,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 10.05.2007
ძალის დაკარგვა 01.01.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №92
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.733
გამოქვეყნების წყარო სსმ, 65, 11/05/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 60.0pt 1.0in 60.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №92
2007 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანდართული დებულება და სტრუქტურა.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე.
2. სააგენტო შექმნილია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციასა და მონიტორინგს.
3. სააგენტო თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე ამ დებულებით. თავისი საქმიანობის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ადგენს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელიც სააგენტოსთან არსებულ სამეთვალყურეო საბჭოზე განხილვის შემდეგ ეგზავნება საქართველოს მთავრობას, აგრეთვე ქვეყნდება საჯაროდ.
4. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის საბანკო ანგარიშები, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, პეკინის ქ. №28.
მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები, ძირითადი ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. სააგენტოს მიზანია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების უზრუნველყოფა, ხოლო საქმიანობის საგანია სახელმწიფო შესყიდვების სფეროში შესყიდვების პროცედურების კანონიერების ზედამხედველობა და შესყიდვების პროცესის რეგულირების პოლიტიკის განსაზღვრა.
2. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისათვის საჭირო ნორმატიული აქტებისა და სტანდარტული სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავება და გამოცემა, მათი საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზაცია;
ბ) შემსყიდველი ორგანიზაციებიდან მიღებული ანგარიშებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე შესყიდვების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს მთავრობისათვის წინადადებების წარდგენა შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად;
გ) სპეციალური სასწავლო პროგრამებისა და სასწავლო-მეთოდოლოგიური მასალებისა და დოკუმენტაციის სტანდარტული ფორმების მომზადება, სემინარებისა და ტრენინგების მოწყობა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, სამართალდაცვის ორგანოებისათვის, მასმედიის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის;
დ) განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი საინფორმაციო ბაზის ჩამოყალიბება და სრულყოფა;
ე) შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის საექსპერტო და საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურება;
ვ) პოტენციურ მიმწოდებელთა რეესტრის წარმოება (პოტენციურ მიმწოდებელთა რეესტრი იქმნება შემსყიდველთა საინფორმაციო უზრუნველყოფის მიზნით და იგი არავის ანიჭებს უპირატესობას);
ზ) თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებათა სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში დანერგვისათვის ხელშეწყობა;
თ) შესყიდვების საჯაროობისათვის შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და ანგარიშგებითი ინფორმაციის გამოქვეყნება, სპეციალური პერიოდული ბიულეტენების გამოცემა;
ი) შესყიდვების დროს წარმოქმნილი დავების ადმინისტრაციული წესით განხილვა მოდავე მხარეთა სავალდებულო მონაწილეობით.
3. სააგენტო თავისი ფუნქციების განხორციელებისას ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:
ა) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მაქსიმალური ეკონომიურობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი სახსრების რაციონალურად ხარჯვის მიზნით;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა, ჯანსაღი კონკურენციის მხარდაჭერა და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების გამჭვირვალობისათვის ხელშეწყობა;
გ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.
4. სააგენტოს თავისი ფუნქციების უზრუნველსაყოფად უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს შემსყიდველი ორგანიზაციებისაგან განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშების წარმოდგენა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი ფორმებითა და ვადებში, აგრეთვე მოითხოვოს შემსყიდველი ორგანიზაციებისა და შესყიდვებში მონაწილე პირთაგან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით;
ბ) მოიწვიოს თათბირები სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
გ) კანონითა და შესაბამისი აქტებით დადგენილი ნორმების დარღვევის ან მათი არასწორი გამოყენებისას, სახელმწიფო შესყიდვებისათვის გამოყოფილი სახსრების არაეკონომიური ხარჯვის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მიუთითოს ამ ფაქტებზე შემსყიდველ ორგანიზაციებს და მოითხოვს მათგან არასწორი გადაწყვეტილებებისა და მოქმედების დადგენილ წესებთან და ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა შესყიდვის პროცედურების მკაცრად დაცვის უზრუნველსაყოფად;
დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული წესით განიხილოს სააგენტოში შემოსული საჩივრები;
ე) უფლებამოსილი პირების წინაშე დასვას შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვის ან გაუქმების საკითხი;
ვ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოების წინაშე დასვას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე მხარეების პასუხისმგებლობის საკითხი;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავებისა და საჩივრების სასამართლო წესით განხილვის პროცესებში;
თ) აწარმოოს მიმწოდებელი ფიზიკური და იურიდიული პირების რეესტრი ყოველწლიურად, განახლებული მონაცემების საფუძველზე;
ი) გამოსცეს სპეციალური პერიოდული ბიულეტენი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების მიზნით;
კ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით დაამყაროს საქმიანი ურთიერთობა ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაციასთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, აგრეთვე უცხო ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ლ) განახორციელოს ფასიანი მომსახურება და ხელშეკრულების საფუძველზე შეასრულოს ის სამუშაოები, რომლებიც უშუალოდ არ წარმოადგენს მის ვალდებულებას;
მ) დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩლედ და მოპასუხედ;
ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 3🔗. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელობა, სტრუქტურა და კადრები
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. სააგენტოს თავმჯდომარე:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოსთან არსებულ სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით გამოსცემს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მოქმედებისათვის საჭირო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ყველა სუბიექტისათვის;
ბ) აწესრიგებს სააგენტოს გამგებლობისათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
გ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, სააგენტოს საშტატო ნუსხას (სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით), ზედამხედველობას უწევს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს თანამშრომელთა საქმიანობის კონტროლს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;
ე) განკარგავს სააგენტოს სახსრებს და ახორციელებს მათი გამოყენების კონტროლს, პასუხისმგებელია სააგენტოს საკუთრებაში ან მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და სწორი ხარჯვისათვის;
ვ) სააგენტოს საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად და პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს საქმიანობის სწორად წარმართვისათვის;
ზ) საქართველოს მთავრობას დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებებს გადაწყვეტილებების მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც სააგენტოს გამგებლობის სფეროს განეკუთვნება;
თ) დამატებითი უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენს სააგენტოს ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობისას, აგრეთვე – სასამართლოში სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას.
3. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელსაც სააგენტოსთან არსებულ სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.
4. სააგენტოში შედის შემდეგი სამმართველოები:
ა) საინფორმაციო-მეთოდური სამმართველო;
ბ) ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო;
გ) იურიდიული სამმართველო;
დ) ადმინისტრაციული და შიდა აუდიტის სამმართველო;
ე) თავმჯდომარის აპარატი, რომელშიც გაერთიანდება სამდივნო, საერთო განყოფილება, ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური და ბუღალტერია.
5. სააგენტოს სამმართველოების უფროსებს, მათ მოადგილეებს, აპარატის უფროსს, მთავარ სპეციალისტებსა და მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე. მათ ატესტაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით ატარებს სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული საატესტაციო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე.
6. აღნიშნული სამმართველოებისა და სამსახურის საქმიანობის წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სამმართველოებისა და სამსახურის დებულებით, ხოლო პერსონალის მართვის საკითხები წესრიგდება სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესით.
7. სააგენტო უფლებამოსილია ახალი სამმართველოს შექმნის მიზნით, სააგენტოსთან არსებულ სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, დებულებაში შესაბამისი ცვლილებები დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას.
მუხლი 4🔗. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი და საზოგადოებრივი ზედამხედველობა
1. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.
2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მოსთხოვოს სააგენტოს კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. სააგენტომ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.
6. საქმიანობის საჯაროობის უზრუნველსაყოფად საზოგადოებრივი ზედამხედველობის სრულყოფილად განხორციელების მიზნით სააგენტოს წლიური სამუშაო პროგრამა დასამტკიცებლად, ხოლო ბიუჯეტი შესათანხმებლად უნდა წარედგინოს სააგენტოსთან არსებულ სამეთვალყურეო საბჭოს.
მუხლი 5🔗. სააგენტოს ქონება და დაფინანსება
1. სააგენტოს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო გადასცემს სახელმწიფო ქონებას საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
3. სააგენტოს დაფინანსება ხორციელდება:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.
4. სააგენტოსათვის გადაცემული ქონება და შემოსავლები კანონის შესაბამისად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას, მუშაკთა მატერიალურ სტიმულირებასა და სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას.
მუხლი 6🔗. სააგენტოს საბუღალტრო ანგარიშგება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტო აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას და ადგენს ბალანსს.
მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
1. სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.