„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 25.05.2009
ძალის დაკარგვა 20.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/66
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.013.145
გამოქვეყნების წყარო სსმ, 67, 02/06/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 ივნისის N05/88 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 30.06.2020
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 19.06.2014
დოკუმენტის ტექსტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; }
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; }
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; line-height:200%; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; }
p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:28.35pt 73.3pt .25in 43.65pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.013.145
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის
მინისტრის ბრძანება �3/66
2009 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის � ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ
�უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის მე-8 მუხლის �ბ� ქვეპუნქტის და �საჯარო სამართლის იურიდიული პირის � თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაციისა და ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ� საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 ნოემბრის �262 დადგენილების მე-7 პუნქტის შესაბამისად,
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის � ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის თანდართული წესდება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. რურუა
საჯარო სამართლის იურიდიული პირი �� ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის წესდება
თავი I
ზოგადი დებულებები
��� მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
ეს წესდება არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის � �ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის საგანმანათლებლო და შემოქმედებითი საქმიანობის პროცესს, მართვის პრინციპებს, პერსონალის სახეებსა და უფლება-მოვალეობებს, პერსონალთან შრომით ურთიერთობებს, სტუდენტთა უფლება-მოვალეობებს, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის პრინციპებს, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
თავი II
სტატუსი და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
��� მუხლი 2🔗. სტატუსი
1. კოლეჯის სრული სახელწოდებაა სსიპ � ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი, რომელიც �საჯარო სამართლის იურიდიული პირის � თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაციისა და ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ� საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 ნოემბრის �262 დადგენილებით დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის � თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალის ბაზაზე.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი � ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი (შემდგომში � კოლეჯი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის � თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის უფლებამონაცვლე ქუთაისის ფილიალის ნაწილში.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის
� ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის მიზნად განისაზღვრა �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა.
4. კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, ბლანკი, სახაზინო და საბანკო ანგარიშები და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. კოლეჯი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
6. კოლეჯის იურიდიული მისამართია: ქ. ქუთაისი, 4600, კ. გამსახურდიას ქუჩა � 43-ა.
��� მუხლი 3🔗. კოლეჯის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. კოლეჯის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, განათლებისა და ხელოვნების სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, �უმაღლესი განათლების შესახებ�, �კულტურის შესახებ� და �საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ� �პროფესიული განათლების შესახებ�, �საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ� საქართველოს კანონები, ასევე საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და წინამდებარე წესდება.
2. კოლეჯი თავის ფუნქციებში ავტონომიურია, რაც ნიშნავს კოლეჯისა და მისი ძირითადი ერთეულების (ფაკულტეტების) თავისუფლებას საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილ კომპეტენციათა ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს საგანმანათლებლო, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა.
3. კოლეჯი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და წინამდებარე წესდების საფუძველზე უფლებამოსილია გამოიყენოს და დამოუკიდებლად განკარგოს მასზე რიცხული ქონება და ფინანსური სახსრები, გადაწყვიტოს მის გამგებლობას მიკუთვნებული მართვისა და მასთან დაკავშირებული ყველა სხვა საკითხი.
თავი III
კოლეჯის მიზნები, ძირითადი საქმიანობა და კომპეტენცია
��� მუხლი 4🔗. კოლეჯის მიზნები და ძირითადი საქმიანობა
�1. კოლეჯის მიზანია:
ა) სხვადასხავა პროფილის სათანადო განათლებისა და ინტერესის მქონე ნიჭიერი ახალგაზრდების მოზიდვა, მათი პროფესიული კარიერის ჩამოყალიბებისთვის საჭირო ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნა;
ბ) უმაღლესი სამუსიკო პროფესიული და აკადემიური (საბაკალავრო) საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;
გ) ხელოვნების ბაკალავრისა და დიპლომირებული სპეციალისტის მომზადება, რომელმაც აითვისა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, მიიღო შესაბამისი აკადემიური ხარისხი და/ან კვალიფიკაცია და უნდა შეძლოს სწავლის პროცესში შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება;
დ) საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი პროფესიული და/ან საბაკალავრო განათლების შეთავაზება;
ე) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა;
ვ) ქართული და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების ღირებულებების დამკვიდრებისთვის ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტაცია;
ზ) სწავლების, სწავლისა და შემოქმედებითი პროცესების ურთიერთშერწყმა და ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და კულტურულ სივრცეში ინტეგრირება.
2. კოლეჯი დასახული მიზნების მისაღწევად უზრუნველყოფს:
ა) პიროვნების მომზადებას ისეთი პროფესიული საქმიანობისთვის, რომელიც მოითხოვს შეძენილი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემოქმედებითად გამოყენებას;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას;
გ) საშემსრულებლო და პედაგოგიური პრაქტიკის განხორციელებას;
დ) აკადემიური და დამხმარე-სასწავლო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას;
ე) სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის სწავლისა და სოციალური ადაპტაციის პირობების შექმნას;
ზ) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კულტურულ-შემოქმედებით ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
თ) საქართველოსა და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ურთიერთგაცვლის ხელშეწყობას;
ი) სასწავლო და შემოქმედებითი მიზნებით კონკურსების, ფესტივალების, ლექცია-კონცერტების, კონფერენციების, სემინარების, მასტერკლასების და სხვა სახის ღონისძიებათა ორგანიზება-ჩატარებას;
კ) საბიბლიოთეკო და აუდიო-ვიდეო ფონდის განახლება-შევსებისა და დაცვისათვის ზრუნვას;
ლ) სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას; ევროპული სტანდარტების შესაბამისად მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისთვის ხელშეწყობას;
მ) უმაღლესი სამუსიკო განათლების ხელმისაწვდომობასა და საჯაროობას, სწავლებისა და სწავლის აკადემიურ თავისუფლებას, კოლეჯის მართვაში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მონაწილეობას, კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას;
ნ) ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის, აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა და შეხედულებების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით.
3. აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია შემდეგ შემთხვევებში:
ა) სამეცნიერო კვლევის თავისუფლებისთვის � საორგანიზაციო საკითხებსა და პრიორიტეტების განსაზღვრაში;
ბ) სწავლების თავისუფლებისთვის � სასწავლო პროცესის ორგანიზაციული საქმიანობის გადაწყვეტაში, ლექციების ცხრილისა და სასწავლო კურსის პროგრამების დამტკიცების საკითხებში;
გ) სწავლის თავისუფლებისათვის � სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და მაღალი ხარისხის სწავლების უზრუნველყოფაში.
4. დაუშვებელია პოლიტიკური და რელიგიური სტრუქტურული ერთეულების შექმნა.
��� მუხლი 5🔗. სწავლების ენა
კოლეჯში სწავლების ენა არის ქართული. სხვა ენაზე სწავლება დასაშვებია საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე.
თავი IV
კოლეჯის მართვა და სტრუქტურა
��� მუხლი 6🔗. კოლეჯის მართვის ორგანოები და სტრუქტურული ერთეულები
�1. კოლეჯის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია): აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. კოლეჯის ფაკულტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია): ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
2. კოლეჯი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისგან �ფაკულტეტებისგან, კოლეჯის ბიბლიოთეკის, დამხმარე სტრუქტურული ერთეულების: რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიისა და მართვის ორგანოების სამდივნოებისაგან.
3. გადაწყვეტილებას კოლეჯის სტრუქტურული ერთეულების შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. კოლეჯის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებით და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
�
��� მუხლი 7🔗. კოლეჯის მართვის პრინციპები
1. კოლეჯი უზრუნველყოფს:
ა) რექტორის ბრძანებების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშების საჯაროობას და მათ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისთვის;
ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას;
გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში;
დ) თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;
ე) კოლეჯში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას.
2. კოლეჯის წინამდებარე წესდებითა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.
��� მუხლი 8🔗. აკადემიური საბჭო
1. კოლეჯის აკადემიური საბჭო (შემდგომში � აკადემიური საბჭო) არის კოლეჯის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში არიან: აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე � რექტორი და აკადემიური საბჭოს წევრები.
2. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, განცხადება, წარდგინება, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.
��� მუხლი 9🔗. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება
კოლეჯის აკადემიური საბჭო �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის შესაბამისად:
ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს კოლეჯის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
ბ) ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და შემოქმედებით პროგრამებს;
გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას, მობილობასა და ინტეგრირებული სწავლების პროგრამების შექმნას;
დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს � რექტორს;
ე) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას;
ვ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას;
ზ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში;
თ) მონაწილეობს კოლეჯის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში;
ი) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, კოლეჯის საკონკურსო მოთხოვნებსა და წესებს, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით;
კ) ადგენს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხების, აკადემიური და პროფესიული განათლების კრედიტების ცნობის წესს;
ლ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურას;
მ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ნ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ო) ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ;
პ) ირჩევს კოლეჯის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს;
ჟ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო-შემოქმედებითი მუშაობის შეფასების წესს;
რ) კოლეჯის წესდებით გათვალისწინებული და სხვა გადაუდებელი საკითხების გადაწყვეტის მიზნით, წევრებისგან, ხმათა უმრავლესობით, ქმნის დროებით კომისიას, რომელიც ამზადებს საკითხს აკადემიური საბჭოს სხდომაზე განხილვისთვის;
ს) საჭიროების შემთხვევაში იწვევს ექსპერტს.
��� მუხლი 10🔗. აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
1. აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს აკადემიური საბჭოს მდივანი, რომელსაც საბჭო ირჩევს თავისივე წევრებიდან.
2. აკადემიურ საბჭოს თავმჯდომარეობს კოლეჯის რექტორი.
3. აკადემიური საბჭო იკრიბება ორ კვირაში ერთხელ ან საჭიროებისამებრ. თავმჯდომარეს შეუძლია განსაკუთრებულ შემთხვევებში საკუთარი ინიციატივით ან წევრთა 1/3-ის მოთხოვნით მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა.
4. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის 2/3.
5. აკადემიური საბჭოს მდივანი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც წინასწარ გადასცემს აკადემიური საბჭოს წევრებს.
6. აკადემიური საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის შესახებაც საბჭოს მდივანს უნდა ეცნობოს სხდომის დაწყებამდე არა უგვიანეს 2 დღისა.
7. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
8. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის 2/3. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს დამსწრეთა უმრავლესობა.
9. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, აკადემიური საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია.
10. აკადემიური საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის 1/4-ს უფლება აქვს მოითხოვოს ფარული კენჭისყრა. კენჭისყრა იქნება ფარული, თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა უმრავლესობამ.
11. აკადემიური საბჭოს თითოეული სხდომის შესახებ იწარმოება ოქმი.
12. ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და აკადემიური საბჭოს მდივანი.
��� მუხლი 11🔗. კოლეჯის რექტორი
1. რექტორი არის კოლეჯის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს კოლეჯს ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ სფეროებში.
2. რექტორის უფლებამოსილების ვადაა 3 წელი.
3. რექტორი შეიძლება იყოს კოლეჯის ან სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული პროფესორი.
4. რექტორი უფლებამოსილია კოლეჯის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. თუ გარიგებების და შეთანხმებების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე კოლეჯის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. რექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს � ბრძანებებს.
5. რექტორი ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
��� მუხლი 12🔗. წარმომადგენლობითი საბჭო
1. კოლეჯის წარმომადგენლობითი საბჭო (შემდგომში � წარმომადგენლობითი საბჭო) არის კოლეჯის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონით დადგენილი წესით აირჩევა სამი წლით.
2. წარმომადგებლობითი საბჭო �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის შესაბამისად:
ა) შეიმუშავებს კოლეჯის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს;
ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს კოლეჯის შინაგანაწესს, კოლეჯის ეთიკის კოდექსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;
გ) ამტკიცებს კოლეჯის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
დ) ირჩევს წარმომად
გენლობითი საბჭოს სპიკერს;
ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
ვ) ამტკიცებს კოლეჯის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;
ზ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს;
თ) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს;
ი) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობას და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;
კ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღ
აურების ოდენობასა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
ლ) ამტკიცებს კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
მ) განსაზღვრავს მომავალი წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. წარმომადგენლობითი საბჭო ბიუჯეტის დამტკიცების, ადმინისტრაციის ხელმძღ
ვანელის არჩევისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოველწლიური ანგარიშის დასამტკიცებლად გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, აგრეთვე მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენდაციები.
5. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
6. თუ �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონით ან კოლეჯის წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება სხდომაზე დამსწრეთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერით.
7. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია, გარდა კანონით და კოლეჯის წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
8. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის 1/4-ს უფლება აქვს მოითხოვოს ფარული კენჭისყრა. კენჭისყრა იქნება ფარული, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.
��� მუხლი 13🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი
1. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით � სამი წლით.
2. სპიკერი:
ა) ორგანიზებას უწევს წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას და თავმჯდომარეობს საბჭოს სხდომებს;
ბ) უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვასა და საკითხის სრულყოფილ, ყოველმხრივ განხილვას;
გ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
დ) უფლებამოსილია დასვას საკითხი დღის წესრიგით გაუთვალისწინებული საკითხის რიგგარეშე განხილვისა და კენჭისყრის შესახებ;
ე) ხელს აწერს საბჭოს სხდომების ოქმებს.
��� მუხლი 14🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
1. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მუშაობის ორგანიზაციულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი, რომელსაც საბჭო ირჩევს თავისივე წევრებიდან.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი სპიკერთან შეთანხმებით, ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც წინასწარ გადასცემს საბჭოს წევრებს. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის შესახებაც საბჭოს მდივანს უნდა ეცნობოს სხდომის ჩატარებამდე 2 დღით ადრე.
4. წარმომადგენლობით საბჭოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებების შესრულებისთვის ხელის შეწყობის მიზნით, წარმომადგენლობით საბჭოს თავისი შეხედულებისამებრ გარკვეული ვადით შეუძლია შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 3 წევრით.
5. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები მოიწვევა სემესტრში ორჯერ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია რიგგარეშე სხდომის მოწვევა.
6. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომებს წარმართავს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში � მის მიერ დროებით უფლებამოსილი წარმომადგენლობითი საბჭოს რომელიმე წევრი. ინფორმაცია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ, სხდომის ადგილის, დროისა და დღის წესრიგის მითითებით, უნდა გამოიკრას საჯარო გაცნობისთვის კოლეჯის შენობაში სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ სამი დღით ადრე, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას და ეცნობოს საბჭოს წევრებს.
7. წარმომადგენლობითი საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა შესაძლებელია წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის ინიციატივით ან საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/4-ის მოთხოვნით.
8. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოტივირებული მოთხოვნა წერილობითი ფორმით გადაეცემა წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს.
9. წარმომადგენლობითი საბჭოს რიგგარეშე სხდომა განიხილავს მხოლოდ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს.
10. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა ფიქსირდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სპიკერი (ან სხდომის წარმმართველი საბჭოს წევრი) და მდივანი.
��� მუხლი 15🔗. კოლეჯის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მისი უფლებამოსილება
1. კოლეჯის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის კოლეჯის უმაღლესი ადმინისტრციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების სფეროში და წარმოადგენს კოლეჯს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს კოლეჯის ადმინისტრაციას;
ბ) უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კოლეჯის სახელით, კოლეჯის ბიუჯეტის შესაბამისად, დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;
გ) ადგენს კოლეჯის ადმინისტრაციის სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
დ) ადგენს დამხმარე პერსონალის კოლეჯში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობას, პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ე) ამზადებს კოლეჯის ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ვ) შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
თ) პასუხისმგებელია კოლეჯის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;
ი) ასრულებს კოლეჯის წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების წინაშე.
4. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, კოლეჯის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;
ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება.
��� მუხლი 16🔗. კოლეჯის ბიუჯეტის შედგენა და მისი დამტკიცების წესი
1. კოლეჯის ბიუჯეტის პროექტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეიმუშავებს ფაკულტეტებთან და კოლეჯის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.
2. წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტს და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
3. წარმოდგენილი შენიშვნების მიმართ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანხმობის შემთხვევაში, კოლეჯის ბიუჯეტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
4. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ ეთანხმება წარმომადგენლობითი საბჭოს შენიშვნებს, კოლეჯის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი აკადემიური საბჭოს წინადადებებითა და დასაბუთებული შენიშვნებით დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს.
5. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ კოლეჯის ბიუჯეტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტას და ბიუჯეტის დამტკიცება მოხდება ახალარჩეული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით.
��� მუხლი 17🔗. კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და მისი უფლებამოსილება
1. კოლეჯის სასწავლო და შემოქმედებითი საქმიანობა, აგრეთვე მისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ასევე კოლეჯის სტუდენტები, რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
2. კოლეჯის სასწავლო და შემოქმედებითი საქმიანობის, საშემსრულებლო და პედაგოგიური პრაქტიკის ეფექტურად წარმართვის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონისა და კოლეჯის წესდების შესაბამისად.
3. კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური კონტაქტებს ამყარებს როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბების მიზნით.
4. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს კოლეჯში სწავლებისა და სწავლის ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, ECTS-საკრედიტო სისტემა, ცოდნის კომპლექსური შეფასება და სხვა) დანერგვის გზით.
5. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური:
ა) უზრუნველყოფს აკრედიტაციის პროცესისთვის თვითშეფასების მომზადებას;
ბ) მონაწილეობს აკადემიური პერსონალის დაკომპლექტების, დატვირთვის ზღვრული ნორმის დადგენასა და სტუდენტთა მობილობის, ასევე შეფასების საკრედიტო სისტემის სწორი გამოყენების რეგულაციაში;
გ) ახორციელებს აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებებს;
დ) ადგენს თითოეულ სასწავლო დისციპლინაში საათების რაოდენობას საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მთელი დროის ბიუჯეტის ფარგლებში;
ე) ადგენს პრაქტიკის კალენდარულ ვადებს იმ დაწესებულებებისა და შემოქმედებითი ორგანიზაციების პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, სადაც ჩატარდება პედაგოგიური და საშემსრულებლო პრაქტიკა;
ვ) შეიმუშავებს სასწავლო პროცესისა და მეთოდური მუშაობის შემდგომი სრულყოფის წინადადებებს და საჭირო შემთხვევაში განსახილველად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
ზ) პერიოდულად აკონტროლებს საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობას, საგამოცდო სესიების ორგანიზება-ჩატარებას, აკადემიური მოსწრების აღრიცხვას;
თ) უშუალოდ ხელმძღვანელობს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სტუდენტთა გადმოყვანის ან/და, პირიქით, გადასვლის საქმესა და განსხვავებული საგნების ვადებში ჩაბარებას.
6. კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით.
თავი V
კოლეჯის ფაკულტეტები, ფაკულტეტის საბჭო და მისი უფლებამოსილება
��� მუხლი 18🔗. ფაკულტეტები
1. კოლეჯში ოთხი ფაკულტეტია:
ა) საფორტეპიანო;
ბ) საგუნდო-სადირიჟორო;
გ) ვოკალური ხელოვნების;
დ) საორკესტრო (სიმებიანი, ჩასაბერი და დასარტყამი) საკრავების.
2. გადაწყვეტილებას ფაკულტეტის შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
3. კოლეჯის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული არის ფაკულტეტი, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.
4. ფაკულტეტის შემადგენლობაში შედის სასწავლო-შემოქმედებითი (პროგრამული მიმართულებები; პედაგოგიური და საშემსრულებლო პრაქტიკის სექტორი), და დამხმარე (ბიბლიოთეკა და სხვ.) სტრუქტურული ერთეულები.
5. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.
6. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.
7. �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის შესაბამისად, კოლეჯის ფაკულტეტის საბჭო:
ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტს;
ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს:
გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, სასწავლო, შემოქმედებითი და პედაგოგიურ-საშემსრულებლო პრაქტიკის პროგრამებს;
დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას, ცვლილებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ე) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს:
ვ) ახორციელებს �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
��� მუხლი 19🔗. კოლეჯის ფაკულტეტის დეკანი, მისი არჩევის წესი და უფლებამოსილება
ფაკულტეტის დეკანი:
ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო-შემოქმედებითი, პედაგოგიური და საშემსრულებლო პრაქტიკის საქმიანობის ეფექტურ მიმდინარეობას; � ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების გეგმასა და სასწავლო პროგრამებს;
გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია კოლეჯის წარმომადგენლობითი, აკადემიური და ფაკულტეტის საბჭოების გადაწყვეტილებების შესრულებაზე;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;
ზ) პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივად გამოყენებაზე;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ წესდებითა და ფაკულტეტის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
��� მუხლი 20🔗. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1. ფაკულტეტზე სასწავლო-შემოქმედებითი, საშემსრულებლო და პედაგოგიური პრაქტიკის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით, იქმნება ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების საფუძველზე.
2. თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომლებთანაც კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი თანამშრომლობს კოლეჯის წესდების საფუძველზე.
3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) გამოყენების გზით და აკრედიტაციის პროცესისთვის თვითშეფასების მომზადებას.
4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული ან სრული პროფესორი.
5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარმოადგენს კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ერთიანი სისტემის ნაწილს.
6. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო.
თავი VI
კოლეჯის და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევის წესი
��� მუხლი 21🔗. მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევის ზოგადი პრინციპები
კოლეჯისა და ფაკულტეტების მართვის ორგანოების არჩევნები ტარდება თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპების დაცვით.
��� მუხლი 22🔗. აკადემიური საბჭოს არჩევის წესი
1. აკადემიური საბჭოს წევრები აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მას ესწრება ხმის უფლების მქონე პირთა ნახევარზე მეტი.
2. აკადემიურ საბჭოში ფაკულტეტებიდან აირჩევა 8 წევრი. თითოეული ფაკულტეტი ირჩევს 2 წარმომადგენელს. არჩეულად ითვლება კენჭისყრის მიხედვით ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.
3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა სრული ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა განისაზღვრება 3 წლით.
5. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით 1,5 წლის გასვლის შემდეგ.
��� მუხლი 23🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესი
1. წარმომადგენლობითი საბჭო აირჩევა 3 წლის ვადით კოლეჯის ძირითადი ერთეულებიდან � ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე,
სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ფაკულტეტებზე წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის მომენტში მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედის აკადემიური საბჭოს მიერ არჩეული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა რაოდენობა შეადგენს საბჭოს წევრთა ორმაგ რაოდენობას � 16 წევრს.
3. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობს ხმის უფლების მქონე პირთა 1/3 მაინც, ცალ-ცალკე, როგორც აკადემიური პერსონალის, ისე სტუდენტების რაოდენობიდან.
4. მიღებული ხმების დათვლა ხდება ცალ-ცალკე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.
5. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს.
6. პროფესორებისა და სტუდენტებისთვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია კოლეჯთან მისი შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა.
7. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ მოაგროვა ხმების უმეტესი რაოდენობა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად ამავე ვადით.
8. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები.
9. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას იწვევს რექტორი საბჭოს არჩევნებიდან არა უგვიანეს 5 დღისა.
10. პირველ სხდომას თავმჯდომარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს უხუცესი წევრი. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
11. წარმომადგენლობითი საბჭოს ახალარჩეული წევრების უფლებამოსილებას საბჭო ცნობს პირველ სხდომაზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
12. პირველ სხდომაზე წარმომადგენლობითი საბჭო ფარული კენჭისყრით, საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სპიკერს. კენჭისყრას ატარებს კოლეჯის საარჩევნო კომისია.
13. წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 10%, სპიკერის არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღისა, კოლეჯის საარჩევნო კომისიას წარუდგენს სპიკერის კანდიდატურებს. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტ წევრთა ხმას. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი.
14. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით � 3 წლით.
��� მუხლი 24🔗. რექტორის არჩევის წესი
1. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს კოლეჯის ან სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული პროფესორი. რექტორს 3 წლის ვადით ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმათა უმრავლესობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი.
2. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას კოლეჯის აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 თვით ადრე. საარჩევნო პროცედურას ადგენს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
4. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
5. პირი, რომელსაც ეკავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, ამავე კოლეჯში რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.
6. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო პროგრამას.
��� მუხლი 25🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევის წესი
1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ფარული კენჭისყრით. ერთი და იგივე პირი აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადა სამი წელია.
3. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4. პირი, რომელსაც ეკავა კოლეჯის რექტორის თანამდებობა, ამავე კოლეჯში ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც რექტორის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან რექტორის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.
��� მუხლი 26🔗. ფაკულეტის დეკანის არჩევის წესი
1. ფაკულტეტის დეკანი აირჩევა გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით სამი წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 და არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე.
2. ფაკულტეტის დეკანად შეიძლება აირჩეს ასოცირებული ან სრული პროფესორი. კანდიდატად რეგისტრაციისთვის აუცილებელია ფაკულტეტის განვითარების კონცეფციის წარდგენა.
3. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციაზე გადაწყვეტილებას ღებულობს ფაკულტეტის საბჭო. თითოეული კანდიდატი რეგისტრირებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს უჭერს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
4. ფაკულტეტის დეკანს ირჩევს ფაკულეტის საბჭო. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტ წევრთა ხმას. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმათა ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში მეორე ტურში გამსვლელთა გამოსავლენად ტარდება ხელახალი კენჭისყრა გამარჯვებულის გამოვლენამდე. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ მოხერხდა დეკანის არჩევა, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი.
��� მუხლი 27🔗. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის წესი
1. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტ წევრთა ხმას. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმათა ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში მეორე ტურში გამსვლელთა გამოსავლენად ტარდება ხელახალი კენჭისყრა გამარჯვებულის გამოვლენამდე. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ მოხერხდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი.
2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული ან სრული პროფესორი.
თავი VII
კოლეჯის პერსონალი
��� მუხლი 28🔗. პერსონალი
კოლეჯში არსებობს აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები.
��� მუხლი 29🔗. კოლეჯის აკადემიური პერსონალი
1. კოლეჯის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისგან.
2. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ კოლეჯის სასწავლო პროცესს.
3. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი.
4. სრული პროფესორი უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას.
5. ასოცირებული პროფესორი მონაწილეობს სასწავლო პროცესში და ხელმძღვანელობს სტუდენტების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას.
6. ასისტენტ-პროფესორი უძღვება სასემინარო და პრაქტიკულ მეცადინეობებს.
7. პროფესორების პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
��� მუხლი 30🔗. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი და პირობები
1. კოლეჯში აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც შეესაბამება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
2. კოლეჯში კონკურსების ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და კოლეჯის წესდებით გათვალისწინებული წესით,
საბუთების მიღებამდე არა უგვიანეს 1 და კონკურსის ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე.
3. კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს კოლეჯის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის თანახმად.
4. კოლეჯში საშემსრულებლო სპეციალობებისათვის შეიძლება არჩეულ იქნეს:
ა) სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე � მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სრული ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე უმაღლესი აკადემიური და პროფესიული სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ ექვსი წლის გამოცდილება და/ან მნიშვნელოვანი წარმატებები საშემსრულებლო სფეროში;
ბ) ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე � მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სრულ, ასოცირებულ ან ასისტენტ-პროფესორად მუშაობის არანაკლებ სამი წლის ან მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ ექვსი წლის გამოცდილება უმაღლესი აკადემიური და პროფესიული სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და/ან წარმატებები საშემსრულებლო სფეროში;
გ) ასისტენტ-პროფესორის და მასწავლებლის თანამდებობაზე � დოქტორანტი ან მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც ეწევა პედაგოგიურ და/ან აქტიურ საშემსრულებლო მოღვაწეობას.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი პირობები განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს კოლეჯის აკადემიური საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.
��� მუხლი 31🔗. კოლეჯის აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები და უფლება-მოვალეობები
1. აკადემიურ პერსონალთან შრომით ხელშეკრულებას კოლეჯი დებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.
2. აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს კოლეჯის მართვაში �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონისა და ამ წესდების შესაბამისად;
ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება და შემოქმედებითი საქმიანობა;
გ) დამოუკიდებლად განსაზღვროს საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში სასწავლო პროგრამების შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;
დ) კვალიფიკაციის ასამაღლებლად 5 წელიწადში ერთხელ აიღოს ანაზღაურებადი შემოქმედებითი შვებულება არა უმეტეს ერთი სასწავლო წლის ვადით;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და კოლეჯის წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
3. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:
ა) დაიცვას კოლეჯის წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები;
ბ) სრულყოფილად შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;
გ) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;
დ) კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ წარადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ.
4. კოლეჯი უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სწავლებისა და შემოქმედებითი საქმიანობის თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისთვის შესამაბის პირობებს.
��� მუხლი 32🔗. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლება
�აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;
დ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების სისტემატური ან უხეში დარღვევა;
ე) პენსიაზე გასვლა ან ემერიტუსის წოდების მინიჭება;
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
��� მუხლი 33🔗. აკადემიური წოდებები
1. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქე მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება.
2. კოლეჯის 65 წლის ასაკს მიღწეულ ყველა სრულ პროფესორს ენიჭება ემერიტუსის წოდება.
3. ემერიტუსის წოდების მქონე პირს ემერიტუსის წოდების მინიჭებამდე არსებული ხელფასისა და სახელმწიფო პენსიის ოდენობებს შორის განსხვავებას ფარავს კოლეჯი. ამასთან, ემერიტუსის წოდების მქონე პირი
ს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს კოლეჯის საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობაში აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავების გარეშე და ისარგებლოს დამატებითი სოციალური გარანტიებით კოლეჯის ბიუჯეტის ფარგლებში.
��� მუხლი 34🔗. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი
1. კოლეჯში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფაკულტეტის დეკანი და მათი მოადგილეები, კოლეჯის და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები.
2. კოლეჯის პერსონალს ასევე მიეკუთვნება მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი და მასთან გათანაბრებული კონცერტმაისტერი.
3. კოლეჯის მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო და პრაქტიკულ საქმიანობას აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე.
4. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული კოლეჯის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პირები.
5. კოლეჯი უფლებამოსილია �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო-შემოქმედებით პროცესში მონაწილეობის ან/და მისი წარმართვის მიზნით.
��� მუხლი 35🔗. ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები
კოლეჯის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფეძვლებია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
დ) კოლეჯის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება;
ე) ეთიკის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა;
ვ) �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
კოლეჯის მიერ აკრედიტაციის ზედიზედ ორჯერ გაუვლელობა;
ზ) 65 წლის ასაკის მიღწევა;
თ) გარდაცვალება.
��� მუხლი 36🔗. თანამდებობრივი შეუთავსებლობა
1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება კოლეჯში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
2. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება კოლეჯში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება კოლეჯში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა.
4. აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლებს შეუძლიათ იმუშაონ მხოლოდ აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი ზღვრული დატვირთვით. პედაგოგიურ დატვირთვასთან ერთად მათ შეიძლება ეკავოთ ადმინისტრაციული თანამდებობა კოლეჯში, ან კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სხვა დაწესებულებაში. ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მომუშავე პირის პედაგოგიური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კოლეჯში ამ კატეგორიის პერსონალის ზღვრული დატვირთვის ნახევარს.
თავი VIII
სტუდენტი
��� მუხლი 37🔗. კოლეჯის სტუდენტის უფლებები და ვალდებულებები
1. კოლეჯის სტუდენტი არის პირი, რომელიც �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონისა და ამ წესდების საფუძველზე ჩაირიცხა და სწავლობს კოლეჯში უმაღლესი პროფესიული ან საბაკალავრო პროგრამების დაუფლების მიზნით.
2. კოლეჯის სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) მონაწილეობა მიიღოს სასწავლო-პრაქტიკულ და შემოქმედებით საქმიანობაში;
გ) აირჩიოს სასწავლო პროგრამა;
დ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შემუშავებაში;
ე) კოლეჯის წესდებით, შინაგანაწესითა და შესაბამისი დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
ვ) მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;
ზ) დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი შეხედულებებისა და ინტერესების შესაბამისად;
თ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც მას სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
ი) არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტისა და კოლეჯის მართვის ორგანოებში საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონისა და კოლეჯის წესდების შესაბამისად;
კ) მიიღოს სახელმწიფოსგან, კოლეჯისგან ან სხვა წყაროებიდან ფინანსური და მატერიალური დახმარება ან სხვა სახის შეღავათები;
ლ) მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია კოლეჯის საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის საფუძველზე;
მ) გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან გადმოვიდეს კოლეჯში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის გათვალისწინებით;
ნ) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და გაასაჩივროს არასასურველი საგამოცდო შედეგები;
ო) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
3. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის კოლეჯი აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც გამოიხატება მათთვის სტიპენდიის დანიშვნის, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის თუ სხვა სახის შეღავათების დადგენაში.
4. კოლეჯი ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურას.
5. კოლეჯს ეკრძალება საკუთარი უფლებამოსილებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება შექმნას ცენზურის დაწესების საფრთხე ან შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, გარდა �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნა უნდა იყოს პროპორციული დისციპლინური გადაცდომისა და შეიძლება განხორციელდეს ამ წესდებით, კოლეჯის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, კანონმდებლობის დაცვითა და სამართლიანი პროცედურის გზით. ქცევის წესი, რომელიც იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას, განსაზღვრულ უნდა იქნეს დეტალურად.
7. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნის წამოწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა კოლეჯის წესდებით, შინაგანაწესითა და სტუდენტის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, კოლეჯის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის დისციპლინური დევნის საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო.
8. სტუდენტს უფლება აქვს დაესწროს თავისი საქმის განხილვას, ისარგებლოს კანონით და ეთიკის კოდექსით დადგენილი უფლებებით და სასამართლოში გაასაჩივროს ფაკულტეტის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.
9. სტუდენტის სტატუსი წყდება:
ა) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად;
ბ) საკუთარი სურვილის საფუძველზე;
გ) აკადემიური მოუსწრებლობის მიზეზით, შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, კოლეჯის შინაგანაწესის, სტუდენტის ეთიკის კოდექსისა და სხვა დებულებებით დადგენილი წესების სისტემატური ან ერთჯერადი უხეში დარღვევით;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
10. სტუდენტი ვალდებულია:
ა) კოლეჯის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც აირჩია საკუთარი სურვილით და რომლის სწავლება სავალდებულოა;
ბ) დაიცვას კოლეჯის წესდება, შინაგანაწესი და ეთიკის კოდექსი.
��� მუხლი 38🔗. სტუდენტური თვითმმართველობა
1. კოლეჯში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა.
2. ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს კოლეჯის თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას.
3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:
ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას კოლეჯის მართვაში;
ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;
გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში;
დ) უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები ფაკულტეტის ან კოლეჯის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის, წარმომადგენლობით და აკადემიურ საბჭოებს;
ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ვ) მონაწილეობას იღებს სტუდენტის მიმართ დისციპლინური საქმის განხილვაში.
4. კოლეჯის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.
თავი IX
განათლების სახეები და საფეხურები
��� მუხლი 39🔗. უმაღლესი სამუსიკო განათლების სახეები და საფეხურები
1. კოლეჯში უმაღლესი სამუსიკო განათლების მიღება ხორციელდება უმაღლესი პროფესიული სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამებით და პირველი საფეხურის (ბაკალავრიატის) უმაღლესი აკადემიური საგანმათლებლო პროგრამებით.
2. უმაღლესი პროფესიული სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლება (არანაკლებ 3-წლიანი) ხორციელდება დიპლომირებული სპეციალისტის პრაქტიკული ხასიათის პროფესიული საქმიანობისთვის მომზადების მიზნით.
3. კოლეჯში უმაღლესი პროფესიული სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამების მიზანია მოამზადოს მუსიკოსი-შემსრულებელი (კონცერტმაისტერი), მომღერალი, გუნდის ხელმძღვანელი, რეგენტი ან/და იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი, რომლებიც ახორციელებენ სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამებს.
4. კოლეჯში თითოეული უმაღლესი პროფესიული სამუსიკო-საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 180 კრედიტს. პროგრამის ათვისების შემთხვევაში კურსდამთავრებულს ეძლევა დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი.
5.დიპლომირებულ სპეციალისტს �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის შესაბამისად უფლება აქვს სწავლა განაგრძოს კოლეჯში ან სხვა ნებისმიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატში), რომელიც მოიცავს 240 კრედიტს.
6. კოლეჯში საბაკალავრო პროგრამის დაუფლების შემთხვევაში და შესაბამისი კრედიტების მოპოვების საფუძველზე, სტუდენტს შეუძლია სწავლა გააგრძელოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე და მესამე საფეხურზე.
7. კოლეჯის მიერ გაიცემა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომირებული სპეციალისტის და/ან აკადემიური ხარისხის (ბაკალავრის) დიპლომი სტანდარტული დანართით, რომელიც დიპლომთან ერთად ადასტურებს სტუდენტის მიერ მიღებული განათლების შინაარსს.
8. პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა, ეძლევა სათანადო მოწმობა.
��� მუხლი 40🔗. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო და/ან საბაკალავრო���� პროგრამებზე სწავლის პირობები
კოლეჯში უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო და/ან საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს.
��� მუხლი 41🔗. კოლეჯში სტუდენტის მიღების წესი
1. კოლეჯში უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და/ან ბაკალავრიატში სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა I კურსზე ხდება კოლეჯის საკონკურსო ტურებისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით განსაზღვრული წესით.
2. მისაღები გამოცდების მოთხოვნები, მიღების წესები, საგამოცდო მასალები და კრიტერიუმები შემუშავდება ყოველ ფაკულტეტზე ცალ-ცალკე და ფაკულტეტის საბჭო აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმების საფუძველზე დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.
��� მუხლი 42🔗. საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დოკუმენტის ცნობა
1. საზღვარგარეთ სწავლის დროს უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი სასწავლო პროგრამებისა და მიღწეული შედეგების აღიარება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება მათი შესაბამისობა კოლეჯის სასწავლო პროგრამებთან.
2. საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალური ცნობა (აღიარება) და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ეკვივალენტობისა და ავთენტურობის დადგენა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი X
კოლეჯის ეკონომ
იკური საქმიანობა, დაფინანსება და ქონება
��� მუხლი 43🔗. კოლეჯის ეკონომიკური საქმიანობა
1. კოლეჯი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს.
2. კოლეჯის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
3. კოლეჯს მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით აქვს უფლება განახორციელოს შემდეგი სახის საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
ე) კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებული სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც სცილდება კოლეჯის ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის �ბ� და �გ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის �ა� ქვეპუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების გასხვისებისა და დატვირთვის განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებაზე.
6. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.
��� მუხლი 44🔗. კოლეჯის დაფინანსება
1. კოლეჯის ფინანსები და მატერიალური რესურსები ორიენტირებულია სწავლებაზე, შემოქმედებით საქმიანობაზე, კოლეჯის კადრების მომზადებაზე, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
2. კოლეჯის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;
ბ) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტით;
გ) კერძო გრანტის, შემოწირულობის სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები.
3. კოლეჯის მიერ მიღებული დაფინანსება და შემოსავალი, მისი წყაროს მიუხედავად, უნდა დაიხარჯოს მიზნობრივად, კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით.
��� მუხლი 45🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. კოლეჯის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. კოლეჯის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
��� მუხლი 46🔗. კოლეჯის ქონება და ქონებით სარგებლობა
1. კოლეჯის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების,
ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისგან.
2. კოლეჯის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა, ასევე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება ქონებასთან დაკავშირებით შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით კოლეჯის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით.
თავი XI
დასკვნითი დებულებები
��� მუხლი 47🔗. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
კოლეჯის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება �უმაღლესი განათლების შესახებ� და �საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ� საქართველოს კანონებით გათვალისწინებული წესით.
��� მუხლი 48🔗. კოლეჯის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების� შეტანის წესი
კოლეჯის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.