„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 26 აგვისტოს №482 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№425
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.026.013.188
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 73, 17/06/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.026.013.188

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №425

2009 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის  26 აგვისტოს №482 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 26 აგვისტოს №482 ბრძანებით (სსმ III, 27.08.2008წ., №124, მუხლი 1280) დამტკიცებულ დებულებაში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი II. დეპარტამენტის ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი“.

2. მე-4 მუხლის  „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.“.

4. მე-5 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დაგეგმილი შესყიდვების ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში;

ე) თავდაცვის  რესურსების (არსებული, მოთხოვნილი) ეფექტურად განკარგვისათვის საჭირო მონაცემთა ბაზის შექმნა, სისტემატური განახლება და ანალიზი.“.

5. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52  მუხლები:

     „მუხლი 51.

დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) მოამზადოს რეკომენდაციები დასკვნები და წინადადებები სამინისტროს რესურსების ეფექტური მართვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ბ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე თავდაცვის სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ჯარის სახეობებისგან გამოითხოვოს საკითხის სრულყოფილად შესწავლისათვის საჭირო ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში ადგილზე გასვლით დაუბრკოლებლად განახორციელოს საკითხის შესწავლა;

გ) განახორციელოს რესურსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლი;

დ) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

    მუხლი 52.

დეპარტამენტი ვალდებულია:

ა) მინისტრის და კურატორ მინისტრის მოადგილის დავალების საფუძველზე, თავის კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს თავდაცვის სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ჯარის სახეობების მიერ მოთხოვნილი მატერიალური რესურსის დაკმაყოფილების მიზნობრიობის საკითხი;   

ბ) მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვების გეგმის ფორმირების პროცესებში;         

გ) შექმნას, განაახლოს და ანალიზი გაუკეთოს თავდაცვის რესურსების (არსებული, მოთხოვნილი) ეფექტურად განკარგვისათვის საჭირო მონაცემთა ბაზას;

დ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტთან ერთად შეისწავლოს და დაადგინოს შესაძენი პროდუქციის სავარაუდო საბაზრო ფასები;     

ე) შეასრულოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.“.

6. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10.

რესურსების მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) დაგეგმილი შესყიდვების ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანალიზი;

ბ) თავდაცვის დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

გ) თავდაცვის განვითარების პროგრამებისა და თავდაცვის დაგეგმვის სახელმძღვანელოს შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

დ) თავდაცვის რესურსების (არსებული, მოთხოვნილი) ეფექტურად განკარგვისათვის საჭირო მონაცემთა ბაზის შექმნა, სისტემატური განახლება, ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება.“. 

    მუხლი 2

ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.

    მუხლი 3

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ვ. სიხარულიძე