„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში იარაღის ბრუნვისა და მასზე კონტროლის განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 9 მარტის №8 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№61
სარეგისტრაციო კოდი
130.060.000.43.048.013.159
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 71, 12/06/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 130.060.000.43.048.013.159

საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება №61

2009 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში იარაღის ბრუნვისა და მასზე კონტროლის განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 9 მარტის №8 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-16 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში იარაღის ბრუნვისა და მასზე კონტროლის განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეცია­ლური სამსახურის უფროსის 2007 წლის 9 მარტის №8 ბრძანებით (სსმ III, №33, 13.03.2007 წ., მუხ. 398) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი შინაარსის ცვლილებები:

ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის უფროსის ბრძანებით სამსახურში ინიშნება უფლებამოსილი პირი (შემდგომში – შეიარა­ღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი), რომელ­საც ევალება სამსახურის ბალანსზე არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვის, ბრუნვის, შენახვის, გაცემის, დაცვის ორგანიზაცია, საიარაღო ოთახში არსებული შეიარაღების ტექნიკურ მდგომარეო­ბაზე კონტროლი და მათზე მატერიალური პასუხისმგებ­ლობა, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის ან სამსახურის უფროსის მოადგილის განკარგუ­ლებით ისაზღვრება დროებით უფლებამოსილი პირი.“;

ბ) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16

სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფის მიერ სამსახუ­რის თანამშრომელთა თანამდებობრივი გადაადგილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება შეიარაღებაზე მატერია­ლურად პასუხისმგებელ პირს.“;

გ) 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საიარაღო ოთახის სათავსოების ფანჯრები და სავენტილაციო ღიობები აღჭურვილ უნდა იქნეს ძლიერი საკეტებით და ლითონის გისოსებით. საიარაღო ოთახის სათავსოები მოწყობილ უნდა იქნეს იარაღის შესანახი პირამიდებით, თაროებით ან რკინის კარა­დებით.“;

დ) 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საიარაღო ოთახი უნდა იყოს დალუქული, ოპერატიული მორიგის მიერ მორიგეობის მიღებისას (ჩაბარებისას) მოწმდება ლუქი, რაზედაც შესაბამისი ჩანაწერი კეთდება მორიგეობის მიღება-გადაბარების ჟურნალში. ლუქის დაზიანების შემთხვევაში ოპერატიული მორიგე ატყობინებს შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირს, პარალელურად ზემდგომ ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც კომისიური წესით ტარდება საიარაღო ოთახის გახსნა და შეიარაღების, საბრძოლო მასალების ინვენტარიზაცია. ასევე საიარაღო ოთახი უნდა იყოს აყვანილი სიგნალი­ზაციაზე ოპერატიულ მორიგესთან, ან საიარაღო ოთახზე უნდა იყოს მიმართული სადღეღამისო სათვალ­თვალო კამერა.“;

ე) 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის საიარაღო ოთახის და ლითონის კარადების გასაღებების ორიგინალები ინახება ოპერა­ტიულ მორიგესთან, მცირე ზომის სპეციალურ ყუთში/კონტეინერში (დალუქულ მდგომარეობაში) მოთავსებუ­ლი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გაიცემა მხოლოდ შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირზე, რომელიც სამუშაო დღის დამთავრებამდე (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა) ისევ ბარდება ოპერატიულ მორიგეს (სხვა დანარჩენ შემთხვევაში კატეგორიულად იკრძალება საიარაღო ოთახისა და კარადების გასაღებების სხვა პირებისათვის გადაცემა). გასაღებების ჩაბარების დროის შესახებ შესაბამისი აღნიშვნა კეთდება გასაღების მიღება-ჩაბარების ჟურ­ნალ­ში. ბეჭედი (პირადი ლუქი ან ერთჯერადი ლუქები) რჩება შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირთან. განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია სამსახურის უფროსის ან სამსახურის უფროსის მოადგი­ლის განკარგულებით, შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირის გარეშე, გახსნილ იქნეს საიარაღო ოთახი კომისიური წესით, ადმინის­ტრაციული დირექტო­რატის ხელმძღვანელობისა და ოპერატიული მორიგის უშუალო მონაწილეობით, რაზედაც დგება შესაბამისი აქტი, რომელსაც ამტკიცებს სამსახურის უფროსი ან სამსახურის უფროსის მოადგილე, ამავდროულად აღნიშ­ნული კომისიის მეშვეობით შეიძლება გაცემულ იქნეს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი უწყისით, რომელსაც ხელს მოაწერს იარაღის მიმღები პირი და დაამტკიცებს სამსახურის უფროსი ან სამსახურის უფროსის მოადგი­ლე (აღნიშნული პირები განისაზღვრებიან იმ ქვედა­ნაყოფების ხელმძღვა­ნელების მიერ, რომლებზედაც ტაბე­ლით არის გათვალის­წინებული შეიარაღება. განსა­კუთ­­რებულ შემთხვევებში ქვედანაყოფზე ტაბელით გათვალისწინებული შეიარაღე­ბის რაოდენობის ზემოთ იარაღის გაცემის ნებას იძლევა სამსახურის უფროსი ან სამსახურის უფროსის მოადგი­ლე).“;

ვ) 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მცირე ზომის სპეციალურ ყუთში (დალუქულ მდგომარეობაში) მოთავსებული იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის საიარაღო ოთახის და ლითონის კარადების გასაღებების მეორე ეგზემპლარები – მუდმივად ინახება უსაფრთხოების დირექტორატის ხელმძღვანელთან, ამ ეგზემპლარების გაცემა გასაღებების დაკარგვის შემთხვევაში დასაშვებია მხოლოდ სამსახურის უფროსის ან სამსახურის უფროსის მოადგილის თან­ხმო­ბით (კარებების გახსნა ხდება კომისიური წესით). გასაღებების დაკარგვისას საკეტები იცვლება დაუყოვ­ნებლივ.“;

ზ) 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 35

იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის ინვენტარიზაციას აუცილებლობის შემთხვევაში ატარებს სამსახურის საინვენტარიზაციო კომისია, რომლის შედე­გებზე დაყრდნობით ფორმდება ინვენტარიზაციის შესაბამისი უწყისი (დანართი №8).“;

თ) 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 36

საინვენტარიზაციო კომისიის მიერ გამოვლენილი ნაკლოვანებების შესახებ კონკრეტული დანაყოფის ხელმძღვანელისთვის, შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირის მიერ გაკეთებული მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დგება დანაყოფის ხელმძღვანელის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.“;

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ. ბეჟუაშვილი