,,საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.013.196
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №381
2009 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
„საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხ. 2323) დამტკიცებულ „საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციის 131 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5. განრიგი ექვემდებარება გაუქმებას საბაჟო ორგანოს სათანადო წესით გაფორმებული შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, თუ არსებობს ერთი ან რამდე-ნიმე შემდეგი პირობა:
ა) ხორციელდება საქონლის ხელახალი დეკლარირება საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელების მიზნით და წარედგინება ახალი განრიგი;
ბ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 130-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანოსა და საქონლის მესაკუთრის თანხმობით, საქონელი სარგებლობაში გადაეცემა სხვა პირს;
გ) დეკლარანტის მიერ სრულად იფარება განრიგის მიხედვით გადასახდელი თანხა;
დ) საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმი დასრულდა ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლის შესაბამისად.
6. განრიგი ექვემდებარება შეცვლას საბაჟო ორგა-ნოს სათანადო წესით გაფორმებული შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, თუ არსებობს ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა:
ა) საქონლის ნაწილი გატანილ იქნა საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის წინასწარ განსაზღვრული ვადის გასვლამდე;
ბ) საქონლის ნაწილი მოექცა სხვა საბაჟო რეჟიმში ან მის მიმართ გამოყენებულ იქნა სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაცია;
გ) საქონლის ნაწილი განადგურდა ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად, რაზეც დეკლარანტი საბაჟო ორგანოს წარუდგენს სათანადო მტკიცებულებას.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის პირველი
მოადგილე პ. პეტრიაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.06.2009.
- როდის იქნა მიღებული „,,საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ““?
- „,,საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ““ მიღებულია 16.06.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №381. სარეგისტრაციო კოდი — 230.020.020.22.033.013.196.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.06.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ““, №381, 16.06.2009, სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.013.196 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.06.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84346/