📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 29.05.2009
ძალის დაკარგვა 16.05.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 360.110.010.22.023.013.147
გამოქვეყნების წყარო სსმ, 67, 02/06/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,754 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.05.2009 მიღება
16.05.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 2 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin-top:0in; margin-right:-.5in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.110.010.22.023.013.147 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №19 2009 წლის 29 მაისი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულება“. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 22 თებერვლის №211 ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვისა და ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“; ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 17 ივლისის №543 ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიწის მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“; გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 23 ივლისის №558 ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოლოგიის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  გ. ხაჩიძე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც მოქმედი კანონმდებლობისა და მინიჭებული უფლება-მოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ატმოსფერული ჰაერისა და წყლის რესურსების დაცვის, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების სახელმწიფო მართვის, მიწის რესურსების მართვის, გეოლოგიის დარგის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისა და ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილების რეგულირების ღონისძიებებს.     მუხლი 2🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.     მუხლი 3🔗 დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. თავი II დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები     მუხლი 4🔗 1. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო განისაზღვრება „გარემოს დაცვის შესახებ“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“, „წყლის შესახებ“, „წიაღის შესახებ“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“, „საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ“, „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“, „ნიადაგის დაცვის შესახებ“, „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონებით და სხვა ნორმატიული აქტებით. 2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის, ზედაპირული და ზღვის წყლის რესურსების დაბინძურებისგან დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა, წყლის, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების, მიწის რესურსების მართვის, აგრეთვე გეოლოგიის დარგის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისა და ჰიდრომეტეოროლოგიისა და კლიმატის ცვლილების რეგულირების ღონისძიებებში მონაწილეობა. 3. თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ამოცანებს წარმოადგენს: ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის, ზედაპირული და ზღვის წყლის, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვისა და რეგულირების, მიწის რესურსების მართვის, გეოლოგიის დარგის მართვისა და ჰიდრომეტეოროლოგიისა და კლიმატის ცვლილების რეგულირების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა; ბ) ჰაერდაცვითი, წყალდაცვითი, ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა რეგულირების, მიწის რესურსების მართვის, გეოლოგიის დარგის მართვისა და ჰიდრომეტეოროლოგიისა და კლიმატის ცვლილების რეგულირების ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, მათი განხორციელებისათვის გამიზნულ საქმიანობაში მონაწილეობა; გ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, სამოქმედო გეგმების, პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში და განხორციელებაში მონაწილეობა; დ) ატმოსფერული ჰაერის და წყლის რესურსების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა; ე) საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა; ვ) ატმოსფერული ჰაერისა და წყლის რესურსების ხარისხობრივი მდგომარეობისა და მავნე ნივთიერებათა ჰაერში გაფრქვევებისა და წყალში ჩაშვებების რაოდენობრივი მნიშვნელობების სახელმწიფო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და შეფასების მაჩვენებელთა (ინდიკატორთა) შემუშავებაში მონაწილეობა; ზ) ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; თ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის, წყლის რესურსების დაცვისა და მართვის, მიწის რესურსების მართვის, გეოლოგიის დარგის მართვისა და ჰიდრომეტეოროლოგიისა და კლიმატის ცვლილების რეგულირების, ასევე ნარჩენების და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის კუთხით ეკონომიკური მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა; ი) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები (ან დროებით შეთანხმებული) გაფრქვევის ნორმების პროექტების განხილვა და შეთანხმება; კ) ზედაპირული წყლის ობიექტებში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების პროექტების განხილვისა და დამტკიცების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით; ლ) საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის სხდომების ორგანიზება, სახელმწიფო ტყის ფონდიდან მიწების ამორიცხვისა ან/და ჩარიცხვის, მათთვის კატეგორიების ცვლილების (მინიჭების), აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისათვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის მასალების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცედურების უზრუნველყოფა; მ) საქართველოს ტერიტორიის სახელმწიფო გეოლოგიური შესწავლის, გეოლოგიური დარგის სახელმწიფო რეგულირებისა და სახელმწიფო მართვის პოლიტიკის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და პრაქტიკულ განხორციელებაში მონაწილეობა. სახელმწიფოს მინერალურ-რესურსული პოლიტიკის კონცეფციის შემუშავება; ნ) წიაღით სარგებლობის, დაცვის და წიაღისეულის რესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა; ო) საქართველოს წიაღის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მდგომარეობის აღრიცხვის, მართვისა და სახელმწიფო გეოინფორმაციული სისტემის შექმნის უზრუნველყოფაში მონაწილეობა; პ) საქართველოს ტერიტორიის გეოლოგიური გარემოს მონიტორინგის განხორციელებაში მონაწილეობა; ჟ) წიაღის და წიაღისეულის რესურსების შესახებ ყოველწლიური ინფორმაციის მომზადება; რ) მავნე ნივთიერებათა გაფრქვევებთან და წყლის ობიექტებში ჩაშვებებთან, აგრეთვე მიწის და მინერალურ რესურსებთან დაკავშირებული საცნობარო მონაცემთა ბაზის შექმნა; ს) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა.     მუხლი 5🔗 დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა პირებისაგან (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სათანადო ინფორმაცია და მასალები დეპარტამენტის კომპეტენციით განსაზღვრულ საკითხებზე; ბ) მონაწილეობა მიიღოს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების და წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის ანგარიშგების ფორმების წარმოების წესის შემუშავებაში; გ) განიხილოს და შეითანხმოს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები (ან დროებით შეთანხმებული) გაფრქვევის ნორმების პროექტები; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ზედაპირული წყლის ობიექტებში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების პროექტების განხილვა და დამტკიცება; ე) მონაწილეობა მიიღოს ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების სფეროში მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში; ვ) მოამზადოს წინადადებები დეპარტამენტის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ და წარუდგინოს მინისტრს. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა     მუხლი 6🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) აწარმოებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის საერთო ხელმძღვანელობას და ახორციელებს კონტროლს მათ საქმიანობაზე; ბ) ადგენს დეპარტამენტის სამუშაო გეგმას და პასუხისმგებელია მის შესრულებაზე; გ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოების უფროსებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; დ) აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშს დადგენილ ვადებში; ვ) პასუხისმგებელია სამუშაო გეგმების, მინისტრის ბრძანებების და დავალებების შესრულებაზე; ზ) კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ორგანიზების მიმდინარეობას. 3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამმართველოს უფროსი.     მუხლი 7🔗 დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის კოორდინაციას; ბ) მისი კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; გ) მონაწილეობას იღებს სამუშაო გეგმების, მინისტრის ბრძანებების და დავალებების შესრულებაში; დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობაში; ე) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე; ვ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას მისი არყოფნის პერიოდში.     მუხლი 8🔗 დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველო; ბ) წყლის რესურსების მართვის სამმართველო; გ) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამმართველო; დ) მიწის მართვის სამმართველო; ე) გეოლოგიის სამმართველო; ვ) ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილების სამმართველო.     მუხლი 9🔗 თავისი კომპეტენციის ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს ფუნქციებია: ა) ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა; ბ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, სამოქმედო გეგმების, პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა; გ) ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა; დ) საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა; ე) ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მდგომარეობისა და მავნე ნივთიერებათა ჰაერში გაფრქვევების რაოდენობრივი მნიშვნელობების სახელმწიფო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და შეფასების მაჩვენებელთა (ინდიკატორთა) შემუშავებაში მონაწილეობა; ვ) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; ზ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში ეკონომიკური მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა; თ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის და მათი ნორმირების, სახელმწიფო აღრიცხვის ანგარიშგებისა და შეფასების მეთოდოლოგიური საფუძვლების შემუშავებაში მონაწილეობა; ი) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული ნორმების პროექტების განხილვა და სათანადო წინადადებების მომზადება; კ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის მონაცემთა დამუშავება და ანალიზი; ლ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა.     მუხლი 10🔗 თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყლის რესურსების მართვის სამმართველოს ფუნქციებია: ა) წყლის რესურსების დაცვის ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა; ბ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, სამოქმედო გეგმების, პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა; გ) წყლის რესურსების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა; დ) საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა; ე) ზედაპირული და ზღვის წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; ვ) წყალსარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვის ანგარიშგებისა და შეფასების მეთოდოლოგიური საფუძვლების შემუშავებაში მონაწილეობა; ზ) წყალსარგებლობის ანგარიშგების მონაცემების ანალიზი და პროგრამული დამუშავების ორგანიზება; თ) ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების განხილვა და სათანადო დასკვნების მომზადება; ი) წყალსარგებლობის რეგულირების და წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების სფეროში მეთოდური მითითებების, ინსტრუქციების, რეკომენდაციების მომზადება; კ) განსაკუთრებული სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის წყლის ობიექტების გამოყენების ნაწილობრივად ან მთლიანად აკრძალვისათვის სათანადო წინადადებების მომზადება; ლ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა.     მუხლი 11🔗 თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამმართველოს ფუნქციებია: ა) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა; ბ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, სამოქმედო გეგმების, პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში და განხორციელებაში მონაწილეობა; გ) საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობა; დ) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; ე) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მიღების მიზნით შემოსული პროექტების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება ნარჩენებსა და ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ საქმიანობებზე; ვ) ნარჩენებითა და საშიში ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიების აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება; ზ) საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტ-ექსპორტის საკითხების განხილვა და სათანადო დასკვნის მომზადება; თ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაციასა და გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგების შედგენაში მონაწილეობის მიღება; ი) საშიში ქიმიური ნივთიერებების რეგისტრაციასა და ერთიან სახელმწიფო რეესტრის წარმოებაში მონაწილეობის მიღება; კ) საერთაშორისო და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ლ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა.     მუხლი 12🔗 თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიწის მართვის სამმართველოს ფუნქციებია: ა) მიწის რესურსების მართვისა და მიზნობრივი გამოყენების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობა; ბ) სარეკრეაციო ტერიტორიების, ქალაქ თბილისისა და ქალაქ ბათუმის საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისათვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის პროცედურების განხორციელება და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადება კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და სახელმწიფო ტყის ფონდში ფართობების ჩარიცხვის პროცედურების განხორციელება და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტების მომზადება; დ) სახელმწიფო ტყის ფონდისა და დაცული ტერიტორიების მიწების სპეციალური ტყითსარგებლობით გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველყოფა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ე) სახელმწიფო ტყის ფონდისა და დაცული ტერიტორიების მიწებიდან მიჩენილი უბნის გამოყოფასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ვ) საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის სხდომებისათვის მასალების მომზადება, განსახილველად წარდგენა და კომისიის მუშაობის ორგანიზება; ზ) მიწის რესურსების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; თ) მიწის რესურსების მართვის სფეროში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და მათი შესრულების კოორდინაციაში მონაწილეობა; ი) მიწის რესურსების მართვის სფეროში საკანონმდებლო და ნორმატიულ-მეთოდური დოკუმენტების პროექტების შემუშავებასა და განხილვაში მონაწილეობა; კ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწის ნაკვეთების გამოყოფაში, საზღვრების დადგენასა და გამიჯვნაში მონაწილეობის მიღება; ლ) ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენის ღონისძიებებში მონაწილეობა; მ) მიწათმოწყობის, მიწის მიზნობრივი გამოყენების, მიწის ათვისებისა და დაცვის, და ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდის ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ნ) მიწის მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან – გარემოს დაცვის ინსპექციასთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად დადგენილი წესით და პირობებით; ო) მიწათსარგებლობის სფეროსთან დაკავშირებული პროგრამებისა და პროექტების განხილვაში მონაწილეობის მიღება; პ) საშიში ნივთიერებებით და ნარჩენებით დაბინძურებული მიწებისა და ნიადაგების ინვენტარიზაციის განხორციელებაში მონაწილეობა; ჟ) დაბინძურებული, დეგრადირებული, ეროზირებული და სარეკულტივაციო მიწების აღდგენის ღონისძიებების შემუშავებაში და მის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; რ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობის მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა; ს) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა; ტ) მიწათსარგებლობასთან დაკავშირებით სამინისტროში შემოსული კორესპონდენციების განხილვა და, საჭიროებიდან გამომდინარე, სათანადო პასუხების ან/და დასკვნების მომზადება.     მუხლი 13🔗 თავისი კომპეტენციის ფარგლებში გეოლოგიის სამმართველოს ფუნქციებია: ა) საქართველოში გეოლოგიის დარგის მიმდინარე და პერსპექტიული განვითარების სტრატეგიული გეგმების შემუშავება. პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მის საფუძველზე სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება; ბ) ქვეყნის მინერალური ნედლეულის ბაზის აღწარმოების, განმტკიცებისა და განვითარების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; გ) თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, გეოლოგიური შინაარსის სხვადასხვა დანიშნულებების სახელმწიფო რუკების შედგენისა და გამოცემის უზრუნველყოფის ხელშეწყობა; დ) საშიში (სტიქიური) გეოლოგიური პროცესების განვითარების და პროგნოზირების, მიწისქვეშა წყლების რესურსების შენარჩუნებისა და დაცვის მიზნით, გეოლოგიური გარემოს მონიტორინგის ერთიანი სახელმწიფო სისტემის ფუნქციონირების ხელშეწყობა და მონიტორინგული კვლევების მონაცემების კომპიუტერული ბანკის შექმნის ხელშეწყობა; ე) თანამედროვე გეოტექნოლოგიური და გეოინფორმაციული სისტემების ათვისების, დანერგვისა და საერთაშორისო ქსელში ჩართვის, ერთიანი სახელმწიფო გეოინფორმაციული სისტემის შექმნისა და მართვის უზრუნველყოფისათვის წინადადებების შემუშავება; ვ) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ეკონომიკური, მეცნიერულ-ტექნიკური და ტექნოლოგიური თანამ-შრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრა, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო ხელშეკრულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ზ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო საუწყებათშორისი კომისიის მუშაობაში მონაწილეობა; თ) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; ი) წიაღის გეოლოგიური შესწავლის, წიაღით სარგებლობისა და წიაღის დაცვის საერთო წესების შემუშავება; კ) საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული გეოლოგიური თვალსაზრისით უნიკალური ობიექტების აღრიცხვა და დაცვითი ღონისძიებების შემუშავება.     მუხლი 14🔗 თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილების სამმართველოს ფუნქციებია: ა) საქართველოს კლიმატის ცვლილების პრობლემებზე წარმოებულ სამუშაოთა სახელმწიფო რეგულირების, სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა. საქართველოში კლიმატის ცვლილების მდგომარეობის შესახებ დაინტერესებული მხარეების ფაქტობრივი და პროგნოზული ინფორმაციით უზრუნველყოფა; ბ) კლიმატის ცვლილების შესუსტების ღონისძიებებთან დაკავშირებით სამინისტროს წინაშე რეკომენდაციების წარდგენა. საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა, კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ზომების განმახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება, მისი ანალიზი და ამ ანალიზის საფუძველზე კონკრეტული პროექტების შემუშავება; გ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი საქართ-ველოს ეროვნული შეტყობინებების მომზადება ქვეყნის შესაბამის სამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით; დ) კლიმატის ცვლილების ეროვნული პროგრამის განხორციელების უზრუნველყოფა; ე) გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისათვის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებში საქართველოს შესაბამისი სამინისტროების, უწყებების, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა ორგანიზაციების სამუშაოთა კოორდინაციის მიზნით წინადადებების მომზადება; ვ) გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად საქართველოში სათბურის გაზების ემისიის შემცირებისაკენ და შთანთქმის გაძლიერებისაკენ მიმართული პროექტების მომზადება; ზ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „კიოტოს ოქმით“ განსაზღვრული სუფთა განვითარების მექანიზმის (სგმ) ამოქმედებით კონვენციის საბოლოო მიზნის მიღწევისათვის ღონისძიებათა განხორციელება თავის კომპეტენციის ფარგლებში; თ) საქართველოში „კიოტოს ოქმით“ განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება.     მუხლი 15🔗 1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 2. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს; გ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; დ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის და მოადგილის დავალებებს. 3. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.     მუხლი 16🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.