,,კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №138 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№140/01
სარეგისტრაციო კოდი
220.020.000.18.011.013.143
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 66, 01/06/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.013.143

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №140/01

2009 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №138 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის, 27-ე მუხლის და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, „კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №138 ბრძანებით (სსმ III, 04.06.2008, №80, მუხლი 859) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მესამე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დასაცავ პერიოდში ამ წესის მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში, უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრების მინიმალურ სავალდებულო რეზერვზე, ბანკს დასაცავ პერიოდში დაერიცხება პროცენტი, რომელიც განისაზღვრება ეროვნული ბანკის მიერ. დარიცხული პროცენტის ჩარიცხვა ბანკის შესაბამის სავალუტო საკორესპონდენტო ანგარიშზე განხორციელდება დასაცავი პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მეშვიდე სამუშაო დღისა.“.

    მუხლი 2

ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების სავალუტო რისკის შემცირების აუცილებლობით.

    მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

     გ. ქადაგიძე