„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 25 თებერვლის №59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№253
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.038.013.195
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 73, 17/06/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.038.013.195

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება №253

2009 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 25 თებერვლის №59 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 25 თებერვლის №59 ბრძანებაში (სსმ III, 2009 წელი, №22, მუხ. 284) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. სასწავლო ცენტრის მიზანი

სასწავლო ცენტრის მიზანია სამინისტროს სისტემაში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმის ხელშეწყობა, სამინისტროს სისტემაში დასაქმებული საჯარო მოხელეების, პერსონალის ან დასაქმების სურვილის მქონე პირთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პერსონალის ან დასაქმების სურვილის მქონე პირთათვის შესაბამისი სასწავლო პროგრამების შემუშავება;

ბ) სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პერსონალის ან დასაქმების სურვილის მქონე პირთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;“;

ბ) „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სამინისტროს სამოქმედო სფეროსთვის შექმნილი უცხოური ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა;

თ) სასწავლო ცენტრის ბიბლიოთეკის განახლება და ფუნქციონირება;

ი) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა მათდამი დაქვემდებარებული პერსონალის მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო პროგრამების შემუშავების მიზნით.“.

3. მე-7 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასწავლო ნაწილის ძირითადი ამოცანაა სამინისტოს სისტემის თანამშრომელთათვის სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება; სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების განრიგის შემუშავება; სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების განხორციელებისათვის მეთოდიკის შერჩევა-გაანალიზება; ტრენერთა ჯგუფის ორგანიზება და მათი საქმიანობის კოორდინირება; ტრენერთა პერიოდული გადამზადების კურსების ორგანიზება; სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების მონაწილეთათვის ატესტაცია; სასწავლო ცენტრის ბიბლიოთეკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი