„სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 10.05.2007
ძალის დაკარგვა 24.08.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №96
სარეგისტრაციო კოდი 390.040.050.10.003.000.737
გამოქვეყნების წყარო სსმ, 65, 11/05/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt 60.0pt 1.0in 66.0pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №96
2007 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულების მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ თანდართული დებულება.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დებულება
სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
ეს დებულება არეგულირებს სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვისათვის უფლებამოსილი ორგანო
სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვის ან ჩარიცხვის შესახებ წინადადებებს საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის (შემდგომში – კომისია) რეკომენდაციის საფუძველზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად.
მუხლი 3🔗. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვის ან/და ჩარიცხვის შესახებ საკითხის აღძვრა
1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვის ან/და ჩარიცხვის შესახებ საკითხის დასმის უფლება აქვს:
ა) სახელმწიფო ორგანოს;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს;
გ) ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.
2. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვით ან/და ჩარიცხვით დაინტერესებული პირი მიმართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებას სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან მოთხოვნილი ფართობის ამორიცხვის ან/და ჩარიცხვის აუცილებლობის შესახებ.
მუხლი 4🔗. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვის ან/და ჩარიცხვის შესახებ სამინისტროსათვის წარსადგენი დოკუმენტები
1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვითა და ჩარიცხვით დაინტერესებულმა პირმა სამინისტროს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;
გ) ფართობის სიტუაციური გეგმა;
დ) დასაბუთებული წინადადება სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან მოთხოვნილი ფართობის ამორიცხვის ან ჩარიცხვის აუცილებლობის შესახებ.
2. სამინისტრო კომისიისათვის დასკვნის მომზადების მიზნით ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად საკითხს შესათანხმებლად წარუდგენს:
ა) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს;
ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს;
გ) შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს;
დ) სხვა შესაბამის დაინტერესებულ ადმინისტრაციულ ორგანოებს.
მუხლი 5🔗. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა
1. კომისია განიხილავს წარდგენილ მასალებსა და სამინიტროს დასკვნას, რომლის საფუძველზეც იღებს შესაბამის რეკომენდაციას.
2. კომისიის დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში საკითხი განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობას.
3. საქართველოს მთავრობა განიხილავს წარდგენილ მასალებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
4. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამორიცხული ფართობები მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეცემა კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის ორგანოს.
5. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებში ჩარიცხული ფართობები მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სატყეო დეპარტამენტს.
მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებანი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.