,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №55 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№404
სარეგისტრაციო კოდი
190.010.000.22.033.013.234
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 79, 29/06/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.22.033.013.234

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №404

2009 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №55 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №55 ბრძანებით (სსმ III, 22.01.08 წ., №9, მუხლი 104) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საბაჟო გამშვები პუნქტი.“.

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 მუხლი:

     „მუხლი 16. ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საბაჟო გამშვები პუნქტი

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საბაჟო გამშვები პუნქტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანასთან და თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებით:

ა.ა) საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების დაწყებასა და დასრულებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების განხორციელება;

ა.ბ) შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების მიზნით დეკლარაციის ან/და სხვა საბაჟო დოკუმენტის წარდგენასთან, დეკლარირებული მონაცემების სისწორის შემოწმებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურის წარმართვა;

ა.გ) კომპეტენციის ფარგლებში სხვა საბაჟო პროცედურების და საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეების კოორდინაცია;

ა.დ) საბაჟო გადასახდელების დარიცხვა, საბაჟო შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმება ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირების უზრუნველყოფა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმების განხორციელების წესის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული კამერალური საბაჟო შემოწმების, მიმდინარე კონტროლის და დაკვირვების პროცედურების განხორციელება;

გ) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შემსვლელ, თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გამსვლელ ფიზიკური პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელება;

დ) საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში თავისუფალი ინდუსტრიულ ზონის ტერიტორიაზე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება, მათ შორის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის შესაბამისად, სამართალდარღვევის ოქმების შედგენა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილ შემთხვევაში სანქციის ადგილზე შეფარდება, ინფორმაციის ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სათანადო ქვედანაყოფებისათვის მიწოდება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 30 ივნისიდან.

კ. ბაინდურაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №55 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.06.2009.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №55 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ““?
„,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №55 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ““ მიღებულია 29.06.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №404. სარეგისტრაციო კოდი — 190.010.000.22.033.013.234.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №55 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ““?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №55 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №55 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.06.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №55 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ““, №404, 29.06.2009, სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.22.033.013.234 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84502/