„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 28.05.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №396
სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.026.013.139
გამოქვეყნების წყარო სსმ, 66, 01/06/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.05.2009 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";}
@font-face {font-family:SPDumbadze;}
@font-face {font-family:Chveul;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:28.35pt; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Chveul","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
span.CharChar {mso-style-name:" Char Char"; font-family:"Chveul","sans-serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;}
p.tarigi, li.tarigi, div.tarigi {mso-style-name:tarigi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in .75in 45.0pt 45.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.026.013.139
საქართველოს თავდაცვის
მინისტრის ბრძანება №396
2009 წლის 28 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის VIII თავის, ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ და ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 და №47 ბრძანებულებებისა და ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თანდართული დებულება“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 27 დეკემბრის №357 ბრძანება.
3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. სიხარულიძე
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო
1. ეს დებულება შემუშავებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ და ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების შესაბამისად.
2. ამ დებულების მიზნებია:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამართული კონკურსის, აგრეთვე მოხელეთა ატესტაციის ჩატარებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდეგ – კომისია) საქმიანობის წესების განსაზღვრა;
ბ) საკადრო რეზერვის შექმნა (შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში);
გ) მოხელის სამსახურებრივი დაწინაურებისა და მისთვის საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესის დახვეწა.
3. ეს დებულება ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეებზე და კანდიდატებზე.
მუხლი 2🔗. კონკურსის/ატესტაციის ამოცანები და პრინციპები
1. კონკურსის/ატესტაციის ამოცანებია:
ა) კანდიდატის/მოხელის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება;
ბ) კანდიდატის/მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი/დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა;
გ) მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება;
დ) მოხელისათვის საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
ე) მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა;
ვ) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა;
ზ) მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება;
თ) მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა.
2. კონკურსის/ატესტაციის პრინციპებია:
ა) ობიექტურობა – კონკურსის/ატესტაციის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების შესაძლებლობა;
ბ) გამჭვირვალეობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი ყველა კანდიდატისთვის/მოხელისთვის;
გ) არადისკრიმინაციულობა – კონკურსის/ატესტაციის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა თანასწორობას განურჩევლად რასის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა;
დ) საჯაროობა – კონკურსის/ატესტაციის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის/ატესტაციის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;
ე) კოლეგიურობა – კონკურსის/ატესტაციის ეტაპები უნდა ჩატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს კომისიის მიერ;
ვ) კორექტულობა – კონკურსის/ატესტაციის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს კანდიდატზე/მოხელეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
თავი II
საკონკურსო-საატესტაციო კომისია
მუხლი 3🔗. კომისიის ფუნქციები
კომისიის ფუნქციებია:
ა) კონკურსანტის/ატესტანტის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი/დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება;
ბ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის შეფასების შესახებ გადაწყვეტილების წარდგენა.
მუხლი 4🔗. კომისიის შემადგენლობა
1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდეგ – მინისტრი) წარდგინებით.
3. კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას, კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში.
4. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ მეცნიერები და დამოუკიდებელი სპეციალისტები.
მუხლი 5🔗. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
1. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით შექმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა.
2. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში მის თავმჯდომარეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
3. ამ მუხლის შესაბამისად შექმნილი კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა, კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებისას, ხელმძღვანელობს ამ დებულებით განსაზღვრული წესებითა და პრინციპებით.
მუხლი 6🔗. კომისიის წევრთა დანიშვნის წესი
კომისიის წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე შემდეგი წესით:
ა) დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეები ინიშნებიან საკუთარი სურვილით და მათი პროფესიული დონის გათვალისწინებით;
ბ) მოწვეული მეცნიერები და დამოუკიდებელი სპეციალისტები ინიშნებიან მათი თანხმობით;
გ) ზემდგომი დაწესებულების, მოხელეთა პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლები ინიშნებიან შესაბამისი დაწესებულების ან გაერთიანების წინადადებით.
მუხლი 7🔗. კომისიის რეგლამენტი
1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა, გარდა ამ დებულების მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც აღინიშნება ოქმში.
თავი III
კონკურსი
მუხლი 8🔗. კონკურსის გამოცხადება
1. კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით.
2. კონკურსი ცხადდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. დამატებით კონკურსი შეიძლება გამოცხადდეს მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებითაც.
3. კონკურსის გამოცხადების ხარჯებს ანაზღაურებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
4. კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან.
მუხლი 9🔗. კომისიის სამდივნო
1. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, კომისიის თავმჯდომარე ქმნის კომისიის სამდივნოს (შემდგომში – სამდივნო). სამდივნოს ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი.
2. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად ყველა აუცილებელი ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის: კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენა.
3. კონკურსის დამთავრებისა და მისი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას.
მუხლი 10🔗. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება კანდიდატს
1. კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს, აქვს კონკურსით დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისი განათლება და/ან გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს თანამდებობის დასაკავებლად წაყენებულ სხვა მოთხოვნებს. კანდიდატთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით.
2. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.
3. პირი, რომელიც უნდა დაინიშნოს კონკურსის შედეგების გათვალისწინებით თანამდებობაზე, რომლის სამსახურებრივი ფუნქციის შესრულება დაკავშირებულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან, ამ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლოებაზე შესაბამისი დაშვების გაფორმების შემდეგ.
მუხლი 11🔗. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა კომისიის სამდივნოს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში);
ე) ორი ფოტოსურათი (3X4);
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ზ) სხვა დოკუმენტები საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
2. კანდიდატებს განცხადების შესატანად ეძლევათ არანაკლებ ორი კვირის ვადა განცხადების გამოქვეყნების დღიდან.
3. საჭირო დოკუმენტის წარდგენის შემდეგ კანდიდატი მიიღებს სარეგისტრაციო ბარათს, რომელშიც მიეთითება მისი რეგისტრაციის ნომერი.
მუხლი 12🔗. კანდიდატის უფლება საკონკურსო ადგილის შეცვლაზე და არჩევაზე
1. კანდიდატს რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უფლება აქვს გამოიტანოს განცხადება, შეცვალოს საკონკურსო ადგილი შესაბამისი განცხადებით ან განცხადება ერთდროულად შემოიტანოს ორ თანამდებობაზე.
2. თუ კანდიდატის განცხადებას თან არ ერთვის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საბუთები, სამდივნო არ მიიღებს განცხადებას. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იმ კანდიდატებს, რომელთა განცხადება მიღებული იქნება სამდივნოს მიერ და რომელთა მიერ წარმოდგენილი საბუთები ადასტურებს ვაკანტური თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან მის შესაბამისობას. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა წევრი წერილობით აცნობებს მიღებულ გადაწყვეტილებას იმ პირს, რომელიც არ იქნება დაშვებული კონკურსზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ხდება სამდივნოს წარდგინებით და მას არ სჭირდება კომისიის სხდომაზე განხილვა.
მუხლი 13🔗. კონკურსის ჩატარების პირობები
1. კონკურსს ატარებს კომისია.
2. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს ტესტირების ან/და გასაუბრების გზით:
ა) ტესტირება:
ა.ა) ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით. ტესტირების თემატიკას, პროგრამისა და ჩატარების წესებს განსაზღვრავს კომისია მინისტრთან შეთანხმებით;
ა.ბ) ტესტირების საკითხთა პროგრამა, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა გადაეცეს ნებისმიერ კანდიდატს, რომელიც დაშვებული იქნება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გარდა ამისა, პროგრამა განთავსებულ უნდა იქნეს სამინისტროში თვალსაჩინო ადგილას;
ა.გ) კანდიდატმა დადებითი შეფასების მისაღებად უნდა დააგროვოს კომისიის წინადადებით მინისტრის მიერ დადგენილ აუცილებელ ქულათა რაოდენობა (მინიმალური ზღვარი);
ა.დ) კონკურსის მხოლოდ ტესტირების ფორმით ჩატარების შემთხვევაში გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ქულათა რაოდენობის მიხედვით იმ კანდიდატებს შორის, რომლებმაც გადალახეს ამ პუნქტის ,,ა.გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მინიმალური ზღვარი. ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში გამარჯვებულის გამოვლენა ხდება კომისიის მიერ.
ბ) გასაუბრება: კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება შესაძლებელია ზეპირი გასაუბრების გზით.
მუხლი 14🔗. კომისიის მიერ კანდიდატურის განხილვა
კომისია ტესტირებისა და/ან გასაუბრების შედეგებს განიხილავს თავის სხდომაზე კანდიდატების დაუსწრებლად.
მუხლი 15🔗. კენჭისყრის წესი და გადაწყვეტილების მიღება
1. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება ღია კენჭისყრით.
2. ყოველ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე თითოეულ კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობიდან.
4. იმ კანდიდატების მიმართ, რომლებმაც თანაბარი ხმები მიიღეს, ხელახლა ეწყობა კენჭისყრა. ხმების განმეორებით თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა. ამასთან, უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, ვისაც აქვს სამეცნიერო ხარისხი ან სპეციალობით მუშაობის მეტი სტაჟი, ამავე დროს ყურადღება ექცევა მის საქმიან რეპუტაციას და კომუნიკაბელურობას.
5. კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატზე იწერება მოტივირებული დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის დამსწრე წევრები.
მუხლი 16🔗. კონკურსის შედეგები
1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე.
2. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა წევრი გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში წერილობით აცნობებს ყველა კანდიდატს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. თუ კონკურსში მონაწილეთა რაოდენობა 50-ს აჭარბებს, გადაწყვეტილების გაცნობა ხდება კომისიის სხდომის ოქმის სამინისტროში თვალსაჩინო ადგილას გამოკვრის გზით. ამავე ვადაში ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს ეცნობება წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატურის წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ.
3. კონკურსის შედეგების შესახებ კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს მოხსენდება კონკურსის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში, რომელიც კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.
4. ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნამდე პირმა უნდა წარმოადგინოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები (ამ დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით წარდგენილი დოკუმენტების გარდა) კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის ვადაში. აღნიშნული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს პირის სამსახურში მიღებაზე უარის თქმის საფუძველს. ასეთ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია განიხილოს შემდეგი 2 საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი.
5. კონკურსის დასრულებიდან (გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთი კვირის ვადაში კომისია საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგენს ინფორმაციას ჩატარებული კონკურსის შესახებ:
ა) ვაკანტური თანამდებობების დასახელებას;
ბ) შემოსული განცხადებების რაოდენობას;
გ) კონკურსის ეტაპებს;
დ) გამოყენებულ მეთოდიკებსა და პროცედურებს;
ე) კონკურსის შედეგებსა და სხვა მონაცემებს.
მუხლი 17🔗. ჩაშლილი კონკურსი
კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება ან კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატის წამოყენებაზე.
თავი IV
მოხელის ატესტაცია
მუხლი 18🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირები
ატესტაციას ექვემდებარება:
ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდში), ამასთან, მოხელის დანიშვნიდან მის ატესტაციამდე პერიოდი არ შეიძლება იყოს 6 თვეზე ნაკლები;
ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისთვის;
გ) რეზერვში ჩარიცხული პირი;
დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ.
მუხლი 19🔗. ატესტაციის დრო
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2. ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიასა და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი და კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.
3. კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ერთი თვით ადრე.
მუხლი 20🔗. ატესტაციის ჩატარების პროცედურა
1. ატესტაციას ატარებს კომისია.
2. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში წარადგენს დახასიათებას თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი №1). იმავე ფორმას ავსებს და წარადგენს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე.
3. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას.
4. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.
5. ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ფორმით: სხვადასხვა სახის ტესტირება, წერითი დავალება ან/და გასაუბრება.
6. ატესტაციის ჩატარების ფორმებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს კომისია მინისტრთან შეთანხმებით.
7. გასაუბრების პროცესში, დაკავებულ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
8. ატესტაციის დროს მოხელესთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც მოხელე მუშაობს.
9. ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით მოხელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით იგი იღებს ამ დებულების 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას.
მუხლი 21🔗. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1. ატესტაციისას კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
2. საჭიროების შემთხვევაში კომისია ისმენს მოხელის და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს.
3. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა:
ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);
დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და უნდა გათავისუფლდეს, გარდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 111-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. კომისია იღებს მოტივირებულ გადაწყვეტილებას მოხელის შეფასების თაობაზე, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის დამსწრე წევრები.
5. საჭიროების შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას და მინისტრს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ.
6. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში.
მუხლი 22🔗. ატესტაციის შედეგები
1. კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
2. ატესტაციის შედეგები შეიტანება საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად თან ერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები (დანართი №2).
3. მოხელე საატესტაციო ფურცლის შევსებიდან ორ დღეში ეცნობა და ხელს აწერს მას.
4. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია მინისტრს მოახსენებს ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში.
5. მინისტრი, კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას საკლასო ჩინის მინიჭების/ჩამორთმევის, კვალიფიკაციის ამაღლების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის დაწინაურება/დაქვეითების შესახებ ატესტაციის დასრულებიდან 3 კვირის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და იგი სხვა თანამდებობის დაკავებაზე ან კვალიფიკაციის ამაღლებაზე უარს აცხადებს, მინისტრს უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან.
7. ატესტაციის დასრულებიდან ერთ თვეში საჯარო სამსახურის ბიუროს გადაეგზავნება ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების შესახებ: ატესტაციის ჩატარების ფორმების, გამოყენებული მეთოდიკებისა და პროცედურების, შედეგებისა და სხვა მონაცემთა მითითებით.
მუხლი 23🔗. ატესტაციის შედეგების გასაჩივრება
ატესტაციის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი V
საპრეტენზიო კომისია
მუხლი 24🔗. საპრეტენზიო კომისია
1. კონკურსის/ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, მინისტრის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია.
2. კანდიდატს/მოხელეს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის/ატესტაციის შედეგების გაცნობიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში.
3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობას და რაოდენობას განსაზღვრავს მინისტრი.
4. საპრეტენზიო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის/ატესტაციის რომელიმე ეტაპზე.
5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობიდან. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. ამასთან, ყოველ წევრს უფლება აქვს ოქმს თან დაურთოს თავისი განსხვავებული აზრი, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
7. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.
თავი VI
საჯარო მოხელეთა რეზერვი
მუხლი 25🔗. საჯარო მოხელეთა რეზერვთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება
საჯარო მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა, რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვა, მათი სამართლებრივი სტატუსი, უფლება-მოვალეობანი და თანამდებობაზე დანიშვნა ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 113-ე-120-ე მუხლების შესაბამისად.
დანართი № 1
მოხელის დახასიათება
სახელი, გვარი _____________________________________________
დაკავებული თანამდებობა ______________________________________
სამსახურებრივი მოვალეობების ჩამონათვალი
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
საატესტაციო პერიოდში შესრულებულ საკითხთა ჩამონათვალი და შედეგების შეფასება
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
პროფესიული და ინდივიდუალური ჩვევები
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
დადებითი და უარყოფითი მხარეები
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
წახალისება
______________________________________________________________________________________
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
წინადადებები კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, თანამდებობრივი დაწინაურების, საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
ხელმოწერა ______________________
თარიღი ________________________
დანართი №2
საატესტაციო ფურცელი
მოხელის სახელი, გვარი ______________________________________
დაბადების თარიღი და ადგილი __________________________________
დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის (არჩევის) თარიღი
თანამდებობრივი რანგი, საკლასო ჩინი
განათლება (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა)
სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო წოდება
შრომის საერთო სტაჟი (მ/შ საჯარო სამსახურში) ____________________
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია
შენიშვნა
კომისიის თავმჯდომარე _______________________________________
კომისიის წევრები
თარიღი ______________