,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№105
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.22.027.013.156
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 69, 08/06/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.013.156

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №105

2009 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის   2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 ,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათ-ვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებით (სსმ III, 2007წ., №44, მუხ. 496) დამტკიცებულ იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივ რეესტრში, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება, შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       ,,მუხლი 7

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში:

ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი;

ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

გ) სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

დ) თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ე) ფინანსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ვ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

თ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ი) რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

კ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ლ) თავდაცვის ატაშეებისა და სამოქალაქო წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

მ) სარდალი;

ნ) დეპარტამენტის, ბიუროს, მთავარი სამმართველოს, სამმართველოს ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები.“.

2. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      ,,მუხლი 14

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში:

ა) სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ბ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

გ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

დ) სამობილიზაციო სამსახურის ხელმძღვანელი;

ე) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ვ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

თ) კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ი) სპეციალური ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

კ) სპეციალური ღონისძიებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ლ) სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

მ) კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ნ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ო) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო საქართველოში (მთავარი სამმართველო) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

პ) საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ჟ) განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

რ) კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ს) სტრატეგიული მილსადენების დაცვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ტ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

უ) საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ფ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ქ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ღ) ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ყ) მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

შ) შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ჩ) ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ც) კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ძ) სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

წ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ჭ) გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ხ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ჯ) დეპარტამენტის, ბიუროს, მთავარი სამმართველოს, სამმართველოს ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები;

ჰ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი.“.

3. 151 და 152 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      ,,მუხლი 151

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში:

ა) ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;

ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელები.

    მუხლი 152

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში:

ა) მინისტრის აპარატის (დეპარტამენტის) ხელმძღვანელი;

ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;

დ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და რეფორმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;

ზ) მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი;

თ) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი;

ი) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციისა და მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის (არქმშენინსპექცია) ხელმძღვანელები.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.06.2009.
როდის იქნა მიღებული „,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
„,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 03.06.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №105. სარეგისტრაციო კოდი — 010.340.000.22.027.013.156.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.06.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №105, 03.06.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.013.156 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.06.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84142/