⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.12.2011)
გაუქმებულია:

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 08.06.2009
ძალის დაკარგვა 22.12.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №246
სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.038.013.190
გამოქვეყნების წყარო სსმ, 73, 17/06/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,961 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.06.2009 მიღება
22.12.2011 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.038.013.190 საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება №246 2009 წლის 8 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის თანდართული წესი. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა. სეფერთელაძე საქართველოს სასჯელაღსულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი თავი I. ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.     მუხლი 2🔗 1. სტაჟირების მიზანს წარმოადგენს კადრების მომზადება სამინისტროს სისტემაში საქმიანობის დამოუკიდებლად შესრულებისათვის. 2. სტაჟირების მიზნების მისაღწევად, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის უზრუნველსაყოფად, სამინისტრო ახალგაზრდა სპეციალისტებს უქმნის დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს. 3. აკრძალულია სტაჟიორის მიერ ისეთი უფლება-მოსილების განხორციელება, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ცეცხლსასროლი იარაღის, სხვა სპეციალური საშუალებების ან ძალის გამოყენებას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ბადრაგირებასა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელებას.     მუხლი 3🔗 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტაჟირება – სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში (შემდგომში – დაწესებულება) ამ დებულებით რეგულირებადი აუნაზღაურებელი საქმიანობა; ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას; გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში შეაქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ.     მუხლი 4🔗 ეს წესი არ ვრცელდება: ა) სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე; ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე.     მუხლი 5🔗. 1. მოთხოვნას სტაჟიორთა რაოდენობის თაობაზე, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს (შემდგომში – მინისტრი) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაწესებულებების საჭიროების მიხედვით წარუდგენენ, შესაბამისად, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები და დაწესებულებების ხელმძღვანელები (დაწესებულების სტრუქტურის გათვალისწინებით), მაგრამ არა უმეტეს ქვედანაყოფის/დაწესებულების საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა ნახევრისა. 2. სამინისტროს ცალკეულ სტრუქტურულ ქვედანაყოფსა და დაწესებულებაში სტაჟიორთა რაოდენობას ყოველწლიურად განსაზღვრავს მინისტრი, წარმოდგენილი მოთხოვნების გათავალისწინებით. თავი II. სტაჟირების კომისია     მუხლი 6🔗 1. სტაჟიორთა შერჩევა ხდება კონკურსის წესით, რომელსაც ატარებს მინისტრის მიერ შექმნილი სტაჟირების კომისია (შემდგომში – კომისია). მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის კონკურსის გარეშე სტაჟიორად დანიშვნის თაობაზე. 2. კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. კონკურსი ტარდება გასაუბრების ან/და ტესტირების ფორმით. კონკურსის ფორმას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისიის წარდგინებით ადგენს მინისტრი, რაც აღინიშნება კონკურსის ჩატარების შესახებ განცხადებაში. 3. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, მდივნისა და არანაკლებ 3 წევრისგან, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 4. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში. 5. კომისიის მდივანი აწარმოებს კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტაციას (გარდა სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარ-დგენილი დოკუმენტაციისა), ადგენს ოქმებსა და სხვა შესაბამის მასალას.  6. კონკურსის თემატიკას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაწესებულებების (სტრუქტურული ერთეულების გათვალისწინებით) მიხედვით ამტკიცებს მინისტრი.  7. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.  8. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 9. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. 10. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.     მუხლი 7🔗 1. სტაჟიორთა მიღების პროცედურებსა და სტაჟირების გავლას საერთო კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) (შემდგომში – ადმინისტრაცია). 2. სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით ადმინისტრაციის თანამშრომელთაგან იქმნება კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი. 3. სამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 4. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის, კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიისათვის წარდგენა. 5. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება. თავი III. კონკურსის გავლა, სტაჟიორის მიღება და სტაჟირების გავლის ვადები     მუხლი 8🔗 1. სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქე 30 წლამდე, რომელსაც აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება ან შესაბამისი სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია. 2. დამამთავრებელ კურსად ჩაითვლება სწავლების ბოლო კურსი.     მუხლი 9🔗 1. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა კომისიის სამდივნოში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ; ბ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (საცხოვრებელი მისამართის ჩანაწერით); გ) დიპლომის და ნიშნების ფურცლის ასლი, თუ კანდიდატს აქვს უმაღლესი განათლება, ხოლო უმაღლესი განათლების არმქონე კანდიდატმა – ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან; დ) რეკომენდაცია; ე) შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) ორი ფოტოსურათი (3X4); ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ; თ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შესახებ. 2. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღებისა და საბუთების შემოწმების ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს მინისტრი. აღნიშნული ვადები მიეთითება კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებაში. 3. კანდიდატმა კომისიის სამდივნოში უნდა წარადგინოს შევსებული განაცხადის ფორმა სტაჟირებაზე (დანართი №1).     მუხლი 10🔗 1. სტაჟიორობის კანდიდატის საბუთებს ამოწმებს კომისიის სამდივნო, რომელიც კანდიდატის კონკურსზე დაშვების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად დოკუმენტაციას წარუდგენს კომისიას. 2. კონკურსზე დაშვებული კანდიდატების სია დადგენილ ვადაში გამოიკვრება სამინისტროს შენობაში ამისათვის გამოყოფილ ადგილას.     მუხლი 11🔗 1. გადაწყვეტილებას კონკურსის წარმატებით გავლის შესახებ იღებს კომისია. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია კონკურსზე მოიწვიოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან დაწესებულების ხელმძღვანელი ან შესაბამისი დარგის სხვა მოსამსახურე. 2. კომისიის წარდგინების საფუძველზე, მინისტრი იღებს კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება ბრძანებით. ბრძანებაში მიეთითება სტრუქტურული ქვედანაყოფი ან დაწესებულების ის სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც დაინიშნება სტაჟიორი, ასევე სტაჟირების ხელმძღვანელი, რომელიც კოორდინაციას უწევს სტაჟირების გავლის პროცესს. ხელმძღვანელად, რო-გორც წესი, ინიშნება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, დაწესებულების ან დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.     მუხლი 12🔗 1. სტაჟირების ვადა განისაზღვრება 4 თვით. 2. სტაჟიორს სტაჟირებაზე დაშვების შემდეგ ეძლევა სტაჟიორის მოწმობა, რომლის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. 3. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ სტაჟიორთან გასაუბრებას და შეფასებას ახორციელებენ სტაჟირების ხელმძღვანელი და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან დაწესებულების ხელმძღვანელი, რომლებიც გასაუბრების შედეგებს აწვდიან მინისტრს. 4. გასაუბრების შედეგად მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ; ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ. 5. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის სერტიფიკატი, რომლის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. თავი IV. სტაჟირების საერთო პირობები     მუხლი 13🔗    1. სამინისტრო სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. სტაჟიორის ხელმძღვანელი უშუალოდ წარმართავს და კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას, აკონტროლებს მის მიერ ამ წესითა და კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მისი უფლებების განხორციელებას. 3. ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს შესასრულებელი სამუშაოს მიმართულება და განუსაზღვროს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს დაწესებულების და სტაჟიორის საქმიანობასთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.     მუხლი 14🔗    სტაჟიორს უფლება აქვს: ა) ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; გ) გაეცნოს დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება და გამოიყენოს მათი კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული დავალებების შესრულებისას; დ) ხელმძღვანელის წინაშე დააყენოს წინადადება მისი სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ.     მუხლი 15🔗 1. სტაჟიორი ვალდებულია: ა) სტაჟიორად დანიშვნიდან არა უგვიანეს ორი კვირისა საფუძვლიანად გაეცნოს დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას; ბ) უფლებამოსილების განხორციელებისას განუხრელად იხელმძღვანელოს დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით; გ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა კანონიერი დავალება, რომელიც მას დაეკისრება ხელმძღვანელის მიერ; დ) იქონიოს კონტაქტი იმ დაწესებულების მოხელეებთან, სადაც გადის სტაჟირებას; ე) სტაჟირების პერიოდში ხელმძღვანელის ზედამხედველობით აწარმოოს პირადი მოსწრების დღიური და მასში ასახოს ჩატარებული სამუშაოები თემატიკის მითითებით. სამუშაოს შესრულებას შესაბამის გრაფაში ხელის მოწერით ადასტურებს სტაჟიორის ხელმძღვანელი. პირადი მოსწრების დღიური სტაჟიორმა სტაჟირების ვადის გასვლის მომენტისათვის უნდა წარუდგინოს ხელმძღვანელს მის მიერ გაწეული მუშაობის შედეგების შესაჯამებლად. აკრძალულია სტაჟიორის მიერ პირადი მოსწრების დღიურის შენობიდან გატანა; ვ) ყოველდღიურად, ხელმოწერით დააფიქსიროს სტაჟირების გავლის ადგილზე გამოცხადება და სამუშაო საათების შემდეგ შენობიდან გასვლა; ზ) შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები. 2. ხელწერილი სამინისტროს ან დაწესებულების შინაგანაწესის გაცნობის შესახებ თან ერთვის სტაჟიორის პირად საქმეს. 3. კონტროლს სტაჟიორის მიერ მისი მოვალეობების შესრულებაზე ახორციელებს სტაჟიორის ხელმძღვანელი.       მუხლი 16🔗 1. მინისტრი უფლებამოსილია სტაჟიორის მოსწრებისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით, სტაჟიორის ხელმძღვანელის ან მისი ზემდგომი უფროსის წარდგინების საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ. 2. სტაჟიორის გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობით.     მუხლი 17🔗 სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია ყოველკვარტალურად მიაწოდოს ინფორმაცია სამინისტროს ადმინისტრაციას მისდამი დაქვემდებარებულ სფეროში სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.     მუხლი 18🔗 სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლები 1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟიორის შესაბამის ქვედანაყოფში გამოუცხადებლობა; ბ) ამ წესით დადგენილი სხვა შესაბამისი ნორმების დარღვევა; გ) პირადი განცხადება. 2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი საკუთარი ინიციატივით ან სტაჟიორის ხელმძღვანელის ან მისი ზემდგომი უფროსის წინადადების საფუძველზე.     მუხლი 19🔗 დავები, რომლებიც წარმოიშობა კონკურსთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.  დანართი 1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო                                                                                                   განაცხადი სტაჟირებაზე 1. გვარი, სახელი ----------------------------------------------------------------------------- 2. დაბადების ადგილი, თარიღი ------------------------------------------------------------- 3. მოქალაქეობა ------------------------------------------------------------------------------- 4. პირადობის მოწმობის ნომერი --------------------------------------------------------- 5. ოჯახური მდგომარეობა ------------------------------------------------------------------ 6. საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული  ფოსტა, ფაქსი:  ----------------------------------------------------------------------------------------------------------  ---------------------------------------------------------------------------------------------------------- 7. განათლება ( როდის-რომელი სასწავლებელი დაამთავრეთ)    როდიდან          როდემდე                      სასწავლებელი                        ფაკულტეტი 8. ამჟამად სწავლობთ თუ არა, მიუთითეთ სად? -------------------------------------------------------------------------------------------------------------- 9. სპეციალობა, კვალიფიკაცია (დიპლომის მიხედვით) და დიპლომის ნომერი       სპეციალობა                         კვალიფიკაცია                                დიპლომის N 10. რომელ უცხო ენებს ფლობთ, ცოდნის დონე: შეაფასეთ ენის ცოდნის დონე შემდეგი ტერმინებით: სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად.                    ენა                             კითხვა               მეტყველება                 წერა 11. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  ------------------------------------------------------------------------------------------------------------- 12. რატომ აირჩიეთ აღნიშნული სპეციალობა, მოკლედ ჩამოაყალიბეთ თქვენი პროფესიონალური გეგმები და მიზნები 13. სამინისტროს რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში (დაწესებულება) გსურთ სტაჟირების გავლა. მიუთითეთ სამი სტრუქტურული ქვედანაყოფი (ან დაწესებულება) პრიორიტეტების მიხედვით. 14. თქვენი ინტერესთა სფეროები 15. რა სახის გრანტები და სტიპენდიები გაქვთ მოპოვებული წარსულში:  როდის                        ორგანიზაცია - დაწესებულება                 თანხის ოდენობა 16. შრომითი საქმიანობა  როდიდან-როდემდე        უწყება , ორგანიზაცია    თანამდებობა               მისამართი უწყების,                                                                                                                                    ორგანიზაციის,  სადაც                                                                                                                                       მუშაობდით      17. ხართ თუ არა საზღვარგარეთ ნამყოფი კვალიფიკაციის ამაღლების ან სხვა  პროფესიული მიზნით: სად, როდის? -------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------- 18. სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება და სამხედრო  წოდება: როდის გაქვთ მინიჭებული და რომელი ორგანო-დაწესებულებისგან -------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------- 19. გთხოვთ ცალკე ფურცელზე დეტალურად დაასაბუთოთ, თუ რას ელით სამინისტროში სტაჟირებისაგან. დაიცავით ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები ფორმატისა და შინაარსის შესახებ. ფორმატი ·    არა უმეტეს ერთი ნაბეჭდი გვერდისა 1,5 ინტერვალით შინაარსი ·    თქვენი პროფესიული მიზნები; ·    რა როლს ითამაშებს სამინისტროში სტაჟირება აღნიშნული მიზნების მისაღწევად? ·    რატომ აირჩიეთ თქვენ მიერ ზემოთ მითითებული სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი (დაწესებულება) სტაჟირებისათვის? ·    როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი წვლილი აღნიშნული სტრუქტურული ქვედანაყოფის (დაწესებულება) საქმიანობაში? ·    მოკლედ აღწერეთ სამინისტროში ჩვენი სტაჟირების სავარაუდო შედეგები და მათი გამოყენება თქვენს შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში; 20. შენიშვნები შევსების თარიღი ------------------------------------------ პირადი ხელმოწერა -----------------------------------------