,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №222 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№340
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.013.138
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 65, 29/05/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.138

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №340

2009 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2006 წლის 27 მარტის №222 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №222 ბრძანებით (სსმ III, 27.03.2006, №41, მუხ. 476) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) მე-3 მუხლს დაემატოს ,,გ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,გ1) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირობებით გასცემს თანხმობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალის საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან შესაბამისობის თაობაზე.“;

 ბ) 71 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,დ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო.“;

გ) 72 მუხლს დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,31. მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ფუნქციებია:

ა) მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა;

ბ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნებისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემაჯამებელი დასკვნის განხილვა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.“;

დ) 74 მუხლს დაემატოს მე-4პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,4. ამ დებულების 72მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტი, 73მუხლი და 74 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები არ ვრცელდება მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოზე, რომლის პერსონალური შემადგენლობის განსაზღვრისა და საქმიანობის წესი რეგულირდება ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 19 სექტემბრის №800 ბრძანებით.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია