⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.06.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.06.2009
ძალის დაკარგვა 01.06.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №448
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.013.212
გამოქვეყნების წყარო სსმ, 77, 24/06/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,433 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.06.2009 მიღება
01.06.2018 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.CharCharCarCharCarCharCarCharCarCharCarCharCarCharCarChar, li.CharCharCarCharCarCharCarCharCarCharCarCharCarCharCarChar, div.CharCharCarCharCarCharCarCharCarCharCarCharCarCharCarChar { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.satauri, li.satauri, div.satauri { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin-top:0in; margin-right:-9.0pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.013.212 .საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №448 2009 წლის 19 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის №146 ბრძანება. 3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები. 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ვ. სიხარულიძე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და ამ დებულებით.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის წინაშე.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი“, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით. თავი II. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის ამოცანებია: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი და ეფექტური სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დანერგვა; ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების კადრის ოფიცრებით, საკონტრაქტო (პროფესიული) და სავალდებულო (ვადიანი) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებით, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქირავებელ სამოქალაქო პირთა დროული დაკომპლექ-ტების, აღრიცხვისა და კონტროლის უზრუნველყოფა; გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურეთა რეკრუტირების, შერჩევის, გადანაწილება-დანიშვნის, სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობათა მინიჭების, მომზადება-გადამზადების, პროფესიული განვითარების, შენარჩუნებისა და კარიერის მართვის უზრუნველყოფა; დ) ძალთა დაგეგმვიდან გამომდინარე, საქართველოს შეიარაღებული ძალების შენაერთებისა და ქვედანაყოფების საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურული წინადადებებიდან გამომდინარე ოპტიმალური საშტატო სტრუქტურების შემუშავება; ე) ერთიანი საინფორმაციო ბაზის ანალიზი; ვ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედ სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა, დაღუპულთა და მათი ოჯახის წევრთა პატივისა და ღირსების დაცვისათვის სოციალურ-სამართლებრივი გარანტიების უზრუნველსაყოფად, სათანადო ღონისძიებათა დაგეგმვა კომპეტენციის ფარგლებში; ზ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პატრიოტული და მხედრული სულისკვეთების გაძლიერების, მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის ამაღლების, ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილებში სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო-პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობის შესწავლის ღონისძიებების უზრუნველყოფა.     მუხლი 6🔗. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკადრო პოლიტიკის დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი; ბ) რეკრუტების, საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სხვა სამხედრო უწყებიდან გადმოსულ სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირთა, ჯარების ერთი სახეობიდან მეორეში მათი გადაყვანის, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქირავებელ სამოქალაქო პირთა მიღებისა და შენარჩუნების ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში; გ) სამხედრო მოსამსახურეთა პიროვნული და პროფესიული თვისებების შესწავლის (შეფასებების) საფუძველზე, მათი თანამდებობრივი გადაადგილების (განაწილების), დაწინაურების, კვალიფიკაციის ამაღლების, სამოქალაქო პირთა მიერ შესაბამისი სამხედრო განათლების მიღების ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება; დ) სამხედრო მოსამსახურეთათვის, მათი განათლებისა და პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების მინიჭების ღონისძიებების უზრუნველყოფა; ე) მსმენელებით (კურსანტებით) სამხედრო სასწავლებლებისა და კურსების დაკომპლექტების, სამხედრო სასწავლებლების კურსდამთავრებულთა შერჩევისა და განაწილების ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება; ვ) კაპრალ-სერჟანტთა, ოფიცერთა და სამოქალაქო პირთათვის პირველადი, მორიგი (ვადამდე) სამხედრო წოდებების კანონმდებლობის შესაბამისად მისანიჭებლად სათანადო მასალებისა და ბრძანების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; ზ) საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებების შემუშავება, უარყოფითი მოტივებით დათხოვნის მიზეზთა გაანალიზება-განზოგადება; თ) სამხედრო მოსამსახურეთა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებულ სამოქალაქო პირთა პირადი საქმეების წარმოება, მათი ალფაბეტური, სტატისტიკური და პერსონალური აღრიცხვა; ი) სამხედრო მოსამსახურეთა საზღვარგარეთ მივლინებისათვის სათანადო სამივლინებო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა; კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინირებულად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამობილიზაციო სისტემის მიხედვით პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო რესურსების დაგეგმვასა და მობილიზაციის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო რესურსებით დაკომპლექტების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება; ლ) ეფექტური საორგანიზაციო-საშტატო ღონისძიებათა გატარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით, საშტატო საკითხებთან დაკავშირებული პროექტების მომზადება, შტატების, შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელების შემუშავება; მ) საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის აღრიცხვა და მონაცემთა ბაზაში შეტანა. მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, მოთხოვნის შესაბამისად, თემატური და სტატისტიკური ინფორმაციის გაცემა, ცენტრალური მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება მონაცემთა ბაზიდან საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი და პირადი შემადგენლობის მართვის ოპტიმიზაციის წინადადებების შემუშავება; ნ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეთა პირადობის (პლასტიკური) მოწმობების დამზადება, აღრიცხვიანობა და გაცემის ორგანიზება; ო) შესაბამისი წარდგინებების საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეების სახელმწიფო და უწყებრივ ჯილდოებზე დასაჯილდოებლად წარდგენისთვის დოკუმენტაციის მომზადება; პ) სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე თადარიგში დათხოვნილ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა ნამსახურებ წელთა გაანგარიშება და საბუთების გადაგზავნა სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოში კომპენსაციის დასანიშნად; ჟ) იმ პირთა შესახებ, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში წარმოადგენდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან იმ დოკუმენტების დამოწმებული ასლებისა და სხვა მტკიცებულებების გამოთხოვა, რომლებიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს; რ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა, საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური გარანტიების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა კომპეტენციის ფარგლებში; ს) დეპარტამენტის საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება; ტ) NATO-სთან თანამშრომლობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების ფარგლებში განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მიზნით, სამხედრო პერსონალის მართვასთან დაკავშირებული საკითხების დაგეგმვა, აღსრულება და კონტროლი. თავი III. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა     მუხლი 7🔗. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.     მუხლი 8🔗. დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.     მუხლი 9🔗. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.     მუხლი 10🔗. დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს.     მუხლი 11🔗. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქცია-მოვალეობებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.     მუხლი 12🔗. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარადგენს დასამტკიცებლად დეპარტამენტის საშტატო ნუსხას; გ) განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს; დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესრულებასა და დისციპლინის დაცვაზე; ე) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და საქართვე-ლოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოხელეთა თანამ-დებობაზე დანიშვნის, განთავისუფლების, გადაადგილების, წახალისების და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; ვ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან; ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; თ) ამტკიცებს შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელებს; ი) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით ხელს აწერს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მისაღები (დასაქირავებელი) პირადი შემადგენლობის ხელშეკრულებებს (კონტრაქტებს); კ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნას; ლ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებაზე. თავი IV. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი სტატუსი, ფუნქციები და მმართველობა     მუხლი 13🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) პირადი შემადგენლობის მენეჯმენტის სამმართველო; ბ) საორგანიზაციო-საშტატო და სამობილიზაციო რესურსების დაგეგმვის სამმართველო; გ) საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო; დ) პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველო; ე) ადმინისტრაციული სამმართველო; ვ) დაგეგმარებისა და ნატოსთან თავსებადობის განყოფილება.     მუხლი 14🔗. 1. პირადი შემადგენლობის მენეჯმენტის სამმართველო, მასში შემავალი სახმელეთო ძალების დაკომპლექტების განყოფილების, სამხედრო-საჰაერო ძალების დაკომპლექტების განყოფილების, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დაკომპლექტების განყოფილების, პირადი შემადგენლობის დაწინაურების, კარიერის დაგეგმვისა და მართვის განყოფილების, პირადი შემადგენლობის განათლების დაგეგმვის განყოფილების, შერჩევის საბჭოების უზრუნველყოფის განყოფილებისა და პირადი შემადგენლობის რეკრუტირების და შენარჩუნების განყოფილების მეშვეობით ახორციელებს: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად ეფექტური საკადრო პოლიტიკის, მისი რეალიზაციის მეთოდების, ფორმების შემუშავებასა და გატარებას; ბ) სამხედრო მოსამსახურეთა გადანაწილების, დაწინაურების, მათი კარიერული და პროფესიული ზრდის ღონისძიებების დაგეგმვას. თანამდებობათა სამუშაო აღწერის ფორმების შემუშავებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად და მათ სისტემატურ დახვეწას; გ) ბრძანებათა პროექტების მომზადებას საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; დ) სხვადასხვა სასწავლო კურსებზე სასწავლებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად შესაბამისი კანდიდატების შერჩევა-დაგეგმვას და გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენას. სასწავლო კურსების დასრულების შემდგომ სამხედრო მოსამსახურეთა განაწილებაში მონაწილეობას. სასწავლებლად წარგზავნასთან დაკავშირებით შესაბამისი ბრძანებების პროექტების მომზადებას; ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული შესაბამისი პოლიტიკის მიხედვით სამხედრო მოსამსახურეთა შეფასების პროცესებისა და პროცედურების ზედამხედველობას; ვ) სხვადასხვა დონის შერჩევის საბჭოების დაგეგმვასა და მათ პროცედურულ უზრუნველყოფას; ზ) სამხედრო მოსამსახურეთა გაწვევის (რეკრუტირების) და შენარჩუნების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად სათანადო თემატური და სტატისტიკური მონაცემების მომზადებას, ანალიზსა და სათანადო მოხსენებებისა და წინადადების მომზადება-წარდგენას; თ) კადრების განკარგულებაში მყოფ და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის მსურველ პირთა შემდგომი დასაქმების საკითხების განხილვას, სათანადო თანამდებობების შეთავაზებასა და შესაბამისი წინადადებებისა და ბრძანების პროექტების მომზადებას; ი) სავალდებულო (ვადიანი) სამხედრო მოსამსახურეებით ჯარის სხვადასხვა სახეობების დაკომპლექტების და დემობილიზაციის საკითხების დაგეგმვას, ორგანიზებას, აღრიცხვასა და კონტროლს. 2. საორგანიზაციო-საშტატო და სამობილიზაციო რესურსების დაგეგმვის სამმართველო, მასში შემავალი საორგანიზაციო-საშტატო და შეიარაღების განყოფილებისა და სამობილიზაციო რესურსების დაგეგმვის განყოფილების მეშვეობით ახორციელებს: ა) ძალთა დაგეგმვიდან გამომდინარე სახეობების, ქვედანაყოფებისა და სამხედრო ნაწილების საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურების ოპტიმიზაციისთვის წინადადებების შემუშავებას; ბ) საშტატო საკითხებთან დაკავშირებული ბრძანებების პროექტების მომზადებასა და წარდგენას დასამ-ტკიცებლად; გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელების შემუშავებასა და დასამტკიცებლად დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენას; დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფების დისლოკაციების ადგილების აღრიცხვასა და კონტროლს. ქვედანაყოფების ბეჭდების, ლუქების დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას; ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინირებულად საქართველოს შეიარაღებული ძალების სამობილიზაციო სისტემის შემუშავებასა და მობილიზაციის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო რესურსებით დაკომპლექტების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღებას. 3. საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო, მასში შემავალი საინფორმაციო ცენტრისა და პირადი შემადგენლობის აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების მეშვეობით ახორციელებს: ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ერთიანი ინფორმაციული მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებასა და სისტემატურ განახლებას; ბ) ინფორმაციის პერიოდულ ანალიზს, ტენდენციე-ბის დადგენასა და წინადადებების მომზადება-წარდგენას; გ) პირადი შემადგენლობის რაოდენობრივი მაჩვენებლების შესახებ სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, დეპარტამენტის მონაცემთა ბაზასთან შედარებას; დ) პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობისა და მონაცემთა მოხსენებების სისტემების შემუშავებას, დახვეწასა და მათი მართვისა და კონტროლის განხორციელებას; ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეთა პირადობის მოწმობების დამზადებას, აღრიცხვიანობასა და გაცემის ორგანიზებას. 4. პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველო, მასში შემავალი პირად შემადგენლობასთან მუშაობის განყოფილებისა და სოციალურ საკითხთა და დაჯილდოების განყოფილების მეშვეობით ახორციელებს: ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეთა პატრიოტული და მხედრული სულისკვეთების გაძლიერებისა და მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის ამაღლების, ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილებში სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური მდგომარეობის შესწავლისთვის ღონისძიებების დაგეგმვას; ბ) მოქმედი კანონმდებლობის თანახმად საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისთვის მებრძოლთა, დაღუპულთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური გარანტიების უზრუნველსაყოფი ღონისძიებების დაგეგმვას, განხორციელებასა (კომპეტენციის ფარგლებში) და კონტროლს; გ) სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე თადარიგში დათხოვნილ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა ნამსახურებ წელთა გაანგარიშებასა და სათანადო საბუთების მომზადებას; დ) იმ პირთა შესახებ, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში წარმოადგენდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან იმ დოკუმენტების დამოწმებული ასლებისა და სხვა მტკიცებულებების გამოთხოვა, რომლებიც შეიცავენ პერსონალურ მონაცემებს; ე) შესაბამისი წარდგინებების საფუძველზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა (მათ შორის, საჯარო მოსამსახურეთა) უწყებ-რივი მედლებითა და სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ ბრძანებათა პროექტების მომზადებას. 5. ადმინისტრაციული სამმართველო, მასში შემავალი ადმინისტრაციული და საქმისწარმოების განყოფილების, პირადი საქმეების აღრიცხვისა და უზრუნველყოფის განყოფილებისა და იურიდიული ჯგუფის მეშვეობით ახორციელებს: ა) დეპარტამენტის საიდუმლო და არასაიდუმლო კორესპონდენციის წარმოებას; ბ) დეპარტამენტში წარმოებული (საწარმოებელი) წიგნების, ჟურნალების, საქმეების ნომენკლატურის მიხედვით აღრიცხვას, წარმოებაზე კონტროლსა და დადგენილი წესით შენახვას; გ) მოქმედ და პენსიაზე გასულ სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეების დამუშავებას, აღრიცხვაზე აყვანასა და შენახვის უზრუნველყოფას; დ) დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეების გადამოწმებასა და შესაბამის ორგანოებში გადასაგზავნად მომზადებას; ე) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს დაქვემდებარებული დეპარტამენტების (სამმართველოების) სამხედრო მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობის შესახებ ცნობების მომზადებას საფინანსო სამსახურში წარსადგენად; ვ) დეპარტამენტზე რიცხული მატერიალური ქონების აღრიცხვასა და კონტროლის; ზ) დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად სათანადო სქემისა და ევაკუაციის შემუშავებასა და დაზუსტებას; თ) მონაწილეობს დეპარტამენტში შესრულებული სხვადასხვა სამართლებრივი აქტების შეფასებასა და ვიზირებაში. 6. დაგეგმარებისა და ნატოსთან თავსებადობის განყოფილება: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან ერთად მონაწილეობას იღებს პირადი შემადგენლობის მართვის პოლიტიკის მარეგულირებელი დოკუმენტების ჩამოყალიბებაში; ბ) ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის მართვის პოლიტიკის საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დასანერგად შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტების, სახელმძღვანელოების, სამოქმედო წესების, ინსტრუქციების ჩამოყალიბებას, იმპლემენტა-ციის სამოქმედო გეგმების გაწერასა და უშუალო მო-ნაწილეობას იმპლემენტაციის პროცესში პოლიტიკის სწორად გატარების უზრუნველსაყოფად; გ) უზრუნველყოფს NATO-სთან თანამშრომლობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმებით სამხედრო პერსონალისთვის განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების დაგეგმვას, აღსრულებასა და კონტროლს, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო მოხსენებების მომზადებასა და წარდგენას; დ) ახორციელებს პირადი შემადგენლობის მართვის სისტემების NATO-ს სტანდარტებთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად სათანადო წინადადებების მომზა-დებასა და დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენას.     მუხლი 15🔗. სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.     მუხლი 16🔗. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე; დ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს კომპეტენციის ფარგლებში; ე) შეიმუშავებს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ზ) ანგარიშს აბარებს დეპარტამენტის უფროსს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის შესახებ.     მუხლი 17🔗. დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შემავალი ერთეულების ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.