„სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილის მიერ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის წარსადგენი დოკუმენტაციის (ინფორმაციის) ნუსხის განსაზღვრის თაობაზე“
მიღების თარიღი 01.06.2009
ძალის დაკარგვა 03.12.2010
გამომცემი ორგანო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
ნომერი №305
სარეგისტრაციო კოდი 040.090.000.42.047.013.146
გამოქვეყნების წყარო სსმ, 67, 02/06/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილის მიერ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის წარსადგენი დოკუმენტაციის (ინფორმაციის) ნუსხის განსაზღვრის თაობაზე“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 63.0pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.090.000.42.047.013.146
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება №305
2009 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილის მიერ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის წარსადგენი დოკუმენტაციის (ინფორმაციის) ნუსხის განსაზღვრის თაობაზე
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განხორციელების მიზნით, განისაზღვროს „სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილის მიერ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის წარსადგენი დოკუმენტაციის (ინფორმაციის) ნუსხა“ (დანართი №1).
2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილე მხარეს, ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული ნუსხიდან მოეთხოვოს სრული დოკუმენტაცია, საჭიროების მიხედვით, შესყიდვის ობიექტის გათვალისწინებით.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე
ო. ქველიძე
დანართი №1
სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილის მიერ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის წარსადგენი დოკუმენტაციის (ინფორმაციის) ნუსხა
მუხლი 1🔗. დოკუმენტაცია, რომელიც სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილე ორგანიზაციებს მოეთხოვებათ შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებამდე:
1. პროდუქციის ან მომსახურების წარმოებაზე შესაბამისი ლიცენზიის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
2. ცნობა საგადასახადო ინსპექციაში მომწოდებელი ორგანიზაციის გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ;
3. ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან, რომ არ ხორციელდება მომწოდებელი ორგანიზაციის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
4. ცნობა სასამართლოდან, რომ მომწოდებელი ორგანიზაციის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმე;
5. ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ მომწოდებელი ორგანიზაციის ქონებაზე არ არის დადებული ყადაღა;
6. ცნობა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის (შემდგომში – სამსახური) მოწოდებული პროდუქციის დასამზადებლად ან გაწეული მომსახურებისათვის საჭირო იმ მანქანა-დანადგარების შესახებ, რომელიც ბალანსზე ერიცხება მომწოდებელ ორგანი-ზაციას;
7. ცნობა სამსახურისათვის მოწოდებული პროდუქციის დასამზადებლად ან მომსახურების საწარმოებლად საჭირო იმ მუშაკთა რაოდენობის შესახებ, რომლებიც დასაქმებულნი არიან მომწოდებელ ორგანიზაციაში.
მუხლი 2🔗. მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების მიმწოდებლის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
1. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, გასაწევი მომსახურების შესახებ სახელმწიფო შესყიდვისთვის შედგენილი მოთხოვნების (სამშენებლო სამუშაოებზე შედგენილი დეფექტური აქტის ანდა საპროექტო დოკუმენტაციის) საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ მომზადებლი ხარჯთაღრიცხვა, რომელშიც შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობების შესაბამისად ასახული იქნება:
ა) სამშენებლო და სხვა მასალების ხარჯები რაოდენობრივ თანხობრივ გამოსახულებაში;
ბ) მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული შრომის ანაზღაურებისა და ტრანსპორტირების ხარჯები;
გ) დარიცხვები პროცენტული მაჩვენებლის მითითებით (ზედნადები ხარჯები – ადმინისტრაციისა და ოფისის შენახვის ხარჯები, მოგების ფიქსირებული პროცენტი და დღგ);
დ) სხვადასხვა ხარჯები მიმწოდებლის შეხედულებით, მათ შორის, გაუთვალისწინებელი ხარჯები.
2. შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების მიწოდების შესახებ და ხელშეკრულებაში შესული ცვლილებები (არსებობის შემთხვევაში).
3. მიმწოდებლის მიერ ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით ეტაპობრივად და საბოლოოდ შესრულებულ სამუშაოთა მოცულობებისა და ღირებულებების დოკუმენტები, რომლებშიც შესრულებულ სამუშაოთა ფაქტობრივი მოცულობების შესაბამისად ასახული იქნება:
ა) სამშენებლო და სხვა მასალების ხარჯები რაოდენობრივ და თანხობრივ გამოსახულებაში;
ბ) მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად გაწეული შრომის ანაზღაურებისა და ტრანსპორტირების ხარჯები;
გ) მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად გაწეული სხვადასხვა ხარჯები კონკრეტული თანხების მითითებით;
დ) დარიცხვები პროცენტული მაჩვენებლის მითითებით (ზედნადები ხარჯები – ადმინისტრაციისა და ოფისის შენახვის ხარჯები, მოგების ფიქსირებული პროცენტი და დღგ).
5. შესრულებულ სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტები, შესრულებულ სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულების შესახებ, მიმწოდებლის მიერ შედგენილ ხარჯთაღრიცხვაში ასახულ მონაცემებსა და შემსყიდველის წარმომადგენლის მიერ დაფიქსირებულ მონაცემებს შორის გამოვლენილი მეტობა-ნაკლებობის მითითებით.
6. შესრულებულ სამუშაოებზე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიმწოდებლისათვის ანაზღაურებული თანხების სრულყოფილი დოკუმენტაცია (დღგ-ის ანგარიშფაქტურები, თანხების ჩარიცხვის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტები).
მუხლი 3🔗. საქონლის მიმწოდებლის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
1. მისაწოდებელი საქონლის შესახებ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვისთვის შედგენილი მოთხოვნების შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა, რომელშიც მისაწოდებელი საქონლის რაოდენობისა და მოცულობის შესაბამისად, მიწოდების მთლიანი ღირებულება მოცემული იქნება ხარჯების შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით:
ა) მოსაწოდებელი საქონლის ფასები დღგ-სა და აქციზის ჩათვლით;
ბ) საქონლის მიწოდებისათვის საჭირო ტრანსპორტირების ხარჯები;
გ) საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული საბაჟო ხარჯები (იმპორტის შემთხვევაში);
დ) საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები (დაზღვევა, სანებართვო და სალიცენზიო ხარჯები, დასაწყობება და ა. შ.) მიმწოდებლის შეხედულებით.
2. შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება საქონლის მიწოდების შესახებ და ხელშეკრულებაში შესული ცვლილებები (არსებობის შემთხვევაში).
3. მიმწოდებლის მიერ ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4. სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით მიწოდებულ საქონელზე ასანაზღაურებელი მთლიანი ღირებულების დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები:
ა) ანგარიშ-ფაქტურების და სასაქონლო ზედნადებები (ინვოისები–იმპორტის შემთხვევაში);
ბ) მიწოდებული საქონლის ტრანსპორტირებაზე გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ) მიწოდებული საქონლის საბაჟო დოკუმენტები (იმპორტის შემთხვევაში);
დ) საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული სახვადასხვა ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები (დაზღვევა, სანებართვო და სალიცენზიო ხარჯები, დასაწყობება და ა. შ.);
5. მიწოდებული საქონლის მიღება-ჩაბარების აქტები, რომელშიც შემსყიდველის წარმომადგენლის მიერ დაფიქსირებული უნდა იყოს მიწოდებული საქონლის შესაბამისობა მოთხოვნილ პირობებთან;
6. მიწოდებულ საქონელზე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიმწოდებლისათვის ანაზღაურებული თანხების ჩარიცხვის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტები.