„ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის წესისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს №772 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.013.186
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №398
2009 წლის 12 ივნისი
ქ. თბილისი
„ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის წესისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს №772 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის წესისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს №772 ბრძანებით (სსმ III, 06.09.2007წ., №126, მუხ. 1373) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გრანტის ამოცანაა ღია კონკურსის გზით დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე დასაფინანსებლად შერჩეული და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის და ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის მიერ დამტკიცებული სამეცნიერო პროექტების ფინანსური უზრუნველყოფა.“.
2. მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი დაფინანსებას ახორციელებს შემდეგი სამეცნიერო მიმართულებებით:
ა) ეკონომიკური მეცნიერებები;
ბ) მათემატიკა, მექანიკა, ტელეკომუნიკაციები, საინფორმაციო ტექნოლოგიები;
გ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
დ) დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო;
ე) სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები;
ვ) საინჟინრო მეცნიერებები, მაღალტექნოლოგიური მასალები;
ზ) აგრარული მეცნიერებები.“
3. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
„81. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი (რუსთაველის ფონდი) დაფინანსებას ახორციელებს შემდეგი სამეცნიერო მიმართულებებით:
ა) ქართველოლოგიის მეცნიერებები;
ბ) ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებები.“.
4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. გარდამავალი დაბულებები
პრეზიდენტის სტიპენდიების გაცემა და კონტროლი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა და ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდმა (რუსთაველის ფონდი).“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის წესისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს №772 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.06.2009.
- როდის იქნა მიღებული „ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის წესისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს №772 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე?
- „ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის წესისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს №772 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.06.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №398. სარეგისტრაციო კოდი — 430.210.000.22.022.013.186.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის წესისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს №772 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის წესისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს №772 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის წესისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს №772 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.06.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის წესისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს №772 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე, №398, 12.06.2009, სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.013.186 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84298/