,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 მარტის №155 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№364
სარეგისტრაციო კოდი
430.010.000.22.022.013.149
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 68, 03/06/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.013.149

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

 ბრძანება №364

2009 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 მარტის №155 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 მარტის №155 ბრძანებით (სსმ III, 12.03.2007 წ., №32, მუხ. 388) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-12 მუხლის მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ექსტერნატის ფორმით საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასის გამოცდების ჩატარებიდან 15 დღის ვადაში ცენტრი რესურსცენტრში აგზავნის ექსტერნების მიერ ჩაბარებული გამოცდების შედეგებს, სადაც აღინიშნება თითოეული ექსტერნის მიერ თითოეულ გამოცდაში მიღებული ქულები, მათ შორის იმ პირთა ნუსხა, რომლებმაც გადალახეს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი 40%-იანი ზღვარი და მოიპოვეს საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ატესტატი.

21. ცენტრი ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში სამინისტროში წარადგენს იმ პირთა ნუსხას, რომლებმაც გადალახეს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი 40%-იანი ზღვარი და მოიპოვეს საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ატესტატი, იმ ინფორმაციის მითითებით, თუ რომელ რესურსცენტრში დარეგისტრირდა თითოეული ასეთი პირი ექსტერნად.“;

ბ) მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე სრული ზოგადი განათლების ატესტატს გასცემს სამინისტრო, რომელიც წარმოადგენს სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე სრული ზოგადი განათლების ატესტატებს ავსებს სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტი და შევსებულ ატესტატებს გადასცემს იმ რესურსცენტრს, რომელშიც მსურველი დარეგისტრირდა ექსტერნად, ხოლო რესურსცენტრი უზრუნველყოფს მათ გაცემას შესაბამისი პირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

გ) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 16. გარდამავალი დებულებანი

1. სამინისტრო საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე სრული ზოგადი განათლების ატესტატს, ექსტერნატის ფორმით შესაბამისი გამოცდების გავლის გარეშე, გასცემს იმ ლტოლვილებზე, რომელთა მიმართ სახელმწიფომ ვერ შეასრულა 1997 წლის ,,ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციით“ გათვალისწინებული ვალდებულება დაედასტურებინა მათ მიერ სრული ზოგადი განათლების მიღება და რომელთაც 2006 ან 2007 წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოიპოვეს აკრედიტებულ უმაღლეს საგან-მანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება.

2. სამინისტროს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე სრული ზოგადი განათლების ატესტატის გაცემა უნდა მოხდეს შესაბამისი დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ლტოლვილის მოწმობისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების 2006 ან 2007 წლის კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია