„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 24 მაისის №474 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.013.172
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №384
2009 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 24 მაისის №474 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 24 მაისის №474 ბრძანებით (სსმ III, 29.05.2006 წ., №71, მუხ. 897) დამტკიცებულ ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) მე-2 მუხლის ,,ბ.გ“ და ,,ბ.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ.გ) სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატი;
ბ.დ) სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატი.“;
ბ) მე-5 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,11. ზოგადი და სახელობო განათლების დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმების შევსებას, გარდა ამ დებულებით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა, უზრუნველყოფს შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულება.“;
გ) მე-5 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,31. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე სრული ზოგადი განათლების ატესტატის, სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატისა და სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატის ფორმების შევსებასა და გაცემას უზრუნველყოფს სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტი.“;
დ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნისა და სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატების – სამინისტროში სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალში .“;
ე) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნისა და სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატების ფორმების დაზიანების ან გაფუჭების შემთხვევაში გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერას უზრუნველყოფს სამინისტრო.“;
ვ) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ატესტატის ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნისა და სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, ატესტატის დუბლიკატის მიღებისათვის, ატესტატის მფლობელი სამინისტროში წარადგენს განცხადებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს და შესაბამის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს (დაზიანების შემთხვევაში).“;
ზ) მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ატესტატის ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნისა და სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატების დუბლიკატის რეგისტრაცია ხორციელდება სამინისტროში.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია