„სასჯელაღსრულების დაწესებულების უშიშროების დამატებითი ღონისძიებების გეგმის დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.038.013.191
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №247
2009 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
სასჯელაღსრულების დაწესებულების უშიშროების დამატებითი ღონისძიებების გეგმის დამტკიცების შესახებ
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მასობრივი არეულობებისა და ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, თავდასხმის, გაქცევისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით, �პატიმრობის შესახებ� საქართველოს კანონის 96-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ შემუშავებული და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მასობრივი არეულობებისა, აგრეთვე ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, თავდასხმის, გაქცევისა და სხვა სამართალდარღვევათა აღსაკვეთად გასატარებელი უშიშროების დამატებითი ღონისძიებების თანდართული გეგმა (დანართი №1).
2. დაევალოთ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარესა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების დირექტორებს ადგილებზე შეიმუშავონ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებთან შეათანხმონ ექსტრემალურ სიტუაციებში ერთობლივად სამოქმედო ოპერატიული გეგმა.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ა. სეფერთელაძე
დანართი 1
სასჯელაღსრულების დაწესებულების უშიშროების დამატებითი ღონისძიებების
გ ე გ მ ა
1. გეგმა განსაზღვრავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში � სამინისტრო) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში (შემდგომში � დაწესებულება) მასობრივი არეულობებისას, ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, სამინისტროსა და სასჯელაღსრულების ორგანოების მიერ უშიშროების გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელებისა და ამ კუთხით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთმოქმედების წესს.
2. გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზანია:
ა) დაწესებულებაში მასობრივი არეულობების, ამ დაწესებულებებზე თავდასხმის, პატიმართა ან მსჯავრდებულთა გაქცევის, მძევალთა აყვანის, იქ მოთავსებულ პირთა მხრიდან მასობრივი დაუმორჩილებლობის, აგრეთვე სხვა სამართალდარღვევათა შემთხვევების ლოკალიზება და აღკვეთა;
ბ) ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, დაწესებულებებში სტაბილურობის შენარჩუნება, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტების და ბრძანებების სწრაფი შესრულების უზრუნველყოფა;
გ) დაწესებულებების მოსამსახურეების, მსჯავრდებულთა და პატიმართა უსაფრთხოების დაცვა;
დ) ექსტრემალურ სიტუაციებში დაწესებულებათა გაძლიერებული დაცვა, მსჯავრდებულებზე განსაკუთრებული მეთვალყურეობისა და კონტროლის დაწესება;
ე) დაწესებულებაში ფართო მასშტაბის ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებისას დაწესებულების უსაფრთხოების დაცვა;
ვ) სათანადო ოპერატიული ინფორმაციის შეუფერხებელი მიღების უზრუნველყოფა;
ზ) მიღებული ოპერატიული ინფორმაციის სწრაფი დამუშავება და მათ საფუძველზე სათანადო რეაგირება.
3. წინამდებარე გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება სამინისტროს სისტემაში განგაშის გამოცხადებისას.
4. ამ გეგმის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული განგაშის გამოცხადების საფუძვლის არსებობის თაობაზე ინფორმაციის მიღებისა და დადასტურებისთანავე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი (შემდგომში � მინისტრი) სამინისტროს სისტემაში აცხადებს ერთ-ერთი შემდგი სახეობის განგაშს:
ა) განგაში №1 � სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში დაუყოვნებლივ ცხადდება სამინისტროს ყველა მოსამსახურე.
ბ) განგაში №2 � სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში დაუყოვნებლივ ცხადდება სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ასევე მისი შიდა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.
გ) განგაში №3 � სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში დაუყოვნებლივ ცხადდება სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.
5. გამოცხადებული განგაშის თაობაზე სამინისტროს შესაბამისი მოსამსახურეების ინფორმირება ევალება სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) უფროსს ან მისი არყოფნის შემთხვევაში მინისტრის მიერ უფლებამოსილ სამინისტროს სხვა მოსამსახურეს. აუცილებლობის შემთხვევაში მინისტრი, განგაშის სახეობის შესაბამისად, გასცემს სამინისტროს სისტემის სხვა მოსამსახურეთა სამინისტროში სავალდებულო გამოცხადების ბრძანებას.
6. მინისტრის არყოფნისას განგაშის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრის უფლებამოსილი მოადგილე.
7. წინამდებარე გეგმით განგაშის გამოცხადების საფუძველია:
ა) ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება;
ბ) მასობრივი არეულობების წარმოშობა, მსჯავრდებულთა ჯგუფური დაუმორჩილებლობა, მძევალთა აყვანა ან მსგავსი მოსალოდნელი ექსცესების თაობაზე სათანადოდ დადასტურებული ინფორმაციის არსებობა;
გ) მსჯავრდებულთა და პატიმართა მასობრივი გაქცევა;
დ) დაცულ ობიექტზე, დაწესებულების პერსონალზე თავდასხმა ან ასეთი თავდასხმის მზადების თაობაზე სათანადოდ დადასტურებული ინფორმაციის არსებობა;
ე) საზოგადოებრივი წესრიგის ჯგუფური დარღვევა, დაწესებულების ობიექტებსა და მათ მახლობლად ხანძრების, აფეთქებების, ავარიების, სტიქიური უბედურებების წარმოქმნა და ვითარების სხვაგვარი მკვეთრი გართულება, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას დაწესებულების უსაფრთხოებას.
8. ამ გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებისას, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების კოორდინირებული მოქმედების უზრუნველსაყოფად მინისტრთან იქმნება ოპერატიული შტაბი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან:
ა) მინისტრი � შტაბის ხელმძღვანელი;
ბ) მინისტრის პირველი მოადილე � შტაბის ხემძღვანელის მოადგილე;
გ) სასჯელაღსრულების ორგანოების კურატორი მინისტრის მოადგილე;
დ) სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში � დეპარტამენტი) თავმჯდომარე.
9. ოპერატიული შტაბის შემადგენლობაში, საჭიროებისამებრ, შტაბის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა უწყებათა წარმომადგენლებიც.
10. ოპერატიული შტაბის ძირითადი ადგილსამყოფელია სამინისტრო.
11. დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით იქმნება ადგილობრივი შტაბი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელობა, აგრეთვე სამინისტროს ცენტრალური აპარატიდან და დეპარტამენტიდან სპეციალურად მივლინებული პასუხისმგებელი მუშაკები.
12. ამ გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებისას ადგილობრივი შტაბი ასრულებს ოპერატიული შტაბისაგან მიღებულ მითითებებს.
13. მინისტრი (მინისტრის უფლებამოსილი მოადგილე):
ა) აცხადებს განგაშს გეგმით გათვალისწინებული საგანგებო ვითარების არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებისა და დადასტურებისთანავე;
ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარისაგან ისმენს ინფორმაციას საგანგებო ვითარების მასშტაბებისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ;
გ) ხელმძღვანელობს ოპერატიული შტაბის მუშაობას;
დ) განგაშის გამოცხადებისთანავე დადგენილი წესით აწვდის ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს მთავრობას, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს;
ე) ამ გეგმით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დაწესებულებათა დაცვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ძალებით გაძლიერების თაობაზე;
ვ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელთაგან აყალიბებს ოპერატიულ ჯგუფს და მიავლენს ექსტრემალური სიტუაციის ზონაში პირველად გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მისაღებად;
ზ) იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულებათა, მათი ობიექტების დაცვისა და მსჯავრდებულთა ბადრაგირებისას სამსახურის გაძლიერების შესახებ.
14. დეპარტამენტის თავმჯდომარე:
ა) მოახსენებს მინისტრს (მინისტრის უფლებამოსილ მოადგილეს) გადამოწმებულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციის მასშტაბებისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ;
ბ) დაწესებულებისათვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენის მიზნით, იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების, მისი ობიექტების დაცვისა და მსჯავრდებულთა ბადრაგირებისას სამსახურის გაძლიერების პერიოდის განმავლობაში დეპარტამენტის დამატებით თანამშრომელთა მიმაგრების (მივლინების) თაობაზე;
გ) გადაჰყავს დაწესებულებების მოსამსახურეები საყაზარმო მდგომარეობაზე;
დ) ხელმძღვანელობს დაწესებულების ძალებისა და საშუალებების მოქმედებას საგანგებო ვითარებაში.
15. დაწესებულების დირექტორი სამინისტროს სისტემაში განგაშის გამოცხადებისთანავე, აგრეთვე, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მოვლენების ესკალაცია, მინისტრის მიერ განგაშის გამოცხადებამდეც, აცხადებს საერთო განგაშს დაწესებულების ტერიტორიაზე და ერთობლივად მოქმედებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთან წინასწარ შეთანხმებული ოპერატიული გეგმის საფუძველზე.
16. ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო ქვედანაყოფები უზრუნველყოფენ დაწესებულებათა დაცვის გაძლიერებას საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით გათვალისწინებული წესით.
17. ამ გეგმით გათვალისწინებული საფუძვლებით სამინისტროს სისტემაში განგაშის გამოცხადებისას, თუ სხვა საშუალებით ვერ ხერხდება შექმნილი ვითარების ლოკალიზება, მინისტრის (მინისტრის უფლებამოსილი მოადგილის) სათანადო მიმართვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით დაწესებულების დაცვა შეიძლება გაძლიერდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებით.
18. დაწესებულების რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების მიერ ამ დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების მიზნით, ფართო მასშტაბის ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებისას, როდესაც არსებობს ჯგუფური დაუმორჩილებლობისა და მასობრივი არეულობების წარმოშობის მაღალი საშიშროება, მინისტრის მიმართვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე დაწესებულების დაცვა შეიძლება გაძლიერდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებით.
19. მსჯავრდებულთა და პატიმართა გაქცევის, დაწესებულებაზე თავდასხმის, აგრეთვე წინასწარ განსაზღვრული სხვა ფორმით სამინისტროს სისტემაში განგაშის გამოცხადების თაობაზე ინფორმაციის მიღებისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო საზღვრის (ან მისი გარკვეული მონაკვეთის) დაცვის უზრუნველყოფის გაძლიერებულ რეჟიმზე გადასვლის თაობაზე.