,,ანგარიშვალდებული საწარმოების მიმართ პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნების განსაზღვრის, საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან განთავისუფლების, ანგარიშვალდებული საწარმოების ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის“ დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 25.05.2009
ძალის დაკარგვა 08.08.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 220.020.040.50.055.013.131
გამოქვეყნების წყარო სსმ, 64, 27/05/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ემიტენტის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე ვადის მოსვლის თარიღი8 07.10.2020
დოკუმენტის ტექსტი
,,ანგარიშვალდებული საწარმოების მიმართ პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნების განსაზღვრის, საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან განთავისუფლების, ანგარიშვალდებული საწარმოების ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის“ დამტკიცების თაობაზე“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Char, li.Char, div.Char {mso-style-name:" Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; font-weight:bold;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.0pt 45.0pt .75in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.040.50.055.013.131
საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს
უფროსის ბრძანება №22
2009 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
ანგარიშვალდებული საწარმოების მიმართ პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნების განსაზღვრის, საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების, ანგარიშვალდებული საწარმოების ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის“ დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-11, მე-13 და 32-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ანგარიშვალდებული საწარმოების მიმართ პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნების განსაზღვრის, საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების, ანგარიშვალდებული საწარმოების ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესი (დანართი №1).
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) ,,ანგარიშვალდებული საწარმოების მიერ ნახევარწლიური, წლიური და მიმდინარე ანგარიშების შედგენისა და წარდგენის შესახებ წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 21 იანვრის №4 დადგენილება;
ბ) ,,ანგარიშვალდებული საწარმოების ფინანსური ანგარიშგებების შედგენისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2005 წლის 10 იანვრის №54 დადგენილება;
გ) ,,საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2003 წლის 25 დეკემბრის №37 დადგენილება;
დ) ,,ანგარიშვალდებული საწარმოს ინფორმაციის კონფიდენციალობის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2005 წლის 26 აპრილის №57 დადგენილება;
ე) ,,ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის იძულებით დანიშვნის შესახებ“ კომისიის დროებითი წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2003 წლის 28 იანვრის №28 დადგენილება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. გოთუა
დანართი №1
ანგარიშვალდებული საწარმოების მიმართ პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნების განსაზღვრის, საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების, ანგარიშვალდებული საწარმოების ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს ანგარიშვალდებული საწარმოს (შემდგომში – საწარმო) მიერ წლიური, ნახევარწლიური და მიმდინარე ანგარიშების შინაარსს და მათი საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსადმი (შემდგომში – სააგენტო) წარდგენის წესს, ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის, აგრეთვე საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან საწარმოს გათავისუფლების გარემოებებსა და საწარმოს მიერ ანგარიშგებისას წარმოდგენილი, მის მიერ კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის სააგენტოსადმი წარდგენის, ამ ინფორმაციის კონფიდენციალურად აღიარებისა და მისი საჯაროდ გამოცხადების პროცედურებს.
2. საწარმო წლიურ, ნახევარწლიურ და მიმდინარე ანგარიშებს სააგენტოს წარუდგენს წინამდებარე წესში მითითებულ ვადებში დოკუმენტური და ელექტრონული ფორმით, ხოლო სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნული ანგარიშების გამოქვეყნებას თავის ვებგვერდზე (www.qsa.gov.ge).
3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2🔗. საწარმოს მიერ სააგენტოში წარსადგენი ანგარიშგება
1. საწარმო სააგენტოში წარადგენს:
ა) წლიურ ანგარიშს;
ბ) ნახევარწლიურ ანგარიშს;
გ) მიმდინარე ანგარიშს.
2. საწარმოს მიერ წარდგენილი წლიური და ნახევარწლიური ფინანსური ანგარიში უნდა შეიცავდეს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებითა (ბასს) და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) გათვალისწინებით შედგენილ ფინანსურ ანგარიშებსა (უწყისებს) და შენიშვნას.
3. საწარმომ ანგარიშები სააგენტოში უნდა წარადგინოს როგორც დოკუმენტური, ასევე ელექტრონული ფორმით.
4. ამ მუხლით და ასევე ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშებს ხელს აწერენ საწარ-მოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. აღნიშ-ნული პირები კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელნი არიან ანგარიშში შეტანილი ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე.
მუხლი 3🔗. წლიური ანგარიში
1. წლიური ანგარიში დგება ყოველი სამეურნეო წლისათვის და უნდა შეიცავდეს:
ა) ინფორმაციას ემიტენტის, მისი საქმიანობის, მმართველი ორგანოს წევრთა და იმ პირთა შესახებ, რომლებიც აქციონერთა კრებაზე ფლობენ ან აკონტროლებენ ხმების მნიშვნელოვან წილს;
ბ) აუდიტორის მიერ დადასტურებულ ფინანსურ ანგარიშს, რომელიც შედგება:
ბ.ა) ბალანსისაგან;
ბ.ბ) მოგებისა და ზარალის ანგარიშგებისაგან;
ბ.გ) კაპიტალში ცვლილებების შესახებ ანგარიშგებისაგან;
ბ.დ) ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიშგებისაგან;
ბ.ე) ახსნა-განმარტებითი შენიშვნებისაგან.
2. წლიური ანგარიშის აუდიტი უნდა განხორციელდეს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
3. საწარმო ვალდებულია წარადგინოს სააგენტოში წლიური ანგარიში ყოველი სამეურნეო წლის დასრულებიდან 90 დღის განმავლობაში. აღნიშნულ წლიურ ანგარიშს ასევე წარადგენს ის საწარმოც, რომელიც ანგარიშვალდებული საწარმო გახდა სამეურნეო წლის განმავლობაში, ამ პუნქტში აღნიშნული ვადების დაცვით.
მუხლი 4🔗. ნახევარწლიური ანგარიში
1. ნახევარწლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს:
ა) ბალანსს;
ბ) მოგებისა და ზარალის ანგარიშგებას;
გ) კაპიტალში ცვლილებების შესახებ ანგარიშგებას;
დ) ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიშგებას;
ე) ახსნა-განმარტებით შენიშვნებს.
2. ნახევარი წლის ანგარიში დგება სამეურნეო წლის პირველი 6 თვის შესახებ (30 ივნისის მდგომარეობით). თუ საწარმო გახდა ანგარიშვალდებული საწარმო სამეურნეო წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, მაშინ ის ნახევარი წლის ანგარიში, რომელიც მოიცავს ამ 6-თვიან პერიოდს, წარედგინება სააგენტოს ამ პერიოდის დამთავრებიდან 45 დღის განმავლობაში. შემდგომში, ნახევარი წლის ანგარიში წარედგინება სააგენტოს 6-თვიანი პერიოდის დამთავრებიდან 45 დღის განმავლობაში
მუხლი 5🔗. საწარმოს მიერ სააგენტოში წარსადგენი მიმდინარე ანგარიში
1. საწარმომ უნდა წარმოადგინოს მიმდინარე ანგარიში:
ა) აქციათა კონტროლთან (მნიშვნელოვან წილთან, მნიშვნელოვან შენაძენთან) დაკავშირებული ცვლილებების შესახებ; ამ ინფორმაციის სააგენტოსათვის შეტყობინება უნდა მოხდეს ფასიანი ქაღალდების შესაბამისი რეგისტრატორის მიერ გაცემული ამონაწერის წარდგენის სახით;
ბ) ლიკვიდაციის პროცესის დაწყების, ლიკვიდატორის დანიშვნისა და ლიკვიდატორის შესახებ ინფორმაცია;
გ) საწარმოს ქონებაზე გადახდისუუნარობის საქმისწარმოების გახსნა/შეწყვეტა ან რეაბილიტაცია;
დ) საწარმოს საქმიანობის შეჩერების ან განახლების შესახებ;
ე) საწარმოს მიერ აუდიტორის შერჩევისა და მისი შეცვლის შესახებ;
ვ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ან საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილების შესახებ;
ზ) ინფორმაცია: შერწყმის/გაყოფის, ფასიანი ქაღალდის დანაწევრების, მნიშვნელოვანი ხელშეკრულების დადების, სხვა ემიტენტის ფასიან ქაღალდებზე სატენდერო შეთავაზების შესახებ;
თ) ინფორმაცია საწარმოს შეფასებით საანგარიშგებო პერიოდში მომხდარი არსებითი მოვლენის შესახებ;
ი) ინფორმაცია სააგენტოში წარდგენილ ანგარიშში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე.
2. საწარმომ სააგენტოს უნდა წარუდგინოს მიმდინარე შეტყობინება ამ მუხლში ჩამოთვლილი მოვლენის დადგომიდან 15 დღის განმავლობაში.
მუხლი 6🔗. სააგენტოსადმი კონფიდენციალური ინფორმაციის წარდგენა
1. საწარმოს უფლება აქვს სააგენტოსთვის წარსადგენ ანგარიშებში არ შეიტანოს მის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია. ანგარიშის იმ ნაწილში, რომელშიც უნდა ასახულიყო კონფიდენციალური ინფორმაცია, საწარმო აკეთებს მითითებას, რომ ინფორმაცია გამოტოვებულია საწარმოს მიერ მისი კონფიდენციალურად მიჩნევის გამო და ცალკე იქნება წარდგენილი.
2. საწარმოს მიერ არ შეიძლება კონფიდენციალურად იქნეს ცნობილი ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია.
3. საწარმო სააგენტოს ცალკე, კონფიდენციალურობის მითითებით, წარუდგენს სპეციალურ ანგარიშს, რომელიც მოიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას. საწარმო ამ ინფორმაციას წარადგენს სააგენტოში უშუალოდ თავისი წარმომადგენლის მეშვეობით, ან ანგარიშთან ერთად უგზავნის სააგენტოს დაზღვეული ფოსტით.
4. სააგენტოსადმი წარდგენილ კონფიდენციალურ ინფორმაციას საწარმო თან ურთავს განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ახსნა-განმარტებას იმის თაობაზე, თუ რატომ მიიჩნევს საწარმო ინფორმაციას კონფიდენციალურად და რატომ არ არის მიზანშეწონილი ამ ინფორმაციის გამჟღავნება.
მუხლი 7🔗. სააგენტოს მიერ ინფორმაციის კონფიდენციალურად აღიარება
1. სააგენტო ინფორმაციის კონფიდენციალურად აღიარების საკითხს განიხილავს მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, რის შემდგომაც წერილობითი ფორმით აცნობებს საწარმოს თავის გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
2. თუ სააგენტომ არ აღიარა საწარმოს მიერ წარდგენილი ინფორმაცია კონფიდენციალურად, საწარმო უფლებამოსილია დამატებით ფაქტორებზე დაყრდნობით, წერილობითი ფორმით სთხოვს სააგენტოს, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება. ასეთი წერილობითი მიმართვის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში სააგენტომ უნდა გადაამოწმოს თავისი ბოლო გადაწყვეტილება. სააგენტოს გადაწყვეტილების გადამოწმება შეუძლია მხოლოდ ერთხელ.
3. თუ სააგენტო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ ინფორმაცია არასწორად იყო ამოღებული წარდგენილი ანგარიშიდან, საწარმო, რომელმაც წარადგინა დოკუმენტები, ვალდებულია წარადგინოს შესწორებული დოკუმენტები, რომლებშიც ჩართული იქნება ადრე ამოღებული ინფორმაცია.
მუხლი 8🔗. კონფიდენციალური ინფორმაციის საჯაროდ გამოცხადება
1. საწარმოს შეუძლია ნებისმიერ დროს წერილობით მიმართოს სააგენტოს კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის საჯაროდ გამოცხადების თხოვნით. ინფორმაცია ღიად ჩაითვლება სააგენტოს მიერ საწარმოს თხოვნის მიღებისთანავე.
2. ინფორმაციის საჯაროდ გამოცხადებიდან 15 დღის ვადაში საწარმო უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კონფიდენციალური ინფორმაციის ღიად გამოცხადების თაობაზე, თუ არსებობს მტკიცებულებები, რომ:
ა) მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც კონფიდენციალურად იქნა აღიარებული;
ბ) კონფიდენციალური ინფორმაცია ცნობილი გახდა ისეთ პირთათვის, რომელთაც, ჩვეულებრივ, არ უნდა ჰქონოდათ აღნიშნული ინფორმაცია.
4. სააგენტო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებამდე წერილობითი ფორმით აცნობებს საწარმოს, რომ აპირებს კონფიდენციალური ინფორმაციის ღიად გამოცხადებას და მიუთითებს ამ გადაწყვეტილების საფუძვლებს.
5. თუ საწარმო არ ეთანხმება სააგენტოს გადაწყვეტილებას კონფიდენციალური ინფორმაციის ღიად გამოცხადების თაობაზე, იგი 5 დღის ვადაში წერილობითი ფორმით აცნობებს აღნიშნულის შესახებ სააგენტოს შესაბამისი არგუმენტების მითითებით. თუ საწარმო აღნიშნულ ვადაში არ მიაწოდებს სააგენტოს საკუთარ მოსაზრებას, ინფორმაცია ჩაითვლება ღიად.
6. საწარმოსაგან ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალიწინებული წერილობითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებას კონფიდენციალური ინფორმაციის ღიად გამოცხადების თაობაზე იღებს 10 დღის ვადაში და წერილობითი ფორმით აწვდის საწარმოს. თუ სააგენტო ამ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ინფორმაცია დარჩება კონფიდენციალურად.
7. საწარმო უფლებამოსილია სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს აღნიშნული გადაწყვეტილება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობებს სააგენტოს. თუ საწარმო გაასაჩივრებს სააგენტოს გადაწყვეტილებას, სააგენტო ვალდებულია ინფორმაცია კონფიდენციალურად შეინახოს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.
მუხლი 9🔗. საწარმოს საანგარიშო მოთხოვნებისაგან გათავისუფლება
1. წინამდებარე წესით განსაზღვრული საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან თავისუფლდება საწარმო:
ა) რომლის საქმიანობა შეჩერებულია საგადასახადო ორგანოში საწარმოს მიერ წარდგენილი სათანადო განცხადების საფუძველზე;
ბ) რომლის მიმართ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესი ან რეაბილიტაცია, სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე;
გ) რომლის ფასიან ქაღალდებსაც ჩანაწერით ფლობს 50-ზე ნაკლები მფლობელი;
დ) რომლის ფასიანი ქაღალდებით განხორციელებული გარიგება არ დაფიქსირებულა საფონდო ბირჟაზე ბოლო 2 წლის განმავლობაში;
ე) ლიკვიდაციის დაწყებისას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საწარმოები თავისუფლდებიან ამ წესით დადგენილი წლიური და ნახევარწლიური ანგარიშების წარდგენის ვალდებულებებისაგან. ეს საწარმოები ვალდებულნი არიან სააგენტოში წარმოადგინონ მიმდინარე ანგარიში ამ წესის შესაბამისად.
3. ვალდებულებისაგან გათავისუფლება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით საწარმოზე ვრცელდება იმ თარიღიდან, როდესაც ამის შესახებ იგი წერილობით აცნობებს სააგენტოს.
4. ვალდებულებისაგან გათავისუფლება ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საწარმოზე ვრცელდება იმ თარიღიდან, როდესაც ამის შესახებ იგი წერილობით აცნობებს სააგენტოს და წარმოადგენს ამ გარემოების დამადასტურებელ დოკუმენტს, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ გაცემული სათანადო ამონაწერის სახით.
5. ვალდებულებისაგან გათავისუფლება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საწარმოზე ვრცელდება იმ თარიღიდან, როდესაც ამის შესახებ იგი წერილობით აცნობებს სააგენტოს და წარუდგენს შესაბამისი კრების ან სასამართლო გადაწყვეტილებას ლიკვიდაციის დაწყების თაობაზე.
6. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული საწარმოებისგან ნებისმიერ დროს გამოითხოვოს ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია. ამ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობა იწვევს საწარმოს უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 10🔗. რეგისტრატორის დანიშვნა
1. თუ ემიტენტი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ შეარჩევს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს, მას რეგისტრატორს უნიშნავს სააგენტო ამ მუხლის შესაბამისად.
2. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა, რომელთაც სურვილი აქვთ აწარმოონ იმ ემიტენტების ფასიანი ქაღალდების რეესტრი, რომელთაც სააგენტო დაუნიშნავს რეგისტრატორს, სააგენტოში უნდა წარადგინონ განაცხადი აღნიშნულის თაობაზე ყოველი კალენდარული წლის პირველი 30 დღის განმავლობაში.
3. განაცხადის სააგენტოში წარდგენა ნებაყოფლობითია.
4. რეგისტრატორთა პირველადი რიგი ყალიბდება სააგენტოში რეგისტრირებულ განაცხადთა წილისყრის მიხედვით.
5. იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი რეგისტრატორი არ გააკეთებს განაცხადს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სააგენტო რეგისტრატორების რიგს ჩამოაყალიბებს მის მიერ ლიცენზირებული რეგისტრატორების წილისყრის მიხედვით.
6. სააგენტო ყოველი კალენდარული წლის პირველი 45 დღის განმავლობაში შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთა სიას, რომელიც შემდგომში გამოყენებული იქნება ემიტენტისათვის რეგისტრატორის დანიშვნის დროს.
7. რეგისტრატორთა პირველადი რიგიდან იმ რეგისტრატორის შერჩევა, რომელიც სააგენტოს გადაწყვეტილებით უნდა დაენიშნოს ემიტენტს, ხდება თანმიმდევრული როტაციის (ყოველი მომდევნო რეგისტრატორი იკავებს წინა რეგისტრატორის ადგილს) პრინციპით.
8. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით შერჩეულ რეგისტრატორს, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად არა აქვს მოცემული ემიტენტის ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების უფლება, შერჩევა გაგრძელდება იმავე პრინციპით.
9. ემიტენტისათვის დასანიშნად შერჩეულ რეგისტრატორს არა აქვს უფლება უარი თქვას მოცემული ემიტენტის ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებაზე, თუ მას საამისოდ არ გააჩნია სათანადო არგუმენტები, რასაც სააგენტო უარის თქმის საფუძვლად მიიჩნევს.
10. რეგისტრატორი შეიძლება ამოღებულ იქნეს პირველადი რიგიდან:
ა) საკუთარი სურვილით, სააგენტოსადმი წერილობითი განაცხადის წარდგენის გზით;
ბ)სააგენტოს გადაწყვეტილებით, რეგისტრატორის მიერ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში.
11. რეგისტრატორის პირველადი რიგიდან ამოღებულ რეგისტრატორს არ აქვს უფლება ხელახლა განაცხადოს აღნიშნულ რიგში შეყვანის შესახებ რიგიდან მისი ამოღების დღიდან 90 დღის განმავლობაში.
მუხლი 11🔗. გარდამავალი დებულებები
ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საფუძვლები საწარმოებზე ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, თუ ეს საფუძვლები წარმოიშვა ამ წესის ამოქმედებამდე.