეგისტრაციო კოდი — 330.130.000.10.003.000.732.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.05.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე““, №91, 10.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.10.003.000.732 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.05.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8392/